სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/_75.jpg
15/11/2021 13:00

დღეს 82 კაცი გარდაიცვალა კოვიდით, რას ელოდებით!

დღეს 82 კაცი გარდაიცვალა კოვიდით, რას ელოდებით!    საქართველოში რამდენი სოფელია, სადაც 82 კაცზე ნაკლები, ან ცოტათი მეტი ცხოვრობს...  ანუ გამოდის რომ ყოველდღიურად ერთ პატარა სოფელს ვკარგავთ!...  ხალხო, როდემდე ვუყუროთ ამ საშინელებას,  ვის ვეჯინებით,  რას ველოდებით,  რა მოგვდის, ნუთუ თქვენს გვერდით არ არიან ის ადამიანები, რომლებიც გუშინ ამტკიცებდნენ არ ავიცრითო და დღეს სამწუხაროდ აუცრელობით გარდაიცვალნენ?  ნუთუ ასე დაყრუვდით და დაბრმავდით, რომ ისევ უსაფუძვლო მიზეზებს ეძებთ, თუ რატომ არ უნდა აიცრად? დღემდე რომ მოვსულიყავით, რამდენ ტანჯვას და წამებას გაუძლო ქვეყანამ...  რამდენი ომი და უბედურება გადაიტანა...  რამდენი ჩვენი წინაპარი შეეწირა ჭირსა თუ პანდემიას, იმის გამო, რომ წამალი არ არსებობდა და მოვედით აქამდე...  და თქვენ რას აკეთებთ... დღეში 82 კაცს ვკარგავთ, და კიდევ ვეძებთ მიზეზებს და ელოდებით? რას ელოდებით!!!!  თუ შენ საქართველო და ქართველი ხალხი გიყვარს, აიცერი და  მოუწოდე სხვასაც!!!!   პოსტს სოციალურ ქსელში ა(ა)იპ  ე.კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი აქვეყნებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/wera.jpg
09/11/2021 17:04

თუ შენ სკოლის მოსწავლე ხარ და წერა გიყვარს

 საქართველოს საჯარო, კერძო სკოლებისა და უცხოეთში მცხოვრები ქართულენოვანი VII-XII კლასის შესაბამისი ასაკის მოსწავლეებისათვის,აჭარის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე აცხადებს დიდი ქართველი მწერლების ფრიდონ ხალვაშისა და ზურაბ გორგილაძის სახელობის ლიტერატურულ კონკურსს „ზღვაური-2021”. კონკურსზე მიიღება პოეზია - 3 ლექსი ( პოემებს ნუ გამოგზავნით), მცირე პროზა - მოთხრობა არაუმეტეს 2- 3 ნაბეჭდი გვერდი. თემატიკა: პატრიოტული, რეალური ისტორიები რეალურ ადამიანებზე,  ( განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა პატრიოტულ თემატიკას(რომელიც მიეძღვნება დიდგორობის 900 წლისთავს),  ასევე რეალურ თუ გამოგონილ ისტორიებზე დაფუძნებულ მოთხრობებს).  მინიატურა ან ჩანახატი ( 15 სტრიქონიდან - 1 გვერდამდე) საკონკურსო ნაწარმოებები არანაირი ფორმით არ უნდა იყოს გამოქვეყნებული. ნაწარმოებები გამოგზავნეთ WORD-ის ფაილით, შრიფტი Sylfaen, ზომა 12.  საკონკურსო მასალების მიღება დაიწყება 25 სექტემბერს და დასრულდება 25 ნოემბერს.  დაჯილდოება გაიმართება 10 დეკემბრამდე. კონკურსში მონაწილობის მსურველებმა თქვენი შემოქმედება გამოგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე - konkursizgvauri@gmail.com  აუცილებლად მიუთითეთ: სახელი, გვარი, ტელეფონის ნომერი, მუნიციპალიტეტი, სკოლა და კლასი ყურადღება მიაქციეთ: შემოსულ მასალებს შეაფასებს კომპეტენტური და შესაფერისი რეგალიების მქონე ჟიური, რომელთაც აღნიშნული მასალა ავტორის მითითების გარეშე, სპეციალური ნომრის მინიჭებით მიეწოდებათ, რაც ლიტერატურულ ნაწარმოებთა ობიექტური შეფასების საფუძველია. ჟიური 5 წევრისგან შედგება. შეფასება 10 ბალიანი სისტემით განხორციელდება. ფინალში გადავლენ ის ავტორები, რომელთა ნაწარმოებიც  35 დან 50-მდე  ქულამდე შეფასდება. გამარჯვებულნი,  რეიტინგის შესაბამისად,  3 ოქროს, 3 ვერცხლის,  6 ბრინჯაოს დიპლომითა და შესაბამისი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან. ხოლო, ოქროს დიპლომოსანი სამეული  ,,ზღვაურის“ სპეციალური პრიზის მფლობელიც ხდება. თანაბარი ქულების შემთხვევაში, ჟიური იმსჯელებს, რათა გამარჯვებული გამოავლინოს. დაწყებითი საფეხურის მოსწავლეთა შემოქმედება კონკურსგარეშე მიიღება და ჟიურის წევრების მხრიდან შესაფერისი შეფასების მიღების შემთხვევაში - დიპლომით ჯილდოვდება. შემოქმედებითი მასალა, რომელიც მითითებულ მოცულობას აღემატება -არ შეფასდება!!! საკონკურსო მასალების მიღების ბოლო ვადაა 2021 წლის 25 ნოემბერი.   ამასთან ერთად,  პატრიოტულ თემატიკაზე შექმნილი ნაწარმოებებისთვის, დიდგორობის 900 წლისთავისთავთან დაკავშირებით,  ამ ნომინაციაში გამარჯვებულთათვის დაწესებულია სპეციალური, სანომინაციო  8 დიპლომი და წიგნები.    ასევე, სამომავლო მოტივაციის  მიზნით,  ფინალისტის დიპლომითა და წიგნებით დაჯილდოვდებიან ფინალში გადასული ის მონაწილეები, რომლებიც 35 ქულიან  ბარიერს გადალახავენ .  საჭიროების შემთხვევაში, ჟიურის წევრთა ყველა ქულა გამოქვეყნდება. გამარჯვებული ნაწარმოებები, მომავალ წელს დაიბეჭდება  ლიტერატურულ ჟურნალ ,,ზღვაურში“, გამორჩეული მასალა-კი  ჟურნალ ,,ჭოროხშიც“. კონკურსის მხარდამჭერნი: აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო,  საქართველოს მწერალთა კავშირი, აჭარის მწერალთა რეგიონული ორგანიზაცია,  აჭარის მწერალთა სახლი,  ჟურნალი ,,ჭოროხი“ და საერო ელიტური სკოლა ,,გორდა“.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/unnamed.jpg
08/11/2021 15:23

