სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_60_3.png
12/11/2026 12:43

16  ნოემბერს ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართება

სხდომაზე 18 ნოემბრის და 7 დეკემბრის მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხას განიხილავენ   საკითხთა ნუსხა 18 ნოემბრის რიგგარეშე სხდომის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2027 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საღანძილეში მდებარე 23412 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.14.33.083) შპს ,,New Road”-ისთვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარით სარგებლობის უფლებით, სასყიდლით 2026 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი       07 დეკემბრის მორიგი სხდომის საკითხთა ნუსხა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში 2026 წელს სამართალდარღვევის ფაქტების გამოვლენისა და მისი აღკვეთისათვის გატარებული ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია მომხს: ზურაბ ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2027 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცების შესახებ მომხს: ლენა კალანდაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის მიერ 2026 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მომხს: ლენა კალანდაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის უფროსი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/weq21.jpg
06/11/2026 20:08

11 ნოემბერს , მთავარი სახალხო დღესასწაული „ხარაგაულობა“ გაიმართება

11 ნოემბერს , ხარაგაულში მუნიციპალიტეტის მთავარი სახალხო დღესასწაული „ხარაგაულობა“ გაიმართება. ხარაგაულის მერის, კობა ლურსმანაშვილის განცხადებით, ღონისძიებაზე მისულ სტუმრებს მრავალფეროვანი სადღესასწაულო სივრცეები, საინტერესო პროგრამა და განსაკუთრებული გარემო დახვდებათ, რაც თითოეულ მათგანს დაუვიწყარ ემოციებს შეუქმნის. „ გეპატიჟებით ყველას, ვისაც გიყვართ ხარაგაული და გსურთ, ჩვენი მუნიციპალიტეტის მთავარი სახალხო დღესასწაული ერთად აღვნიშნოთ. სტუმრებს ტრადიციულად მრავალფეროვანი, სადღესასწაულო სივრცეები და საინტერესო პროგრამა დახვდებათ. ველოდებით საპატიო სტუმრებს, ხარაგაულელებსა და მათ, ვისთვისაც ჩვენი მხარე ძვირფასია. დარწმუნებული ვარ, თითოეული სტუმარი იპოვის მისთვის საინტერესო გარემოს და ეს დღე განსაკუთრებული ემოციებითა და დაუვიწყარი მოგონებებით დაგვამახსოვრდება. გელოდებით ხარაგაულში“, - განაცხადა კობა ლურსმანაშვილმა. სტუმრების დახვედრა დევების შემოსასვლელთან დაიწყება, საზეიმო ღონისძიებები კი ხარაგაულის კულტურისა და დასვენების პარკში გაგრძელდება. ადგილზე მოეწყობა ისტორიული მუზეუმის ფოტოექსპოზიცია „ხარაგაული საუკუნის ინტერვალით“, საგამოფენო და თეატრალიზებული სივრცეები, ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრისა და ტურიზმის კუთხეები, ასევე საბავშვო-გასართობი და სპორტული ზონები. დამთვალიერებლებისთვის მოეწყობა სეზონური ნობათით და ბუნებრივი მასალებით გაფორმებული ფოტოზონები, პარალელურად კი სტუმრებს მუნიციპალიტეტის სოფლების საშემოდგომო ნობათის დათვალიერებისა და დაგემოვნების შესაძლებლობა ექნებათ. დღესასწაულის მუსიკალურ გაფორმებას ადგილობრივი შემოქმედებითი კოლექტივები უზრუნველყოფენ. კონცერტი „ხარაგაულის ხმების“, ხარაგაულის კვარტეტის, ანსამბლების, „ოდილას“, „საუნჯეს“, „უბისის“, „მთიელის“, ასევე სამუსიკო სკოლისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება. ღონისძიების ოფიციალური ნაწილის ფარგლებში ანსამბლ „ქართული ხმების“ კონცერტი გაიმართება , ,,ხარაგაულობა“ კი საპატიო ხარაგაულელების დაჯილდოების საზეიმო ცერემონიით დასრულდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_62_1.png
03/11/2026 12:26

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრების მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ამომრჩევლებისთვის ანგარიშის წარდგენის გრაფიკი

