სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/naxat%20xaragplener.jpg
13/04/2022 22:49

30 აპრილს პლენერი ,,გამა“ - მხატვრებს და ფოტოხელოვანებს უმასპინძლებს

30 აპრილს და 1 მაისს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი  ტრადიციულ სამხატვრო პლენერს  ,,გამა" გამართავს. პლენერში მონაწილეობის მსურველ მხატვართა რეგისტრაცია უკვე დაიწყო. იზა ვეფხვაძე, პლენერ ,,გამას“ იდეის ავტორი: ,,პლენერი კვლავაც  საქველმოქმედო ხასიათისაა, მხატვრები მოდიან თავიანთი მასალებით, ხატავენ ხარაგაულის ხედებს და საჩუქრად გადმოსცემენ ლიტერატურულ თეატრს. ეს კოლექცია ხარაგაულის უდიდესი სიმდიდრეა, ესაა ფერებში დანახული ხარაგაული. წლების განმავლობაში თეატრის მუზეუმს 150 ნამუშევარი დაუგროვდა, რომელიც გასული წლის ნოემბერში თბილისში იყო გამოფენილი და მნახველთა დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.” იზა ვეფხვაძის ინფორმაციით, როგორც გასულ წელს, მიმდინარე წელსაც პლენერი  მხატვრულ-მუსიკალური იქნება, დახურვის დღეს  გრანდიოზული კონცერტი გაიმართება. პლენერის ამ ნაწილს  ცნობილი საოპერო მომღერალი,მამუკა ლომიძე უხელმძღვანელებს. წელს პლენერის მიმდინარეობაში სიახლეა. პლენერში მხატვრების და მუსიკოსების გარდა მონაწილეობას  ცნობილი ფოტოხელოვანები მიიღებენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_1117.JPG
12/04/2022 18:48

სპექტაკლი - უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად

ხარაგაულის თეატრმა უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლი გამართა. ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის რეჟისორი, ირინე ჩხეიძე: ,, თითოეული ჩვენგანი განვიცდით უკრაინაში მიმდინარე მოვლენებს. დღეს, ჩვენმა დასმა, ქართველი დრამატურგის, რეზო კლდიაშვილის სპექტაკლი ,,იმერული რექვიემი" სოლიდარობის ნიშნად ითამაშა. ამით გვსურდა სიმბოლური ფორმით გამოგვეხატა ჩვენი თანაგრძნობა და მხარდაჭერა." სპექტაკლიდან შემოსული თანხა , უკრაინელი ხალხის დასახმარებლად, გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98.png
10/04/2022 21:23

ხარაგაულის მერია განმეორებით აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით, განმეორებითი ელექტრონულ აუქციონს აცხადებს. აუქციონი  11 აპრილი 16 საათზე დაიწყება და 26 აპრილი 16 საათზე დასრულდება. იხ. ბრძანება იხ. დანართი ------   ელექტრონული აუქციონი ცხადდება ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების იჯარით ფორმით გაცემის მიზნით.   აუქციონი 11 აპრილს 16 საათზე დაიწყება და 18 აპრილს 16 საათზე დასრულდება. იხ. ბრძანება იხ. დანართი ------  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98_1.png
10/04/2022 10:42

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ  აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 8 აპრილს 16 საათზე დაიწყება და 13 აპრილს 16 საათზე დასრულდება. იხ. ბრძანება იხ. დანართი          
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0107_1.jpg
09/04/2022 15:19

ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა თომამ 9 აპრილს დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა

ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და  მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკო.  ,,დღევანდელი გადასახედიდან 9 აპრილი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს. ეს არის ისტორიული დღე, რომელმაც განაპირობა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. 9 აპრილის მემორიალთან, ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა თომამ (ლაცაბიძე)  დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა. 33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.  საბჭოთა არმიამ ამ დღეს 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ყველაზე პატარა 15 წლის იყო. გარდაცვლილთა შორის იყო ხარაგაულელი, ელისო ჭიპაშვილიც. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0072.jpg
09/04/2022 15:05

