კულტურა
https://new.admin.kharagauli.ge/images/270202822_3257922517788232_2715986577748646087_n.jpg
27/12/2021 14:04

ბაღის აღსაზრდელებს საახალწლო საჩუქრები გადაეცემათ

ხარაგაულის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანება დღეიდან ყველა აღსაზრდელისთვის საახალწლო ტკბილეულის და საჩუქრების ნაკრების დარიგებას იწყებს. 11 853 ლარის ღირებულების საჩუქრებს, საერთო ჯამში, 540 აღსაზრდელი მიიღებს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/260699n.jpg
26/11/2021 16:53

ლიტერატურულმა თეატრმა ხარაგაულში ცნობილი ხატმწერი მოიწვია

დღეს ინოვაციების ცენტრში ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მოწვევით ცნობილ მხატვართან, ხატმწერ და ხატმჭედ, შალვა გერაძესთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მამა თომა (ლაცაბიძე) ჟურნალისტი, ნინო მიქიაშვილი, რეჟისორი, ირაკლი ლომსაძე, ჟურნალისტი, ვანო ჯაფარიძე და სხვა დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ შალვა გერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე ისაუბრა: „შალვა გერაძე დაიბადა სამტრედიაში, ჯერ კიდევ სამი წლის იყო ხატვა რომ დაიწყო, ხატავდა მარცხენა ხელით, 12 წლის ასაკში პირველი ქანდაკება გააკეთა, ხოლო 14 წლისამ ქუთაისის სამხატვრო სკოლაში ჩააბარა. დაამთავრა სამხატვრო აკადემია, იყო გამორჩეული სტუდენტი, სადაც კათედრაზე მუშაობა შესთავაზეს, თუმცა პრაქტიკული მუშაობა ერჩია და  საკონსტრუქტურო ინსტიტუტში გადავიდა დიზაინერად. მიაღწია ბევრ წარმატებას, მაგრამ ეს მისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. შვილის რჩევით ფერწერაში დაიწყო მუშაობა. დღეს, კი მის მიერ მოჭედილი ხატი საქართველოს თითქმის ყველა ტაძარშია დაბრძანებული. ბედნიერი ვარ, რომ ის ჩემი მეგობარია და დღეს ხარაგაულშია.“ მამა თომა (ლაცაბიძე): „მადლობა უფალს, რომ ვცხოვრობთ იმ ქვეყანაში, სადაც ასეთი ადამიანები იბადებიან. დარწმუნებული ვარ თუ სულიერება არ გაგაჩნია ამას ვერ შეძლებ. უფალმა მოგცათ ეს ნიჭი და ნამდვილად ღირსეულად უბრუნებთ.“ შეხვედრის დასასრულს ნაჩვენები იქნება რეჟისორ ირაკლი ლომსაძის ფილმი, რომელიც შალვა გერაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asfasflaskdas5ga5dsf4asfasfasf.JPG
18/10/2021 16:35

ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა მარელისში ახალრეაბილიტირებული სკოლა დაათვალიერეს

