სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/unnamed%20(1).jpg
01/11/2021 12:47

ხარაგაულის საკრებულომ მიმდინარე წლის ცხრა თვის ბიუჯეტის გეგმა-შესრულების ანგარიში განიხილა

ხარაგაულის საკრებულომ მიმდინარე წლის ცხრა თვის ბიუჯეტის გეგმა-შესრულების ანგარიში განიხილა 1 ნოემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და  დეპუტატების ერთი ნაწილი ონლაინ რეჟიმში ჩაერთვნენ. სხდომაზე მერიამ საკრებულოს ორი საკითხი წარუდგინა განსახილველად: პირველი საკითხი გახლდათ მიმდინარე წლის ცხრა თვის ბიუჯეტის  შესრულების ანგარიში, რომელიც საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარუდგინა დეპუტატებს. ხოლო მეორე, მერიაში მიმდინარე ინვენტარიზაციის პროცესთან დაკავშირებული ინფორმაცია. საკითხი ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ გააცნო დეპუტატებს.  მომხსენებლის, ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით,  2021 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი  შემოსულობების ნაწილში  8 018, 9 ათასი ლარით განისაზღვრებოდა, თუმცა განვლილ 9 თვეში განხორცილებული ცვლილებების შედეგად  მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი     9 892,9 ათასი ლარით გაიზარდა.  მომხსენებელმა ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ შემოსულობების მატება    გასულ  წელთან  შედარებით  გამოწვეულია ორი მიზეზით -  სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების  და საკუთარი  შემოსულობების გაზრდით.  შესაბამისად,  მიმდინარე წლის საანგარიშო პერიოდში  მუნციპალიტეტმა მიიღო   12 863,9 ლარის შემოსულობები, რაც დაგეგმილის 88,4%-ია.  სახელმწიფო  ბუჯეტიდან  მისაღები ტრანსფერები 9 თვეში დაგეგმილი იყო  8 035,9 ათასი ლარით თუმცა მიღებული იქნა  6 187 ,2 ათასი ლარი, ანუ დაგეგმილის 77%.   როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, მიზნობრივი ტრანსფერი, სრულად მიღებულია, სახელმწიფოს ბიუჯეტის ფონდებიდან,  გამოყოფილი კაპიტალური  ტრანსფერი კი - ნაწილობრივ.     ტრანსფერების გეგმის შეუსრულებლობა გამოწვეულია იმით, რომ   დაგეგმვა და ვალდებულებების აღება   ხდება დადებული ხელშეკრულებების  მიხედვით, ხოლო თანხის დარიცხვა   ფაქტიურად  შესრულებული სამუშაოების მიხედვით ხდება. რაც შეეხება  მუნიციპალიტეტის 9 თვის საკუთარი შემოსულობების გეგმას. მომხსენებლის ინფორმაციით   საკუთარი შემოსულობების გეგმა შესრულებულია 102,6%-ით.  ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი   2021 წლის  დამტკიცებული ბიუჯტით განისაზღვრებოდა  9 090, 1 ათასი ლარით. ცვლილებების შედეგად,   დაზუსტებული ბიუჯეტი განისაზღვრა 21 795,5 ათასი ლარით.  მიმდინარე წლის   საანაგარიშო პერიოდში (9 თვე) ბიუჯეტი  გადასახდელების ნაწილში შეადგენს  18 002,1 ათას ლარს და   ფაქტიურად გაწეულია  13 948,8  ათასი ლარი, შესაბამისად გადასახდელები დაფინანსებულია  77,5%-ით.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/_DSC0384.JPG
01/11/2021 11:15

ლეღვანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება

ლეღვანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები გრძელდება მერის  მოადგილე, დავით დევდარიანი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად სოფელ ლეღვანში, ქვიანთის უბანში გზის რეაბილიტაციის მიმდინარე  სამუშაოებს გაეცნო.  მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ,,სოფელ ლეღვანში, ქვიანთში უბანში  გზის რეაბილიტაციის სამუშაოები მიმდინარეობს. გზა საკმაოდ რთული რელიეფის არის და სპეციალური ტექნიკის გამოყენება გახდა საჭირო. პროექტზე 250 ათასი ლარი იხარჯება და 1 კილომეტრამდე გზა მობეტონდება, დარჩენილი 700 მეტრის რეაბილიტაცია 2022 წელს განხორციელდება.“      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/_DSC0500.JPG
29/10/2021 18:42

მერის მოადგილემ სოფელ დეისში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის აქტიური მუშაობის და ძალისხმევის შედეგად 2018 -2019 წლებში შეჩერებულ პროექტზე ხარაგაულის მერიამ ახალი ტენდერი გამოაცხადა და შემსრულებელი კომპანია გამოავლინა.   სოფელ დეისში მიმდინარე სამუშაოები დღეს მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან, პეტრე შარიქაძესთან ერთად დაათვალიერა. მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ,,კომპანიას, რომელმაც ვერ შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები და ვერ განახორციელა სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულება შეუწყდა. ხარაგაულის მერიამ გამოაცხადა ახალი ტენდერი და  გამოავლინა შემსრულებელი კომპანია, რომელმაც აქტიურად დაიწყო სამუშაოები და პროექტს ვადებში დაასრულებს.“  პროექტი, რომლის ფარგლებში სოფელ დეისში, გზის 1800 მეტრიანი მონაკვეთი მობეტონდება რეგიონული განვითარების ფონდიდან 344 ათასი ლარით ფინანსდება. დეისის გზის რეაბილიტაცია ,,გაცოცხლებული პროექტებიდან“  ერთ-ერთია. 2021 წელს ათი ინფრასტრუქტურული პროექტი განახლდა,  მათგან 8 უკვე დასრულდა, ხოლო სოფელ დეისის და სარგვეშის გზის რეაბილიტაცია  განხორციელების ეტაპზეა. ,,ხარაგაულის მერიამ შეძლო  2018-2019 წლებში დაწყებული და შემდეგ შეჩერებული პროექტების გადაფასებაც, გაცოცხლებაც და ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანხების დამატება, რათა ეს პროექტები მოქმედებაში მოგვეყვანა“ - აცხადებს დავით დევდარიანი. სოფელ დეისში სამუშაოებს შ.პ.ს. „გგ“ ასრულებს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/_2.jpg
28/10/2021 17:23

დავით დევდარიანი, მერის მოადგილის პოზიციაზე, ახალი უფლებამოსილებით გააგრძელებს საქმიანობას

ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით,  დავით დევდარიანი მერის მოადგილის თანამდებობაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის უფლებამოსილების ვადით დაინიშნა. მერის  მოადგილეს,  უფლებამოსილების სფეროდ საზედამხედველო და ინფრასტრუქტურული მიმართულებები განესაზღვრა. დავით დევდარიანი მერის მოადგილის პოსტს 2020 წლიდან იკავებს. ბრძანებას მერის მოადგილის დანიშვნის შესახებ ხელი დღეს 28 ოქტომბერს მოეწერა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/_57_1_1_1_2_2.jpg
28/10/2021 15:59

1 ნოემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება

  ხარაგაულის საკრებულოს აპარატის უფროსის, ლენა კალანდაძისგან მიღებული ინფორმაციით, 1 ნოემბერს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 01 ნოემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე არსებული ქონების აღრიცხვისა და მოვლა პატრონობის კუთხით მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მომხს: მაია ალავიძე  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sadfafafs89g56dg4s6d5hg4ds6fh54sd6f.jpg
27/10/2021 17:00

