სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%97%E1%83%94%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%98.jpg
18/08/2022 16:02

ხარაგაულის თეატრს ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე) სტუმრობდა

ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრალურმა დასმა ხარაგაულელ მაყურებლისთვის სპექტაკლი ,,მაცეკვე ტანგო“ განმეორებით ითამაშა. სპექტაკლს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე) და დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) ესწრებოდნენ.   სპექტაკლის რეჟისორი ირინე ჩხეიძე გახლავთ.  მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ბათუ კიკნაძე, ვასიკო კიკნაძე, ნიკოლოზ მაჭავარიანი, ლია ჭიპაშვილი, გიორგი მაქაძე. სპექტაკლი იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე 2 ნომინაციაში დაჯილდოვდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/298111593_588961729541765_8165579687489520563_n.jpg
17/08/2022 15:43

შრომის უსაფრთხოების თემებზე ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა

  პროექტის „შრომის უფლებების და უსაფრთხო შრომის მონიტორინგი იმერეთის საჯარო დაწესებულებებში“ ფარგლებში ხარაგაულის  ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას ხარაგაულის მერიაში, საკრებულოსა და ა(ა)იპებში შრომის უსაფრთხოების მიმართულებით დასაქმებული პირები და დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების თანამშრომლები ესწრებოდნენ. მარიკა ვაჭარაძემ დამსწრე საზოგადოებას   შრომის უსაფრთხოების და უფლებების მიმართულებით მიაწოდა ინფორმაცია და  შრომის უსაფრთხოების სტანდარტების ადვოკატირების შუალედური შედეგები წარუდგინა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0008_2.JPG
17/08/2022 15:01

კარვების ბანაკში მეოთხე ნაკადი 19 აგვისტოს გაემგზავრება

„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორი, რევაზ შერგელაშვილი, ლეღვანში კარვების ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. რევაზ შერგელაშვილმა ახალგაზრდები ბანაკში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელებით დააჯილდოვა. ლეღვნის ბანაკში, ამ ეტაპზე ახალგაზრდების  მესამე ნაკადი იმყოფება.  კარვების ბანაკში მეოთხე ნაკადი 19 აგვისტოს გაემგზავრება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0136.JPG
17/08/2022 14:32

რევაზ შერგელაშვილმა ბანაკის მონაწილეები სიგელებით დააჯილდოვა

„სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორი, რევაზ შერგელაშვილი, ლეღვანში კარვების ბანაკის მონაწილე ახალგაზრდებს შეხვდა. რევაზ შერგელაშვილმა ახალგაზრდები ბანაკში აქტიური მონაწილეობისათვის სიგელებით დააჯილდოვა. ლეღვნის ბანაკში, ამ ეტაპზე ახალგაზრდების  მესამე ნაკადი იმყოფება.  კარვების ბანაკში მეოთხე ნაკადი 19 აგვისტოს გაემგზავრება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/meor%20sat.JPG
16/08/2022 19:25

დეკანოზმა თომა (ლაცაბიძე), ხარაგაულის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში , პირველი საღვთო ლიტურგია აღავლინა

ხარაგაულის წმ. იოაკიმესა და ანას სახელობის ტაძარში, მისი ყოვლადუსამღვდელოესობის მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკ (ხაჩიძე) ლოცვა-კურთხევით დღეს პირველი საღვთო ლიტურგია ჩატარდა. საღვთო ლიტურგია დეკანოზმა თომა ( ლაცაბიძე) აღავლინა. მამა თომამ მრევლს პირველი საღვთო ლიტურგია მიულოცა და ტაძრის მაშენებელს, მამუკა არევაძეს, მის ოჯახს და ტაძრის შენებაში მონაწილე თითოეულ ადამიანს გაწეული ღვაწლისთვის მადლობა გადაუხადა. ,,მადლობა უფალს , რომ მოგვეცა შესაძლებლობა საღვთო ლიტურგიის თანამონაწილეები ვყოფილიყავით, მადლობა მის ყოვლად უსამღვდელოესობას, მეუფე მელქისედეკს. ჩვენს ეპარქიაში ძალიან ბევრი ტაძარი და საღვთო პირი იკურთხა მისი ხელდასმით . ამ ტაძრის კურთხევაც მარგვეთისა და უბისის ეპარქიის ისტორიის ერთ-ერთ ნაწილია. ულამაზესი ტაძარი აშენდა, ახლა დროა ჩვენს გულებში დავიწყოთ ტაძრის შენება“- ბრძანა ქადაგებისას დეკანოზმა თომამ (ლაცაბიძე).
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/aasdasdnnvjmacfnavnc34342.JPG
16/08/2022 15:01

ევროპისკენ - ხარაგაულში  საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით შეხვედრა ჩატარდა