9 ნოემბრიდან ხარაგაულის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები პროდუქტებს მიიღებენ

  ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორის, მამუკა ჭიპაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება,   9 ნოემბრიდან, საბავშვო ბაღებში,  აღსაზრდელებისათვის პროდუქტების შეტანას იწყებს. ერთ აღსაზრდელზე შემდეგი დასახელების პროდუქტი გაიცემა:  1კგ შაქარი,  1კგ ბრინჯი,  1კგ ლობიო, 1კგ ქათმის ფილე, 1კგ მაკარონი,  1პ. (200)გ კარაქი,  0,5კგ ორცხობილა,  1 ქილა შესქელებული რძე, 1ლ ზეთი, 10 ც კვერცხი.    ხარაგაულში გართულებული ეპიდისტუაციიდან  გამომდინარე, ბაღების გაერთიანების დირექტორი, მამუკა ჭიპაშვილი, სასწავლო პროცესის განახლების ზუსტ თარიღს ვერ ასახელებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/615c22e647f8b.jpg
08/11/2021 14:55

ვაქცინაციის წამახალისებელი ღონისძიებები

დღეს, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. სხდომის დასრულების შემდეგ, პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა განცხადება გააკეთა. კერძოდ , დღეიდან 200 ლარიან, ერთჯერად საპენსიო  დანამატს მიიღებს თითოეული  პენსიონერი, რომელიც ვაქცინაციას  1 იანვრამდე  ჩაიტარებს და დანამატი გაიცემა პირველი აცრის გაკეთების შემდეგ.  1 დეკემბრიდან ამოქმედდება მწვანე პასპორტის კონცეფცია და გაფართოვდება მისი მოქმედების არეალი. რას_ნიშნავს_მწვანე_პასპორტი?  პირს მწვანე სტატუსი აქვს თუ იგი ვაქცინირებულია სრულად, ანუ ორჯერ. ჩატარებული აქვს 72 საათიანი ვალიდურობის პისიარ ტესტი, ან 24 საათიანი ვალიდურობის ანტიგენ ტესტი, ან გადატანილი აქვს კორონავირუსი. მწვანე პასპორტის მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლამდე ასაკის ზემოთ. 1 დეკემბრიდან მოქალაქეები მხოლოდ და მხოლოდ მწვანე პასპორტით შეძლებენ შესვლას სხვადასხვა ობიექტებზე. კიდევ უფრო აქტიური გახდება იმუნიზაციის კამპანია და მთელი ქვეყნის მასშტაბით ყველა მუნიციპალიტეტში ვაქცინააციის სააგიტაციო ღონისძიებები. ვაქცინაცია სავალდებულო არაა, ეს ნებაყოფლობითი პროცესია. ის არის გამოსავალი ვაქცინაციის დასრულების, აცრა გვიცავს სიკვდილისგან.  - განაცხადა პრემიერ მინისტრმა , ირაკლი ღარიბაშვილმა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/255252958_936424683959751_815208585542037023_n.jpg
08/11/2021 12:13