ვარლამ ჭიპაშვილი კვლავ მერის პირველი მოადგილის პოზიციას იკავებს

პირველი საკადრო გადაწყვეტილება Ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ბრძანებით, მერის პირველი მოადგილის პოზიციაზე, ვარლამ ჭიპაშვილი ახალი ვადით დაინიშნა. ვარლამ ჭიპაშვილი, დღეიდან, 27 ოქტომბრიდან საკუთარ უფლებამოსილებას, მერის უფლებამოსილების ვადით შეასრულებს. Შეგახსენებთ რომ ის აღნიშნულ თანამდებობაზე 2020 წლიდან მუშაობს. ვარლამ ჭიპაშვილს საკურატორო სფეროდ საფინანსო-საბიუჯეტო მიმართულება, ეკონომიკა, ჯანდაცვა, სოციალური და კულტურა - განათლება განესაზღვრა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/_DSC0049.JPG
26/10/2021 18:20

,,ხარაგაულის თეატრი საუკეთესოა თავისი შემოქმედებითი პოტენციალით და ღირებული რეპერტუარით“ - ნერონ აბულაძე, თეატრმცოდნე

პროექტში ,,ტელესპექტაკლები“ ხარაგაულის თეატრის სამი სპექტაკლი უმნიშვნელოვანესი პროექტ  ,,ტელესპექტაკლები” -ს  უნიკალურ არქივში ამჯერად ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის (რეჟისორი, ირინე ჩხეიძე) სპექტაკლი ,,ორნი“ დაიდებს ბინას. აჭარის ტელევიზიის გადამღები ჯგუფი ხარაგაულის თეატრს უკვე მესამედ ესტუმრა. გადაღებები სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.  ინფორმაციისთვის, დღემდე აღნიშნული პროექტის ფარგლებში,   რეგიონული თეატრების დადგმებთან ერთად გადაიღეს და ფართო საზოგადოებას გააცნეს ხარაგაულის თეატრის ორი სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი“,,თანამდევი სული“, რომლებიც  ირინე ჩხეიძის რეჟისორობით დაიდგა. რით დააინტერესა ხარაგაულის სახალხო თეატრმა პროექტ ,,ტელესპექტაკლები“ -ს შემოქმედებითი ჯგუფი ამაზე ნერონ აბულაძე, თეატრმცოდნე, სატელევიზიო პროექტ  ,,ტელესპექტაკლების" პროდიუსერი გვესაუბრება. ,,რაც  შეეხება ჩვენს ინტერესს ხარაგაულის თეატრის მიმართ, თითქმის ყოველწლიურად ვარ ფესტივალის ,, თეატრალური იმერეთის"  ჟიურის წევრი. დაახლოებით, 7 წლის წინ ვნახე  ხარაგაულის თეატრის სპექტაკლი ,,დარისპანის გასაჭირი", რომელიც ძალიან მომეწონა. მინდა გითხრათ, რომ სახალხო სტატუსის მატარებელ თეატრებს  შორის ხარაგაული ერთ -ერთი საუკეთესო თეატრია თავისი  შემოქმედებითი პოტენციალით და ღირებული რეპერტუარით , რამაც მოგვცა შესაძლებლობა  დაგვერწმუნებინა ჩვენი შემოქმედებითი ჯგუფი რომ ხარაგაულის თეატრი ნამდვილად  იმსახურებდა ჩვენ პროექტში კვლავ მონაწილეობას. ეს არის მესამე სპექტაკლი,  რომელსაც ხარაგაულში ჩავწერთ. ჩვენ ძირითადად სახელმწიფო  სტატუსის მატარებელ  თეატრებზე ვაკეთებთ აქცენტს და ერთადერთი გამონაკლისი თუ შეიძლება ითქვას  არის ხარაგაულის თეატრი, რომელიც  არაფრით არ ჩამოუვარდება თავის შემოქმედებით სახელმწიფო სტატუსის მატარებელ თეატრებს . ის ნამდვილად ასრულებს იმ ეროვნულ მისიას , რისთვისაც უნდა არსებობდეს თეატრი. ყოველი სპექტაკლი რაც მის რეპერტუარშია