საკრებულოს წევრები კანონით განსაზღვრული ვალდებულების ფარგლებში, ყოველწლიურად ხვდებიან ამომრჩევლებს და აწვდიან ინფორმაციას გაწეული საქმიანობის შესახებ. გაეცანით შეხვედრების გრაფიკს, რომელიც მოიცავს დეპუტატების, სოფლებისა და შეხვედრების თარიღების შესახებ ინფორმაციას   ადმინისტრაციული ერთეული საკრებულოს წევრის სახელი და გვარი ანგარიშის წარდგენის დღე ანგარიშის წარდგენის დრო  საკონტაქტო ტელ. N დაბა ხარაგაული გივი თხელიძე 4 ნოემბერი 13.00 საათი 595457668 დაბა ხარაგაული ეკა ტერინე შველიძე 4 ნოემბერი 13.00 საათი 595331050 ბაზალეთი იზოლდა ვეფხვაძე 3 ნოემბერი 17.00 საათი 557192332 ზვარე ვლადიმერ ტალახაძე 5 ნოემბერი 16.00 საათი 577671462 ბორითი მანანა ბარბაქაძე 6 ნოემბერი 13.00 საათი 577442828 მოლითი მერაბ ტალახაძე 6 ნოემბერი 17. 00 საათი 595600434 მოლითი სპარტაკ ლაცაბიძე 6 ნოემბერი 17. 00 საათი 596117058 წიფა ბესიკ ტალახაძე 6 ნოემბერი 16.00 საათი 598523400 ლეღვანი გელა მაღრაძე 9 ნოემბერი 15.00 საათი 599852625 წყალაფორეთი როინ გელაშვილი 9 ნოემბერი 15.00 საათი 599407079 ხევი ბესარიონ გრიგალაშვილი 9 ნოემბერი 14.00 საათი 599253071 ნადაბური დოდო ხაჩიძე 10 ნოემბერი 16.00 საათი 5951328112       ---------
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/asd-7.jpg
02/11/2026 18:21

დღეს,  საკრებულოს  მორიგი სხდომა გაიმართა

სხდომას მერის პირველი მოადგილე , ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა , რომელმაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ საკრებულოს წევრებს სრული ინფორმაცია მიაწოდა. დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარუდგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელმა , ლალი ალექსიძემ . ანგარიშს გაეცანით ბმულზე [ https://bit.ly/4ySYrHy ] საკრებულოს სხდომაზე ასევე მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში ,რომელიც დეპუტატებს ამავე გაერთიანების ხელმძღვანელმა ოთარ ბანცაძემ გააცნო . ანგარიშს გაეცანით ბმულზე [ https://bit.ly/4BWtTrp ] ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ისაუბრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა , ინგა ლურსმანაშვილმა. ანგარიშს გაეცანით ბმულზე [ https://bit.ly/4itOydo დეპუტატები ასევე გაეცნენ ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ ანგარიშს , რომელიც ამავე ცენტრის ხელმძღვანელმა ეკა შავიძემ წარმოადგინა. ანგარიშს გაეცანით ბმულზე [ https://bit.ly/4iusvDj ანგარიშები, დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს. სხდომას , საკრებულოს თავმჯდომარე , მანანა ბარბაქაძე უძღვებოდა  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/daa-7.jpg
02/11/2026 18:17

მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ სამუშაოებს, ხარაგაულობის დღესასწაულისთვის მზადების პროცესსა და ბიუჯეტში განხორციელებულ ცვლილებებს. მერმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაგეგმილი პროექტების დროულად და ხარისხიანად განხორციელების საკითხზე. მან წარმომადგენლებს დაავალა, დაგეგმილი სამუშაოების შესრულება და დასრულება დროულად მოხერხდეს. სამუშაო შეხვედრაზე კობა ლურსმანაშვილმა ასევე ისაუბრა საკრებულოს მიერ დამტკიცებულ ბიუჯეტის ცვლილებაზე, რომლის საფუძველზეც მუნიციპალიტეტის სოციალური და ჯანდაცვის მიმართულების დაფინანსება 1 მილიონი ლარით გაიზარდა და ჯამურად 6 მილიონ ლარს შეადგენს. ამ დროისთვის ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 22 სოციალური პროგრამა მოქმედებს. გაზრდილია ცალკეული სოციალური დახმარებების ლიმიტები და ცვლილებები შევიდა სოციალური დახმარების გაცემის წესშიც, რათა მოქალაქეთა საჭიროებებზე რეაგირება უფრო მოქნილი და ეფექტიანი იყოს. დამატებით გამოყოფილი 1 მილიონი ლარის მიზნობრივი ათვისება წლის ბოლომდე იგეგმება. მათ შორის, გათვალისწინებულია როგორც ერთჯერადი ფინანსური დახმარებების გაცემა, ისე საახალწლო სოციალური დახმარებების უზრუნველყოფა. მერის დავალებით, მერის წარმომადგენლები აქტიურად მოიძიებენ და შესაბამის სამსახურებს მიაწვდიან ინფორმაციას მოქალაქეთა საჭიროებების შესახებ, რათა თითოეული განცხადება კომისიამ დროულად, სამართლიანად და ობიექტურად განიხილოს. შეხვედრის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაესვა ხაზი მოსახლეობის საჭიროებების დროულად იდენტიფიცირებასა და მათზე შესაბამისი რეაგირების მნიშვნელობას . სამუშაო შეხვედრას მოადგილეები ვარლამ ჭიპაშვილი და ვით დევდარიანი და ესწრებოდნენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/3232-7.jpg
02/11/2026 10:55

ხარაგაულის  საჯარო სკოლებში  ,,ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში 116 ნერგი დაირგო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში , გარემოსდაცვითი ინიციატივის ,,ჩემი პირველი ნერგი" ფარგლებში , 116 ნერგი დაირგო. ნერგების დარგვის პროცესში ხარაგაულის მერი , კობა ლურსმანაშვილი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საჯარო სკოლების წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეობდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_62.png
22/10/2026 16:54

