საზოგადოება
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0102.JPG
13/10/2021 10:25

სოფელ ვარძიაში გზის მობეტონების სამუშაოები აქტიურ ფაზაშია  

ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელთან , პეტრე შარიქაძესთან ერთად სოფელ ვარძიაში, მესამე უბანში  გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტის ფარგლებში გზის 600 მეტრამდე მონაკვეთი მობეტონდება. მოეწყობა გაბიონები და ცხაურები. პროექტის საერთო ღირებულება 134 880 ლარია. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი: ,,საუბნო გზების რეაბილიტაციას ჩვენ პრიორიტეტულად მივიჩნევთ. სოფელ ვარძიაში გვრჩება უბნები , სადაც  მსგავსი პროექტები 2022 წელს განხორციელდება. მათ შორისაა პაპიძეების უბანი, რომელიც ერთ - ერთი რთული მონაკვეთია. მიმდინარე წელს, ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის აქტიური   მუშაობის შედეგად ვარძიის პირველ უბანში ჩვენ განვაახლეთ გაჩერებული პროექტი, რომელიც უკვე დასრულდა  და მუნიციპალიტეტის მასშტაბით,  ათი ,,გაცოცხლებული  პროექტი“- დან ერთ - ერთია. ჩვენ პრიორიტეტებს  მოსახლეობასთან შეთანხმებით ვარჩევთ. ყოველთვის როდესაც მერიის ოფიციალური ფეისბუქ გვერდის საშუალებით მოსახლეობას ვაწოდებთ ინფორმაციას ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით,  ჩნდება მათი სამართლიანი გულისწყრომა იმ პროექტების გამო, რომლის განხორციელება ჯერ დაგეგმვის ეტაპზეა. ეტაპობრივად ყველა ეს პროექტი განხორციელდება.  2021 წელს ინფრასტრუქტურული მიმართულებით ბევრი  მნიშვნელოვანი პროექტი გაკეთდა ხარაგაულში , ეს ტემპი მომავალ წელს შეუქცევადად გაგრძელდება.“  სოფელ ვარძიის მესამე უბანში მიმდინარე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ი/მ ,,დავით ცერცვაძე“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/ZxZXX56465d4v6s54sdvsvdsdv.JPG
12/10/2021 12:24

ხიდარში,ზაზა გლუნჩაძის სახელობის უბანში,  გზის რეაბილიტაცია დასრულდა

ხარაგაულის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, სოფელ ხიდარში, აგვისტოს ომში დაღუპული გმირის, ზაზა გლუნჩაძის უბანში, გზის  ყველაზე რთულ მონაკვეთზე შესრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები, მერის წარმომადგენელთან, გიგი დოლიკაშვილთან ერთად მოინახულა. ბეტონის საფარი ზაზა გლუნჩაძის  უბანში გზის 300 მეტრ მონაკვეთზე დაიგო, რისთვისაც ადგილობრივი ბიოუჯეტიდან 60 ათასი ლარი გამოიყო. მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ,,ბატონმა კობამ სოფლის და ოჯახის წინაშე დადო პირობა, რომ ზაზა გლუნჩაძის უბანში აუცილებლად მოხდებოდა გზის რეაბილიტაცია, რომელიც შესრულდა. ჩვენ იმდენად პრობლემატურად მივიჩნიეთ ეს საკითხი, რომ რადგან რეგიონული განვითარების ფონდიდან წამოსული თანხა გადანაწილებული იყო ,  ბატონმა კობამ მიიღო გადაწყვეტილება ეს გზა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაგვეფინანსებინა. მინდა ხაზი გავუსვა ამ გარემოებას , რადგან ჩვენ გზების კაპიტალურ მშენებლობას  ადგილობრივი ბიუჯეტიდან არ ვაფინანსებთ. სოფელი ხიდარი, ისევე როგორც ხარაგაულის სხვა სოფლები ნამდვილად მიიღებს ბევრ ახალ სიახლეს, ახალი პროექტების სახით. ვფიქრობ, ხიდარში, ჩვენ გვყავს ახალი კადრი, გივი დოლიკაშვილი,  რომელიც ზუსტად მოიტანს ჩვენამდე მოსახლეობის საჭიროებებს და ერთ გუნდათ უფრო მეტს შევძლებთ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/bla12bla2_1.jpg
08/10/2021 14:06