ორინეტრიბულია შემეცნებაზე, ეროვნულ იდენტობაზე, თვითმყოფადობაზე, ეროვნული ცნობიერების გაღრმავებაზე. ძალიან  მიხარია, რომ ხარაგაულში ასეთი დონის  ადამიანები  არიან,  რომლებიც ქმნიან თეტარალურ ფესტივალს რეგიონში. ხარაგაულის თეატრი არის მკვეთრად გამორჩეული და განსხვავებული სხვა სტატუსების მატარებელ თეატრებს შორის და ეს აისახება იმ უამრავ ჯილდოზე და  ნომინაციებზე, რომელიც თეატრს  მიღებული აქვს სხვა წლების განმავლობაში.“ მწვავე სოციალურ თემაზე დაფუძნებული,  ძალიან თანამედროვე და აქტუალური - ასე აფასებს ნერონ აბულაძე დრამატურგის, მაკა კაკულიას პიესას. ,,მინდა გითხრათ, რომ ის პრობლემა, რომელიც  სპექტაკლშია დასმული, არ არის მხოლოდ ერთი კონკრეტული ოჯახის ტკივილი და ტრაგედია. მოგეხსენებათ, რომ თეატრალები და ხელოვანები მეტაფორის ენაზე მეტყველებენ, და შესაბამისად, ეს ოჯახი შეიძლება წარმოვიდგინოთ, როგორც   სახელმწიფო მოდელი, რომელიც  დგას გზაგასაყარზე, სადაც  ადამიანები ერთმანეთს შორდებიან და არის გაუცხოება. თუმცა ძალიან მომწონს ოპტიმისტური ფინალი, ის ძირითადი  ღირებულებები, სულიერი ფასეულეობები, რაზედაც არის დაფუძნებული ურთიერთობები, იმდენად ღრმად არის ფესვგადგმული, რომ მიუხედავად კონფლიქტისა ოჯახი არ იშლება . ვფიქრობ, როგორც ეს ოჯახი, ჩემი ქვეყანაც , მიუხედავად ძალიან ბევრი გამოწვევისა მივა საბოლოო შეთანხმებამდე და უკეთეს ნაბიჯებს გადავდგამთ მომავალში.   საზოგადოებრივი მაუწყებელის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში  თითქმის 6 წელია მიმდინარეობს პროექტი  ,,ტელესპექტაკლები“, რომლის  მიზანია, რეგიონების თეატრების სპექტაკლები შეინახოს, როგორც ისტორია. სპექტაკლი წლის განმავლობაში 4 ჯერ იქნება ნაჩვენები და მას ფართო მაყურებელი იხილავს. ირინე ჩხეიძე, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორი ,,პროექტი  ,,ტელესპექტაკლი" ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მიხარია,რომ ამ პროექტის ფარგლებში ჩვენი თეატრის სამი სპექტაკლი ჩაიწერა.ეს ჩემთვის როგორც რეჟისორისათვის  და მსახიობისათვის ძალიან მნიშვნელოვანია. გაივლის წლები და ჩვენი მომავალი თაობები ამ სპექტაკლებით გაიცნობენ ხარაგაულის თესტრის დასის წევრებს. ეს ჩვენი დთევანდელობაცაა და ჩვენი ისტორიაც.  მოხარული ვართ,რომ ჩვენ იმ დიდი ისტორიის ნაწილი ვართ,რასაც ხარაგაულის 120 წლის თეატრი ქვია. მადლობა აჭარის ტელევიზიას და ნერომ აბულაძეს ამ დიდი საქმისათვის.  მადლობა გადაღების რეჟოსორს გია დიასამიძეს და მთელ გადამღებ ჯგუფს. მახსოვს ,,დარისპანის გადაჭირი" შვიდჯერ იქნა ნაჩვენები. ამ პროექტის საშუალებით უამრავმა ადამიანმა ნახა და გაიცნო ხარაგაულის თეატრი.“ ,,ტელესპექტაკლების“ გადამღები ჯგუფი სამომავლოდ ხარაგაულს ,,იმერული რექვიემის“ გადასაღებად ესტუმრება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/114asd5gsdgf5aefasf45.JPG
26/10/2021 12:55

ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა

ბიუროს წევრებმა ინვენტარიზაციისა და  9 თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს. დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა ონლაინ ფორმატში გაიმართა. ბიუროს წევრებს, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი წარუდგინა. საკრებულოს წევრებს, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია ალავიძემ ინვენტარიზაციის პროცესის შესახებ ინფორმაცია წარუდგინა. „ინვენტარიზაციის კომისია „საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ფინანსისტთა ასოციაციასთან“ ერთად მუშაობს.  თითქმის დაასრულა ოთხასამდე ობიექტის დარეგისტრირება, ძირითადად, ესენია გზები, ხიდები და ხიდ-ბოგირები. ინვენტარიზაციის პროცესში ბევრი მოძველებული ინვენტარი გამოვლინდა, რომელთა ჩამოწერა აუდიტის შეფასების დოკუმენტის საფუძველზე მოხდება. ძირითადი საქმე გაკეთებულია და კომისია ცდილობს მუნიციპალიტეტის ქონების ინვენტარიზაცია დროულად დასრულდეს.“ სხდომაზე ხარაგაულის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა 2021 წლის 9 თვის შესრულების ანგარიში წარმოადგინა. მისი ინფორმაციით, 2021 წლის ბიუჯტის შემოსულობები    17 911,8   ათასი ლარს შეადგენს, ხოლო  მიმდინარე წლის  იანვარ-სექტემბრის  თვის  ბიუჯეტის შემოსულობები  14 552,8  ათასი ლარით განისაზღვრა. გადასახადებში  საანგარიშო პერიოდში დაგეგმილი 5 599,5  ათასი ლარიდან მიღებული აქვს 5 793,4  ათასი ლარი.           სახელმწიფო  ბიუჯეტიდან მისაღები ტრანსფერები  ცხრა  თვეში დაგეგმილი იყო     8 035,9  ათასი ლარი,  მიღებულმა ტრანსფერმა კი  6 187,2  ათასი ლარი შეადგინა.   სახელმწიფო ბიუჯეტის ფონდებიდან გამოყოფილი  კაპიტალური ტრანსფერი  დაგეგმილი 7 574,3   ათასი ლარის ნაცვლად   5 725,6  ათასი ლარი მიღებულია. მათ შორის, საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან მიღებულია  3 496,7 ათასი ლარი; სოფლის მხარდამჭერი პროგრამიდან  - 858,5 ათასი ლარი; მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან - 650,0 ათასი ლარი; სპეციალური ტრანსფერი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ  - 683,9 ათასი ლარი, ხოლო სკოლების რეაბილიტაციისათვის 36,5 ათასი ლარია მიღებული. 9 თვის  ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაცია ვრცლად იხილეთ აქ .    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/auction_2021/asdasdgsdg44asd_1asd.jpg
26/10/2021 11:01

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით განმეორებით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 2021 წლის 28 ოქტომბერს 16 საათზე გმოცხადდება და დასრულდება 2021 წლის 3 ნოემბერს 16 საათზე. აუქციონთან დაკავშირებით იხილეთ დოკუმენტაცია ბრძანება დანართი      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0104_3.JPG
25/10/2021 17:59

