სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/172674190_508091033701163_7833945523206112201_n_1.jpg
15/04/2021 11:13

დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების რეაბილიტაცია იგეგმება

  დიდვაკეში მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების  რეაბილიტაცია  იგეგმება მერიამ  აღნიშნული  სამუშაოების  განხორციელების  მიზნით,   ტენდერი  გამოაცხადა. როგორც სატენდერო დოკუმენტაციაში  ვკითხულობთ,  დაგეგმილია სამსართულიან საცხოვრებელი  კორპუსის საერთო  სარგებლობის  კიბის უჯრედების  რეაბილიტაცია და ხუთსართულიანი ბინის სახურავის შეცვლა. აღნიშნული  პროექტი  ხარაგაულის   ადგილობრივი  ბიუჯეტიდან   37 786   ლარით  დაფინანსდა.  ხარაგაულის მერის კობა ლურსმანაშვილის ძალისხმევით, დიდვაკეში ორი საცხოვრებელი ბინის მაცხოვრებლებისთვის  მნიშვნელოვანი პრობლემა გადაიჭრება. მოსახლეობა აღნიშნული სამუშაოების შესრულებას  უკვე წლებია ითხოვს.  გამარჯვებული  კომპანია  28   აპრილს   გამოვლინდება,  რომელიც  ვალდებულია,  სამუშაოები  ხელშეკრულების  გაფორმებიდან 35 კალენდარული დღეში  შეასრულოს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/19113787_1920342308211951_7194103540783727209_n_1.jpg
13/04/2021 12:58

მთის განვითარების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 650 000 ლარი გამოეყო

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში  მასშტაბური  ინფრასტრუქტურული  პროექტების  განხორციელება აქტიურ ფაზაში შედის. ხარაგაულის ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მაღალმთიან   დასახლებებში მცხოვრებ პირთა საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესება. სწორად ამიტომ მაქსიმუმი კეთდება  იმისათვის,  რომ   მოსახლეობა სოფლად  დამაგრდეს. ხაზგასმით  შეიძლება  აღინიშნოს,  რომ   საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის  მაჟორიტარი  დეპუტატის,  პაატა  კვიჟინაძის,   დიდი  ძალისხმევითა  და  აქტიური  მუშაობით,     მთის  განვითარების  ფონდიდან  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტს  650 000   ლარი    გამოეყო.  მოგახსენებთ, რომ პაატა კვიჟინაძე საქართველოს  პარლამენტში  საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და  ამავდროულად,  მთის განვითარების ეროვნული საბჭოს  წევრია.  მისასალმებელია, რომ  მაჟორიტარი  დეპუტატი  მაქსიმალურად  ჩართულია  ხარაგაულისათვის  პრობლემური   საკითხების მოგვარებაში   და ამ  მიზნით, კოორდინირებულად  მუშაობს  სამინისტროებთან და  სხვადასხვა ფონდებთან. მაღალმთიანი  დასახლებების  განვითარების  ფონდიდან გამოყოფილი  თანხებით  გედსამანიისა  და   ზვარის  გზების  რეაბილიტაცია  განხორციელდება,  სადაც ბეტონის საფარი არასდროს ყოფილა,  ყოველივე  კი  ადგილობრივებს გადაადგილების სერიოზულ პრობლემას უქმნიდა.   ინფორმაციისთვის,   გედსამანიაში   ცენტრალური გზა  2016  წელს  მობეტონდა,  თუმცა    დარჩა  გარკვეული  მონაკვეთი  და  მოსახლეობის  მოთხოვნით,  ამჯერად კეთილმოწყობილი   გზა  სოფელში  არსებულ  ღვთისმშობილის  სახელობის   ტაძრამდე  მივა. მთის  განვითარების ფონდიდან   გადმოცემული თანხების  ათვისება   წლის ბოლომდე მოხდება.  როგორც  ხარაგაულის  მერი  კობა  ლურსმანაშვილი განმარტავს, ამ  ეტაპზე  მიმდინარეობს  ტექნიკური  საკითხების  მოგვარება  და  ზემოაღნიშნული  სამუშაოების  განხორციელების  მიზნით,   ტენდერი  უახლოეს  დღეებში  გამოცხადდება. ხარაგაულის  მერის  ინფორმაციით,  საერთო  ჯამში,   მიმდინარე  წელს    მუნიციპალიტეტში   ინფრასტრუქტურული  პროექტების  მოსაწესრიგებლად,  ათ    მილიონ  ლარამდე     დაიხარჯება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdasdasf465af46af465af465af465f_1.JPG
13/04/2021 12:50