ხარაგაულში 14 საჯარო სკოლა კვლავ დინსტანციურ სწავლებაზე რჩება

სწავლა ხარაგაულის საჯარო სკოლებში კიდევ ერთხელ გადაიდო ,,ჯანმრთელობას გისურვებთ, მესამე ვადით გადაიდო სწავლა სკოლებში, ისევ ცარიელი საკლასო ოთახები და პანდემია, რომელიც ჩვენთან რჩება, გავრცელება არ იკლებს” - განცხადებას სოციალურ ქსელში , ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე აკეთებს. ხარაგაულის 25 საჯარო და 1 კერძო სკოლიდან დღეს დისტანციურ სწავლებაზეა 14 საჯარო სკოლა, სადაც  სწავლას 15 ნოემბერს განაახლებენ. ეს სკოლებია: დაბის N2 საჯარო სკოლა; დაბის N3 საჯარო სკოლა; ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სკოლა-გიმნაზია; საღანძილის საჯარო სკოლა; მარელისის საჯარო სკოლა; ლეღვნის საჯარო სკოლა; მოლითის საჯარო კოლა; ვახანის საჯარო სკოლა; ზვარის საჯარო სკოლის; კიცხის საჯარო სკოლა; ლაშის საჯარო სკოლა; ბაზალეთის საჯარო სკოლა; უბისის საჯარო სკოლა; ვაშლევის საჯარო სკოლა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/254293559_379344337208749_2648948615500667807_n.jpg
05/11/2021 12:03

მაქვს ამბიცია, მუნიციპალიტეტის მასშტაბით ხიდარი ერთ-ერთი მოწინავე სოფელი იყოს - გივი დოლიკაშვილი