პაატა იმნაძე: ვაქცინის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას

დღეს ხარაგაულში ა(ა)იპ სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრში დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე დაბა ხარაგაულის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე ასევე იმყოფებოდნენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი,  მთავარი ეპიდემიოლოგი, ხათუნა ზახაშვილი , დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე და ადგილობრივი ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ,  პაატა იმნაძემ პანდემიის პირობებში მოქალაქეთა ვაქცინირების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე  გაამახვილა ყურადღება, - „მსგავსი ტიპის შეხვედრებს ვატარებთ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებში, რათა უშაუალოდ შევხვდეთ ადამიანებს და მათგან მოვისმინოთ ვაქცინაციის რა ბარიერები აქვთ, გავრცელებულია ბევრი დაუდასტურებელი ინფორმაცია და ადამიანებს აინტერესებთ ავუხსნათ რა არის ტყუილი და რა არის სიმართლე. მილიონი ჩვენი მოქალაქე უკვე აცრილია და არავითარი რისკი არ არსებობს. ყველაზე საფრთხილო რაცაა, ეს არის ანაფილაქსიური რეაქცია, რომელიც შეიძლება იმართოს იქვე და ასეთი შემთხვევა 2 მილიონ აცრაზე სულ 8 იყო. ვაქცინის გარეშე, სამწუხაროდ, ვერ დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, ერთადერთი გზა არის მოსახლეობის ვაქცინაცია და რაც უფრო მეტი ავიცრებით, მით უფრო უსაფრთხოდ ვიქნებით.“ მთავარი ეპიდემიოლოგმა, ხათუნა ზახაშვილმა ვაქცინების ტიპებსა და მათ შემადგენლობებზე ისაუბრა. დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გოჩა გიორგიძე : „იმერეთში სამწუხაროდ აცრილთა სტატისტიკა ძალიან დაბალია, 50 %-ც არაა აცრილი. შესაბამისად ის ეპიდვითარება, რაც ამ წუთში გვაქვს ამის გამოძახილია. იმ რეგიონებში, სადაც მაღალი იყო ვაქცინაციის მაჩვენებელი შედეგებიც უკეთესია. აქედან გამომდინარე, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავმართოთ იმუნიზაციის მარათონები. დღეს ხარაგაულის პარალელურად მარათონი გვაქვს რამდენიმე მუნიციპალიტეტში ზესტაფონში, სამტრედიაში, ხონში, საჩხერესა და თერჯოლაში“. როგორც გოჩა გიორგიძემ აღნიშნა დაბა ხარაგაულის მოსახლეობის მხოლოდ 36%-ა  ვაქცინირებული, ეს არის კრიტიკული ფონი და ხელსაყრელი კოვიდის კიდევ უფრო გავრცელებისთვის. თუ გვინდა რომ გადავარჩინოთ ერთმანეთი და  ჩვენი ოჯახის წევრები სულ მცირე მოსახლეობის 60-70 %  - მა  მაინც უნდა ავიცრათ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი : „დღევანდელი შეხვედრისთვის მინდა მადლობა გადავუხადო დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს. ასევე აქტიური საქმიანობისთვის, მოსახლეობის ჯანმრთეოლობის სადარაჯოზე დგომისთვის, პროფესიული თავდადებისთვის  რეგიონალური ჯანდაცვის ცენტრისა და  ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის წარმომადგენლებს, ასევე სამედიცინო პერსონალს, რომლებიც დაუღალავად მუშაობენ და იმყოფებიან ადამიანების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. პრობლემა ნამდვილად გვაქვს, მოიმატა დაავადებულთა რიცხვმა, ამიტომ მოვუწოდებთ მოსახლეობას ჩაერთონ იმუნიზაციის პროცესში, ხარაგაულის მერია უზრუნველყოფს ტრანსპორტირებას, თუმცა ბოლო პერიოდში მსურველთა რიცხვმა სამწუხაროდ საგრძნობლად მოიკლო.“ შეხვედრაზე მოქალაქეებს შესაძლებლობა ჰქონდათ მოესმინათ პასუხები მათთვის საინტერესო საკითხევზე, რომლებიც ძირითადად ვაქცინაციის რისკებს ეხებოდა. დასასრულს გაიმართა იმუნიზაციის მარათონი.
სრულად