დღეს სოფელ მარელისის საჯარო სკოლაში განხორციელებული მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა და მერის მოადგილემ, დავით დევდარიანმა,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინა ვეფხვაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის, საგანმანათლებლო სფეროსა და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს წარმომადგენლებთან ერთად, დაათვალიერეს და სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს ახალი სასწავლო წლის დაწყება ახალ სივრცეში მიულოცეს. მარელისის საუკუნოვანი ისტორიის მატარებელი სკოლა 7 სოფლის მოსახლეობას ემსახურება. სკოლის რეაბილიტაციის პროექტზე 2 მილიონამდე დაიხარჯა.   მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,გილოცავთ ახლად რეაბილიტირებულ სკოლაში სასწავლო წლის დაწყებას. მჯერა, მოსწავლე-ახალგაზრდობა ხარისხიან განათლებას მიიღებს ამ არაჩვეულებრივ გარემოში, სადაც  კვალიფიციური მასწავლებლები მუშაობენ. ჩვენი ხელისუფლების ერთ-ერთი პრიორიტეტი განათლების ხელშეწყობაა. დღევანდელი დღე ნამდვილად არის იმის გამოხატულება, რომ ხელისუფლება ზრუნავს ამ საკითხზე. მე მინდა, სკოლას გადავცე ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის მილოცვა , რომელიც ობიექტური მიზეზების გამო დღეს აქ ვერ იმყოფება და რომელმაც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა ამ პროექტის განხორციელებაში.  პროექტის განხორციელების ეტაპზე, იყო გარკვეული პრობლემები, რომელიც ადგილობრივი ხელისუფლების, საკრებულოს, საგნამანათლებლო რესურსცენტრის და მაჟორიტარი დეპუტატის ჩართულობის, კომუნიკაციის,  თანაშმრომლობის შედეგად დაიძლია და დღეს შედეგი სახეზეა.“  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე:  „პროექტის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე სკოლის გევრდით ვიყავი და მიხარია რომ დღეს ასეთი, თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მქონე კიდევ ერთი უალამაზესი სკოლა შეემატა ხარაგაულს. ვფიქრობ, ერთად დგომით, კიდევ ბევრი წიგადადგმული ნაბიჯი გვექნება.“ სადგურ მარელისის საჯარო სკოლის დირექტორი, ვერა ოდიკაძე:  ,,ძალიან მნიშვნელოვანი დღეა დღეს მარელსიის საჯარო სკოლის ისტორიაში. სხვანაირი მოტივაციით დავიწყეთ ეს წელი და ვფიქრობ წარმატებული იქნება. მადლობა საგანმანათლებლო რესრუცენტრს, ადგილობრივ ხელისფლებას, მუნიციპლური განვითარების ფონდს. სკოლას აქვს ბიბლიოთეკა, კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტი. შენობაში განთავსებულია სპორტდარბაზი, გამოსაცვლელი ოთახებით და დუშკაბინებით. ყველა სართულზე მოეწყო სველი წერტილები, რომლებიც ასევე ადაპტირებულია შშმ პირებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ შესაძლებელია ნებისმიერ სივრცეში მისცე ბავშვს განათლება, მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა მაინც თავის სიტყვას ამბობს. სადგურ მარელისის საჯარო სკოლა თავისი წარმატებებით უპასუხებს ამ დიდ საჩუქარს. მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ კობა ლურსმანაშვილს, რომელიც ნებისმიერ მომენტში ჩვენს გვერდით იდგა , მას ლომის წვლილი მიუძღვის იმაში, რომ დღეს ასეთია ჩვენი სკოლა. მადლობა ბატონ დავით დევდარიანს, მათი ჩართულობით, დაინტერესებით,  ყველას ძალისხმევით, ვფიქრობ, ეს პროექტი ძალიან კარგი გამოვიდა.“ ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურის და ახალგაზრდობის საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე:  ,,დღეს ჩვენ დავათვალიერეთ სადგურ მარელისის ახლად რეაბილიტირებული სკოლა. ეს არის ძალიან დიდი პოზიტივი ჩვენი საგანმანათლებლო სივრცისთვის. წარმატებები მინდა ვუსურვო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს, სკოლის დირექტორს ქალბატონ ვერა ოდიკაძეს. ვფიქრობ, ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული ხელმძღვანელზე. ეს სკოლა მრავალჯერ ყოფილა წარმატებების მიმღები, რასაც სჭირდება დიდი შრომა, ენერგია და სწორი ხედვა.  სწორედ ამიტომ, სკოლას კიდევ ბევრი წარმატებები ექნება სამომავლოდ.“ სკოლა შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს. პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო და რეკრეაციული სივრცე. ბავშვებს  შენობის შიდა ნაწილში მოემსახურება ლიფტი, ასევე, შენობის გარეთა მხრიდან დამონტაჟდა პანდუსი, რომელიც შშმ პირებს  შესაძლებლობას მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდნენ. პროექტი, რომლის ბიუჯეტი 2 მილიონამდე დაიხარჯა, მუნიციპალური განვითარების ფონდმა განახორციელა.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1122dhhfhsaasd56577SC0132.jpg
06/10/2021 15:20

სოფელ ვერტყვიჭალაში ახალი სასწავლო წელი ახალ გარემოში დაიწყო.