ხიდრის  ადმინისტრაციულ ერთეულში  მერის წარმომადგენლად გივი დოლიკაშვილი დაინიშნა. იგი ამ დრომდე ამავე თემში მერის წარმომადგენლის ასისტენტად მუშაობდა.  გივიმ საშუალო  სკოლა   ხიდარში   დაასრულა, შემდეგ კი საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში სატყეო საქმის  სპეციალობით  სწავლობდა. ამჟამად კი ამავე  უნივერსიტეტში  აგრონომიის ფაკულტეტის სტუდენტია.  თამამად  შეიძლება  ითქვას,  რომ ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში ახალგაზრდა კადრებს   გზა  ფართოდ  ეხსნებათ,  ამის  დასტურია  ისიც, რომ  ბოლო  ერთი  წლის  განმავლობაში   მერის,  კობა  ლურმანაშვილის, გადაწყვეტილებით,  საჯარო  სამსახურში  ოცამდე  ახალგაზრდა  შეუდგა  საქმიანობას. ის  საკმაოდ  აქტიური,   მიზანსწრაფული  და მოტივირებული   ახალგაზრდაა.  რაც  მთავარია,  ძალიან  უყვარს  თავისი  სოფელი  და  კარგად  იცნობს იმ საჭიროებებს  და  მოთხოვნებს , რაც სოფლის  მოსახლეობას გააჩნია.  ამბობს,  რომ  კომპეტენციის ფარგლებში  მზადაა,  დაეხმაროს  თითოეულ  მოქალაქეს.  აქვს  ამბიცია,  რომ მუნიციპალიტეტის  მასშტაბით,  ხიდარი   ერთ-ერთი  გამორჩეული  და  წარმატებული  სოფელი  იყოს.   უფრო  ვრცლად  სამომავლო  გეგმებთან  დაკავშირებით,  გივი    პირადად  გვესაუბრება:         „პირველ  რიგში,  მადლობა   მინდა,  გადავუხადო მუნიციპალიტეტის მერს ბატონ კობა ლურსმანაშვილს გამოცხადებული ნდობისა  და  მხარდაჭერისათვის.  მზად ვარ,  თავდაუზოგავად ვიშრომო და ბევრი  კარგი  საქმე  გავაკეთო   მოსახლეობისათვის.  ხარაგაულელებს  ნამდვილად პროფესიონალი და გულისხმიერი ხელისუფლება ჰყავს, რომელთაგანაც ბევრს ვსწავლობ.  მჯერა,  რომ მომდევნო  წლები  ხიდრისათვის  ახალი  შესაძლებლობების  გამოვლენის წლები  იქნება  და  მიხარია,  რომ  ამ  კარგი  საქმეების  თანამონაწილე  ვიქნები.  -  გივი , უკვე   რამდენიმე   თვეა ,   მეტად   საპასუხისმგებლო   თანამდებობას   იკავებთ .  რა   არის   თქვენს   საქმიანობაში   ძირითადი   პრიორიტეტი ? -ძირითადი  პრიორიტეტი მოსახლეობა  და  მათი  ინტერესების  დაცვაა. ნებისმიერ  ჩემს  გადაწყვეტილებას  დიდი პასუხისმგებლობით  ვეკიდები  და  ყოველდღიურ  რეჟიმში ვცდილობ,  გავეცნო  ადგილობრივების პრობლემებს.  ჩემი  სურვილია, რაც  შეიძლება  მეტი  კმაყოფილი  მოქალაქე  იყოს  და  ხიდარი  კიდევ  უფრო  მეტად  განვითარდეს. ასეთ  საპასუხისმგებლო  თანამდებობაზე  საქმიანობა  სწორედ  ხიდრის  სიყვარულმა  გადამაწყვეტინა. მსურს,  მცირედი  წვლილი  შევიტანო იმ  სოფლის  განვითარებაში,  რომელიც  ჩემთვის  მართლაც  ძალიან ძვირფასია.     - როგორც   ვიცით ,    ბოლო პერიოდში   ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში საკმაოდ   მასშტაბური   პროექტები   განხორციელდა .  უფრო   ვრცლად   გვესაუბრეთ   ამის   შესახებ . -მიხარია,  რომ  დღეს  გვაქვს  სრულიად  განსხვავებული სოფელი,   ვიდრე    ცხრა  წლის  წინ  იყო.  მას  შემდეგ,  რაც  ხელისუფლებაში  ,,ქართული  ოცნება“  მოვიდა,  ხიდრის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  მართლაც  მასშტაბური  ინფრასტრუქტურული  პროექტები  განხორციელდა.  მოასფალტდა სოფელში შესასვლელი 5-კილომეტრიანი გზა,  რომელიც  იყო  ურთულეს  მდგომარეობაში.  ალბათ  ვერც  ვიფიქრებდით,   თუ ოდესმე  აქ  ასფალტი  დაიგებოდა, მაგრამ დღეს  ყველა ვხედავთ,  თუ  როგორი  კეთილმოწყობილი  გზით  სარგებლობს   მოსახლეობა. აიგო   ასევე  დაწყებითი  სკოლის  ახალი  შენობა, რომელიც  აღიჭურვა  ახალი  ინვენტარით,  თანამედროვე  სტანდარტების  შესაბამისი  საბავშვო ბაღი,  სარიტუალო  სახლი,რეაბილიტირდა  საექიმო  ამბულატორია.  