სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/6556321.jpg
16/10/2026 10:42

მონაწილეობითი ბიუჯეტის კონკურსი დასრულდა.

ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული მონაწილეობითი ბიუჯეტის კონკურსი დასრულდა. მონაწილეობითი ბიუჯეტის სამუშაო ჯგუფმა , მერის პირველი მოადგილის ვარლამ ჭიპაშვილის ხელმძღვანელობით, ხმის მიცემის შედეგები შეაჯამა. კონკურსში 10 გამარჯვებული პროექტი გამოვლინდა. სულ 6 330 ხმა შემოვიდა. გამარჯვებული პროექტებია : არსებული საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაცია , ავტორი, ლევან დონაძე, სოფელი ბორითი - 839 ხმა საბავშვო სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკვერის მოწყობა , ავტორი; ანა ლურსმანაშვილი , სოფელი საქასრია - 752 ხმა გარე განათების მოწყობა , ავტორი , ნანა პაქსაშვილი , სოფელი მაქათუბანი - 752 ხმა სასაფლაოს მოწესრიგება , ავტორი , მამუკა ლომიძე , სოფელი ხუნევი - 440 ხმა დახურული სპორტული მოედანი სამაგიდო თამაშებისთვის , ავტორი, ანა ნიქაბაძე , სოფელი წყალაფორეთი - 426 ხმა სტადიონის მშენებლობა , ავტორი, რუსუდან გოგოლაძე , სოფელი ფარცხნალი - 387 ხმა ვაჟას ხეივნის რეაბილიტაცია , ავტორი, თეიმურაზ კუპრაძე , სოფელი ღორეშა - 370 ხმა ელაზნაურის ეკლესიის და სასაფლაოს შემოღობვა , ავტორი , ლაშა ღონღაძე , სოფელი ვახანი - 367 ხმა მინი მოედანზე ხელოვნური საფარის დაგება , ავტორი, ირმა გერლიანი , სოფელი ზვარე - 358 ხმა სკვერის მოწყობა , ავტორი, ია მახათაძე , სოფელი გრიგალათი - 332 ხმა კონკურსში მონაწილე დანარჩენ პროეტებზე ხმები ასე გადანაწილდა: კიცხის საჯარო სკოლასთან მდებარე წყაროს გაწმენდა და რეაბილიტაცია , ავტორი, ელისო არჯევანიძე , სოფელი კიცხი - 318 ხმა კომბინირებული მინი სტადიონის მოწყობა , ავტორი, ირაკლი კიკნაძე , სოფელი საღანძილე - 299 ხმა სპორტულ-გამაჯანსაღებელი სკვერი , ავტორი, იური ჩადუნელი , სოფელი გედსამანია - 295 ხმა მინი მოედანი , ავტორი, ჯიმშერ ცუცქირიძე , სოფელი მოლითი - 213 ხმა ცენტრალურ პარკში გასართობი სივრცეების მოწყობა , ავტორი, დიმიტრი ჩიკვაიძე , დაბა ხარაგაული- 182 ხმა ხარაგაულის მერია ულოცავს თითოეული პროექტის ავტორს და დაინტერესებულ მოქალაქეს მისთვის სასურველი იდეის გამარჯვებას. წელს აქტივობის კვლავ მაღალი მაჩვენებელი დაფიქსირდა, რისთვისაც მადლობას ვუხდით, როგორც იდეის ავტორებს , ასევე მათ მხარდამჭერებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/321456.jpg
16/10/2026 10:41