კობა ლურსმანაშვილმა 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო

დღეს, ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის პირველ მოადგილესთან, ვარლამ ჭიპაშვილთან ერთად 9 აპრილს დაღუპულ გმირთა ხსოვნას პატივი მიაგო და  მემორიალი სიმბოლურად ტიტებით შეამკო.  ,,დღევანდელი გადასახედიდან 9 აპრილი კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას და დატვირთვას იძენს. ეს არის ისტორიული დღე, რომელმაც განაპირობა საქართველოს თავისუფლება და დამოუკიდებლობა“- განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. 9 აპრილის მემორიალთან, ხარაგაულის თორმეტი მოციქულის სახელობის ტაძრის მღვდელმსახურმა მამა თომამ (ლაცაბიძე)  დაღუპულთა სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა. მხატვრული კომპოზიცია წარმოადგინეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მოსწავლეებმა. 33 წლის წინ, 1989 წლის 9 აპრილს, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით, რუსთაველის გამზირზე ათიათასობით ადამიანი შეიკრიბა.  საბჭოთა არმიამ ამ დღეს 21 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის ყველაზე პატარა 15 წლის იყო. გარდაცვლილთა შორის იყო ხარაგაულელი, ელისო ჭიპაშვილიც. 1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე, 1991 წელს  საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო. 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/200597722_3106544209592731_2058792750332694855_n.jpg
08/04/2022 15:25

16 აპრილს ხარაგაულის თეატრი თბილისში გეწვევათ

16 აპრილს, ხარაგაულის თეატრი სპექტაკლს ,, იმერული რექვიემი“ თბილისში საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის დარბაზში გამართავს. თეატრი სპექტაკლს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 100 წლის იუბილისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ითამაშებს. მოწვევა თეატრმა ამავე უნივერსიტეტის პროფესორის, რეზო კლდიაშვილისგან მიიღო, რომელიც ამავე დროს აღნიშნული პიესის ავტორია. სპექტაკლის რეჟისორია  ირინე ჩხეიძე. მონაწილეობენ: ირინე ჩხეიძე, ლია ჭიპაშვილი, ლუიზა კიკნაძე, ვასიკო კიკნაძე, მაია ბერაძე, ბათუ კიკნაძე, დავით ჭყოიძე, ირმა სხილაძე, ბექა ხიჯაკაძე. მისამართი---კოსტავას ქ.N69. მე-2 სასწავლო კორპუსი,მე-3 სართული. დასაწყისი 17 საათზე.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/277823296_961128527919520_2318689296491383867_n.jpg
06/04/2022 17:47

,,იმერული რექვიემი“ - სპექტაკლი უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად

ხარაგაულის თეატრი  უკრაინისადმი სოლიდარობის ნიშნად სპექტაკლს გამართავს. ოთარ აბაშიძის სახელობის თეატრის რეჟისორის ირინე ჩხეიძის ინფორმაციით, სპექტაკლიდან შემოსული თანხა, უკრაინელი ხალხის დასახმარებლად ხარაგაულის მერიის მიერ გახსნილ ანგარიშზე გადაირიცხება. ვფიქრობთ ამ ფორმით, ჩვენი შემოქმედებით ,მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ უკრაინელი ხალხის დახმარების საქმეში. ,,ვფიქრობთ ამ ფორმით, ჩვენი შემოქმედებით ,მცირედი წვლილი მაინც შევიტანოთ უკრაინელი ხალხის დახმარების საქმეში" - აღნიშნავს ირინე ჩხეიძე. ხარაგაულის თეატრი  ქართველი დრამატურგის , რეზო კლდიაშვილის სპექტაკლს  „იმერული რეკვიემი“  სამშაბათს, 12 აპრილს , კინოთეატრში 15 საათზე წარმოადგენს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/120998697_3137453366380489_574146937600659777_n.jpg
06/04/2022 11:37

11 აპრილს სააგენტო „აწარმოე საქართველო“ -ს საგრანტო პროგრამებზე ბიზნეს იდეების მიღება სრულდება