ახლადრეაბილიტირებული სკოლა დღეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა, ზვიად შალამბერიძემ,  ხარაგაულის მერ, კობა ლურსმანაშვილთან,საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან, მაჟორიტარ დეპუტატ პაატა კვიჟინაძესთან და ხარაგაულის საგანმანათლებლო სფეროს და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა და მოსწავლეებსა და პედაგოგებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.    ,, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მოწყობა არის უმთავრესი პრიორიტეტი ჩვენი ხელისუფლებისთვის, რის ფარგლებშიც წელს უკვე იმერეთში 7 ახალი სკოლა აშენდა და მოხდა 3 სკოლის სრული რეაბილიტაცია. რა თქმა უნდა ჩვენ გავაგრძელებთ სასკოლო ინფრასტრუქტურის მოწყობას სანამ თითოეულ  ბავშვს, როგორც სკოლის მოსწავლეს ასევე, საბავშვო ბაღის აღსაზრდელს არ ექნება ის პირობები, რაც მათთვის არის მისაღები და კომფორტული " - ზვიად შალამბერიძე.   ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი:    ,,დღეს ჩვენ დავათვალიერეთ სოფელ  ვერტყვიჭალაში ევროპული დონის სკოლა, რომელმაც დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩვენზე. რაც მთავარია,ხარაგაულში ჩვენ გვაქვს ახალი აშენებული სკოლა კიცხის თემში და ახლად რეაბილიტურებული სკოლა სოფელ მარელისში. ასეთი ინფრასტრუქტურული პროექტები გაგრძელდება. საქართველოს სახელმწიფოს პოლიტიკა მიმართული და ორიენტირებულია  განათლების სისტემის,ბავშვების ,მასწავლებლების გაძლიერებისაკენ,  რომელიც ვფიქრობ შედეგს გამოიღებს და ჩვენ გვეყოლება კომფორტულ გარემოში აღზრდილი შესანიშნავი მომავალი თაობები."     მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე:    ,,ძალიან მიხარია რომ ვარ დღეს ვერტვიჭალაში, ვულოცავ სოფელს ,მოსწავლეებს , მასწავლებლებს და განსაკუთრებით პირველკლასელებს.ბედნიერებაა ასეთ სკოლაში სწავლა და იმედი მაქვს ჩვენ  უახლოეს პერიოდში არა მარტო ხარაგაულში,არამედ მთელ საქართველოში ასეთი ტიპის თანამედროვე სკოლები გვექნება."     ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორი ლენა აბაშიძე:   ,,სასიხარულოა დღევანდელი დღე , გაუსაძლის პირობებში უწევდა სკოლას ფუნქციონირება, განათლების სამინისტროს და ადგილობრივი ხელისუფლების თანადგომით მოხდა სკოლის სრული რეაბილიტაცია. გამოვხატავ ძალიან დიდ მადლიერებას ,რადგან სკოლა სრულიად ახალ , თანამედროვე, ევროპული  სტანტარტების მქონე გარემოში იწყებს სასწავლო წელს."   100 წლის წინ აშენებულ სკოლას სრული რეაბილიტაცია რეგიონული განვითარების და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და სამუშაოებისთვის 2 500 000-მდე ლარი დაიხარჯა.    აღნიშნული სკოლით 5 მიმდებარე სოფლის მოსახლეობა სარგებლობს. ამ ეტაპზე საჯარო სკოლაში 140 მოსწავლე არის რეგისტრირებული.    რეაბილიტირებული სკოლის შენობა თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისია. პროექტის ფარგლებში მოხდა შენობის სრული რეაბილიტაცია, მოეწყო შშმ პირებისთვის ადაპტირებული გარემო, რეკრეაციული სივრცე და ღია სპორტული ინფრასტრუქტურა.   სკოლას აქვს  ბიბლიოთეკა,  კომპიუტერული ლაბორატორია, საბუნებისმეტყველო საგნების კაბინეტი. შენობაში განთავსებულია სპორტდარბაზი.    შენობის შიდა ნაწილში დამონტაჟებულია ლიფტი, ხოლო შენობის გარეთ პანდუსი მოეწყო, რომელიც შშმ პირებს  შესაძლებლობას მისცემს უპრობლემოდ გადაადგილდნენ.    სოფელ ვერტყვიჭალას სკოლა 330 ბავშვზეა გათვლილი.      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/1221431242345565a46s5fd4asfasf.jpg
04/10/2021 13:09