უხვი ნალექის შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტში  უხვი ნალექის  შედეგად დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენა იწყება. სამუშაოების  განხორციელების  მიზნით, გამოცხადებული  ტენდერი  დასრულდა. როგორც   დოკუმენტაციაში  ვკითხულობთ,    თანხები  ძირითადად  გზებისა და  ხიდების რეაბილიტაციის, ნაპირსამაგრი სამუშაოებისა  და გაბიონების მოსაწყობად დაიხარჯება.  პროექტის  ფარგლებში,  დაბა  ხარაგაულში,   ბაზრის  ტერიტორიაზე   გზის   ნაპირდამცავი  კედელი აშენდება. სოფელ  ლეღვანში,  კიბაბოურის  უბანში,   მოეწყობა   ახალი  სახიდე   გადასასვლელი.  გარდა  ამისა,   ცენტრალურ  გზაზე     გაკეთდება  გაბიონები; ბორითის  ადმინისტრაციულ  ერთეულში       დაზიანებული  ხიდები   და  მილხიდები   აღდგება, კერძოდ,  ალედი  ბარბაქაძის  უბანში მოეწყობა  სანიაღვრე  არხი და   კურტანიძეების  უბანში-მილხიდი;  მაქათუბანში  ბეტონის  გზაზე  ღელის  წყლისაგან  დაზიანებული  ბეტონის  მონაკვეთი  გაკეთდება, ასევე მაღაზიასთან -მილხიდი;  მილხიდის  მოწყობა  იგეგმება   კვესრევშიც,  ამავე  სოფელში,   სავანის  უბანში,   გაკეთდება   ორი  ხიდბოგირი; აქვე  მოგახსენებთ, რომ შემსრულებელი  კომპანია  ვალდებულია    სამუშაოები,  ხელშეკრულების  გაფორმებიდან  არაუგვიანეს  ოთხ  თვეში,  დაასრულოს.   როგორც  ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის  მერი  კობა  ლურსმანაშვილი  განმარტავს,  ეს  არის  პირველი  ეტაპი  და,   სტიქიური მოვლენების  სალიკვიდაციო  ღონისძიებების  განხორციელების მიზნით დამატებითი  თანხების მობილიზებაზე,   მუნიციპალიტეტი    კვლავ  აქტიურად  მუშაობს. კობა ლურსმანაშვილი: ,,წინა  წლებში  სტიქიით    მიყენებული   ზარალი  მუნიციპალიტეტში,   დაახლოებით,   5  მლნ  ლარამდეა.  ამ  ეტაპზე  კი ხარაგაულს,  საქართველოს  მთავრობის  განკარგულებით,       1 200 000  ლარი  გამოეყო,  რომელიც  ძირითადად    დაზიანებული  ინფრასტრუქტურის აღდგენას მოხმარდება.    დამატებით თანხების  მობილიზებაზე   კვლავ  აქტიურად   ვმუშაობთ   შესაბამის  სამინისტროებთან  და  ყოველივე     დამოკიდებული  იქნება  იმაზე,    თუ  როგორ  მოხდება  გამოყოფილი  თანხების  ათვისება.  თუმცა  გეტყვით,  რომ უყურადღებოდ  არ  დარჩება  არც ერთი  ადმინისტრაციული  ერთეული  და   სამუშაოები  ეტაპობრივად  ყველგან  განხორციელდება. ამჟამად,  რაც  სწრაფ  რეაგირებას  საჭიროებდა,  გახლდათ დაბაში,  ბაზრის მიმდებარედ, ნაპირდამცავი  კედლის  აშენება.  გარდა  ამისა, სოფლებში  გზებისა  და  ხიდების  კუთხით  იყო   რიგი  პრობლემები, რაც   მოსახლეობის  გადაადგილებას  საფრთხეს  უქმნიდა.   სამწუხაროდ,  სტიქია  მუნიციპალიტეტში  ხშირია.  ახლაც  ვიმყოფებით   წერტილოვანი  პრობლემის  წინაშე. ხანგრძლივი წვიმის შედეგად, დაზიანდა   ბაზალეთი-ხარაგაულის დამაკავშირებელი  გზის    გარკვეული  მონაკვეთი.   აღნიშნულთან  დაკავშირებით, გვაქვს კოორდინაცია   ინფრასტრუქტურის  სამინისტროსთან და მინისტრის მოადგილეებთან.  უკვე  ადგილზე  იმყოფებოდა   სამუშაო ჯგუფი და  მოახდინა ტექნიკური დათვალირება. ხაზგასმით  შემიძლია აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტის  აღმასრულებელი და   წარმომადგენლობითი ორგანოები აქტიურად  მუშაობენ ნებისმიერი  პრობლემატური  საკითხის  აღმოსაფხვრელად  და,  რაც  მთავარია,  სწრაფი  რეაგირებები  ხდება.  ძალიან მნიშვნელოვანია,  რომ მაქსიმალურად  გვერდით  გვიდგას  მაჟორიტარი დეპუტატი ბატონი პაატა კვიჟინაძე  და იმერეთის  სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე.   ვფიქრობ,  გუნდური   მუშაობის  პრინციპი  დადებითად  აისახება  საქმეზე  და  ის  საკითხები,   რომლებიც  მოსახლეობის  ინტერესებიდან  გამომდინარეობს,   მაქსიმალურად უმოკლეს  ვადებში  გადაიჭრება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdshdhdh4235565as5d4.jpg
13/04/2021 12:23

