სიახლეები
https://new.admin.kharagauli.ge/images/Untitled-1_1.jpg
11/08/2022 23:40

ხარაგაულის მერიამ, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტებზე ტენდერი გამოაცხადა

ხარაგაულის მერიამ, სამოქალაქო ბიუჯეტირების პროგრამის ფარგლებში გამარჯვებულ პროექტებზე ტენდერი გამოაცხადა. პროგრამის ფარგლებში ტენდერი დამთავრებულია და წინადადებების მიღება უკვე დაწყებულია სამ პროექტზე.  ეს პროექტებია: ხარაგაულში ფრენბურთის მოედნის მშენებლობა - პროექტის ღირებულება 23 ათას 444 ლარი.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში ,,ლილეს წყაროს“ მშენებლობა. პროექტის ღირებულება 7 ათას 224 ლარი.  ხარაგაულის სერზე ტურისტული-რეკრეაციული სივრცის „ჩაიფიქრე ხარაგაული” შექმნა. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია საქანელას, ტურისტული სასურათე ჩარჩოს წარწერით ,,ჩაიფიქრე ხარაგაული“ და ფანჩატურის მოწყობა. პროექტის ღირებულება 10 ათას 949 ლარი. ტენდერი მიმდინარეობს პროექტებზე: ვერტყვიჭალაში ტრენაჟორებისა და ფანჩატურის მოწყობა. პროექტის ღირებულება -23 907 ლარი.  სოფელ ღორეშაში მინი ფეხბურთის მოედნის მოწყობა. პროექტის ღირებულება - 27 367 ლარი. ხარაგაულის მერიამ, სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოების (GIZ) მხარდაჭერით განახორციელა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0439.JPG
10/08/2022 17:00

კობა ლურსმანაშვილი: ხარაგაულის დევების ტერიტორიაზე ახალი რეკრეაციული ზონა შეიქმნება

დევების ქანდაკების და მიმდებარე სკვერის რეაბილიტაციის სამუშაოები ხარაგაულის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა , მოადგილესთან , დავით დევდარიანთან ერთად დაათვალიერა. ,,დევები ხარაგაულისთვის, სავიზიტო ბარათია. რამდენჯერმე მოხდა მისი რეაბილიტაცია, მაგრამ ასეთი სახის კომპლექსური სამუშაოები არასოდეს ჩატარებულა - " აცხადებს კობა ლურსმანაშვილი. საპროექტო დოკუმენტაცია ითვალისწინებს: ახალი ლამპიონების, საპარკინგე ადგილის, ხელნაკეთობებისათვის სავაჭრო სივრცის,  საინფორმაციო დაფის და  სკვერის შიდა სივრცის კეთილმოწყობას. პროექტის ფარგლებში დევების გამოსახულება მოპირკეთდება და მოექცევა დამცავ გარსში, სკვერის  ტერიტორიაზე მოეწყობა ლანდშაპტური გარე სანათები, ასევე ტერიტორიაზე დამონტაჟდება ვიდეო სათვალთვალო კამერები. მოხდება სკვერის  გამწვანება  ბუნებრივი კორდით და ტერიტორიაზე დაირგვება დეკორატიული ნაძვის ხეები . პროექტი საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში 2021 წელს 282 000 ლარით დაფინანსდა.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0186.JPG
10/08/2022 16:57

მუნიციპალიტეტის მერმა  ხარაგაულის ცენტრალური პარკის რეაბილიტაციის პროცესი დაათვალიერა

