საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0430.JPG
11/07/2019 15:37

ხარაგაულის პირველ საბავშვო ბაღში ცენტრალური გათბობა დამონტაჟდება

ხარაგაულში დაბის #1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირება იწყება. შესასრულებელი სამუშაოებისთვის ტენდერი ა(ა)იპ ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანებამ 5 ივლისს გამოაცხადა. წინადადებების მიღება იწყება 13 ივლისს და 16 ივლისს სრულდება. 2019-2020 სასწავლო წლის ზამთარს ხარაგაულის პირველი საბავშვო ბაღი ცენტრალური გათბობის ახალი სისტემით შეხვდება! პროექტი ადგილობრივი ბუჯეტიდან 52 000 ლარით ფინანსდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0386.JPG
11/07/2019 11:50

ლახუნდარაში და პატარა ვარძიაში სოფლის პროექტებით წყლის ჭაბურღილები მოეწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ პატარა ვარძიასა და ლახუნდარაში, კავილაძეებისა და ეკლესიის უბანში წყლის ჭაბურღილების მოწყობა დაიწყო. საერთო ჯამში სამუშაოების დასრულების შემდეგ 130-მდე ოჯახი მიიღებს სასმელ წყალს.  ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერიის ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე სოფლის პროექტებით დაწყებულ სამუშაოებს ადგილზე გაცვნენ და ჭაბურღილების მომსახურებისა და მოსხლეობისთვი ს წყლით უზრუნველყოფის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.  სამ ლოკაციაზე ჭაბურღილის მოწყობა მოსახლეობამ, 20 თებერვალს, გამართულ საერთო კრებაზე აირჩია. ჭაბურღილები მოწყობილია, დარჩენილია წყლის რეზერვუარების შეძენა და მილების გაყვანა ოჯახებამდე, რომელიც ადგილობრივების თანადაფინანსებით უნდა განხორციელდეს.  საერთო კრება წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში, თანადართული ოქმით   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_7.png
10/07/2019 15:18

რა გაკეთდა ხიდარში - სოფლის ინფრასტრუქტურა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდრის ჯორტების უბნის გზის 1 000 მეტრიან მონაკვეთს, მიმდინარე წელს, კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება.   საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა უკვე დაწყებულია. პირველ ეტაპზე განხორციელდა აღნიშნული მონაკვეთის გაფართოება, მოხრეშვა-მოსწორება. ბეტონის საფარის დაგებას კომპანია უახლოეს დღეებში დაიწყებს. ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და კომპანიის წარმომადგენლებსა და ადგილობრივ მოსახლეობას გაესაუბრა. ხიდარში ჯორტების უბნის გზის რეაბილიტაციას შპს „გურია - 2015“ ასრულებს, რომელმაც ტენდერი 153 471 ლარად მოიგო. გზის რეაბილიტაცია ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით მიმდინარეობს. ბოლო 5 წლის განმავლობაში, სოფელ ხიდარში, არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. 2014 წელს აშენდა საბავშვო ბაღის ახალი შენობა, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი, 2015 წელს მოასფალტდა სოფლის ცენტრალური გზის 5კმ.-იანი მონაკვეთი, ამავე წელს სოფლის პროექტებით აშენდა ახალი სარიტუალო სახლი, 2017 წელს ბეტონის საფარი დაიგო სოფლის სასაფლაომდე და სკოლამდე მისასვლელ გზაზე, 2018 წელს აშენდა და კეთილმოეწყო დაწყებითი განათლების, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული, საჯარო სკოლის ახალი შენობა. წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, შესრულდება სარიტუალო სახლის კეთილმოწყობა და მოხდება შენობის ინვენტარით უზრუნველყოფა. ხიდარი, ზ.დ. 520 მეტრზე, მდინარე ბორიმელას სანაპიროზე, ხარაგაულიდან 16 კილომეტრში მდებარეობს. სოფელი ერთ-ერთი მჭიდროდ დასახლებულია, სადაც 800-მდე ადამიანი ცხოვრობს. მერის წარმომადგენელი ხიდრის ადმინისტრაციულ ერთეულში - კოტე ბერაძე; ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატი ხარაგაულის საკრებულოში - ნონა ზურაბიანი.  #სოფლის_ინფრასტრუქტურა
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0618.JPG
09/07/2019 16:30