ხარაგაულში მერაბ კოსტავას ხსოვნას პატივი მიაგეს

13 ოქტომბერი საქართველოს ეროვნული გმირის, ეროვნული მოძრაობის ერთ-ერთი გამორჩეული ლიდერის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძესთან, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის დელეგატის ბიუროს ხელმძღვანელ ნანა ცხვედაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლებთან ერთად, მერაბ კოსტავას მონუმენტი ყვავილებით შეამკო და მის ხსოვნას პატივი მიაგო. „ჩემთვის, როგორც მერაბ კოსტავას ერთ-ერთი თანამებრძოლისთვის, ეს დღე განსაკუთრებული მნიშვნელობისაა. მერაბი უყვარდა მთელ საქართველოს. მისი ეროვნული სულისკვეთება, თავისუფლებისთვის ბრძოლა და სამშობლოსადმი თავდადება ის ფასეულობებია, რომლებმაც მას ქართველი ხალხის მეხსიერებაში განსაკუთრებული ადგილი დაუმკვიდრა. ეროვნული გმირის წოდება კი ამ სიყვარულის აღიარებაა, მისი ცხოვრება და მოღვაწეობა თავისუფლებისთვის ბრძოლის, ეროვნული ღირსებისა და სამშობლოს ერთგულების მაგალითია“, — აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. 1989 წლის 13 ოქტომბერს მერაბ კოსტავა ქუთაისიდან თბილისში მიმავალ გზაზე, სოფელ ბორითთან, ავტოკატასტროფის შედეგად დაიღუპა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/987456.jpg
16/10/2026 10:40

ლეღვანში - ქვიანთის უბანში გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს

ლეღვანში, ქვიანთის უბანში, გზის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი მიმდინარეობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, მერის წარმომადგენელ მერაბ შარიქაძესთან ერთად, სოფელ ლეღვანში, ქვიანთის უბანში, გზის რეაბილიტაციის სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. პროექტი გადაადგილებისთვის რთულ მონაკვეთებზე გზის მოწესრიგებას ითვალისწინებს. რთული რელიეფის გამო, სამუშაოების ფარგლებში გარკვეულ მონაკვეთზე ახალი გზის გაჭრაც გახდა საჭირო. პროექტის დასრულების შემდეგ ქვიანთის უბანში 1 400 მეტრამდე გზის მონაკვეთი სრულად მოწესრიგებული იქნება. პროექტის საერთო ღირებულება 519 099 ლარია. პირველი ეტაპის სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 210 000 ლარს შეადგენდა, უკვე დასრულებულია. ამჟამად მეორე ეტაპის სამუშაოები მიმდინარეობს და მათი დასრულება დაგეგმილ ვადაზე ადრე, მიმდინარე წელს მოხდება. „ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ მათთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემის მოგვარებას შევძლებდით და მიხარია, რომ ამ დაპირების შესრულების შესაძლებლობა გვაქვს. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ეს პროექტი ქვიანთის მოსახლეობისთვის. ხარაგაულის მერია ინფრასტრუქტურული პროექტების დაგეგმვისას ითვალისწინებს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებს, ბენეფიციართა რაოდენობასა და გზის მონაკვეთების სირთულეს. ჩვენი მიზანია, არსებული რესურსების ფარგლებში, ეტაპობრივად მოვაგვაროთ მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები“, — განაცხადა ვარლამ ჭიპაშვილმა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გზების რეაბილიტაციის მიმართულებით დაგეგმილი სამუშაოების დიდი ნაწილი უკვე დასრულებულია. 39 პროექტიდან, რომლებიც საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას ითვალისწინებდა, 37 დასრულებულია. მათ შორისაა გარდამავალი პროექტებიც, რომელთა დასრულებაც დაგეგმილ ვადაზე ადრე მოხერხდა. მთელი წლის განმავლობაში საგზაო ინფრასტრუქტურის პროექტების მიმდინარეობას ადგილზე მონიტორინგს უწევდა მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის, უშუალო ხელმძღვანელობით. ქვიანთის უბანში გზის რეაბილიტაცია ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების პირობებს გააუმჯობესებს და გზის რთულ მონაკვეთებზე უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას უზრუნველყოფს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/654789.jpg
16/10/2026 10:39

სოფელ ბეჟათუბანის გზა რეაბილიტაციამდე და დღეს

გზის რეაბილიტაციის პროექტის საერთო ღირებულება 200 000 ლარს შეადგენს, საიდანაც 2026 წლისთვის 100 000 ლარია გათვალისწინებული. პროექტი გარდამავალია, თუმცა სამუშაოების დასრულება დაგეგმილ ვადაზე ადრე, მიმდინარე წელს იგეგმება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/65497709.jpg
16/10/2026 10:38

მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი მერის წარმომადგენლებს შეხვდა

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები, სოციალური პროგრამები, ადგილობრივი ბიუჯეტით განსახორციელებელი პროექტები და ადმინისტრაციული საკითხები განიხილეს. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში დაგეგმილი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. მერის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს დაავალა, საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატებთან ერთად აწარმოონ მიმდინარე სამუშაოების მონიტორინგი. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოციალური პროგრამების ბიუჯეტის ზრდასა და მოსახლეობის საჭიროებებზე მორგებული დახმარების ღონისძიებებზე. აღინიშნა, რომ მუნიციპალიტეტი საშეშე მერქნით დახმარების პროგრამის განხორციელებას განაგრძობს. პროგრამის ფარგლებში, სპეციალურად შექმნილი კომისია ბენეფიციარებს განსაზღვრული კრიტერიუმების შესაბამისად შეარჩევს, შერჩეულ პირებს კი საშეშე მერქნის შესაძენად ფულადი დახმარება გადაეცემათ. მერის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს ასევე გააცნო ის პროექტები, რომელთა დაფინანსებაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან არის გათვალისწინებული. პროექტები მერის წარმომადგენლების მიერ წარდგენილი საჭიროებების საფუძველზე დაიგეგმა. ამ ეტაპზე მერია საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერის გამოცხადებას გეგმავს. სამუშაო შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო დოკუმენტბრუნვისა და საქმისწარმოების საკითხებს. მერის პირველმა მოადგილემ წარმომადგენლებს მოუწოდა, სათანადო ყურადღება მიაქციონ დოკუმენტაციის დროულ და მოწესრიგებულ წარმოებას, დაკისრებული მოვალეობების შესრულებასა და სამუშაო დისციპლინას. შეხვედრას მერის მოადგილე დავით დევდარიანი, ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახაბერ გოლუბიანი და აუდიტის სამსახურის უფროსი აკაკი ლურსმანაშვილი ესწრებოდნენ.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/monawileobiti%20-%204.png
08/10/2026 11:42

ამ ეტაპზე შემოსულია 3 040 ხმა - ხმის მიცემა გრძელდება

მონაწილეობითი ბიუჯეტი 2026 ხმის მიცემა გრძელდება! მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში უკვე 3 040 ხმა დაფიქსირდა. გაეცანით პროექტებს და ხმა მიეცით იდეას, რომლის განხორციელებაც თქვენთვის მნიშვნელოვანია. ხმის მიცემა შესაძლებელია ონლაინ: https://kharagauli-vote.rerodev.com თქვენი ხმა მნიშვნელოვანია — ერთად გადავწყვიტოთ, რომელი პროექტები განხორციელდება ხარაგაულში. ხმის მიცემა სრულდება 11 ოქტომბერს.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/65544sdf.jpg
06/10/2026 16:28

 5 ოქტომბერს  საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

5 ოქტომბერს , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა . სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 7 საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრებს , საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის ანგარიში წარუდგინა სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ნინო მაღლაკელიძემ ; ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის ანგარიში - სამსახურის უფროსმა ზურაბ ბანცაძემ ; საკრებულო ასევე გაეცნო საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის ანგარიშს , რომელიც ამავე კომისიის თავმჯდომარემ პავლე კიკალიშვილმა წარმოადგინა . მუნიციპალური ქონების სახელმწიფოსთვის უსასყიდლოდ გადაცემის საკითხზე , ასევე საპრივატიზაციო ქონების ნუსხასა და გეგმაში ასახულ ცვლილებებთან დაკავშირებით ისაუბრა მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ინგა ლურსმანაშვილმა ; სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებსა და თანხების განაწილებაში შეტანილი ცვლილებები წარმოადგინა მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა პეტრე შარიქაძემ . საკრებულოს წარმოდგენილი ანგარიშები დადებითად შეაფასა .    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/hhfg12.jpg
06/10/2026 16:04