პარკში ამ ეტაპზე შიდა კომუნიკაციების გამართვა მიმდინარეობს. სამუშაოების გაცნობის შემდეგ , ხარაგაულის მერმა, კომენტარი გააკეთა: ,,შესასრულებელი სამუშაოები მოცულობით ბევრია. ვთვლი, რომ მეტი ადამიანური რესურსია საჭირო, რათა პროექტი იმ მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც ხელშეკრულებითაა გათვალისწინებული, დროულად დასრულდეს.“ ხარაგაულის მერმა, მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებს, შინ მოუსვლელთა მემორიალზე, როგორც ცალკე ლოკაციაზე, სამუშაოების პარალელურ რეჟიმში დაწყება შესთავაზა.  ,,ეს ადგილი, რაც სწრაფად დასრულდება და გალამაზდება მით უფრო კარგი იქნება ხარაგაულელებისათვის, მითუმეტეს ბავშვებისთვის და ახალგაზრდებისთვის”- ამბობს ხარაგაულის მერი. კობა ლურსმანაშვილი სამუშაოებს მერის მოადგილე, დავით დევდარიანთან და საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, დავით კიკნაძესთან ერთად გაეცნო.  პროექტი პარკის სრული რეაბილიტაციას ითვალისიწინებს. კერძოდ:  აშენდება ვიზიტორთა ცენტრი, ღია კაფე, ასევე დამონტაჟდება რამდენიმე საბავშვო ატრაქციონი, სპორტული ტრენაჟორები, მოიკირწყლება სასეირნო ბილიკები; აღდგება შადრევანი; დაირგვება დამატებითი ხეები და ბუჩქები; დაიდგმება საპარკე სკამები, სანაგვე ურნები, ლამპიონები; პარკის მთელ პერიმეტრზე მოეწყობა ახალი ღობე, საზოგადოებრივი საპირფარეშო და საკანალიზაციო სისტემა ქალაქის არსებულ ქსელს მიუერთდება.  პროექტი საპილოტე რეგიონების განვითარების ინტეგრირებული პროგრამის ფარგლებში დაფინანსდა და მისი ღირებულება მილიონ 460 ათას 942 ლარია. სამუშაოებს შპს ,,არბა” ასრულებს.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0075_1.JPG
10/08/2022 11:12

ლეღვანში ახალგაზრდული კარვების ბანაკის პირველი ნაკადი გაემგზავრა

დღეს,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ ორგანიზებით, ლეღვანში ახალგაზრდული კარვების ბანაკის პირველი ნაკადი გაემგზავრა.  გამგზავრებამდე ბანაკის მონაწილეებს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრში სწრაფი ტესტი გაუკეთდათ. ახალგაზრდები სოფელ ლეღვნის საჯარო სკოლის ტერიტორიაზე სამი დღით დაბანაკდებიან.  ,,სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ დირექტორის, რევაზ შერგელაშვილის ინფორმაციით, ბანაკში ყოველი დღე დატვირთული იქნება სპორტული აქტივობებით, გასართობი და ინტელექტუალურ-შემეცნებითი თამაშებით ასევე დაცული იქნება უსაფრთხოების წესები.    
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/298423781_3265388790404444_6068956110878212605_n%20(1)_1.jpg
09/08/2022 19:03