ბეტონის  საფარი  დაიგო  რამდენიმე  უბანში, მათ  შორის,  აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძისა  და  ჯორტების  უბნებში.  სისტემატურად  ხდება რიგ  უბნებში  გზების  შეკეთება. სამომავლოდ  ამ  მონაკვეთებზეც   ბეტონის  საფარი  დაიგება. მოსახლეობა  ითხოვს  გაზიფიცირებას.  ამ  საკითხზე  ვიმუშავებთ  აქტიურად.  რადგან  გაზიფიცირებულია  კიცხის  თემი,  გაცილებით  ადვილია  ხიდარში  მაგისტრალის მშენებლობა.  ჩემი  მხრიდან  ამ  საკითხს  ყურადღება  არ  დააკლდება,   სოფლის  ყველა  მოთხოვნას  აქტიურად  დავაყენებ  შესაბამის  სამსახურებთან  და  პასუხისმგებელ  პირებთან. აქვე  დავამატებ,  რომ  ,,სოფლის  მხარდაჭერის პროგრამის“  ფარგლებში,   ხიდარში  ყოველწლიურად ეფექტურად   ხორციელდება  მცირე  ინფრასტრუქტურული  სამუშაოები,  რომლებსაც  მოსახლეობა თავად  ირჩევს.       - რა   არის   ის   ძირითადი   პრობლემები ,  რომლებიც   ხიდრის   მოსახლეობას   აწუხებს ? -ადგილობრივები ძირითადად მოგვმართავენ სოციალურ  საკითხებზე.  ჩემი ხელმძღვანელობის პერიოდში, ამ მიმართულებით  მერიაში  შესული განცხადებები სრულად დაკმაყოფილდა და მოქალაქეებს  გაეწიათ შესაბამისი დახმარება. მინდა  ვთქვა, რომ  ხარაგაულის  მერიას  აქვს  ძალიან  კარგი  სოციალური  პროგრამები,   რომლითაც  მოსახლეობა  სისტემატურად  სარგებლობს,    მათ  შორის - ხიდრიდან.  ერთჯერად  ფინანსურ  დახმარებას  ვუწევთ  ასევე  იმ  ოჯახებს,  რომლებიც  არიან  უკიდურესად  გაჭირვებული.  პრობლემებია  სოციალური   შემწეობის დანიშვნის კუთხით. ვფიქრობ, ქულების დათვლის მექანიზმი შესაცვლელია,  თუმცა,  სამწუხაროდ,  ამ საკითხის მოგვარება  ადგილობრივი თვითმმართველობის კომპეტენციაში არ შედის.  საუბარია,  რომ ამ მიმართულებით სამომავლოდ ცვლილება  განხორციელდეს და შეფასების სისტემაში მერის წარმომადგენლის ან დეპუტატის  აზრის გათვალისწინება მოხდეს. მიუხედავად იმისა, რომ  ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საკმაოდ სოლიდური თანხები  იხარჯება,  აქაც გვაქვს პრობლემები,  თუმცა  ყველაფერი  დაძლევადია.  - გვესაუბრეთ სამომავლო   გეგმებზე . - ჩემი  სამომავლო  გეგმაა,   რაც  შეიძლება, მეტი  ინფრასტრუქტურული  პროექტი  განხორციელდეს  ხიდრის  ადმინისტრაციულ  ერთეულში  და  მაქსიმალურად  მოხდეს  სოციალური  საკითხების  დაძლევა. მაქვს  ამბიცია,  მუნიციპალიტეტის  მასშტაბით  ხიდარი  იყოს ერთ-ერთი  მოწინავე სოფელი  და  განხორციელდეს  ისეთი პროექტები,  რომლებიც  სოფელს   გახდის უფრო ცნობადს.  კარგი  იქნება,  თუ  ტურიზმის  განვითარების  კუთხით  გადაიდგმება  ქმედითი  ნაბიჯები.   ამის  რესურსი  არსებობს,  რადგან სოფელს   ესაზღვრება ისეთი  ულამაზესი  და მნიშვნელოვანი ადგილი,   როგორიც  ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკია. ვფიქრობ,  ყოველივე  მოსახლეობას  საშუალებას მისცემს, აწარმოოს მცირე ბიზნესი.  ეს ეხება საოჯახო სასტუმროებს,  ნატურალური პროდუქტების  რეალიზებას და სხვა.  მჯერა,  ერთობლივი  ძალებით ყველა პრობლემის დაძლევა მოხერხდება  და  თითოეული ოჯახის მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება. ჩემთვის ნამდვილად  დიდი პატივია, ვიყო იმ სოფლის წარმომადგენელი,  სადაც  დავიბადე  და  გავიზარდე.    შევეცდები,  გავამართლო  გუნდის  ნდობა,  რომელმაც  მხარდაჭერა  გამომიცხადა  და ღირსეულად  ვემსახურო  ხიდარსა  და  ხიდრელებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/253234019_306883127944405_1121592478578618263_n.jpg
04/11/2021 16:14