ხარაგაულის მერთან სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო შეიკრიბა

9 ივლისს, ხარაგაულის მერთან ნიკოლოზ თოფურიძესთან, რიგით მეორე, სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა.  საბჭოს წევრებმა შეხვედრაზე რამდენიმე პრობლემატურ საკითხზე იმსჯელეს. მათ შორის განიხილეს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე განთავსებული პოლიეთილენის შემგროვებელი ბუნკერების დაცლისა და მათი სეპარირების საკითხი. ხარაგაულის არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისთვის“ მიერ დაწყებული პროექტი „პოლიეთილენი-დიოქსინ-ფურანების წარმოშობის წყარო და მასთან ბრძოლა“ ამჟამად, ხარაგაულის დასუფთავების სამსახურის მოვლა-პატრონობაშია. ეს უკანასკნელი კი,  ჰიდრავლიკური პრესის გაუმართაობის გამო ბუნკერების დაცლას და პოლიეთილენის სეპარირებას სისტემატურად ვერ უზრუნველყოფს. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, ზუსტად ამ საკითხზე დაგეგმილია შეხვედრა ერთ-ერთ კომპანიასთან, რომელიც დიოქსინ ფურანების მართვაზე მუშაობს. მერი იმედოვნებს, რომ საკითხი დადებითად გადაწყდება და პოლიეთილენის შემგრობეველი ბუნკერების დაცლა და სეპარირება უფრო ინტენსირი გახდება.  საბჭოს წევრებმა ძირითად საკითხად დააყენეს ასევე, დაბის წყალმომარაგება და ძირულა-ხარაგაული-მოლითის გზის მშენებლობის პროცესში ქუჩებისა და ჰაერის დაბინძურება. ნიკოლოზ თოფურიძის განმარტებით, სტიქიით დაზიანებული ლეღვნის წყლის მთავარი მაგისტრალის აღდგენამდე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია ალტერნატიული რეზერვუარის მოსაწყობად პროექტზე უკვე მუშაობს, თუმცა კონკრეტული თარიღი, როდის იქნება ხარაგაულში 24 საათიანი წყალმომარაგება, ვერ სახელდება. რაც შეეხება ხარაგაულის ქუჩებში მაღალი გამავლობის მანქანების ინტენსიურ გადაადგილებას, რომლებიც სამშენებლო მასალას ეზიდებიან, კომპანია black sea group -ი ყოველდღიურად და დღეში რამდენჯერმე, საჭიროებისამებრ ახორციელებს გზის მორწყვას. საბჭოს წევრების აზრით, კარგი იქნება თუ მერი პირადად გააკონტროლებს გადარეცხვის შემდეგ  ქუჩების დაგვა-დასუფთავებას. მერიის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო 2019 წლის დასწყისში ახალი შემადგენლობით შეიქმნა, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ ლალი სებისკვერაძე. მრჩეველთა საბჭო სულ 11 წევრისგან შედგება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0277.JPG
05/07/2019 10:53

ლეღვანში დროებითი გზის მოწყობა მიმდინარეობს

სოფელ ლეღვანთან დამაკავშირებელი ცენტრალური გზის აღდგენამდე, რომელიც 7 ივნისის სტიქიის შედეგად დაზიანდა, სოფელში მისასვლელი მეორე, შედარებით მოკლე, ალტერნატიული მონაკვეთის მოწყობა მიმდინარეობს. ლეღვნის მოსახლეობამ, ერთი კვირის წინ, ხარაგაულის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან შეხვედრის დროს, ცენტრალური გზის აღდგენამდე, ალტერნატიული მოკლე გზის მოწყობა ითხოვა. ხოლო თუ ეს უკანასკნელი ვერ მოხერხდებოდა, მერია მოსახლეობისთვის მუნიციპალურ ტრანსპორტს უზრუნველეყოფდა ლეღვან-მარელისის გზის გავლით. გზის მშენებელ კომპანიასთან black sea group-თან მერის მიერ წარმოებული მოლაპარაკებების შედეგად, დროებითი გზის მოწყობა გადაწყდა, რომელსაც კომპანიის ტექნიკური მენეჯერი და სოფლის წარმომადგენელი ადგილზე უწევენ ზედამხედველობას. ამ დროისთვის ალტერნატიული მონაკვეთით უკვე სარგებლობენ მაღალი გამავლობის მანქანები. გზის მოწყობა ორ დღეში დასრულდება. რაც შეეხება სტიქიით დაზიანებული მონაკვეთის აღდგენას პროექტი მზადაა და მიმდინარეობს მოლაპარაკება მშენებელ კომპანიებთან. გზის რეაბილიტაცია დამცავი გაბიონებით უახლოეს დღეებში დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjcvbnb.jpg
03/07/2019 10:10

