საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghgj.jpg
21/06/2019 22:34

ვეტერანი რაგბისტები ხარაგაულში - არა ძალადობას!

დღეს ხარაგაულის კინოთეატრში გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ფონდი ტასოსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, მერის მრჩეველი გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძე, ფონდი ტასოს ხელმძღვანელი, მარინა თაბუკაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი და ვეტერანი რაგბისტები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანა ფაშალიშვილმა განაცხადა, ხარაგაულში ორი მიმართულებით, სოციალური მობილიზაციისა და ქალი მეწარმეების გაძლიერების მიმართულებით მუშაობენ. ოქტომბრის ბოლოს ორგანიზაცია  საგრანტო კონკურს გამოაცხადებს, სადაც ქალ მეწარმეებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.  შეხვედრას საინტერესო აღმოჩნდა ხარაგაულელი ახლად ჩამოყალიბებული რაგბის გუნდის ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ვეტერანი რაგბისტები ნოდარ ანდღულაძე და ლექსო გუგავა თავიანთი წარმატების მიღწევის გზებზე ესაუბრნენ. ნოდარ ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ კმაყოფილება გამოთქვეს ხარაგაულში რაგბის გუნდის არსებობის გამო და ყურადღება გაამახვილეს  რაგბის ღირებულებებზე - თანასწორობაზე, გუნდურობასა და ერთმანეთის პატივისცემაზე, რომელი ღირებულებებიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და მიმართულია ძალადობის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია რაგბის კავშირთან ერთად, 2010 წლიდან, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ინოვაციურ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მთავარი მიზანი მოზარდებში რაგბის მთავარი ღირებულებების: თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის გაზიარებაა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjcvbnm_1.png
20/06/2019 22:29

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხარაგაულში შეხვედრას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  21 ივნისს, 14 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში გაეროს ქალთა ორგანიზაცია და რაგბის კავშირი შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან რაგბისტები, რომლებიც ისაუბრებენ მათი წარმატების და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შესახებ. გაეროს ქალთა ორგანიზაცია რაგბის კავშირთან ერთად, 2010 წლიდან, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ინოვაციურ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მთავარი მიზანია მოზარდებში რაგბის მთავარი ღირებულებების: თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის გაზიარება. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეხვედრის ორგანიზებას ხარაგაულში მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო უზრუნველყოფს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cvgbncvb.jpg
17/06/2019 17:27

განცხადება!

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი აცხადებს ავტომანქანის თეორიის შემსწავლელი კურსზე მსმენელთა მიღებას. მისამართი: ხარაგაული  სოლომონ მეფის ქ. N19 ა. (ყოფილი პოლიციის შენობა) დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექციას, ტელ: 577 64 04 00      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghnxvgb.jpg
17/06/2019 17:21

განცხადება!

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი გიწვევთ  ლესვის კურსის შესასწავლად. სასწავლო კურსი   შეუძლიათ გაიარონ 18 წლის ახალგაზრდებმა და უფროსებსაც. ის ვინც კარგად აითვისებს ლესვას, მომავალში, სხვა ხელობასაც შეასწავლიან. მისამართი: ხარაგაული  სოლომონ მეფის ქ. N19 ა. (ყოფილი პოლიციის შენობა) დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექციას მობ: 577 64 04 00        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_2087.JPG
14/06/2019 14:55

ხარაგაულში სტიქიის პრევენციისთვის სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულში 12 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად დაზიანებულ სოფლებში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ამ ეტაპისთვის  სპეციალური ტექნიკით, სოფელ ზვარესა და მოლითში სტიქიით დაზიანებული გზები უკვე  გაიწმინდა.  ქვა-ღორღისგან გასუფთავდა ასევე, საბე-სარგვეშის დამაკავშირებელი ცენტრალური გზა. მიმდინარეობს ანეულაში ზვარე-მოლითი-წიფას დამაკავშირებელი საავტომობილო ხიდის აღდგენითი სამუშაოები და სოფელ წიფაში დაზიანებული გზების აღდგენითი სამუშაოები.  ხარაგაულის მერიის შესაბამისი სამსახურები საგანგებო, 24 საათიან რეჟიმში მუშაობენ, რათა დროულად მოხდეს სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა და  სტიქიით მიყენებული ზარალის აღმოფხვრა.  შეგახსენებთ, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7 და 12 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, რამდენიმე სოფელს სერიოზული ზიანი მიადგა. საერთო ჯამში ზარალმა 4 მილიონ ლარს გადააჭარბა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/64241198_335463523813295_2603374179994566656_n.jpg
13/06/2019 11:01