როგორ მუშაობს მერიის სოციალური პროგრამები - მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი კომენტარს აკეთებს

ხარაგაულის მერიამ საკრებულოს სოციალური პროგრამების 9 თვის ანგარიში წარუდგინა. ,,kharagaulinews” დაინტერესდა როგორ აფასებს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი 9 თვის თავზე მერიის მუშაობას სოციალური მიმართულების მხრივ. ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი არის სოციალური მიმართულება.ზოგადად სოციალური ფონი ხარაგაულში არ  არის სახარბიელო, ამას  ის ფაქტიც ამძიმებს, რომ პანდემიაა ქვეყანაში და მსოფლიოში.  შესაბამისად მომართვიანობა მუნიციპალიტეტის სოციალურ პროგრამებზე გაზრდილია.მინდა გითხრათ, რომ სოციალური მიმართულებით ცხრა თვის ხარჯები ნამდვილად არის გაზრდილი სხვა პერიოდთან შედარებით. რატომ? პასუხი მარტივია, ახლა პანდემიაა და არავის დაავიწყდეს რომ დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ადამიანს ყურადღება და ვერავინ ერთ მაგალითსაც ვერ დაასახელებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას რაიმე პოლიტიკური ნიშნით ვიხელმძღვანელეთ. შესაბამისი კომისიის მიერ ფასდება ადამიანების ჯანმრთელობის მდგომარეობა და რა ფინანსური შესაძლებლობები გააჩნია ოჯახს.კობა ლურსმანაშვილისთვის, როგორც მერისთვის ყოველთვის იყო პრიორიტეტი სოციალური მიმართულება და ამ კუთხით ჩვენ მთელი წლის განმავლობაში მაქსიმალურად ვეცადეთ თითოეულ ოჯახამდე მივსულიყავით და მათი საჭიროებები მოგვეცვა."  კოვიდ პანდემიას პასუხობს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ახალი სოციალური პროგრამა. კერძოდ, სოციალური პროგრამის ფარგლებში, მოქალაქის ოპერაციის,სამედიცინო მომსახურების, კვლევის და მედიკამენტების დაფინანსების პროგრამას დაემატა პუნქტი, რომელიც კოვიდის და კოვიდის შემდგომი გართულებების მკურნალობისას, შესაბამისი დოკუმენტების წარმოდგენის შემთხვევაში, მედიკამენტების შესაძენად - 150 ლარამდე თანხის გაცემას ითვალისწინებს. როგორც მერის პირველი მოადგილე აღნიშნავს , მთავარია მოსახლეობის ინფორმირება მუნიციპალური პროგრამების შესახებ. ინფორმაციის მიწოდების პროცესში მაქსიმალურად არიან ჩართულები მერის წარმომადგენლები, რომლებიც უშუალოდ ახდენენ მოსახლეობის ინფორმირებას და მოქალაქეებს დოკუმენტების მოწესრიგებაში ეხმარებიან. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,მნიშვნელოვანია საზოგადოების ინფორმირება  მუნიციპალური პროგრამებთან დაკავშირებით, რა სახის დახმარებით შეუძლიათ ისარგებლონ  დებულების მიხედვით, ასევე რა კრიტერიუმები არის დაწესებული და როგორია იმ დოკუმენტების ჩამონათვალი, რომლებიც განაცხადისას უნდა წარმოადგინოს მოქალაქემ.“ კომისია მოქალაქეებიდან შემოსულ განცხადებებს სისტემატურად განიხილავს. ,,გადაწყვეტილებები კომისიის სხდომაზე მიირება სამართლიანად. კომისიის შემადგენლობაში სხვადსხვა სამსახურების წარმომადგენლობა შედის და , ვფიქრობ გადაწყვეტილელებთან მიმართებაში კითხვის ნიშნები არ არსებობს. ერთჯერადი დახმარებების ლიმიტი წლის დასაწყისიდანვე გაიზარდა, ანუ მიმდინარე 9 თვის განმავლობაში გაზრდილია არა მარტო იმ ბენეფიციართა რაოდენობა, რომლებსაც დავემხარეთ არამედ თვითონ დახმარების ზღვრული ოდენობა. ჩვენ სოციალურ პროგრამებს დაემატა ვეტერანტა დახმარების და გადაუდებელი დახმარების პროგრამა, რაც 2021 წლისთვს სიახლე იყო.“ როგორი იქნება 2022 წლის სოციალური პროგრამები და რამდენი იქნება ხარაგაულის ბიუჯეტი სოციალური მიმართულებით ამ კითხვაზე მერის პირველი მოადგილე პასუხობს: ,,ახლა ბიუჯეტის პროექტზე ვმუშაობთ და ვფიქრობთ გარკვული ცვლილებები კვლავ გვექნება. სავარაუდოდ, ფინანსურ რესურს თუ მოვიძევთ გარკვეული პროგრამების ფინანსური ზღვარი გადაიხედება და გაიზრდება. ეს ეხება კომუნალური ხარჯის დაფინანსებას, მრავალშვილიან ოჯახებს, მარჩენალდაკარგულ ოჯახებს და მარტოხელა მშობლებს. გვაქვს მერისგან დავალება, რომ დროული და ადეკვატური იყოს რეაგირება სოციალურ პროგრამებტან დაკავშირებით და დახმარების გაწევა გართულებული ბიუროკრატიული ბარიერების , თუმცა კანონიერად მოხდეს. აქვს თუ არა მერიას გრძელვადიანი სოციალური პროგრამები და თუ არის კონკრეტული ინიციატივები ამ კუთხით ამასთან დაკავშირებით ვარლამ ჭიპაშვილი გვპასუხობს: ,,ჩვენი ოპონენტები გვსაყვედურობენ გრძელვადიან სოციალურ პროგრამებთან დაკავშირებით, თუმცა რატომღაც ასეთი ადამიანებისგან კონკრეტული ინიციატივები არასდროს მომისმენია. გრძელვადიან შედეგზე გათვლილი პროგრამები აუცილებელია , მაგრამ ის  ამ ეტაპზე ვერ ჩაანაცვლებს იმ სოციაულურ პროგრამებს , რომლითაც მოქალაქეები გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სარგებლობენ. ეს ნელი პროცესია. ჩვენ ვფიქრობთ და ვმუშაობთ ასეთ პროგრამებზე და ამ კუთხით სხვათა ინიციატივებსაც გავითვალისწინებთ.“   ხარაგაულის მერიის მიერ სოციალური პროგრამებით გაწეული დახმარებების 9 თვის მაჩვენებელი ასე გამოიყურება: იანვრიდან სექტემბრის თვის ჩათვლით შემოსულია 2191 განცხადება. ადმინისტრაციული დაპირება გაიცა 555 განცხადებაზე- 325500 ლარის ოდენობით. ახალშობილთა ოჯახების დახმარების ქვეპროგრამით დაკმაყოფილდა   87 განცხდება -15400 ლარი. ერთჯერადი ფინანსური დახმარების ქვეპროგრამით დაკმაყოფილდა -1080 განცხადება თანხით  193100 ლარი. სამკურნალო და საოპერაციო ხარჯების დახმარების ქვეპროგრამით ანგარიშსწორებისთვის  სამკურნალო დაწესებულებებში გადაირიცხა    314700 ლარი, დაკმაყოფილდა 549 განცხადება. შშმ პირთა მკურნალობა  -30 განცხადება 11107 ლარი. შშმ პირთა მომვლელის ყოველთვიური დახმარება 40 ბენეფიციარი 11640 ლარი. მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება-39 განცხადება -8850 ლარი. მარტოხელა მშობლის დახმარება - 10 განცხადება -2000 ლარი. მარჩენალდაკარგულთა დახმარება - 19 განცხადება 4100 ლარი. დიალეზზე მყოფი პაციენტების და ლეიკემიით დაავადებულთა დახმარება  15  პირი   18900  ლარი. ყოველთვიური დახმარების ქვეპროგრამებით მოსარგებლეა 100 ბენეფიციარი, უსინათლო პირები,  დევნილები და სამამულო ომის ვეტერანები. 9 თვეში ამ მიმართულებით დახარჯულია 27100 ლარი. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ომში დაღუპულთა ოჯახების დახმარება - 5 ბენეფიციარი, 4500 ლარი. სადღესასწაულო დღეების დახმარება - 23200 ლარი. ხანდაზმულთა დახმარება 1000 ლარი, 2 ბენეფიციარი. სოციალურად დაუცველი გარდაცვლილის ოჯახის დახმარება - 6000 ლარი, დაკმაყოფილდა 30 განცხადება. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დახმარება - 7750 ლარი, დაკმაყოფილდა 33 განცხადება. ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანთა დაკრძალვა - 1000 ლარი, დაკმაყოფილდა 4 განცხადება. სტიქიის შედეგად დაზარალებული, მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე მოქალაქეების და უსახლკარო პირთა დახმარება - 108300 ლარი, დაკმაყოფილდა 111 განცხადება. ბინის ქირით უზრუნველყოფა 5 განცხადება 4300 ლარი.   ცხრა თვეში მუნიციპალური სოციალური პროგრამით ისარგებლა 2609 ბენეფიციარმა და დახარჯულია 762947  ლარი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/qweqwdqqw558qdq7765.JPG
03/11/2021 19:36