21 მარტიდან 11 აპრილის ჩათვლით, სააგენტო „აწარმოე საქართველო“ მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის საგრანტო პროგრამაზე ბიზნეს იდეებს მიიღებს.   სახელმწიფო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ფარგლებში გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერ სრულწლოვან საქართველოს მოქალაქეს, როგორც მეწარმე სუბიექტს, რომელსაც პროგრამის ფარგლებში დაფინანსება არ მიუღია ან პირველად მონაწილეობს, ასევე - მეწარმე სუბიექტს, რომელმაც ერთხელ უკვე მიიღო პროგრამის მიკრო და მცირე მეწარმეობის ნაწილით განსაზღვრული ხელშეწყობა. შეზღუდვა შეეხებათ 2020 წლის ეტაპის ფარგლებში დაფინანსებულ ბენეფიციარებს, ასევე 2015-2018 წლებში არაუმეტეს ერთხელ უკვე დაფინანსებული ბენეფიციარებს.   პროგრამის არსებულ მეწარმე სუბიექტებს პროგრამის ფარგლებში გრანტის მიღების შესაძლებლობა ექნებათ, როგორც მათთვის უკვე დაფინანსებული საქმიანობის გაფართოების, ასევე, ახალი ბიზნეს პროექტის განხორციელების შემთხვევაში.   პროგრამის ფარგლებში გრანტის მოცულობის ზედა ზღვარი 30 000 ლარია, ხოლო საპილოტე რეგიონებში (იმერეთი, რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთი, გურია, კახეთი) საგრანტო თანხის მოცულობა 40 000 ლარამდე გაიზარდა.   პროგრამაში გამარჯვებული მეწარმეების თანამონაწილეობის თანხა ახალი ბენეფიციარებისთვის 20%, მაღალმთიან რეგიონებში კი 10% შეადგენს. განსხვავებულად განისაზღვრება თანამონაწილეობის წილი არსებული ბენეფიციარებისთვის - გრანტის თანხის არანაკლებ 50%, მაღალმთიან რეგიონებში კი 25%.   პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია შემდეგი პრიორიტეტები: ახალი ბიზნესის წამოწყება; ქალი მეწარმის მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; სოფლად ბიზნესის დაწყება/გაფართოება; მაღალმთიან დასახლებულ პუნქტში ბიზნესის დაწყება/გაფართოება; იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიერ ბიზნესის დაწყება/გაფართოება; ახალგაზრდა (29 წლის ასაკის ჩათვლით) მეწარმე სუბიექტის მიერ ბიზნესის წამოწყება/გაფართოება; განთავსების საშუალებებსა და ტურისტულ სერვისებზე ორიენტირებული პროექტი/მაღალი ინკლუზიურობის მქონე სექტორებზე/ინტელექტუალურ სერვისზე ორიენტირებული პროექტები.   აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამის ფარგლებში განიხილება 300-ზე მეტი ეკონომიკური საქმიანობა, გარდა სოფლის მეურნეობის პირველადი პროდუქციის წარმოებისა და სოფლის მეურნეობის პირველად წარმოებასთან დაკავშირებული მომსახურებებისა.   პროგრამის ფარგლებში უკვე მხარდაჭერილია 6901 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიცია 78 მლნ ლარზე მეტია.   პროგრამის პირობების და განაცხადის შემოტანის შესახებ დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე: https://www.enterprisegeorgia.gov.ge/.../Busi.../microgrants   საკონტაქტო ცხელი ხაზი 1525.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0042_1.JPG
05/04/2022 17:45

ესტუმრე ფოტოგამოფენას ,,დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“

დღეს, ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ფოტოგამოფენა „დიდი სახეები პატარა ჩარჩოებში“  გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო  მეოცე საუკუნის დასაწყისში  ხარაგაულში მოღვაწე ექიმებისა და მედიცინის სფეროს წარმომადგენლების  ფოტოები, საინტერესო ბიოგრაფიები და  ფოტოისტორიები. ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის დირექტორის, ნინო დიდიძის, ინფორმაციით, ექიმებს, ბოლო ორი წლის განმავლობაში, მძიმე ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ფონზე, განსაკუთრებული როლი აკისრიათ, რაც  აღნიშნული გამოფენის მოწყობის ერთ-ერთი მიზეზი გახდა. ნინო დიდიძე: „ ხარაგაულში არაერთი გამორჩეული პიროვნება მოღვაწეობდა სამედიცინო სფეროში. მოვიძიეთ მათი ფოტოები, გვქონდა  ფონდში დაცული მასალებიც, ზოგიერთს ჩვენ დავუკავშირდით და  მათი შთამომავლების დახმარებით საინტერესო მასალები წარმოვადგინეთ." როგორც ნინო დიდიძემ განაცხადა მუზეუმი საინფორმაციო კატალოგის  ელექტრონულ ვერსიაზე მუშაობს, სადაც განთავსებული იქნება ინფორმაცია  ადამიანებზე, რომლებიც ხარაგაულში მოღვაწეობდნენ და გარკვეული ღვაწლი მიუძღვით სხვადასხვა  სფეროს განვითარებაში. ,,ჩემი თხოვნაა, ვისაც ხელი მიუწვდება ხარაგაულში მოღვაწე, ცნობილ პიროვნებებთან დაკავშირებით საინტერესო ინფორმაციაზე, ითანამშრომლონ ჩვენთან, მოგვაწოდონ ისტორიები, რათა შევაგროვოთ და  შევუნახოთ მომავალ თაობებს. მომავალში  ვგეგმავთ ექიმების დღესთან დაკავშირებით უფრო ფართო ხასიათის  ღონისძიება მოვაწყოთ, სადაც მოხდება ფოტო ისტორიების გამოფენა, რომელშიდაც  ჩართულები იქნებიან ის ექიმებიც, რომლებიც ახლაც მოღვაწეობენ. ვფიქრობ, საინტერესო იქნება" - აცხადებს ნინო დიდიძე. ისტორიულ მუზეუმში ექიმების ფოტოისტორიების გამოფენა ორი კვირა გაგრძელდება.
სრულად