ხარაგაული მერი მასწავლებელს დაემშვიდობა

დღეს ხარაგაულის საზოგადოებამ უკანასკნელ გზაზე გააცილა ხარაგაულის საპატიო მოქალაქე, ყველასათვის საყვარელი პედაგოგი, კეთილშობილი თვისებებით შემკული ქალბატონი, მერი გიორგიძე. 83 წლის მერი გიორგიძე აქტიურად იყო ჩართული საზოგადოებრივ საქმიანობაში, სიცოცხლის ბოლო წლებში  ჩვეული დაუშრეტელი ენერგიითა და ადამიანების სიყვარულით სავსე აგრძელებდა ჟურნალისტურ მოღვაწეობას. გთავაზობთ ჩვენს მიერ ქალბატონ მერი გიორგიძესთან ჩაწერილ პატარა კომენტარს, სადაც საკუთარი ცხოვრების განვლილ წლებს იხსენებს:  ,,80 წელს გადავაბიჯე და დღემდე აქტიური ყოფის გარეშე ერთი დღეც არ მიცხოვრია. საშუალო სკოლის დამთავრებისთანავე ჩავირიცხე ქალაქ გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტზე. შემდეგ კი თითქმის 60 წელი ვმოღვაწეობდი პედაგოგიურ ასპარეზზე. ორი წლის წინ დავემშვიდობე აქტიურ პედაგოგიურ საქმიანობას. გადაუჭარბებლად ვიტყვი, რომ ეს წლები ჩემი ცხოვრების სამშვენისებია. მრავალმა ნიჭიერმა თაობამ გაიარა ჩემს ხელში და ბევრი ქვეყნისათვის სასახელო ადამიანი აღვზარდე. სამი შვილი და 6 შვილიშვილის ბებია ვარ და საზოგადოებრივი საქმიანობა დღემდე არ შემიწყვეტია. ამჟამად ხარაგაულის ა(ა)იპ ,,მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალურ ცენტრში“ ვმუშაობ გაზეთ ,,ახალი ხარაგაულის“ ჟურნალისტად. ვცდილობ, მკითხველს ჩემი კორესპონდენციებით გავაცნო თვალსაჩინო ამბები და საინტერესო ადამიანთა ცხოვრების ეპიზოდები. რამდენად ვახერხებ ყოველივე ამას, მკითხველთა მიერ გამოხატული მადლიერებით ვგრძნობ ხოლმე. აქტიურად ვთანამშრომლობ ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრთან. მინდა, რომ ის ენერგია, რაც უფლის წყალობით შემომრჩა, კვლავ ჩემი ქვეყნისა და ჩემი ხალხის სიყვარულში გავხარჯო. ჩემი ყოველდღიური ცხოვრების თანამდევია დიდი ილია ჭავჭავაძის სიტყვები: ,,ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო: აბა დღეს მე ვის რა ვარგე ?“ მერი მასწავლებლის გარდაცვალებას, მრავალი სამგლოვიარო და გამოსამშვიდობებელი პოსტი მიეძღვნა: იზა ვეფხვაძე: „ჩემი ცხოვრების დიდი და მნიშვნელოვანი ეტაპი დასრულდა. ჩემი ბავშვობის და მოსწავლეობის ყველაზე ბედნიერი წლების მაესტრო იმქვეყნიურ საუფლოში გაფრინდა. ჩემი მერი მასწავლებელი გარდაიცვალა. ენით უთქმელია ეს მწუხარება. ამქვეყნად ყველაზე კარგი, ერთგული და უღალატო პედაგოგი მყავდა. მას დღემდე არ დავუტოვებივარ. ყველგან ჩემს გვერდით იყო. უბედნიერეს ადამიანად ვგრძნობდი თავს.მასწავლებლის ეტალონი იყო. როგორ გამიჭირდება მის გარეშე. სიტყვებს თავს ვერ ვუყრი. მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან. მშვიდობით, ჩემო განუმეორებელო მერი მასწავლებელო. ყოველთვის ჩემთან იქნები.“   ნანა კვინიკაძე: ,,დღეს სსიპ დაბა ხარაგაულის N3 სკოლა ყოფილ პედაგოგს , ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს , მერი გიორგიძეს ემშვიდობება, ემშვიდობება მწუხარებით , პატივისცემითა და სიყვარულით.მერი გიორგიძემ, პედაგოგიური საზოგადოების ღირსეულმა წარმომადგენელმა, ათეული წელი მიუძღვნა ახალგაზრდა თაობის აღზრდის მეტად საპასუხისმგებლო საქმეს, პირნათლად, კეთილსინდისიერად და ნაყოფიერად ემსახურა N3 საჯარო სკოლას. ბუნებით კეთილშობილი, ჰუმანისტი, მზრუნველი , პროფესიისადმი ერთგულებით გამორჩეული პედაგოგი ყოველთვის სარგებლობდა კოლეგების , მშობლებისა და მოსწავლეების უსაზღვრო სიყვარულით. მუდამ დაუზარელმა, სხვისი ჭირ- ვარამის გამზიარებელმა იცხოვრა უპრეტენზიოდ, ადამიანური ღირებულებების დაცვით, სიყვარულით და მშვიდად , წყნარად , პირნათელი , ვალმოხდილი წავიდა წუთისოფლიდან . ვუთანაგრძნობთ ოჯახის წევრებს , ახლობლებს , თანამშრომლებს და ხარაგაულს. მშვიდობით, ჩვენო საყვარელო მერი მასწავლებელო, უფალმა დაუმკვიდროს ცათა სასუფეველი თქვენს უკვდავ სულს,მსუბუქი იყოს თქვენთვის მშობლიური მიწა!   მარინა ხვედელიძე: „მერი გიორგიძეს ქართული ენა და ლიტერატურა ჩემთვის არ უსწავლებია, ჩემი ქართულის მასწავლებელი სულნათელი თამარ სახვაძე გახლდათ. მაგრამ ვთქვა, მერი მასწავლებელს ჩემთვის არ უსწავლებია უმადურება და პირობითი ნათქვამი იქნება. მერი გიორგიძე ხომ ყველას მასწავლებელი გახლდათ. იგი მწვრთნიდა მოსწავლეობის დროს, სტუდენტობისას, მერე კოლეგები გავხდით და ძალიან ბევრი რამ მასწავლა. ახლა რედაქციაში მუშაობდა, მის ოთახს გვერდს გულგრილად ვერ ავუვლიდი. კარს შევაღებდი და მაშინვე იწყებდა მადლიან ქართულზე საუბარს. სიტყვის ჯადოქარი იყო, მდიდარი ლექსიკა, შესაშური მეხსიერება და მჭევრმეტყველება ყველასგან განასხვავებდა. შენთან საუბარი მავსებს და მჭირდებაო,-მეტყოდა ხოლმე. არადა, მერი მასწავლებელო, ეს მე უფრო მჭირდებოდა, მე უფრო მავსებდა თქვენთან საუბარი! ბევრი გეგმა გვქონდა, ბევრი დასახული მიზანი. მიუხედავად ასაკობრივი სხვაობისა, ერთნაირად ვფიქრობდით. მეგობრობის დროს ასაკობრივი სხვაობა რა მოსატანია. ქართულის გაკვეთილები ქართულის კაბინეტში მიტარდებოდა ხოლმე. წინ ჯდომა არ მიყვარდა, ჩემ უკან, კედელთან, მერი მასწავლებლის სამუშაო მაგიდა იდგა. გაკვეთილებზე გვესწრებოდა, თავისთვის მუშაობდა. რამე თუ შემეშლებოდა, წავიფორხილებდი, ჩუმად მახსენებდა, თან ისე, თამარ მასწავლებელს რომ არ შეემჩნია. მერი მასწავლებელზე, ბავშვობიდან დღემდე, უამრავი კარგი რამ მაქვს გასახსენებელი. არ შემიძლია არ აღვნიშნო მერი და თამარ მასწავლებლის თანამშრომლობა, მეგობრობა. ეს ძალიან ფაქიზი, ძალიან ღრმა და ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებული იყო. თამარ სახვაძის სიცოცხლის უკანასკნელ დღეებში მერი მასწავლებელი თითქმის ყოველდღე აკითხავდა მას და დასავით, მზრუნველი შვილივით ელოლიავებოდა. ასეთი ურთიერთობა მხოლოდ განსაკუთრებულ ადამიანებს შეუძლიათ. დიახ, მერი მასწავლებელი განსაკუთრებული იყო და ამაში მის არაერთი ნამოწაფარი დამეთანხმება. ჩვენ, ხარაგაულელებს, მერი მასწავლებელზე უამრავი კარგი გვაქვს სათქმელი, გასახსენებელი.სიყვარული ძალიან დიდი ძეგლია და, სწორედ ამიტომ, ამჯერად ნიკოლოზ ლორთქიფანიძეს არ დავეთანხმები. დიდებული ადამიანები უძეგლოდ არ იკარგებიან! მშვიდობით, მერი მასწავლებელო!      
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_10.png
09/08/2022 16:28