 საგარეო საქმეთა სამინისტროს ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის ორგანიზებით, ხარაგაულის კინოთეატრში მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს და ა(ა)იპების წარმომადგენლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.  შეხვედრას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარის პირველ მოადგილესთან, დავით კიკნაძესთან ერთად ესწრებოდა.  საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორმა, ზურაბ ხამაშურიძემ შეხვედრაზე საქართველო-ევროკავშირის თანამშრომლობის სხვადასხვა ფორმატი  მიმოიხილა. ზურაბ ხამაშურიძემ  ვრცლად ისაუბრა საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე, 12 რეკომენდაციის შესრულების კუთხით არსებულ პროგრესზე, რომლის ფორმულირებაც ევრო კომისიამ მოახდინა და ხაზი გაუსვა იმ სარგებელს რაც საქართველოსთვის ასოცირების შეთანხმებას და ღრმა და ყოვლისმომცველ ვაჭრობას მოაქვს .  შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მისაღებად განვლილ და მიმდინარე პროცესებზე. ნატოსა და ევროკავშირის შესახებ საინფორმაციო ცენტრის იმერეთის ბიუროს კოორდინატორმა, მარიკა ვაჭარაძემ, დამსწრე საზოგადოებას ცენტრის მიზნები და საქმიანობა გააცნო. შეხვედრა დისკუსიის ფორმატში გაგრძელდა. დასასრულს მონაწილეებს თემატური საინფორმაციო მასალები დაურიგდათ.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/298971078_357498666595479_7860176969512069337_n.jpg
16/08/2022 14:54

სოფელ ხიდარში  საუბნო გზების რეაბილიტაციაზე ტენდერი გამოცხადდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერიამ, ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში, საუბნო გზის რეაბილიტაციის მიზნით ტენდერი გამოაცხადა. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი ჩაჩანიძეების   და ჯორტების საუბნო გზებზე დაიგება. სოფელ ხიდარში, აღნიშნული საუბნო გზები დაზიანებულია და მასზე გადაადგილება საკმაოდ რთულია. მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი აღნიშნული პრობლემის გადაჭრაში მაჟორიტარ დეპუტატთან  , პაატა კვიჟინაძესთან ერთად აქტიურად ჩაერთო. სათანადო რეაგირების და კოორდინირებული მუშაობის შედეგად , პროექტი დაფინანსდა. საერთო ჯამში აღნიშნული გზით 40 ადგილობრივი ოჯახი  ისარგებლებს. პროექტის ღირებულება  429 ათას 093 ლარს შეადგენს. პროექტი ორ ეტაპიანია. პირველ ეტაპზე, 2022 წელს 287 ათას  962 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_1_6.png
16/08/2022 10:58

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ 11 პროექტზე  ტენდერი გამოაცხადა

  აღნიშნული პროექტები სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას ითვალისწინებს და რეგიონული განვითარების ფონდმა, მეორე ეტაპზე ,   2 მილიონ 150 000    ლარით დააფინანსა. ინფრასტრუქტურული პროექტების ვადებში და წისწრებით შესრულების მხრივ ხარაგაული 10 საუკეთესო მუნიციპალიტეტს შორის არის.  ინფორმაციისთვის, რეგიონული განვითარების ფონდიდან, პირველ ეტაპზე,  ხარაგაულმა   2 მილიონ 940 ათას 390 ლარი მიიღო. აღნიშნული თანხით, ახალი გზა 19 სოფელში რეაბილიტირდა. ახალი დაფინანსება , რომელიც მუნიციპალიტეტმა მიიღო სოფლებში რთულად გადასაადგილებელი მონაკვეთების რეაბილიტაციაზე დაიხარჯება. პროექტების დაფინანსების მიღების პროცესში ხარაგაულის მერი  კობა ლურსმანაშვილი მაჟორიტარ დეპუტატთან , პაატა კვიჟინაძესთან ერთად აქტიურად იყო ჩართული. სათანადო რეაგირების და კოორდინირებული მუშაობის შედეგად , პროექტები დაფინანსდა. აღნიშნულ თანხას, მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან, 500 000 ლარი დაემატა. ვარლამ ჭიპაშვილის ინფორმაციით, პროექტებზე ტენდერი უკვე გამოცხადდა, რათა მშენებელი კომპანიები დროულად გამოვლინდნენ და  სამუშაოები  წლის ბოლომდე დასრულდეს.   მეორე ეტაპზე დაფინასებული პროექტებია: 1.მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ნებოძირში საუბნო გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 240 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის სრული ღირებულება  534`823 ლარს შეადგენს. მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ დეისის საუბნო გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 237, 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის სრული ღირებულება 360, 449 ლარს შეადგენს. სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ხორითის გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 200 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის სრული ღირებულება 545`584 ლარია. წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 200 000 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის შესყიდვის ღირებულება 429, 091 ლარი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ლაშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ უჩამეთში საუბნო გზების რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 157 139 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის ღირებულება 233 610.00 ლარს შეადგენს . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 287, 962 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. პროექტის სრული ღირებულებაა 429, 093.00 ლარი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვანში ჩხაკოურის საუბნო გზის რეაბილიტაცია. პირველ ეტაპზე, 238 315 ლარის ღირებულების სამუშაოები შესრულდება. საერთო ღირებულება  570`531.00 ლარს შეადგენს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ კიცხში ბერაძეების და ზვიადაძეების საუბნო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 257, 976.00 ლარი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღორეშის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ღორეშაში საუბნო (იჩქიტიძეები+კაპანაძეები+მჭედლიძეები) გზის რეაბილიტაცია.  პროექტის ღირებულება 250`022.ოო ლარი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვარძიის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულებაა 200`000 ლარი.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ საქასრიაში და მაქათუბანში საუბნო გზების რეაბილიტაცია. პროექტის საერთო ღირებულება 381, 586.00 ლარს შეადგენს.        
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/298824237_5342118579205891_2068563836905110878_n.jpg
15/08/2022 16:16

