სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6981.JPG
04/09/2023 15:44

კობა ლურსმანაშვილი: ჩვენი  ვალდებულებაა მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ თითოეულ მოქალაქესთან

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა კობა ლურსმანაშვილმა თათბირზე საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში მომხდარი სტიქიის შედეგებზე ისაუბრა.  ხარაგაულის მერმა,   მერის წარმომადგენელს საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, კობა ყრუაშვილს, დაზარალებული ოჯახების შესახებ ინფორმაციის ზუსტი და დროული წარმოდგენა დაავალა. ხარაგაულის მერია სტიქიით მიყენებულ ზარალს , საქართველოს მთავრობის დახმარებით უმკლავდება და მოქალაქეებს მათ მიერ წარმოდგენილი განცხადებების, მერიის შესაბამისი კომისიის მიერ შესწავლის და მიღებული დასკვნის საფუძველზე ეხმარება. აგვისტოს  თვეში მერია  ხის და თუნუქის მასალით, სტიქიისგან დაზარალებულ 23 ოჯახს დაეხმარა.  თათბირზე კობა ლურსმანაშვილმა ყურადღება გაამახვილა მოქალაქეებთან კომუნიკაციის მნიშვნელობაზე და განაცხადა, რომ როდესაც დროულად ხდება მოქალაქეების საჭიროებების იდენტიფიცირება და მათი  მერიის სოციალური პროგრამებით და სერვისებით სარგებლობის უზრუნველყოფა ეს მერიის ქმედუნარიანობას უსვამს ხაზს. ჩვენი მთავარი ვალდებულებაა მუდმივ კომუნიკაციაში ვიყოთ თითოეულ მოქალაქესთან", -  განაცხადა მერმა.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6867_1.JPG
04/09/2023 15:41

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

  დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. სხდომას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა.  დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 9 საკითხი განიხილეს მოისმინეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი, ვლადიმერ გელაშვილი დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  https://l1nq.com/EyLzX  მომხს: პავლე კიკალიშვილი დადებითად შეფასდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   https://l1nq.com/mSLvU  მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი ცვლილება შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში მომხს: კახაბერ გოლუბიანი ცვლილება შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ცვლილება შევიდა „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში მომხს: ინგა ლურსმანაშვილი მერს მიეცა თანხმობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე)  ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის  განსათავსებლად  ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის,  რაც კაბელის დასამაგრებლადაა  საჭირო  პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება  „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ცვლილება შევიდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133719 განკარგულებაში ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს    იურიდიული,  სამანდატო,  საპროცედურო   საკითხთა  და  ეთიკის  კომისიაში. მომხს: ავთანდილ კვინიკაძე „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა    კომისიის  შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133722 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე მომხს: ავთანდილ კვინიკაძე დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების შემდეგ საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებისა და სკოლამდელ დაწესებულებებში  2023 – 2024 სასწავლო წლისათვის მზადების  მდგომარეობის შესახებ მომხს: მარინე ვეფხვაძე, თამარ ლაცაბიძე    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/tavfurceli%20odeoni%20mokle.png
25/08/2023 11:09