ხარაგაულის მერია მოქალაქეებს ახალ ელექტრონულ პლატფორმას სთავაზობს

ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) ხარაგაულის მერიასთან ერთად ახალი ონლაინ პლატფორმის შექმნას იწყებს.  ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, დღეს უშუალოდ შეხვდა ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო დირექტორს ნინო ხუხუას და პროექტის მიზნებსა და დანიშნულებას, სამუშაო ჯგუფის წევრებთან ერთად,  უშუალოდ გაეცნო. მოქალაქეთა უკუკავშირის პლატფორმის ბმული სახელად -  „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“ ხარაგაულის ვებ გვერდზე kharagaulinews.gov.ge  განთავსდება. ახალი ონლაინ პლატფორმის მიზანი იქნება  მოქალაქეების მხრიდან შეფასდეს მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებული  სერვისები და პროგრამები.  როგორც ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი აღნიშნავს ხარაგაულის მერია  კომუნიკაციის აღნიშნულ ფორმას, ეფექტურად გამოიყენებს მუნიციპალური სერვისების ეფექტიანობის გასაზომად. ,,საინტერესოა, რომ ბმულის  გახსნის შემდეგაც ნებისმიერ მოქალაქეს შეეძლება მუნიციპალური სერვისების/პროგრამების შეფასება, რომლითაც მან ისარგებლა საბიუჯეტო წლის განმავლობაში. შესაძლოა შეფასების საგნად იქცეს ორი ძირითადი მიმართულება, კერძოდ: სოციალური პროგრამები და ახალგაზრდული პროგრამები, რასაც შესაძლოა დაემატოს ინფრასტრუქტურული პროექტები. დღეს ჩვენ ეს უკუკავშირი არ გვაქვს , შესაბამისად არ გვაქვს ზუსტი ინფორმაცია, როგორია ჩვენი მომსახურების ხარისხი, რა საჭიროებები დგას ჩვენი ბენეფიციარების წინაშე. ახალი ელექტრონული პლატფორმა შეიძლება გახდეს ჩვენი საუკეთესო პრაქტიკა, რომელსაც ხარაგაულის მერია ვფიქრობ წარმატებით გაართმევს თავს.“  ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველოს დირექტორი, ნინო ხუხუა: ,,ხარაგაული მერი,  ნამდვილად გამოირჩევა მხარდაჭერით იმ პროექტების მიმართ , რომელიც მოქალაქეთა ჩართულობას და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულებას ისახავს მიზნად. სწორედ ამიტომ შეირჩა ხარაგაულის მერია  საპილოტე მუნიციპალიტეტად. ახალი პლატფორმა შესაძლებლობას აძლევს ბენეფიციარს გამოხატოს მადლიერება, კომენტარი, ან შენიშვნა იმ განხორციეებულ პროგრამაზე , რომელიც მუნიციპალიტეტმა მას შესთავაზა.“ შეხვედრას ესწრებოდნენ: ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახა გოლუბიანი, მერის თანაშემწე, ჟანა ნემსაძე, მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების უფროსი, ინგა ბერაძე და აიტი სპეციალისტი, ჯაბა ფცქიალაძე. პლატფორმა „მოქალაქეთა უკუკავშირი/Citizens feedback“ , თანხვედრაში იქნება მუნიციპალიტეტის არსებული ვებ გვერდის დიზაინთან და ადაპტირებული სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის. მუნიციპალური პროგრამისა თუ სერვისის შეფასებისთვის  უნივერსალური კითხვარი შემუშავდება, რომელიც შედგენილი იქნება ასარჩევი/მოსანიშნი კითხვებისგან და ასევე მოქალაქეს ექნება კომენტარის დატოვების შესაძლებლობაც.  ახალი ონლაინ პლატფორმა სატესტო რეჟიმში დეკემბრის თვეში ამუშავდება.   ა(ა)იპ ადგილობრივი დემოკრატიის სააგენტო საქართველო (LDA Georgia) იმერეთის 11 მუნიციპალიტეტებში ახორციელებს გრანტს ,,მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა ადგილობრივ თვითმმართველობაში’’, რომლის მიზანია გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხის ზრდა და ადგილობრივი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა.  გრანტის განხორციელება შესაძლებელი გახდა  გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროსა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd6a4sd65asd_1.jpg
03/11/2021 11:23