ანსამბლი „ოდილა“  „არტ-გენის“ ფესტივალზე

ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ გორდში ქართული ფოლკლორული და თვითშემოქმედების ფესტივალის ,,არტ-გენი 2019" რეგიონალური ტურნეს დასკვნითი კონცერტი გაიმართა. დასკვნით ღონისძიებაში  იმერეთის მუნიციპალიტეტების ფოლკლორული და ქორეოგრაფიული ანსამბლები იღებდნენ მონაწილეობას. ხარაგაულის სახელით მაყურებლის წინაშე ა(ა)ი.პ „კულტურის და ხელოვნების ცენტრთან“ არსებული უხუცესთა ანსამბლი ,,ოდილა" წარსდგა. ანსამბლის წევრებმა ორი სიმღერა შეასრულეს და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურეს. ანსამბლი „ოდილა“ 30 წელზე მეტია მოღვაწეობს და უამრავ ფესტივალში აქვს მონაწილეობა მიღებული. მათ რეპერტუარში შედის არაერთი უძველესი სიმღერა. ფესტივალზე, ასევე, მოეწყო ქართული რეწვისა და თანამედროვე ხელოვნების ნიმუშების გამოფენა-გაყიდვა. ფესტივალის თბილისის ტური ტრადიციულად ეთნოგრაფიულ მუზეუმში 7-14 ივლისს გაიმართება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghfhghgv.jpg
27/06/2019 12:00

„უბისმა“ ბაქოში საერთაშორისო საბავშვო ცეკვის ფესტივალში მიიღო მონაწილეობა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით, კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ქორეოგრაფიულმა ანსამბლმა ,,უბისი," 19-24 ივნისს,  ქალაქ ბაქოში მესამე საერთაშორისო საბავშვო ცეკვისა და შემოქმედების ფესტივალში ,,კავკასიის ცეცხლი" მიიღო მონაწილეობა. ფესტივალში, ასევე, მონაწილეობდნენ საქართველოს, აზერბაიჯანის, დაღესტანის, ყაბარდო-ბალკანეთის, ჩერქეზეთის,  რუსეთისა და ოსეთის ქორეოგრაფიული ანსამბლები. ფესტივალის გახსნა 20 ივნისს გუბის რაიონში გაიმართა, სადაც გუბის გუბერნატორმა ფესტივალში მონაწილე ანსამბლებს მადლობა გადაუხადა მონაწილეობისათვის, დააჯილდოვა სამახსოვრო სუვერინებით და ბავშვებს პიკნიკი მოუწყო. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელი ელისო ლურსმანაშვილი ამბობს - ,,მსგავს ფესტივალში არ მიმიღია მონაწილეობა, ორგანიზებული იყო არაჩვეულებრივად, გვქონდა ჩვენი პროგრამა წარმოდგენილი, რაც უნდა გვეკეთებინა 5 დღის მანძილზე, გვემსახურებოდა გიდი, ფესტივალის ორგანიზატორი ცდილობდა ბავშვებისთვის რაც შეიძლება ესიამოვნებინა, ძალიან კმაყოფილები და ბედნიერები არიან ბავშვები".  ფესტივალის დახურვა  23 ივნისს ბაქოში გაიმართა. ანსამბლი ,,უბისი" მაყურებლის წინაშე  ცეკვა ,,მთიულურით'' წარსდგა, რომელმაც დიდი მოწონება და მქუხარე აპლოდისმენტები დაიმსახურა. ანსამბლის ხელმძღვანელებს და ყველა წევრს გადაეცათ მადლობის სიგელი ფესტივალში მონაწილეობისთვის.  ანსამბლი ,,უბისი" 8 ივლისს ქობულეთში გამართულ ქორეოგრაფიულ ფესტივალში მიიღებს მონაწილეობას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xcvbxvb.jpg
26/06/2019 12:35

მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ტენდერს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია აცხადებს ტენდერს სოფელ ზარნისა და დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაციის მიზნით. სოფელ ზარანში გზის 1 328 მეტრიან მონაკვეთზე იგეგმება ბეტონის საფარის დაგება, სამუშაოები 196 878 ლარით ფინანსდება. სოფელ დეისში კი ბეტონის საფარი გზის 640 მეტრზე დაიგება, რაზეც 100 000 ლარი დაიხარჯება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას ტენდერი აქვს გამოცხადებული, ასევე, სოფელ ღუდუმექეთის გზის (1 000 მეტრი) რეაბილიტაციაზე. პროექტის ღირებულება 168 170 ლარს შეადგენს. წინადადებების მიღება დღეს სრულდება. აღნიშნულ პროექტებს რეგიონული განვითარების ფონდი აფინანსებს, მუნიციპალიტეტის თანამონაწილეობა კი თანხის 5%-ს შეადგენს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghj%2Ckvbnm_1.jpg
25/06/2019 14:25

სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება

მიმდინარეობს მდინარე ლეღვნულას კალაპოტის გაწმენდა და პირვანდელ მდგომარეობაში დაბრუნება.  7 ივნისს მოსული ძლიერი წვიმის შედეგად, ადიდებულმა მდინარემ მნიშვნელოვნად შეიცვალა კალაპოტი და მოვარდნის შედეგად რამდენიმე მეტრზე დაშლამა, ხეებით ჩახერგა და ქვა-ღორღით გაავსო მიმდებარე ტერიტორიები.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედგების ლიკვიდაცია ამ დრომდე გრძელდება. 7 ივნისის შემდეგ სტიქიამ კიდევ ორჯერ, 13 და 17 ივნისს დააზარალა ხარაგაულის რამდენიმე სოფელი. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dghjdgh.jpg
25/06/2019 14:18

 მუნიციპალიტეტის მერი ლეღვნის მოსახლეობას შეხვდა

24 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, თანაშემწე, ლაშა გელაშვილთან ერთად, სოფელ ლეღვნში იმყოფებოდა და ადგილობრივ  მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრის ძირითადი ნაწილი 7 ივნისს, ძლიერი წვიმის შედეგად, დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენით სამუშაოების განხილვას დაეთმო. მერთან საუბარში ადგილობრივებმა  დიდვაკე-ლეღვანის დამაკავშირებელი ცენტრალური გზის დროული აღდგენა მოითხოვეს. როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ განმარტა, გზის საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტი მზადაა, მეწარმეს ხელშეკრულება გაუფორმდება და, სავარაუდოდ, 10 დღეში დაზიანებული მონაკვეთის აღდგენა დაიწყება. „იმისთვის, რომ გზა ხარისხიანად და საფუძვლიანად შეკთდეს სამუშაოები ალბათ ერთი თვე გაგრძელდება, ამიტომ მოვედი თქვენთან, რათა ვიმსჯელოთ, რა შეიძლება გავაკეთოთ, რომ უგზოობით გამოწვეული პრობლემები შეგიმსუბუქდეთ“- აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ.  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე დროებითი, ალტერნატიული გზის მოწყობას, რასაც მოსახლეობის სრული უმრავლესობა ითხოვს. მათი თქმით, ძალიან უჭირთ გადაადგილება და მარელისიდან შემოვლით გზაზე სიარული, ამიტომ სასწრაფო ზომებია მისაღები.  როგორც ხარაგაულის მერმა განმარტა, თვითმმართველობა დააფინანსებს ტრანსპორტს, რომელიც კვრაში ორი დღე - პარასკევს და კვირას ლეღვნის მოსახლეობას მოემსახურება და ყოფით პრობლემებს დროებით შეუმსუბუქებს. რაც შეეხება ალტერნატიული გზის მოწყობას, მერი მოსახლეობას დაპირდა, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით სპეციალისტებთან გამართავს შეხვედრას.
სრულად