ფრენბურთის ჩემპიონატი გაიმართა

დღეს ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში, ხარაგაულის სკოლის გუნდებს შორის ფრენბურთში შეჯიბრი გაიმართა. შეჯიბრში ვახანის,ლეღვანის, ბორის სკოლა პანსიონის , დაბის მეორე და მესამე საჯარო სკოლის და გიმნაზიის  გუნდები მონაწილეობდნენ. ფინალში ერთმანეთს დაბის მეორე საჯარო  და წმ. ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზიის სკოლის გუნდები შეხვდნენ ერთმანეთს. პირველი  ადგილი მეორე საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა, მეორე  გიმნაზიიის გუნდმა. საუკეთესო მოთამაშედ დაბის მეორე საჯარო სკოლის მე 11 კლასის მოსწავლე თემურ გოლუბიანი დასახელდა. გამარჯვებულ გუნდებს  და მოთამაშებს  სიგლები და ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. გია ჭიპაშვილის ინფორმაციით, ევროპის სპორტული კვირეულის ფარგლებში სპორტული აქტივობა ყოველ პარასკევს გაიმართება.  ფრენბურთის შეჯიბრი,  კოვიდრეგულაციების დაცვით წარიმართა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd6a4sd65asd.jpg
06/10/2021 20:29

ჩაიფიქრე_ხარაგაული -,,სამოქალაქო ბიუჯეტის“ საკონკურსო იდეა

,,დაგეგმე შენი ბიუჯეტი” პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნციიპალიტეტის მერიაში სულ 25 საპროექტო წინადადება შემოვიდა, ხმის მიცემის ეტაპზე 16 იდეა გადავიდა. მათგან ერთ-ერთი იდეა ხარაგაულელ ზურა თაბუკაშვილს ეკუთვნის. ,,ხარაგაული ჩაიფიქრე“ ასეთია  პროექტის სახელწოდება, რომელიც გამარჯვების შემთხვევაში პატარა ხარაგაულის სერზე განხორციელდება. ზურა თაბუკაშვილი, კომპანია  ,,numbers'' -ის ფინანსური აღრიცხვის დეპარტამენტის ხელმძღვანელია. კოვიდ პანდემიის გამო, ზურა  დისტანციურად მუშაობს ხარაგაულიდან. სწორედ აქ ყოფნის პერიოდში გაიგო თავის მეგობრისგან  პროგრამის ,,დაგეგმე შენი ბიუჯეტის“ შესახებ. ,,ჩემი ბავშვობა  სწორედ პატარა ხარაგაულს უკავშირდება. იმ ადგილთან, სადაც პროექტის განხორციელება მსურს  არაერთი მოგონება მაკავშირებს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ამ შესაძლებლობის გამოყენება, რომ ადგილი, საიდანაც ხარაგაულის ულამაზესი ხედები იშლება , საინტერესო და სიმბოლური გახდეს, როგორც ადგილობრივებისთვის ასევე სტუმრებისთვის. პროექტის აღწერა: სარეკრეაციო ზონის მოწყობა პატარა ხარაგაულის სერზე, კერძოდ ჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აქ არის უმშვენიერესი ხედები, სასიამოვნო გარემო, რაც ხაზს უსვამს ჩვენი რაიონის სილამაზეს. სარეკრეაციო ზონაში მოიაზრება ორსაჯდომიანი საქანელა,რომელიც   მნახველს მისცემს  საშუალებას მოწყდეს რეალურ სამყაროს, თითქოს დაფრინავს ხარაგაულის თავზე, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით,  ასევე ფოტოს გადასაღები ჩარჩო , რომელიც უბიძგებს ადგილზე მისულ ტურისტებსა თუ ადგილობრივებს გადაიღონ ფოტოები, განათავსონ ისინი სოციალურ ქსელში და გაუზიარონ ფართო საზოგადოებას,რაც  საბოლოოდ ხელს შეუწყობს ხარაგაულის ტურისტული პოტენციალის ზრდას. პროექტი ასევე ითვალისწინებს ასევე   გადმოსახედი ე.წ. ,,ფანჩატურის“ მოპწყობას, მისი მეშვეობით  ადგილზე მისულ ადამიანებს   შესაძლებლობა ექნებათ ხანგრძლივად  დატკბნენ არაჩვეულებრივი გარემოთი, და ბუნებასთან ახლოს და ხმაურისგან შორს დაისვენონ. 3️⃣1️⃣ ოქტომბრამდე ქვემოთ მოცემული ბმულის საშუალებით შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი საპროექტო წინადადება და მხარი დაუჭიროთ მის გამარჯვებას. https://bit.ly/3lOrBnW ❗ხმის მიცემის პრინციპი:  საპროექტო წინადადებაზე ხმის მიცემა შეუძლია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულ საქართველოს მოქალაქეს. თითო მოქალაქეს აქვს 1️⃣ პროექტზე ხმის მიცემის უფლება. ხარაგაულის მერია ინდივიდუალურად გაგაცნობთ  კენჭისყრის ეტაპზე  გადასული პროექტების ავტორებს და მათ იდეებთან დაკავშირებით სრულ ინფორმაციას შემოგთავაზებთ. პროექტს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით ახორციელებს.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/121asjfd%3Baklsfj%3Baslfdka%3Bsfl546s54da6s11.jpg
05/10/2021 16:02

დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლის აივნების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებს დღეს მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, მოადგილესთან , დავით დევდარიანთან ერთად გაეცნო. ვარლამ ჭიპაშვილი: ,,ხელისუფლება ასრულებს დაპირებას. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის ძალისხმევით, დიდვაკის მაცხოვრებლებისთვის  მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრა. ეს არის კიდევ ერთი მაგალითი იმის, რომ ადგილობრივი ხელისუფლების ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი ინფრასტრუქტურული  მიმართულებაა.  ჩვენ 2022  წელს საკმაოდ  დიდი თანხების მობილიზებას შევძლებთ ინფრასტრუქტურის  მიმართულებით  და არაერთი პროექტი განხორციელდება.  ეს არის  დასახლება, სადაც მოსახლეობის მცირე რაოდენობაა,  მაგრამ ჩვენი ოპონენტების გასაგონად მინდა ვთქვა ,რომ გადაწყვეტილებების მიღებისას ჩვენ  მხოლოდ პრობლემის სიმძიმეს ვითვალისწინებთ და არა ამომრჩეველთა რაოდენობას.“ მერის მოადგილე, დავით დევდარიანი ,,დიდვაკის დაზიანებულ მრავალსართულიან ბინაში ამ დროისთვის 19 ოჯახი ცხოვრობს.აღნიშნული პროექტის განხორციელებით მათთვის მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება. პროექტის ღირებულება 201 850 ლარია. სამუშაოები ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადებში მიმდინარეობს და წლის ბოლომდე ადგილობრივი მაცხოვრებლები კომფორტულ და მოწესრიგებულ გარემოში შეძლებენ ცხოვრებას.“ შეგახსენებთ , რომ დიდვაკეში ასევე  დასრულდა სამსართულიან საცხოვრებელი  კორპუსის საერთო  სარგებლობის  კიბის უჯრედების  რეაბილიტაცია,  ამჯერად მიმდინარეობს  ხუთსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა. აღნიშნული  პროექტი  ხარაგაულის   ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   37 786   ლარით  დაფინანსდა.     
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fgjhnc.JPG
27/09/2021 16:14

27 სექტემბერი - 28 წელი სოხუმის დაცემიდან! 

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით დევდარიანმა ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად,  აფხაზეთის ომში გმირულად დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკო.  სამხედრო დაპირისპირება, აფხაზეთში, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.  ომში 10 ათასზე მეტი ქართველი ჯარისკაცი და მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, 300 ათასი კი - საკუთარი სახლებიდან დევნილად იქცა.  საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპული გმირები ხარაგაულიდან!   გელა კაპანაძე - 20 წლის  პაატა თაბაგარი - 21 წლის  თეიმურაზ ბაბლიძე - 23 წლის  მამუკა თაბუკაშვილი - 20 წლის  თენგიზ ჭიპაშვილი - 40 წლის  ზურაბ(ხვიჩა) მუმლაძე - 25 წლის  არსენ ბერაძე - 29 წლის  ნოდარ თავზარაშვილი - 31 წლის  ხვიჩა ჭყოიძე - 29 წლის  გოჩა ჩადუნელი - 19 წლის  კობა გელაშვილი - 21 წლის  თამაზ ლომიძე - 19 წლის  ალექსანდრე მდინარაძე - 21 წლის  მერაბ გელაშვილი - 33 წლის  როინ პავლაძე - 23 წლის  ალექსანდრე ბერაძე - 23 წლის  გიორგი ლურსმანაშვილი - 22 წლის  ზურაბ გელაშვილი - 30 წლის  სამუელ ჭყოიძე - 22 წლის  იოსებ პაქსაშვილი - 20 წლის  რეზო ვეფხვაძე - 24 წლის  ზაზა გლუნჩაძე - 29 წლის. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივის მისაგებად, ყველა სახელმწიფო უწყების შენობაზე სახელმწიფო დროშები დაშვებულია.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/242281723_276548944095431_809827547860507613_n.jpg
20/09/2021 10:35