ხარაგაულის სკოლებში სწავლა დაიწყო

დღეს სკოლის კარი პირველად 218 პირველკლასელმა შეაღო სწავლა საკლასო ოთახებში კოვიდპანდემიის რეგულაციების სრული დაცვით განახლდა.   მოსწავლეებს სასწავლო წლის დაწყება ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა მარინა ვეფხვაძემ, სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარესთან,  ლალი სებისკვერაძესთან და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის პედაგოგთან, თინათინ ბოჭორიშვილთან ერთად მიულოცა. მარინა ვეფხვაძე: ,,ვულოცავ ყველას ახალი სასწავლო წლის დაწყებას, განსაკუთრებული ემოცია ახლავს დღევანდელ დღეს, ძალიან ბევრი სირთულე გამოვიარეთ ერთად, ბევრჯერ მოგვიწია  გამოწვევების წინაშე დგომამ, მაგრამ იმედი მაქვს ჩვეულებრივ რიტმში გაგრძელდება სწავლა, დავიცავთ კოვიდ პანდემიის წესებს და შევძლებთ რომ მთელი წლის განმავლობაში, სასწავლო პროცესი  სკოლის კედლებში გავატაროთ“. მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსთან , მეუფე მელქისედეკ ხაჩიძესთან, ერთად განსაკუთრებული საზეიმო განწყობით შეხვდა ახალ სასწავლო წელს, ხარაგაულის წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია. პირველკლასელებს სასკოლო სახელმძღვანელოები და პორტაბელური კომპიუტერები, როგორც გასულ წლებში, ამჯერადაც საჩუქრად გადაეცათ. ახალ სასწავლო წელს სიახლეებით შეხვდა კიცხის, მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლები.   კიცხში  მოსწავლეებმა ახალ, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სკოლაში დაიწყეს სწავლა. სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდათ  მარელისისა და ვერტყვიჭალის საჯარო სკოლებს. სკოლამდელი დაწესებულებები სასწავლო-სააღმზრდელო პროცესს 6 ოქტომბრიდან დაიწყებენ.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_1159753.jpg
28/08/2021 10:27

გილოცავთ მარიამობას!

დღეს ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაული - მარიამობაა! უდუდეს ათორმეტ დღესასწაულთაგან სამი ღვთისმშობლის შობა, მიძინება და ყოვლად წმინდა მარიამის ტაძრად მიყვანება უშუალოდ ღვთისმშობლისადმია მიძღვნილი.ხარაგაულში მარიამობა, ტრადიციულად ლაშის ვანის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში აღიᲜიშნება, სადაც დღეს ღვთისმშობლის სახელობის პარაკლისი აღევლინება. სადღესასწაულო მსახურებას , ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარი მამა თომა ლაცაბიძე აღავლენს. ,,მოწყალებისა კარი გაგვიღე კურთხეულო ღვთისმშობელო,რათა რომელი ესე შენ გესავთ,არა დავეცნეთ,არამედ განვენრეთ წინააღმდგომთაგან მტერთაგან." გილოცავთ, ღვთისმშობლის მადლი ფარავდეს სრულიად საქართველოს!      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/iza-galak.jpg
21/07/2021 14:54