რომელმა პროექტებმა გაიმარჯვეს სამოქალაქო ბიუჯეტი კონკურსში

ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული  სამოქალაქო ბიუჯეტის კონკურსი დასრულდა კონკურსში 7 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა.  სულ1076 ხმა შემოვიდა  ,  ხმების ყველაზე მეტი რაოდენობა 14,3% ხარაგაულის აღმნიშვნელი დეკორატიული აბრების მოწყობის იდეამ  მიიღო. კენჭისყრის შედეგად მეორე ადგილზე 12,2 % - ით გადავიდა პროექტი ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი სოფლად’’ , აღნიშნული იდეის ფარგლებში სოფელ ვერტვიჭალაში მინი მოედანი მოეწყობა. ხმების 11,6 % -ით მესამე ადგილი ერგო იდეას “ხარაგაული ჩაიფიქრე”, რომელიც ხარაგაულის სერზე ტურისტული ლოკაციის მოწყობას ითვალისწინებს. მეოთხე ადგილზე 9, 3 % -ით  “ლილეს წყარო’’-ს  პროექტი გავიდა. გამარჯვებულ პროექტებს შორის მოხვდა  ფრენბურთის მოედნის მშენებლობის იდეა. აღნიშნულმა პროექტმა ხმების  9,3% - ი დააგროვა. ხმების 8,6 % - ი მიიღო სოფელ ღორეშაში ხელოვნურ საფარიანი  მინი მოედნის მოწყობის იდეამ. 7,3 % - ი საპროექტო იდეამ, რომელიც სოფელ ფარცხნალში დევდარიანების და ლეჟავების უბანში,  წყლის ჭაბურღილის მოწყობას ითვალისწინებს. აღნიშნული პროექტები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2022 წლის ბიუჯეტიდან დაფინანსდება.  დაფიქსირდა აქტივობის ძალიან კარგი მაჩვენებელი, რისთვისაც მადლობას ვუხდით, როგორც იდეის ავტორებს , ასევე მათ მხარდამჭერებს. ხარაგაულის მერია, პროექტს  გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების  (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებდა. #Giz #GGLD #GermanCooperation DEGE    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/manutention.jpg
02/11/2021 10:21

ხარაგაულის მერიამ ინვენტარიზაციის პროცესში ოთხასი დაურეგისტირებელი ობიექტი აღნუსხა და ბაზაში მოაქცია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებისთვის საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაცია (სათეფა)   სწავლებას ახორციელებს. სწავლების პროცესი ახალი ელექტრონული პროგრამის დანერგვას ითვალისწინებს , რომლის საშუალებითაც მერია ქონების მართვას განახორციელებს. საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციის თავმჯდომარე, დათო ხოსრუაშვილი:   ,,ჩვენი ასოციაცია ეხმარება მუნიციპალიტეტებს საბიუჯეტო და ქონების მართვის მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევაში. დღეს ჩვენ  ხარაგაულის მერიის თანამშრომებს ახალი ელექტრონული პროგრამა გავაცანით, რომლის საშუალებითაც ეფექტურად მოხდება ინვენტარიზაციის პროცესის წარმართვა და ზოგადად ქონების მართვა. ეს არის ერთიანი ბაზა , რომელშიდაც  ერთდროულად შეძლებენ მუშაობას ქონების მართვის და საფინანსო სამსახურის თანამშრომლები.“   ხრაგაულის მერის , კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მერია აქტიურად თანამშრომლობს  ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთან. ,,ხარაგაულის მერია ამ ორგანიზაციის წევრია. ჩვენ მათგან ვიზიარებთ იმ პრაქტიკას და რეკომენდაციებს , რომელიც ჩამოყალიბებული და მიღებული არის წლების განმავლობაში, რათა უფრო ეფექტურად განვკარგოთ საბიუჯეტო სახსრები და გონივრული გადაწყვეტილებები მივიღოთ. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: მოგეხსენებათ  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში  ინვენტარიზაციის პროცესი წლების განმავლობაში არ ჩატარებულა. ეს  ერთ-ერთი პრობლემატური საკითხი იყო,რომლის მოგვარებაზეც  ვმუშაობთ და ეს პროცესი საფუძვლიანად დავიწყეთ.  მნიშვნელოვანია, რომ ორგანიზაციის მიერ მოწვეულია აუდიტი. ამას კანონი ითვალისწინებს და ინვენტარიზაციის პროცესის ჩატარება უშუალოდ მათი ჩართულობით ხდება . ამ ეტაპზე,  ოთხასი დაურეგისტირებელი ობიექტი აღვნუსხეთ და მოვაქციეთ ჩვენს ბაზაში . პროცესი გამართულად მიდის, ვფიქრობ ახალი ელექტრონული პროგრამა, რომელთან დაკავშირებითაც დღეს ჩვენმა  თანამშრომლება სწავლება გაიარეს, ინვენტარიზაციის პროცესს და ქონების მართვას მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში.
სრულად