9 სექტემბერს ლიტერატურული კონკურსი ,,ოდეონი“ გაიმართება

რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის ხელმძღვანელი, იზა ვეფხვაძე შემოქმედ ადამიანებს ტრადიციულ  ლიტერატურულ  კონკურსზე იწვევს. ,,ოდეონი“ წელს მე-14 გაიმართება.  ლიტერატურასა და წერაზე შეყვარებული ადამიანებისთვის შეხვედრის ადგილად სოფელი სამება შეირჩა. კონკურსში მონაწილეობის მიღება  ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შემოქმედ ადამიანებს შეუძლიათ. მონაწილის მინიმალური ასაკი 16 წელია. ზედა  ასაკობრივი ზღვარი შეუზღუდავია. საკონკურსო თემა  კონკურსის დაწყების წინ გამოცხადდება.  ჟანრი შეუზღუდავია და ნამუშევრებს  ჟიური შეაფასებს. პირველი სამი ადგილის მფლობელი  ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდება. განაცხადები 29 აგვისტოდან მიიღება. ლიტერატურულ კონკურს „ ოდეონი -2023“  წლის  პროგრამა ასე გამოიყურება: 9 სექტემბერი 8.30 --9.00 -- შეკრება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობასთან და გამგზავრება დანიშნულების ადგილზე, სოფელ სამებაში; 10.00 --10.30 -- ლიტერატურული კონკურსის " ოდეონი 2023" საზეიმო გახსნა. კონკურსის ჰიმნის შესრულება   და დროშის აღმართვა. კონკურსის მონაწილეთა წარდგენა, კონკურსის პირობების გაცნობა და საკონკურსო თემის გამოცხადება;  მონაწილეთათვის საჭირო მასალების  დარიგება. 11 .00 -- მსუბუქი საუზმე; 11.30 --  კონკურსის დაწყება.  მონაწილეებს  ერთი კილომეტრის რადიუსით შეუძლია იმოძრაონ მიმდებარე  გარემოში ( ტყე, მონასტრის ეზო და მიმდებარე ტერიტორია); 13.00 --- მუსიკალური პაუზა განწყობისთვის ... კლასიკური მუსიკა. ფორტეპიანოსთან დალი მერაბიშვილი; მონაწილეთათვის მუშაობის შეწყვეტა სავალდებულო არ არის. 00 15. 00 --- სადილი; 15.00 --17.30 -- კონკურსანტები მუშაობენ საკონკურსო თემებზე; 16.00 --- მუსიკალური პაუზა. კლასიკური მუსიკა. ინსტრუმენტთან დალი მერაბიშვილი. 30 --18.00 --- კონკურსის დასასრული. საკონკურსო თემების ჩაბარება. კონკურსის საზეიმო დახურვა. ჰიმნი, დროშის დაშვება. 00 -- 20.00 -- ვახშამი. სტუმრების მიღება. მუსიკალური და მხატვრული მარათონი. 11 სექტემბერს ნამუშევრები ჩაბარდება ჟიურის წევრებს და მიეცემათ ორ კვირიანი  ვადა სამი საპრიზო ადგილის გამოსავლენად. ( შესაძლებელია კონკურსანტთა გამოვლენა მოხდეს მითითებულ ვადაზე ადრე); ჟიურის შემადგენლობა  მოგვიანებით გამოცხადდება.  გამარჯვებულები  ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვდებიან; ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ,  ტელ:  557192332 ხარაგაულის მერია წარმატებებს უსურვებს კონკურსში მონაწილეებს!  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asdasd_6.png
24/08/2023 16:57

4 სექტემბერს საკრებულოს სხდომა გაიმართება

      ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023   წლის  4  სექტემბრის  მორიგი    სხდომის                                   დღის წესრიგი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია.     მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: პავლე კიკალიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ   მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე    მომხს: კახაბერ გოლუბიანი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე)  ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის  განსათავსებლად  ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის,  რაც კაბელის დასამაგრებლადაა  საჭირო  პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით, სააქციო საზოგადოება  „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი 8.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133719 განკარგულებაში „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის  საკრებულოს    იურიდიული,  სამანდატო,  საპროცედურო   საკითხთა  და  ეთიკის  კომისიის   შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი 9. „ხარაგაულოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა    კომისიის  შემადგენლობის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 03 დეკემბრის N692133722 განკარგულებაში ცვლილების ცნობად მიღების თაობაზე მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი     სხვადასხვა: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელის ინფორმაცია მუნიციპალიტეტის საჯარო  სკოლებისა და სკოლამდელ დაწესებულებებში  2023 – 2024 სასწავლო წლისათვის მზადების  მდგომარეობის შესახებ მომხს: მარინე ვეფხვაძე ხარაგაულის სატყეო უბნის უფროსის ინფორმაცია ეროვნული სატყეო სააგენტოს მიერ მუნიციპალიტეტში საქმიანი ეზოს მოწყობისა და მოსახლეობის მიერ ხე - ტყის მოპოვების წესის შესახებ  მომხს: გიორგი ბახტიძე                          საკრებულოს თავმჯდომარე                                          მანანა ბარბაქაძე                                                                                                                       
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/368849192_692442752923209_6458272547216849009_n%20(1)_2.jpg
22/08/2023 11:57

ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი. შეხვედრას საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. ბიუროს წევრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია. ინფორმაცია ბიუროს წევრებს, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და საფინანსო -საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო. სხდომაზე საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, პავლე კიკალიშვილმა  საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის  გაწეული მუშაობის  ანგარიში წარადგინა. ასევე, ბიუროს წევრებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა  საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის  საკითხთა კომისიის თავმჯდომარემ, ბესიკ კვირიკაშვილმა. სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2სექტემბრის №31 დადგენილებაში, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილებების შეტანის შესახებ განმარტება გააკეთა                                                                                                  მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახა გოლუბიანმა. ცვლილება შედის  ასევე ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში  და „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული  ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში . საკითხი საკრებულოს წევრებს, ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა,  ინგა ლურსმანაშვილმა წარუდგინა. საკრებულოს ეთხოვა, მერს მიეცეს თანხმობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე  ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე)  ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის  განსათავსებლად  ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის,  რაც კაბელის დასამაგრებლადაა  საჭირო  პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით,   სააქციო საზოგადოება „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად. ბიუროს წევრებმა განიხილეს საკრებულოს წევრის კიაზო გამრეკელაშვილის განცხადება. კიაზო გამრეკელაშვილს სურს დატოვოს ჯანდაცვსია და სოციალურ საკითხთა კომისია და  საკრებულოს იურიდიულ, სამანდატო, საპროცედურო და ეთიკის კომისიის წევრი გახდეს.  საკითხი ბიუროს წევრებს ოთარ ლურსმანაშვილმა გააცნო.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/457asd_1_1.png
18/08/2023 18:08

21  აგვისტოს  ბიუროს    მორიგი   სხდომა გაიმართება  

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2023 წლის 21 აგვისტოს ბიუროს   მორიგი  სხდომის საკითხთა ნუსხა              ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2023  წლის ბიუჯეტის  მეორე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია. მომხს: ვლადიმერ გელაშვილი ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: პავლე კიკალიშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ  მომხს: ბესიკი კვირიკაშვილი   „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №31 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: კახაბერ გოლუბიანი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე  მომხს: ინგა ლურსმანაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე   მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ელექტრო საყრდენებზე (ბოძებზე)  ოპტიკურ - ბოჭკოვანი კაბელის  განსათავსებლად  ელექტრო საყრდენის (ბოძის) იმ ნაწილის,  რაც კაბელის დასამაგრებლადაა  საჭირო  პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით, სარგებლობის უფლებით, იჯარის ფორმით,   სააქციო საზოგადოება  „სილქნეტი“- სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის   მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის კიაზო გამრეკელაშვილის განცხადების განხილვის შესახებ   მომხს: ოთარი ლურსმანაშვილი      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.jpg
16/08/2023 13:52

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს  სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“  სხდომა გაიმართა. საბჭოს გადაწყვეტილებით,  დადებითი რეკომენდაცია გაეწია  და მაღალთიან დასახლებაში მცხოვრები პირის სტატუსი მიენიჭა ერთ პირს. შეგახსენებთ, რომ მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრების სტატუსის მინიჭების მიზნით, ფიზიკურმა პირმა  მუნიციპალიტეტის მერს შესაბამისი განცხადებით უნდა მიმართოს. განცახადებას თან უნდა დაერთოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი, მაღალმთიან დასახლებაში კალენდარული წლის განმავლობაში  9 თვის ან მეტი ვადით ფაქტობრივად ცხოვრების და მაღალმთიან დასახლებაში რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტი. დოკუმენტების წარმოდგენის შემდეგ კომისია ორი თვის განმავლობაში შეისწავლის საკითხს.   ხარაგაულის „მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს“ თავმჯდომარე ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური, სამსახურის უფროსი, ინგა ლურსმანაშვილი. გახლავთ.  მოადგილე - იურიდიული განყოფილების  პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი თამარ სულაქველიძე;    სხდომის მდივანი - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი  სპეციალისტი ნინო ფერაძე;   საბჭოს წევრები:   ინგა თურქაძე - შიდა აუდიტისა და მონიტორიგის სამსახურის , შიდა აუდიტის განყოფილების უფროსი გივი თხელიძე - მერის მრჩეველი     შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტიდან მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში 11 სოფელი შედის: გოლისი, გოლათუბანი, გუდათუბანი, ფონა, ნუნისი, პატარა სახვლარი, ზვარე, ჩრდილი, გედსამანია, წიფა, ბჟინევი.   ოქმი    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_6251.JPG
14/08/2023 13:53