ხარაგაულში გალაკტიონზე დოკუმენტური ფილმი გადაიღეს

გალაკტიონის ფარცხნალში პედაგოგად მოღვაწეობის ერთწლიან პერიოდზე დოკუმენტური ფილმის გადაღება დასრულდა. იზა ვეფხვაძის წიგნის და ამავე სახელწოდების ფილმის პრეზენტაცია სიმბოლურად ფარცხნალში გაიმართა, იქ სადაც, გალაკტიონმა თავისი ცხოვრების ერთი მნიშვნელოვანი და საინტერესო წელი გაატარა. ფილმში პერსონაჟების როლებს , გალაკტიონის ფარცხნალში გატარებული  ერთ წლიანი ცხოვრების ეპიზოდიდან, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის თანამშრომლები ჯაბა ფცქიალაძე, ლევან ნანიტაშვილი, გია ხარაძე და  ხარაგაულელი ბავშვები სანდრო ფცქიალაძე, ნინო ლაცაბიძე, თამარ კიკნაძე, ანდრია კვინიკაძე, მათე და ნოდარ თაბუკაშვილები და დეა, გურამ და საბა ბუაჩიძეები ასრულებენ.  რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი, იზა ვეფხვაძე: ,,შესაძლებელია ფარცხნალში გატარებული ერთი წელი გალაკტიონის ცხოვრებიდან ვინმესთვის ზღვაში წვეთია, ჩვენთვის, ხარაგაულისთვის  კი მთელი საუკუნე. ფილმი აგებულია დოკუმენტებზე , რომელიც ლიტერატურის მუზეუმში , და ეროვნული ბიბლიოთეკის არქივში  მოვიძიე, ფილმში მოთხრობილია სრული ჭეშმარიტება და მთლიანად დოკუმენტური ხასიათისაა. კობა ლურსმანაშვილი: ,,დღეს დოკუმენტური ფილმის ჩვენებით ხარაგაულმა უკვდავყო გალაქტიონ ტაბიძის სოფელ ფარცხნალში პედაგოგად მოღვაწეობის ერთ წლიანი პერიოდი და ხარაგაულის ისტორიის კუთვნილებად აქცია. უკვე დიდი ხანია, ხარაგაულის სევდიანი სადგური,  გალაქტიონის ცაცხვი  და სოფელი ფარცხნალი ხარაგაულის ერთ-ერთ სავიზიტო ბარათად იქცა.  მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, რომელიც იღწვის და ასე ლამაზად აცოცხლებს  ხარაგაულის წარსულს.“ ფილმის პრეზენტაციის დროს იზა ვეფხვაძემ წიგნის ,,გალაკტიონის ნატერფალები“ გამოცემაში გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, სოფელ ფარცხნალის მკვიდრს, გელა ბუაჩიძეს, რომელსაც მადლობის ნიშნად თეატრის სახელით საჩუქრად გალაკტიონის  მხატვრული ტილო გადაეცა. დოკუმენტური ფილმის გადაღება, ეს იყო მცდელობა კიდევ ერთხელ გაცოცხლებულიყო და ისტორიას ცხადად შემორჩენოდა  ყველა ის მოგონება, რეალობა, თუ მითი რაც გალაკტიონის ხარაგაულთან აკავშირებს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/annie-spratt-tywjkdhf0ps-unsplash-1024x467_2.jpg
20/04/2021 09:57

Handmade - ხარაგაულის მერია იმ ადამიანებს ეძებს, რომლებიც ხელნაკეთი ნივთების შექმნაზე მუშაობენ

ხარაგაულის მერია, მერის თანაშემწის ჟანა ნემსაძის ინიციატივით ახალი იდეის განხორციელებას იწყებს, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ხელნაკეთი ნივთების შეგროვებას და იმ ადამიანების პოპულარიზაციას ისახავს მიზანად, რომლებმაც პანდემიის პერიოდში, საკუთარ თავში, ახალი შესაძლებლობები აღმოაჩინეს. ჟანა ნემსაძე: "ყველა  დამეთანხმება  ალბათ,  რომ  ხელნაკეთი  ნივთების  შექმნა  არც  ისე  ადვილი  საქმეა, არადა  ეს  სფერო  მსოფლიოში  და   მათ  შორის,   საქართველოშიც,   საკმაოდ  პოპულარულია.  ვფიქრობ, ადამიანები, რომლებიც  ხელოვნების  ამ  დარგით   არიან  დაინტერესებული,  განსაკუთრებული  ნიჭით  გამოირჩევიან. შეიძლება  ითქვას, რომ პანდემიამ  ადამიანებს  ბევრი  რამ  დაგვანახვა  და  ცხოვრებას  სხვა  თვალით  შეგვახედა. მაგალითისათვის  ვიტყვი, ამ  პერიოდში ზოგიერთმა  ისეთი  საქმის  კეთებაც  დაიწყო, რომელზეც  ალბათ  ვერასდროს  იფიქრებდა,   ამის  ნიჭი  და  შესაძლებლობა თუ  ექნებოდა.ჩემი  დიდი  სურვილია, ეს  ხელოვანი  ადამიანები   უკეთ  გაიცნოს  საზოგადოებამ,  მოხდეს  მათი   ცოდნისა  და   უნარ-ჩვევების  წარმოჩენა.  სწორედ  ამიტომ  გადავწყვიტე,   გამოვაცხადოთ  კონკურსი, რომლის  მიზანი-პანდემიის  პერიოდში  შექმნილი  ხელნაკეთი  ნივთების  პოპულარიზაცია  გახლავთ” - აცხადებს ჟანა ნემსაძე.  კონკურსის  პირობების  თანახმად, დაინტერესებულმა  პირებს, შეუძლიათ ნებისმიერი  ხელით ნაკეთ ნივთს  (ხის  ნაკეთობანი, ნახატი,  ნაქარგი, აქსესუარი, დეკორაციები,    და ა.შ)   ფოტო გადაუღონ და 15 მაისამდე, მერის თანაშემწეს ჟანა ნემსაძეს მიაწოდონ.  გამოგზავნილი  ნივთების ფოტოები 15 მაისიდან   ხარაგაულის  მერიის  ფეისბუქ  გვერდზე დაიდება. კონკურსში  სამი  გამარჯვებული გამოვლინდება. გამარჯვებულად  ჩაითვლება  იმ კონკურსანტთა  ნამუშევრები,  რომელთაც  ყველაზე  მეტი  მოწონება (like)  ექნება. პირველ  სამ  ადგილზე  გასულს  საჩუქრები  გადაეცემა.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1667.JPG
11/02/2021 09:48