ბიუროს სხდომაზე ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით იმსჯელეს

20 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართა, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა. სხდომაზე იმყოფებოდა მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელი, დავით დევდარიანი, რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებთან დაკავშირებით არესებულ კითხვებს პასუხობდა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა 2020-2021 წლებში დაგეგმილ ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით მოისმინეს ინფორმაცია. საკითხი  მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა. როგორც პეტრე შარიქაძემ აღნიშნა, მიმდინარე წელს რეგიონული განვითარების ფონდიდან ხარაგაული 5 521 191 ლარით დაფინანსდა. აღნიშნული თანხით დაიგეგმა 30 პროექტი, მათგან სამშენებლო სამუშაოები უკვე დასრულებულია  20 პროექტზე . დარჩენილ 10-ზე კი ინტენსიური სამუშაოები მიმდინარეობს. სამსახურის უფროსმა  „მაღალმთიანი დასახლებების განვითარების ფონდიდან“ დაფინანსებულ პროექტებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ სოფელ ზვარესა და გედსამანიაში, გზის მობეტონების სამუშაოები წინსწრებით შესრულდა. აღნიშნული პროექტები გარდამავალია და გაგრძელდება მომდევნო წელსაც. პეტრე  შარიქაძემ ასევე ისაუბრა ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ, სტიქიის სალიკვიდაციო და სოფლის მხარდაჭერის პროგრამით დაფინანსებულ პროექტებზე. „ მიმდინარე წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს პროექტების განსახორციელებლად გამოეყო 890 000 ლარი, რომელსაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან თანადაფინანსების სახით 193 000 ლარი დაემატება. შეირჩა148 საპროექტო იდეა.  ამ ეტაპზე, დასრულებულია სამუშაოების 97%. 2020 წელს ადგილობრივი დაფინანსებით განხორციელდა 10 პროექტი, რომელზეც ჯამში 388 394 ლარამდე გაიხრჯა, ხოლო 2021 წელს ადგილობრივი ბიუჯეტის  თანხები  ძირითადად მობილიზებულია თანადაფინანსებებში: 193 ათასი ლარით დაფინანსდა სოფლის  27 პროექტი, ხოლო 299 415 ლარით თანადაფინანსება დასჭირდა 2018-2019 წლის რეგიონული განვითარების ფონდის პროექტებს.  30 ათასი ლარით დაზიანებული გზები შეკეთდა. მიმდინარეობს წყლის მილების და ავზების შესყიდვა. ასევე, ტენდერებია გამოცხადებულია მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში სასოფლო გზების შეკეთება-რეაბილიტაციის სამუშაოებზე.“ ბიუროს წევრები დაინტერესდნენ გასულ წლებში დაფინანსებული და დაუსრულებელი პროექტებით. პეტრე შარიქაძის განმარტებით, მერიამ ხელშეკრულება შეუწყვიტა იმ კომპანიებს, რომლებმაც სამუშაოები 2018-2019 წლებში ვერ შეასრულეს.  ხელშეკრულება შეწყდა 11 პროექტზე. შემდეგ, ფასთა ცვლილების გამო საჭირო გახდა პროექტების გადაფასება გაზრდილი ღირებულება კი შეივსო ადგილობრივი სახსრებით -299 215 ლარით. „ ამ ეტაპზე აღნიშნული 11 პროექტიდან, ხელშეკრულება გაფორმებულია 10 პროექტზე, 8 მათგანზე სამუშაოები დასრულებულია. დარჩენილი 2 პროექტიდან 1-ზე ხელშეკრულება შეწყვეტილია. 1 -ზე კი მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები.“ სხდომაზე ასევე განხილული იყო შემდეგი საკითხი: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ (მომხსენებელი: მალხაზ ფხალაძე).
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/cvb.jpg
13/09/2021 16:03