12 აგვისტოს საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება

 12 აგვისტოს საკრებულოს სხდომა გაიმართება საკითხთა ნუსხა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/sakrebulo-logo_11.png
09/08/2022 10:01

10 აგვისტოს საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება

 10 აგვისტოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. საკითხთა ნუსხა: „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2021 წლის 16 დეკემბრის N24 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0166_1.JPG
09/08/2022 09:32

კობა ლურსმანაშვილი: მადლობა მამუკა არევაძეს, რომელმაც ახალი ტაძარი აჩუქა ხარაგაულს

ანაობას, ხარაგაულში წმ. იოაკიმე და ანას სახელობის ტაძარი ეკურთხა. ტაძრის საზეიმო კურთხევა მისმა ყოვლადუსამღვდელოესობამ მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა ,მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე) ჩაატარა. მსახურებას ასევე ესწრებოდა  ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი ( ბოგვერაძე).  კურთხევის საზეიმო ცერემონიას, ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი , საპატიო სტუმრები, მარგვეთისა და უბისის ეპარქიის და ხარაგაულის თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივ მაცხოვრებლებთან ერთად ესწრებოდნენ.  ტაძარი ხარაგაულელმა ბიზნესმენმა მამუკა არევაძემ საკუთარი სახსრებით ააშენა. კობა ლურსმანაშვილი: ,,დღეს სადღესასწაულო დღეა, ხარაგაულს შეემატა შესანიშნავი ტაძარი, ეს ძალიან დიდი შენაძენია და ვულოცავ მთელ ხარაგაულს. მინდა მადლობა გადავუხადო არევაძეების ოჯახს, რომლებმაც საკუთარი შესაძლებლობებით ახალი ტაძარი აჩუქეს ხარაგაულს, ასეთი ადამიანები დასაფასებლები არიან. ვუსურვებ ხარაგაულს მეტი ინიციატივიანი და შესაძლებლობების მქონე პიროვნებები ჰყავდეს, რომლებიც ხარაგაულისთვის მრავალი სიკეთის კეთებას შეძლებენ.“ ტაძრის კურთხევის შემდეგ, მრევლს სიტყვით მიმართა მეუფე მელქისედეკმა: ,,მადლობა ღმერთს ყველაფრისათვის, დღეს არის ღვთისმშობლის დედის მიძინების,  წმინდა ანას ხსენების დღე, განსაკუთრებით უშვილოები შესთხოვენ იოაკიმეს და ანას შვილიერებას. ამ ტაძარში დადგინდება მსახურება, ჩატარდება წირვა და ტაძარი მოქმედი იქნება“- მიმართა მრევლს სიტყვით მეუფე მელქისედეკმა.    ლოცვის დასრულების შემდეგ მეუფე დოსითეოსმა ტაძრების მშენებლობის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება: ,,ტაძრის აგება არის ყველაზე დიდი ნიშანია იმის რომ ადამიანებმა უფლის გზა იპოვეს, დიდი მადლობა რომ მომეცა საშუალება ვყოფილიყავი ჩემს ხარაგაულელებთან ერთად და გამეზიარებინა ეს სიხარულის დღე. წმ იოაკიმე და ანა შეეწიოს ყველა ადამიანს ვინც გულით შემოხედავს ამ ტაძარს და პირჯვარს გადაიწერს, უფალმა ისმინოს თითოეული ჩვენგანის ლოცვა და თხოვნა.“ ახლად აშენებული ეკლესია ერთადერთია ხარაგაულში ,რომელიც წმინდა იოაკიმე და ანას სახელზეა აგებული. ახლად ნაკურთხ ტაძარში დეკანოზი თომა (ლაცაბიძე) იმსახურებს. ტაძარი მოქმედი იქნება და მასში წირვა ლოცვა ყოველ შაბათ - კვირას აღევლინება.  
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/2638024581267_n.jpg
09/08/2022 09:30