პირველი პოსტ-კოვიდური პროგრამა ხარაგაულში, კურორტ ნუნისში ამოქმედდება

საქართველოში პირველი პოსტ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამა კურორტ ნუნისში ამოქმედდება.   სწორედ ეს გახლდათ დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც ნუნისში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილსა და ბალნეოლოგიურ კურორტ ნუნისის მენეჯერს, ნინა პავლიაშვილს შორის შედგა.  ნინა პავლიაშვილის ინფორმაციით, პროგრამას ექიმი და პროფესორი ლერი ლაფანაშვილი უხელმძღვანელებს და ის შვეიცარიის სარეაბილიტაციო ცენტრების გამოცდილებას დაეყრდნობა.  ვარლამ ჭიპაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობასა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარაგაულის პოპულარიზაციისთვის, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ეს ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი და ინტენსიური.   მერის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გააჟღერა, მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართულობით შეიმუშავა. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის იმ ბავშვების 7 დღიან სარებილიტაციო კურსს დააფინანსებს, რომელთაც გადაიტანეს კორონა ვირუსი და მათთვის გამაჯანსაღებელი პროგრამა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  პოსტ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სარეაბილიტაციო, ასევე გამაჯანსაღებელ კურსს და 7 ან 14 დღიანი ხანგრძლივობის იქნება.  ბალნეოლოგიურმა კურორტმა ნუნისმა, რომელიც მაღალმთიან ზონაში, ულამაზეს ხეობაში მდებარეობს, პოსტ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამის ასამოქმედებლად მაღალი შეფასება, სწორედ მისი ადგილმდებარეობის გამო მიიღო.  კურორტი მაღალმთიან ზონაში, ულამაზეს ხეობაში განთავსებული, სადაც შერეული ტყეები განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებს ქმნიან. გამორჩეულად სუფთა ჰაერი, ადგილობრივი, ნატურალური ნაწარმი, ჯანსაღი გარემო და კვება, სამკურნალო წყალი და, რაც მთავარია, სრული იდიალია და სიმშვიდე შუაგულ ტყეში. ეს ის კომპონენტებია რაც პოსტ-კოვიდური მდგომარეობისთვის საჭირო და აუცილებელია.  პროგრამის ამოქმედება 1 მარტიდან დაიწყება. ნუნისის სასტუმრო მზადაა ბენეფიციარების მისაღებად. დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე 555 37 32 29
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/122824535_2921234171457070_23684996242833390_o.jpg
27/10/2020 11:43

თეატრალურმა საზოგადოებამ ირინე ჩხეიძეს „ამაგდარის“ წოდება მიანიჭა

იმერეთის თეატრალური ფესტივალი, წელს, განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. თაეტრებმა სპექტაკლები, ღია, თავისუფალ სივრცეში წარმოადგინეს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს არ იყო ნომინაციები, თუმცა იმერეთის თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, რამდენიმე თეატრს მიენიჭა ამაგდარის წოდება, მათ შორის ხრაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორს - ირინე ჩხეიძეს. თეატრალური_ფესტივალი2020 ხარაგაულის 120 წლის სახალხო თეატრმა სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ გახსნა. ირინე ჩხეიძეს ამაგდარის წოდების სპეციალური დიპლომი, მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის, 21 ოქტომბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გადასცეს. ვულოცავთ ქალბატონ ირინეს და მთელ დასს ამ წარმტებას, ასევე დიდი სიყვარულით ვულოცავთ ხარაგაულის სახალხო თეატრს 120 წლის იუბილეს.
სრულად