ორშაბათის ტრადიციული თათბირი გაიმართა

 ხარაგაულის მერმა ,  კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან ორშაბათის ტრადიციული თათბირი გამართა. თათბირის ძირითადი თემა სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მიმდინარე სამუშაოებზე ინფორმაციის მოსმენა, შესრულებული სამუშაოების აღრიცხვა და პროგრამის ზოგადი ანალიზი გახლდათ. თათბირის მიმდინარეობისას, ხარაგაულის მერმა, საკადრო ცვლილებებზე გაამახვილა ყურადღება.  საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენლის პოზიციაზე კობა ყრუაშვილი გააგრძელებს საქმიანობას, რომელიც ამ დრომდე მერიაში შრომის უსაფრთხოების სპეციალისტის პოზიციას იკავებდა. ,,კობა ყრუაშვილს  საღანძილის თემში მერის წარმომადგენლად მუშაობის რამდენიმე წლიანი გამოცდილება აქვს. ის კარგად იცნობს თემის საჭიროებებს და მუშაობის სპეციფიკა მისთვის ნაცნობია" - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა.  გოგა კიკნაძე, რომელიც ამ დრომდე  საღანძილის თემში მერის წარმომადგენლის პოზიციას იკავებდა,  მერიის სოციალურ სამსახურში, ბავშვთა დაცვის და მხარდაჭერის განყოფილებაში გააგრძელებს საქმიანობას. ხარაგაულის მერმა თათბირზე იმ სამუშაოებზე ისაუბრა, რომელიც ხარაგაულის მერიამ 2023 წელს, რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების 100 პროცენტიანი შესრულებისთვის გასწია.  თათბირს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მერის მრჩევლები ესწრებოდნენ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/charkviani_featured.jpg
02/08/2023 15:12

ხარაგაულის მერია მოხელის კარიერის მართვას ახორციელებს

ხარაგაულის მერია, მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსი-ს ვაკანსიაზე  საქართველოს კანონის „საჯარო სამსახურის შესახებ“ 47-ე მუხლისა და 48-ე მუხლის  შესაბამისად ჰორიზონტალურ გადაყვანას ახორციელებს.   განაცხადის წარდგენის ვადა 2 სამუშაო დღე (წინამდებარე ინფორმაციის განთავსებიდან). განაცხადის წარდგენა შესაძლებელია ელექტრონულად საქმისწარმოებისა და ადამიანური რესურსების მართვის განყოფილების ელექტრონულ ფოსტაზე:  Kharagauli.meria.kancelaria@ gmail.com
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/colaje.jpg
02/08/2023 13:37

გიმნაზიის წარჩინებულმა მოსწავლეებმა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე მაღალი შეფასებები დაიმსახურეს

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის წარჩინებულმა კურსდამთავრებულებმა,  ერთიან ეროვნულ გამოცდაზე ქართულ ენასა და ლიტერატურაში მაღალი შეფასება დაიმსახურეს: თაკო სებისკვერაძე - 54 ქეთევან მანჯავიძე - 53 დათო ლომსაძე - 51 გიორგი კალანდაძე - 51 თედო სებისკვერაძე - 50 ქრისტინე ლაცაბიძე - 50 ლუკა იჩქიტიძე - 50 ინგლისურ ენაში უმაღლესი შეფასება დაიმასახურეს: ქეთევან მანჯავიძე - 67 თედო სებისკვერაძე - 66 თაკო სებისკვერაძე - 61 ხარაგაულის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია ულოცავს თავის მოსწავლეებს მიღებულ მაღალ შეფასებებს. ჩვენც ვუერთდებით ამ მილოცვას და წარმატებებს ვუსურვებთ მათ!  
სრულად