სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_5107_1.JPG
10/02/2025 17:03

მოლითში სოფლის პრიორიტეტებზე  იმსჯელეს

მუნიციპალიტეტი სოფლების მხარდაჭერისთვის დამატებით რესურსს გამოყოფს. მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობასთან შეხვედრები გამართა. შეხვედრებისას მან ადგილობრივებს პროგრამის მიზნები და პრიორიტეტები განუმარტა, სოფლისთვის განსაზღვრული ბიუჯეტი გააცნო და მოსახლეობის საჭიროებები მოისმინა. სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ბიუჯეტი 890,000 ლარია, თუმცა მერის, კობა ლურსმანაშვილის გადაწყვეტილებით, მუნიციპალიტეტი დამატებით 200,000 ლარს გამოყოფს, რათა სოფლებში დაგეგმილი პროექტები უფრო ეფექტურად განხორციელდეს. შეხვედრებზე ინფრასტრუქტურული საჭიროებები განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოექცა. ადგილობრივებმა შიდა გზების ბეტონით მოპირკეთების აუცილებლობაზე ისაუბრეს, რაზეც განმარტდა, რომ მუნიციპალიტეტი გზების რეაბილიტაციას რეგიონული განვითარების ფონდის მხარდაჭერით, პრიორიტეტების გათვალისწინებით ახორციელებს და უზრუნველყოფს რომ ყველა სოფელში მნიშვნელოვანი პროექტები დაფინანსდეს და ეტაპობრივად დასრულდეს. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები და დაგეგმილი პროექტები მოლითი – წყაროს მოპირკეთება, სალოცავის შემოღობვა, წისქვილის შეკეთება, ამბულატორიისა და საბავშვო ბაღის შემოღობვა, გარე განათების ქსელის მოწყობა. ნებოძირი – ჩიხებში გზების შეკეთება, გარე განათების ქსელის გაგრძელება. ქვები – გზების შეკეთება, წყაროს კეთილმოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა. ბაბი – გზის შეკეთება. ჭარტალი – გზის შეკეთება ტექნიკით. ბეჟათუბანი – გზის შეკეთება, "ბაქანისკენ" მიმავალი გზის რეაბილიტაცია. ანიულა – წისქვილის რეაბილიტაცია, სასაფლაოს შემოღობვა. დეისი – გზის შეკეთება, გარე განათების ქსელზე ლამპიონების დამატება. მოსახლეობა აქტიურად მონაწილეობს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მიღებულ გადაწყვეტილებებში, რაც ადგილობრივ საჭიროებებზე მორგებული პროექტების ეფექტურ განხორციელებას უზრუნველყოფს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG-20250207-WA0165_1.jpg
10/02/2025 11:23

ვარლამ ჭიპაშვილი სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში ბაზალეთის თემს შეხვდა 

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,  ‘’სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში, პროექტების შერჩევის მიზნით , ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრები, კვლავ გრძელდება. 7 თებერვალს, მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე,  ვარლამ ჭიპაშვილი, მერის წარმომადგენელ , თამაზ ჭიპაშვილთან ერთად ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. განისაზღვრა პრიორიტეტები:  ღარიხევი - სასმელი წყლის სათავის მოწესრიგება წიფი - სანიაღვრე არხების მოწყობა ბაზალეთი - სასაფლაოს შემოღობვა ქროლი - საუბნო გზის  მშენებლობა   მოსახლეობასთან შეხვედრები,14 თებერვლის ჩათვლით გაგრძელდება
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG-20250207-WA0041.jpg
07/02/2025 12:11

ვარლამ ჭიპაშვილმა სარგვეში თემში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები გამართა 

,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში,მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გრძელდება. ხარაგაულის მერის პირველი  მოადგილე , ვარლამ  ჭიპაშვილი , მერის წარმომადგენელ ვეფხვია ვეფხვაძესთან ერთად სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა პროექტები ხმათა უმრავლესობით გადაწყვიტეს. გამოიკვეთა პრიორიტეტები:  სარგვეში - ხიდბოგირის აშენება და გზის რეაბილიტაცია. ხორითი - სასაფლაოს გზის და  წისქვილის რეაბილიტაცია . საბე -  სკვერის მოწყობა, შემოიღობება სასაფლაოს  და მოსაცდელის ტერიტორია. ,,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’’ ფარგლებში შეხვედრები, 14 თებერვალს დასრულდება    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/8c176fc3-9ee4-414d-9907-44139d6b2f17.jpg
06/02/2025 14:15

ნადაბურში სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელ პროექტებზე იმსჯელეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში,ადგილობრივ  მოსახლეობასთან შეხვედრები კვლავ გრძელდება. მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე,ვარლამ  ჭიპაშვილი , მერის წარმომადგენელ, ზურაბ შუბითიძესთან და მაჟორიტარ დეპუტატ ,დოდო ხაჩიძესთან      ერთად, ნადაბურის ადმინისტრაციული ერთეულის  მოსახლეობას შეხვდა. ადგილობრივებმა,პროექტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. გამოიკვეთა პრიორიტეტები: ნადაბური - გარე განათების ქსელის მოწყობა; გოლისი - სავალი გზის გასწორხაზოვნება; სოფლის მხარდამჭერი პროგრამა  გრძელდება.შეხვედრები 14 თებერვალს დასრულდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4805.JPG
06/02/2025 14:13