ხარაგაულის მერიასა და რეგიონალური ინიციატივების ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და ა(ა)იპ რეგიონალური ინიციატივების ცენტრს - „ნათელი მომავალი“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით დევდარიანმა მოაწერა. „ინოვაციებისა და რეფორმების ცენტრის“ ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „საჯარო მმართველობის რეფომის მონიტორინგის სისტემის შემუშავება.“ პროექტში იმერეთის რეგიონდან  ექვსი მუნიციპალიტეტი: ხარაგაული, ქუთაისი, ზესტაფონი, ტყიბული, ხონი და სამტრედიაა ჩართული. ევროკავშირისა და ეუთოს ერთობლივი ინიციატივა SIGMA (Support for Improvement in Governance and Management)  საქართველოში მმართველობისა და მენეჯმენტის გაუმჯობესების ხელშეწყობას გულისხმობს. საჯარო მმართველობის რეფორმა  ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება და ორ მთავარ მიმართულებას მოიცავს: ადგილობრივ თვითმმართველობასა და საჯარო ფინანსების მართვას. პროექტის ფარგლებში,  IRC-ს მიერ შემუშავებული  მეთოდოლოგიისა და ინდექსის მიხედვით, მუნიციპალიტეტებში საბიუჯეტო პროცესებში მოქალაქეების ჩართულობა შეფასდება. პროექტის მთავარი მიზანია მონაწილეობითი ბიუჯეტირების ეფექტური განხორციელების ხელშეწყობა, საბიუჯეტო პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის შეფასება, პოტენციური მონაწილეებისა და დაინტერესებული მხარეების ინფორმირება, განხორციელებული საბიუჯეტო პროცესების შესწავლა და  დაინტერესებული მხარეებისათვის პროექტის შედეგებისა და შემუშავებული რეკომენდაციების გაცნობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/angarishebi/hgrjunkabe.jpg
06/09/2021 16:23

საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.   სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯომარემ, პავლე კიკალიშვილმა საკრებულოს წევრებს ამავე კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა. ვრცლად იხილეთ აქ . საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ამავე სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო. სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, - „გააქტიურებულია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაობა, თუმცა მეტი შედეგებია საჭირო. გავზარდეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი, ასევე, გაიზარდა ხარჯები სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით, დავნერგეთ სამოქალაქო ბიუჯეტი, ვაწარმოეთ მოსახლეობის გამოკითხვა, რითაც ვიხელმძღვანელებთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, გათვალისწინებულია ასევე საკრებულოსა და აუდიტის შენიშვნები,  აქტიურად ვთანამშრომლობთ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან  და ვცდილობთ მაქსიმალურად პროგრამული  ბიუჯეტი შეიქმნას.“   ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახაბერ გოლუბიანმა ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის 14 ივლისის  N19  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა საკითხი, სადაც ტექნიკური ხარვეზი გასწორდა. საკრებულოს ფრაქციების შემადგენლობებში შესული ცვლილებები წარმოადგინა იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა. ფრაქცია „მოძრაობა ხარაგაულისთვის“ მარინა ხვედელიძემ დატოვა, ამავე ფრაქციაში გაწევრიანდა ნიკოლოზ მაღრაძე, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ დატოვა ზურაბ ხაჩიძემ და დოდო ხაჩიძემ.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/fg.JPG
06/09/2021 15:36

საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს.   სხდომას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა. საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯომარემ, პავლე კიკალიშვილმა საკრებულოს წევრებს ამავე კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა.  საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის  ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, ამავე სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა გააცნო. სამსახურის ანგარიში დადებითად შეფასდა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა აღნიშნა, - „გააქტიურებულია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის მუშაობა, თუმცა მეტი შედეგებია საჭირო. გავზარდეთ ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი, ასევე, გაიზარდა ხარჯები სოციალური და ინფრასტრუქტურული მიმართულებით, დავნერგეთ სამოქალაქო ბიუჯეტი, ვაწარმოეთ მოსახლეობის გამოკითხვა, რითაც ვიხელმძღვანელებთ მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, გათვალისწინებულია ასევე საკრებულოსა და აუდიტის შენიშვნები,  აქტიურად ვთანამშრომლობთ საფინანსო-საბიუჯეტო კომისიასთან  და ვცდილობთ მაქსიმალურად პროგრამული  ბიუჯეტი შეიქმნას.“   ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსმა, კახაბერ გოლუბიანმა ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  საკრებულოს  2014  წლის 14 ივლისის  N19  დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის პოლიტიკური თანამდებობის პირთა, პროფესიულ საჯარო მოხელეთა და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა საშტატო ნუსხისა და თანამდებობრივი სარგოების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგინა საკითხი, სადაც ტექნიკური ხარვეზი გასწორდა. საკრებულოს ფრაქციების შემადგენლობებში შესული ცვლილებები წარმოადგინა იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა. ფრაქცია „მოძრაობა ხარაგაულისთვის“ მარინა ხვედელიძემ დატოვა, ამავე ფრაქციაში გაწევრიანდა ნიკოლოზ მაღრაძე, ხოლო ფრაქცია „ქართული ოცნება - კონსერვატორები“ დატოვა ზურაბ ხაჩიძემ და დოდო ხაჩიძემ.
სრულად