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქია განმეორდა

12  ივნისს, გვიან ღამით, ძლიერმა წვიმამ ამჯერად სოფელ ზვარეს მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი. რის შედეგადაც პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა. ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა. შლამით დაიფარა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან. სტიქიამ შედარებით მსუბუქად დააზიანა მოლითის ადმინისტრაციული ერთეული, სადაც სოფელ ანიულას ბონდის ხიდია ჩაწყვეტილი. ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი. სტიქიის ზონაში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები იმყოფებოდნენ. დღეს დილიდან ინტენსიურად დაიწყო სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები: მიმდინარეობს ზვარე-მოლითის დამაკავშირებელი გზის აღდგენა, საგანგებო რეჟიმში მუშაობენ ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის თანამშრომლები, რომლებიც დაბის ქუჩებს ქვა-ღორღისგან ასუფთავებენ.  შესაბამისმა კომისიამ დაიწყო ზარალის დათვლა. შეგახსენებთ, რომ ხარაგულში სტიქია 7 ივნისსაც იყო, რამაც მუნიციპალიტეტი სამი მილიონით დააზარალა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/62446320_626527327849172_6915873747245203456_n.jpg
12/06/2019 12:50

ხარაგაულში სტიქიის პრევენციისთვის ძირითადი სამუშაოები დასრულებულია

ხარაგაულში, 7 ივნისს მომხდარი სტიქიიდან მეხუთე დღეს, ძირითადი სალიკვიდაციო სამუშაოები  თითქმის დასრულებულია.  ხარაგაულის მერიის სამსახურების 24 საათიან რეჟიმში მუშაობის შედეგად,  ამ დროისთვის შლამისგან გაწმენდილია გზები და მდინარის კალაპოტები. დროებითი სარგებლობისთვის აღდგენილია ხიდები. გაიწმინდა და მსუბუქი ავტომობილების უსაფრთხო გადაადგილებისთვის, გარკვეულ მონაკვეთებზე მოიხრეშა, მარელისის მხრიდან, სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი გზა. მოეწყო მდინარე ჩხერიმელაზე, სოფელ ლაშედან ხემაღალი, ღვერკი, ხორითის დამაკავშირებელი ალტერნატიული ხიდი. შეგახსენებთ რომ, 7 ივნისს უხვი ნალექის შედეგად ადიდებულმა მდინარეებმა ჩხერიმელამ და ლეღვნულამ ხარაგაულის სოფლებში მნიშვნელოვანი პრობლემები შექმნა. ძლიერმა წვიმამ დააზიანა, როგორც მუნიციპალური ასევე, კერძო ინფრასტრუქტურა. სტიქიის შედეგების პრევენციისთვის შექმნილ კომისიასთან ერთად, ზარალის აღწერაში, თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში  პირადად იყვნენ ჩართული იმერეთის მხარის პირველი პირები და ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. ზარალმა 3 მილიონ ლარს გადააჭარბა. ამ დროისთვის აღწერილია როგორც მუნიციპალური ზარალი ასევე, კერძო საკუთრებაზე მიყენებული ზიანი. სტიქიის შედეგების  დროულად აღმოფხვრისთვის დაწყებულია მყისიერი ზომების მიღება. იმერეთის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ამ დღეების განმავლობაში აქტიურად თანამშრომლობდნენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ხელმძღვანელ პირებთან. მხარეთა ერთობლივი მუშაობის მიზანია ხარაგაულის მოსახლეობამ წყალი 24 საათიანი გრაფიკით უმოკლეს ვადაში მიიღოს. გაცნობებთ, რომ სტიქიამ ხარაგაულში წყლის მთავარი მაგისტრალის 2 კილომეტრიანი მილი დააზიანა, რის შემდეგაც ხარაგაულს წყალმომარაგება შეუწყდა და მოსახლეობას წყალი სპეციალური ცისტერნებით მიეწოდება. როგორც „გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში“ აცხადებენ პირველ რიგში, 15-16 ივნისიდან ხარაგაულის მოსახლეობას სასმელი წყალი, დროებით, გრაფიკით აღუდგება.  პარალელურად მიმდინარეობს ალტერნატიული ჭაბურღილის მოწყობა,  რისთვისაც, როგორც კომპანიაში აცხადებენ, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდებათ. ზუსტად ეს დრო სახელდება კომპანიაში, რომლის გასვლის შემდეგაც, ხარაგაულის მოსახლეობა სასმელი წყლის მიღებას დღე-ღამის განმავლობაში შეძლებს. რაც შეეხება ლეღვნის წყლის დაზიანებული მილის აღდგენას, სამუშაოები ჰიდროგეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgcvhnxcv.JPG
11/06/2019 22:36