ბორითის თემში - სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან შეხვედრები გაიმართა

დღეს სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში შეხვედრები ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში გაგრძელდა. მერის მოადგილის, დავით დევდარიანის ხელმძღვანელობით, ადგილობრივი მოსახლეობა აქტიურად ჩაერთო საჭიროებების განსაზღვრასა და პრიორიტეტების დაფინანსებაში. შეხვედრებზე მოქალაქეებმა სოფლისთვის პრიორიტეტული პროექტები შეარჩიეს და ერთობლივად შეათანხმეს ინიციატივები. მათ ასევე წამოჭრეს სოფლისთვის მნიშვნელოვანი სხვა საკითხები, რომლებზეც შესაბამისი განმარტებები და პასუხები მიიღეს. ხელისუფლებასა და მოსახლეობას შორის მუდმივი კომუნიკაცია შესაძლებლობას იძლევა, გადაწყვეტილებები რეალური საჭიროებების გათვალისწინებით, ეფექტურად იყოს მიღებული. დღეს მიღებული გადაწყვეტილებები: ბორითი – წყლის სისტემის რეაბილიტაცია, გარე განათების მოწყობა ციხისძირი – გზის მონაკვეთის მობეტონება საქასრია – სანიაღვრე არხის მოწყობა, გზის შეკეთება, გარე განათების მოწყობა ვაშლევი – სასაფლაოს შემოღობვა, გზის შეკეთება, გარე განათების რეაბილიტაცია, სკვერის მოწყობა, სასმელი წყლის სისტემისთვის მასალების შეძენა მაქათუბანი – სანიაღვრე არხის მოწყობა, გზის შეკეთება, ხიდების მოწყობა უბისა – გზის შეკეთება, სკვერის მოწყობა, საფეხმავლო ხიდის მოწყობა, სანიაღვრე არხის მოწყობა კვესრევი – გზის მონაკვეთის მობეტონება ამაშუკეთი – გზის მონაკვეთის მობეტონება, ხიდის შეკეთება, გზის შეკეთება სოფლის მხარდამჭერი პროგრამა გრძელდება, შეხვედრები 14 თებერვალს დასრულდება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_27_2.png
06/02/2025 14:10

10 თებერვალს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება 

სხდომაზე განსახილველად 1 საკითხი იქნება წარმოდგენილი  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 17 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის განყოფილების უფროსი თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე საფინანსოსაბიუჯეტო სამსახურის მოხს. ბრათი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/370ff8b3-8aa4-47c4-af2c-e35f00ff9c39_1.jpg
04/02/2025 17:29

ხარაგაულში, სოფლის მხარდამჭერი პროგრამა დაიწყო

ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში მოსახლეობასთან უშუალო შეხვედრებს მართავს. პირველი შეხვედრა სოფელ გედსამანიაში გაიმართა, სადაც მერმა ადგილობრივებთან ერთად სოფლის პრიორიტეტებზე იმსჯელა და მათ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მიაწოდა დაგეგმილი პროექტების შესახებ. 2025 წელს გედსამანიაში 1 200 000 ლარი დაიხარჯება, რაც სტიქიით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება. უახლოეს დღეებში ხარაგაულის მერია ტენდერს გამოაცხადებს და დაიწყება:  გზების რეაბილიტაცია (ჩადუნელებისა და რიკაძეების უბანში)  ნაპირამაგრების მოწყობა ხიდ-ბოგირების მშენებლობა მერმა შეხვედრები ასევე გამართა სოფელ ვერტყვიჭალასა და ციცქიურში, სადაც მოსახლეობას სოფლის მხარდამჭერი პროგრამის მნიშვნელობა გააცნო და მათი მოსაზრებები მოისმინა. პროგრამისთვის 2025 წელს 890 000 ლარია გამოყოფილი, თუმცა, როგორც მერმა განაცხადა, ხარაგაულის მერია დამატებით ფინანსურ რესურსს გამოყოფს, რათა ყველა დაგეგმილი პროექტი სრულად განხორციელდეს. მერიის გუნდი აქტიურად მუშაობს, რათა სოფლის მხარდამჭერი პროგრამა მაქსიმალურად შედეგიანი იყოს. მერის მოადგილეების, ვარლამ ჭიპაშვილისა და დავით დევდარიანის ხელმძღვანელობით, დღეს შეხვედრები გაიმართა რამდენიმე სოფელში, სადაც ადგილობრივებთან ერთად სოფლის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი პრიორიტეტები განისაზღვრა. მოსახლეობის ჩართულობით დაგეგმილი პროექტები: გედსამანია – სასაფლაოს კეთილმოწყობა, გარე განათება ხუნევი – გარე განათება, სასაფლაოს შემოღობვა ხევი – გზის შეკეთება, გარე განათება წაქვა – გზის შეკეთება, გარე განათება გრიგალათი – გზის შეკეთება, სპორტული მოედნის შემოღობვა ვერტყვილა – საუბნო გზის შეკეთება, გარე განათება, სასაფლაოს შემოღობვა, სასმელი წყლის მილების შეძენა, საყრდენი კედლის მოწყობა ვერტყვიჭალა – სასაფლაოს შემოღობვა, სანიაღვრე არხის მოწყობა, გარე განათება, საუბნო გზის შეკეთება ციცქიური – სპორტული მოედნის შემოღობვა ხარაგაულის მერია აქტიურად აგრძელებს სოფლების მხარდაჭერას, რათა თითოეული ადმინისტრაციული ერთეულის საჭიროებები მაქსიმალურად გათვალისწინებული იყოს!  შეხვედრები სოფლის მხარდამჭერი პროგრამის ფარგლებში 4 თებერვალს დაიწყო და 14 თებერვალს დასრულდება.   
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo_4_37.png
04/02/2025 16:12