23 ოქტომბერს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 23 ოქტომბრის რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგი 1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი. საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით კიკნაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_44_61.png
21/10/2026 15:37

22 ოქტომბერს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 22 ოქტომბრის ბიუროს რიგგარეშე სხდომის საკითხთა ნუსხა 1. „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2025 წლის 19 დეკემბრის N19 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე, ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/angarishi_2026/asdasd_11.png
19/10/2026 19:12

საკრებულოს მორიგი სხდომა 2 ნოემბერს გაიმართება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2026 წლის 02 ნოემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს. ლალი ალექსიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ შოთა ბუაჩიძის სახელობის „სამუსიკო სკოლის“ ხელმძღვანელი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს. ოთარი ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა) ი.პ “ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების“ ხელმძღვანელი 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ინგა ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2026 წლის მესამე კვარტლის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მომხს: ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ხელმძღვანელის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ მომხს: ეკა შავიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ „მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის“ხელმძღვანელი საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/lld332.jpg
19/10/2026 18:39

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მერმა , კობა ლურსმანაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრაზე ზამთრის სეზონისთვის მზადების, მოქალაქეთა სოციალური საჭიროებების, მუნიციპალური პროგრამებისა და ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობის საკითხები განიხილა. შეხვედრის მთავარი აქცენტი მოსახლეობის საჭიროებებზე დროულ რეაგირებას, მიზნობრივი დახმარების უზრუნველყოფასა და მიმდინარე სამუშაოების ეფექტიანად განხორციელებას დაეთმო. ზამთრის სეზონისთვის მზადების ფარგლებში მუნიციპალიტეტმა მიმდინარე წლის ბოლომდე გზების თოვლისგან გაწმენდის სამუშაოებისთვის 100 000 ლარის ღირებულების მომსახურება შეისყიდა. ხელშეკრულება უზრუნველყოფს საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი ტექნიკის დროულ მობილიზებასა და გზებზე შეუფერხებელი გადაადგილებისთვის აუცილებელი სამუშაოების შესრულებას. მერმა განსაკუთრებული ყურადღება სოციალური მხარდაჭერის პროგრამებსა და მოქალაქეთა საჭიროებების ზუსტ იდენტიფიცირებაზე გაამახვილა. მერის წარმომადგენლებს დაევალათ, ადმინისტრაციულ ერთეულებში დეტალურად შეისწავლონ მოსახლეობის მდგომარეობა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ შეშით უზრუნველყოფის პროგრამის ბენეფიციარებს და გამოავლინონ ოჯახები, რომლებსაც ზამთრის პერიოდში დახმარება ყველაზე მეტად სჭირდებათ. საჭიროებების რეალურობას სპეციალური კომისია შეისწავლის, ხოლო სათბობი შეშის შესაძენად ფინანსური დახმარების გაცემის შესახებ გადაწყვეტილებები კომისიის დასკვნის საფუძველზე მიიღება. 2026 წლის პირველი ცხრა თვის მონაცემებით, მუნიციპალური სოციალური პროგრამებით 6 177 ბენეფიციარმა ისარგებლა, სოციალური მიმართულებით გაწეულმა ხარჯმა კი 3 684 937 ლარს გადააჭარბა. ამასთან, მუნიციპალიტეტი წელსაც განახორციელებს საახალწლო ფინანსური დახმარების პროგრამას, ხოლო სოციალური ბიუჯეტი 1 მილიონი ლარით გაიზრდება. მერის განცხადებით, მნიშვნელოვანია, დახმარება მაქსიმალურად ზუსტად იყოს მორგებული მოქალაქეთა რეალურ საჭიროებებზე, რათა არსებული რესურსები ეფექტიანად განაწილდეს და მხარდაჭერა პირველ რიგში იმ ოჯახებამდე მივიდეს, რომლებსაც ის ყველაზე მეტად სჭირდებათ. შეხვედრაზე ასევე განიხილეს სოფლის მხარდაჭერის პროგრამისა და რეგიონული განვითარების პროექტების ფონდიდან დაფინანსებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მიმდინარეობა. მუნიციპალიტეტის 38 სოფელში გზის მონაკვეთებზე სამუშაოების ძირითადი ნაწილი დასრულებულია, მიმდინარეობს 2027 წელს გათვალისწინებული სამუშაოების წინსწრებით დასრულება. მერმა მერის წარმომადგენლებს მოსახლეობასთან აქტიური და უწყვეტი კომუნიკაციისკენ მოუწოდა. მისი თქმით, ადგილობრივ დონეზე მოქალაქეთა საჭიროებების ცოდნა, პრობლემებზე დროული რეაგირება და გადაწყვეტილებების სამართლიანად, მიზნობრივად მიღება მუშაობის მთავარი საფუძველია.  
სრულად