ოთხ ოჯახს მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მისანიჭებლად დადებითი რეკომენდაცია გაეწია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ– მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე მოქალაქეთა განცხადებები განიხილა. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო ინდივიდუალურ განცხადებებს განიხილავს  და  მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე რეკომენდაციებს გასცემს. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს გამოსცემს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი . იხილეთ
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/aisjdasjdasdj4884fs6ad5f4a65f4a6s5f.jpg
13/04/2021 12:20

ხარაგაული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების კუთხით სიახლეების მოლოდინშია

ხარაგაულში რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე, ილია ბეგიაშვილი  და მოადგილე კობა გაბუნია იმყოფებოდნენ. სტუმრები იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულთან ზვიად შალამბერიძესთან და გუბერნატორის მოადგილესთან ბესიკ გოფოძესთან ერთად ხარაგაულის მერს კობა ლურსმანაშვილს, მერის მოადგილეებს და საკრებულოს თავმჯდომარეს მანანა ბარბაქაძეს შეხვდნენ. სამუშაო ფორმატში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული მიმართულებით არსებული გამოწვევების და სიახლეების განხილვა მოხდა. მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნეს ის დიდი მხარდაჭერა , რომელსაც მუნიციპალიტეტი მთავრობის , ინფრასტრუქტურის სამინისტროს და მხარის რწმუნებულიდან იღებს. ხარაგაულში მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება და სასიხარულოა, რომ სამომავლო სიახლეებიც იგეგმება“ - აღნიშნავს კობა ლურსმანაშვილი.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdad654sdffe3easfd.jpg
13/04/2021 12:15

მერის პირველი მოადგილე სამსახურებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს

მერიის სამსახურების ეფექტურობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდის მიზნით  მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი  სამსახურებთან ინდივიდუალურ შეხვედრებს მართავს. დღეს მერის პირველმა მოადგილემ საკურატორო  - საფინანსო-საბიუჯეტო, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვისა და ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურებთან  თათბირი გამართა. როგორც ვარლამ ჭიპაშვილმა განმარტა სამსახურების საქმიანობის ეფექტური წარმართვისთვის კომუნიკაცია ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა.   ,,შეიძლება არსებობდეს კითხვები, იდეები ან ისეთი საკითხები, რომლებზეც ერთად უნდა ვიმუშაოთ. ჩვენთვის  თითოეული თანამშრომლის აზრის მოსმენა მნიშვნელოვანია.“ ვარლამ ჭიპაშვილის თქმით, სამსახურებმა დაკისრებული მოვალეობები ჯეროვნად უნდა შეასრულონ: „დროულად უნდა ვრეაგირებდეთ მერის დავალებებზე, მეტი პასუხისმგებლობა გვმართებს მოსახლეობის, ხელმძღვანელისა და საქმის მიმართ.“ შეხვედრის დასასრულს ვარლამ ჭიპაშვილმა ისაუბრა  სახელმწიფო აუდიტისა დასკვნასთან  და შიდა აუდიტის   დასკვნებთან დაკავშირებით: „საბიუჯეტო ორგანიზაციებმა განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილონ  აუდიტის რეკომენდაციებზე, რათა მომავალ საქმიანობაში, სამართლებრივი  შეუსაბამობები თავიდან იქნეს აცილებული“- განმარტა მერის პირველმა მოადგილემ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/aslkfalsfalskfjaslfkjaslfkjaslkfj654%2B6.jpg
13/04/2021 12:11