ხარაგაულის მერია 10 ათასი ლარით დაეხმარა სოფელ ვაშლევში ხანძრის შედეგად დაზარალებულ წიქარიშვილების ოჯახს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, 10 ათასი ლარით დაეხმარა, სოფელ ვაშლევში ხანძრის შედეგად დაზარალებულ ემზარ წიქარიშვილის ოჯახს. რამდენიმე თვის წინ, წიქარიშვილების ოჯახს საცხოვრებელი სახლი ხანძარმა გაუნადგურა და ღია ცის ქვეშ დარჩა. ოჯახის დახმარების კამპანიაში აქტიურად იყო ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია. ,,მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, ოჯახის დასახმარებლად მერის სარეზერვო ფონდიდან 7 000 ლარი გამოიყო, ხოლო 3 000 ლარ- სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული მოქალაქეების  დახმარების ქვეპროგრამიდან. ვეცადეთ დაზარალებული ოჯახისათვის შეძლებისდაგვარად გამოგვეხატა მხარდაჭერა, ამიტომ  პროგრამით გათვალისწინებული დახმარების ზედა ზღვარი გავაორმაგეთ“- განმარტავს მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_86.jpg
15/08/2022 13:08

ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის გათამაშება დასრულდა

14 აგვისტოს მურთაზ და სოსო აბაშიძეების სახელობის სტადიონზე ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით შვიდკაცა ფეხბურთში  ნოდარ ახალკაცის ხსოვნისადმი მიძღვნილი თასის გათამაშება დასრულდა.  ტურნირში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 11 ადმინისტრაციული ერთეულის  გუნდი იღებდა მონაწილეობას.   ფინალურ შეხვედრაში ქროლის ( ოსტატი) გუნდმა ვარძიის ფეხბურთელთა გუნდი პენალტების სერიაში დაამარცხა.   გამარჯვებულ გუნდს, ნოდარ ახალკაცის სახელობის გარდამავალი თასი, საკრებულოს წევრმა, ირმა ვაქერ- სებისკვერაძემ გადასცა.  თამაშის დასასრულს 6 ნომინაციაში გამარჯვებული  გამოვლინდა, რომელთაც სამშენებლო კომპანია "ოსტატი" ს მიერ დაწესებული პრიზები გადაეცათ: საუკეთესო მეკარე, ჯონი შეროზია. საუკეთესო ფეხბურთელი, ჯონი შეროზია.  საუკეთესო თავდამსხმელი,  ნიკა ხარაიშვილი. საუკეთესო მცველი, ირაკლი კიკნაძე. ვეტერანი ფეხბურთელი, სოსო აბაშიძე. ბომბარდირი,  გიორგი ჭუმბაძე. ,,ოსტატის“  მიერ დაწესებული სპეციალური პრიზები გადაეცათ: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ   მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს და  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორს, რევაზ შერგელაშვილს. სამშენებლო კომპანია ,,ოსტატის“ მიერ დაწესებული ფულადი თანხით (1500 ლარი) დაჯილდოვდა გამარჯვებული ქროლის(ოსტატი) გუნდი ,  ხოლო მეორე ადგილზე გასულ ვარძიის გუნდს  500 ლარი გადაეცა.  სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი მადლობას უხდის სამშენებლო კომპანია "ოსტატი"-ს დამფუძნებელს , შალვა შარიქაძეს,  დირექტორს დავით ტაბატაძეს და  ქროლის ( ოსტატი) გუნდის პრეზიდენტს,  შმაგი კიკნაძეს გაწეული მხარდაჭერისთვის.
სრულად