საავტომობილო გზების დეპარტამენტმა მოსწავლეებთან შეხვედრა გამართა

10 ივნისს საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტის წარმომადგენლებმა   ხარაგაულის სკოლების მაღალი კლასის მოსწავლეებთან, ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, შეხვედრა გამართეს. შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძემ და საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე, გიორგი ციბაძემ გახსნეს. თემურ ჩხეიძემ ზემოთ აღნიშნული მონაკვეთის მშენებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ გზის მშენებლობის პროცესში და შემდეგაც მოსახლეობა ბევრ სიკეთეს მიიღებს.   ახალგაზრდებთან შეხვედრაზე გზების დაგეგმარების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინა დეპარტამენტის ინფრასტრუქტურის განვითარებისა და პარტნიორებთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, პავლე გამყრელიძემ.   ხაზი გაესვა საგზაო უსაფრთხოების წესების დაცვას, რაზეც დეპარტამენტის საგზაო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, მამუკა პატაშურმა ისაუბრა. 50 კილომეტრიანი გზის მშენებლობის პროცესში რეგულაციების დაცვის საკითხს შეეხო „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის“ წარმომადგენელი, ეკა ლალიაშვილი, რომელიც  ხარაგაულელ ახალგაზრდებთან შეხვედრას ესწრებოდა.   გენდერული თანასწორობის შესახებ საგზაო დეპარტამენტის ადამიანური რესურსების მართვის სამსახურის უფროსმა და გენდერზე პასუხისმგებელი პირმა,  ეკატერინე ფურცელაძემ და ხარაგაულის საკრებულოს  გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ, დავით კიკნაძემ ისაუბრეს.    შეხვედრის დასასრულს, მოსწავლეების მთავარი კითხვა  დაბის ცენტრალურ გზაზე მდებარე სკოლებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას შეეხო. მათი აზრით, ახალი ინფრასტუქტურის მოწყობა ავტომობილების მოძრაობას დააჩქარებს, რაც, თავის მხრივ საფრთხეს შეუქმნის მოსწავლეთა თავისუფალ გადაადგილებას. საკითხთან დაკავშირებით გამომსვლელებმა აღნიშნეს, რომ ძირულა-ხარაგაული-ფონა-ჩუმათელეთის დამაკავშირებელი გზა დაბის ცენტრალურ ნაწილში გაივლის, თუმცა მოხდება საგზაო ნიშნების, ბარდიულებისა და სხვა დამცავი ინფრასტრუქტურის მოწყობა. შესაბამისად, ქვეითების უსაფრთხოება მაქსიმალურად იქნება დაცული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjnchvb.jpg
11/06/2019 15:15

სტიქიით მიყენებულმა ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან იმერეთის მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლები შეიკრიბნენ. შეხვედრაზე ხარაგაულში 7 ივნისს მომხდარი სტიქის შედეეგად მიყენებული ზარალი ადგილზე განიხილეს და პრევენციისთვის დაუყოვნებლივი ზომების მიღების გზებზე ისმჯელეს.  შეხვედრას, იმერეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე, ბესო გოფოძესთან ერთად, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები დაესწრნენ.  მათი ინფორმაციით, ხარაგაულის მოსახლეობას კვირის ბოლოდან სასმელი წყალი, დროებით, გრაფიკით აღუდგება.  რაც შეეხება წყლის დაზიანებული მილის აღდგენას, სამუშაოები ჰიდროგეოლოგიური დასკვნის შემდეგ დაიწყება. სტიქიიდან მეოთხე დღეს, სოფელ მარელისსა და ლეღვანში მეწყერებისგან და შლამისგან გაწმენდილია, როგორც ცენტრალური, ასევე საუბნო გზები, მოწყობილია დროებითი ხიდები.  ზარალმა 2 მილიონ ლარს გადააჭარბა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdhgjnxfg.jpg
10/06/2019 10:30

ხარაგაულში სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი მილიონ ლარს აჭარბებს

7 ივნისს, გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შედეგად მნიშვნელოვნად დაზიანდა ხარგაულის მუნიციპალიტეტის სოფლები: მარელისი, ლეღვანი და დიდვაკე. ადიდებულმა მდინარე ჩხერიმელამ და ლეღვნულამ, ხარაგაულის სოფლებში მუნიციპალური და კერძო ინფრასტრუქტურა დააზიანა.  წაიღო  გზები და  ხიდები. დატბორა მოსახლეობის კარ-მიდამო. სტიქიის ზონაში მხარისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, მობილიზებული იყო ასევე სამაშველო ჯგუფები. იმერეთის მხარის რწმუნებულის პირველი მოადგილე, ზვიად შალამბერიძე და ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივ მოსახელობას  შეხვდნენ და პირადად გაეცნენ სტიქიის ზონაში არსებულ პრობლემებს. სტიქიის ზონაში  დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები ამ დრომდე ინტენსიურად გრძელდება. სპეც ტექნიკის საშუალებით  გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს ლეღვანის, მარელისსა და  მოლითი-ჩუმათელეთის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც მეწყერია ჩამოწოლილი. შლამისგან და ნარჩენებისგან იწმინდება, როგორც საუბნო გზები ისე მოსახლეობის კარ-მიდამო. გაწმენდითი სამუშაოები უტარდება ასევე  მდინარე ლეღვნულას კალაპოტს. სტიქიის შედეგად გამოწვეულ ზარალს შესაბამისი კომისია ითვლის, რომელიც ამ დროისთვის უკვე მილიონ ლარს აჭარბებს. მერიაში ასევე შექმნილია საგანგებო შტაბი, რომელსაც მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობს. როგორც ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე აღნიშნავს, ზარალის საბოლოო დადგენის შემდეგ, სტიქიის სალიკვიდაციო ფონდი გამოყოფს შესაბამის თანხას და სოფლებში დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები დაუყოვნებლივ დაიწყება.
სრულად