მუნიციპალიტეტის მერმა,კობა ლურსმანაშვილმა,მერის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა, მერის წარმომადგენლებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილ პროგრამებსა და პროექტებზე ისაუბრა. შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სოფლის მხარდაჭერის პროგრამაზე. პროგრამის ფარგლებში სამუშაოები მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს. მოსახლეობის მიერ განსაზღვრული პრიორიტეტების შესაბამისად, მუნიციპალიტეტში 149 პროექტი განხორციელდება. პროგრამის საერთო ბიუჯეტი 890 000 ლარს შეადგენს, ხოლო მერის გადაწყვეტილებით, დამატებით 331 293 ლარის თანადაფინანსებაა გათვალისწინებული. განიხილეს საგზაო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მიმდინარე სამუშაოებიც. მუნიციპალიტეტის 36 სოფელში მიმდინარეობს ახალი გზების მოწყობისა და არსებული გზების რეაბილიტაციის პროექტები. პარალელურად, გრძელდება შესრულებული სამუშაოების მონიტორინგი — 39 პროექტიდან 37 უკვე დასრულებულია, 2 პროექტზე კი სამუშაოები მიმდინარეობს. შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი საკითხი იყო მონაწილეობითი ბიუჯეტი - 2026. ხმის მიცემის პროცესი გრძელდება და ამ ეტაპზე უკვე 2 614 ხმაა დაფიქსირებული. მოქალაქეებს საკუთარი რჩეული პროექტის მხარდაჭერა ონლაინ, 11 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლიათ. ხარაგაულის მერმა აღნიშნა , ხმის მიცემის ეტაპზე მოქალაქეთა აქტიური მონაწილეობა მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ მათი არჩევანი განსაზღვრავს, რომელი პროექტები დაფინანსდება. მერმა ასევე ისაუბრა ხარაგაულობის დღესასწაულთან დაკავშირებით. შეხვედრაზე განიხილეს ღონისძიების ფორმატი და ზოგადი ხედვები, რომლებიც დღესასწაულის დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იქნება. სამუშაო შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო მოქალაქეებთან კომუნიკაციისა და სოციალური მიმართულების საკითხებსაც. მერმა ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს დაავალა, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციონ სოციალური საჭიროებების მქონე და პრობლემურ მდგომარეობაში მყოფ მოქალაქეებს და უზრუნველყონ მათი საჭიროებების დროული იდენტიფიცირება და შესაბამის სამსახურებთან კომუნიკაცია.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/5dasd654_1.jpg
06/10/2026 16:03

 კინოთეატრში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კინოთეატრში მასწავლებელთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილმა მიიღო მონაწილეობა. ვარლამ ჭიპაშვილმა დამსწრე საზოგადოებას მასწავლებელთა საერთაშორისო დღე მიულოცა და პედაგოგებს პროფესიისადმი ერთგულებისთვის მადლობა გადაუხადა. ღონისძიების ფარგლებში კინოთეატრის ფოიეში მასწავლებელთა შემოქმედებითი ნამუშევრების გამოფენაც მოეწყო. ღონისძიებას საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი მარინა ვეფხვაძე ესწრებოდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/654s.jpg
02/10/2026 16:28

მონაწილეობითი ბიუჯეტი 2026 - ხმის მიცემის პროცესი გრძელდება

მონაწილეობითი ბიუჯეტი 2026 - ხმის მიცემის პროცესი გრძელდება. ამ ეტაპზე , მონაწილეობითი ბიუჯეტის პროგრამის ფარგლებში 2 614 ხმა უკვე დაფიქსირდა. თუ გსურთ, რომ ხარაგაულში განხორციელდეს თქვენთვის მნიშვნელოვანი იდეა, გაეცანით წარმოდგენილ პროექტებს და ხმა მიეცით თქვენს რჩეულ იდეას. ხმის მიცემა ონლაინ მიმდინარეობს. https://kharagauli-vote.rerodev.com თქვენი მონაწილეობა მნიშვნელოვანია — სწორედ მოქალაქეების არჩევანი განსაზღვრავს, რომელი პროექტები დაფინანსდება მონაწილეობითი ბიუჯეტის ფარგლებში. ხმის მიცემა სრულდება 11 ოქტომბერს.  
სრულად