10 აგვისტოს 11-დან 18 სთ-მდე ხარაგაული - კიცხი -ზესტაფონის გზა დაიკეტება

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე შპს „ნიუ როუდი“ შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის (შ-101) ზესტაფონი-კიცხი ხარაგაულის საავტომობილო გზაზე აწარმოებს სარეაბილიტაციო სამუშაოებს. სამუშაოების წარმოების ფარგლებში აღნიშნული გზის კმ3 მონაკვეთზე დაგეგმილია მილის გაყვანა, რის გამოც, 2022 წლის 10 აგვისტოს 11:00 სთ-დან 18:00 სთ-მდე აღნიშნულ მონაკვეთზე აკრძალულია ავტოტრანსპორტის მოძრაობა. საავტომობილო გზის ჩაკეტვის პერიოდში ავტოტრანსპორტი იმოძრავებს საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-1) თბილისი–სენაკი–ლესელიძის და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზების გავლით. აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა  შსს-ს შესაბამისი რეგიონალური ქვედანაყოფების უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით განხორციელდება. ავტოტრანსპორტის მოძრაობის ჩაკეტვა თანდართული დროებითი მოძრაობის ორგანიზაციის სქემის შესაბამისად მოხდება.
სრულად
https://new.admin.kharagauli.ge/images/af81_n.jpg
08/08/2022 18:44

2008 წლის აგვისტოს ომიდან 14 წელი გავიდა

დღეს სოფელ ხიდარში, რუსეთ-საქართველოს ომში გმირულად დაღუპული ზაზა გლუნჩაძე გაიხსენეს. მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, მერის წარმომადგენელი, გიგი დოლიკაშვილი, ხიდრის მაჟორიტარი დეპუტატი, შმაგი ხიჯაკაძე, საკრებულოს წევრები ,ნონა ზურაბიანი და შალვა ლურსმანაშვილი ზაზა გლუნჩაძის საფლავთან შეიკრიბნენ და დაღუპულის ოჯახის წევრებთან და თანასოფლელებთან ერთად გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის, სოფელ ხიდრის მკვიდრი, ზაზა გლუნჩაძე 2008 წლის 8 აგვისტოს, ცხინვალში, თანამებრძოლთა გადარჩენის მცდელობის დროს დაიღუპა. მას ათი დაჭრილი თანამებრძოლი გამოუყვანია ბრძოლის ველიდან. კიდევ წასულა დაჭრილების საშველად, მაგრამ იქვე ჭურვი აფეთქებულა… ხარაგაულელი გმირი სიკვდილის შემდეგ ვახტანგ გორგასალის ორდენით დააჯილდოვეს. ზაზა გლუნჩაძემ, სულ ახალგაზრდამ 28 წლის ასაკში, შესწირა თავი სამშობლოს ერთიანობას. 14 წლის წინ,2008 წელს, შეიარაღებული კონფლიქტი საქართველოსა და რუსეთს შორის ხუთ დღეს გაგრძელდა. ამ ომს საქართველოს 412 მოქალაქე შეეწირა, 1747 ადამიანი კი დაიჭრა. მათ შორის იყვნენ სამოქალაქო პირები და ჟურნალისტები.
სრულად