5 თებერვალს საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

ბიუროს სხდომაზე 1 საკითხს განიხილავენ 1.„ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2025 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 17 დეკემბრის N25 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნინო მაღლაკელიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო - საბიუჯეტო სამსახურის განყოფილების უფროსი თანამომხს: ვარლამ ჭიპაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე საკრებულოს რიგგარეშე სხდომა 10 თებერვალს გაიმართება 
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4364.JPG
03/02/2025 12:48

3 თებერვალს საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა

საკრებულოს  სხდომას მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი ესწრებოდა.   სხდომაზე მერიის აუდიტისა და მონიტორინგის, ასევე შესყიდვების სამსახურმა საკრებულოს წევრებს ანგარიში წარუდგინა. საკრებულოს წევრებმა ანგარიშებთან დაკავშირებით კითხვები დასვეს, რაზეც  სამსახურის ხელმძღვანელებმა ამომწურავი პასუხები გასცეს.   განხილული საკითხები:   1️.შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში მომხსენებელი: აკაკი ლურსმანაშვილი   2️. ერიის შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში მომხსენებელი: ზურაბ იჩქიტიძე   4251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო მიწის იჯარით გადაცემის საკითხი მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი   4️. მიწის ნორმატიული ფასის დადგენა მომხსენებელი: ინგა ლურსმანაშვილი   საკრებულოს აპარატის დებულებაში ცვლილებების შეტანა მომხსენებელი: დავით კიკნაძე   6️.საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხის ცვლილება მომხსენებელი: დავით კიკნაძე   7️.საკრებულოს თანამდებობის პირებისა და აპარატის მოხელეთა თანამდებობრივი სარგოს განსაზღვრა მომხსენებელი: დავით კიკნაძე   სხდომას საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი დავით კიკნაძე უძღვებოდა.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/475756922_1119601120176458_7022345827755351509_n.jpg
31/01/2025 12:28

კულტურის, ხელოვნების და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრში, 2025 წლის პროგრამის პრეზენტაცია გაიმართა

ხარაგაულის კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრის დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა, გაერთიანებაში შემავალ ორგანიზაციებსა და დასაქმებულ პირებს 2025 წლის პროგრამა ოფიციალურად წარუდგინა.  „2025 წელი ჩვენთვის ახალი გამოწვევებისა და ახალი შესაძლებლობების წელი იქნება. ჩვენს გუნდს ტურიზმის სამსახური შეუერთდა, რაც ახალი შესაძლებლობების წინაპირობაა. მნიშვნელოვანია, რომ 2024 წელი წარმატებული იყო ყველა მიმართულებით. კულტურის, განათლებისა და ტურიზმის სფეროში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. ვმუშაობთ, რომ კულტურა, ხელოვნება და ტურიზმი კიდევ უფრო განვითარდეს.“ – განაცხადა მამუკა ჭიპაშვილმა. კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი – ხარაგაულის საბიბლიოთეკო ქსელს, ინოვაციების ცენტრს, ისტორიულ მუზეუმს, ლიტერატურული თეატრს, კულტურის ცენტრს, ხარაგაულის სახალხო თეატრს , თოჯინების თეატრს, სიმღერისა და ცეკვის ანსამბლებს და ტურიზმის განვითარების ცენტრს აერთიანებს. მამუკა ჭიპაშვილმა ხაზგასმით ისაუბრა თითოეული ორგანიზაციის პროექტებსა და წარმატებულ საქმიანობაზე.  ,,საერთო კულტურული აქტივობების გაძლიერება, ტურიზმის მიმართულების განვითარების გაგრძელება, ახალი პროექტების განხორციელება, რომლებიც მნიშვნელოვანი იქნება საზოგადოებისათვის“- ასე გამოიყურება ცენტრის 2025 წლის მთავარი გეგმები. კულტურის, ხელოვნებისა და შიდა ტურიზმის განვითარების ცენტრი 2025 წელს კიდევ უფრო მეტ ინოვაციას და აქტივობას გპირდებათ!  
სრულად