ხარაგაულის მერიაში ერთიანი ელექტრონული სერვისების დანერგვა იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მუნიციპალური ელექტრონული სერვისების ერთიანი პლატფორმის დანერგვა იწყება. პროექტი მუნიციპალიტეტის ინსტიტუციურ გაძლიერებას და ელექტრონული მმართველობის მიმართულებით განვითარებას მნიშვნელოვნად  შეუწყობს ხელს. პროექტის განმახორციელებელია ა(ა)იპ „მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“ , რომელიც თბილისის მუნიციპალიტეტის პრაქტიკასა და გამოცდილებას საქართველოს 63 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულში გააზიარებს.  მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბიზნეს ანალიტიკოსმა თამთა ორჯონიკიძემ , მუნიციპალიტეტის მერს კობა ლურსმანაშვილს, მერის პირველ მოადგილეს ვარლამ ჭიპაშვილს  და თანაშემწეს ჟანა ნემსაძეს პროექტის მიზნები,ამოცანები და დანერგვის ეტაპით განსაზღვრული სამუშაოები გააცნო. აპრილიდან ოთხი თვის განმავლობაში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში  პროექტის დანერგვის ეტაპით განსაზღვრული სამუშაოების განხორციელებაა დაგეგმილი.კერძოდ,ელექტრონული სისტემის შესწავლა და რეალურ რეჟიმში გაშვება.სწავლება მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან  ჯგუფურ და ინდივიდუალურ სამუშაო შეხვედრებს ითვალისწინებს. სწავლებას ,,მუნიციპალური სერვისების განვითარების სააგენტო“-ს ბიზნეს ანალიტიკოსი თამთა ორჯონიკიძე განახორციელებს. კობა ლურსმანაშვილი: ,,ელექტრონული მმართველობა მოქალაქეებისთვის საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობას შეუწყობს ხელს , გაზრდის  მოქალაქეების ჩართულობას საჯარო პოლიტიკის და სერვისების დანერგვის პროცესში, მათ საშუალებას მისცემს  თავად მიიღონ მონაწილეობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში და პოლიტიკის შემუშავებაში, რაც ჩვენ საქმიანობას და საზოგადოებასთან ურთიერთობას უფრო მოქნილს გახდის.” თამთა ორჯონიკიძე:  ,,ელექტრონული სერვისებით სარგებლობის პირობებში გამარტივდება განცხადების წარდგენის პროცესი, სწრაფი და კომფორტული გახდება კონსულტაციის მიღება, დაიზოგება მოქალაქის ფინანსური და დროითი რესურსები, მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ იდეებით ჩაერთონ საკუთარი მუნიციპალიტეტის განვითარებაში, ყველა მნიშვნელოვან პროექტზე ექნებათ მონიტორინგის განხორციელების საშუალება და ახალ ტექნოლოგიებთან ერთად გზას გაუხსნიან კიდევ მეტ შესაძლებლობას.” პროექტი საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს მთავრობის, მსოფლიო ბანკისა (WB) და შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) ფინანსური მხარდაჭერით იწყება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/169235393_416203156501711_4402367906786531543_n.jpg
05/04/2021 20:22

მერიამ სოციალური პაკეტების დაფინანსება გაზარდა

5 აპრილის საკრებულოს სხდომაზე, რომელსაც საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე ხელმძღვანელობდა 11 საკითხი განიხილეს. სხდომაზე წარდგენილი საკითხებიდან განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია სოციალურმა ცვლილებებმა და 2020 წლის ბიუჯეტის შეფასებამ. სხდომაზე თუ რა კონკრეტული ცვლილებები შევიდა დახმარების გაცემის წესში დაწვრილებით ისაუბრა სოციალური დაცვის განყოფილების  უფროსმა, ალექსანდრე ტაბატაძემ . „ოპერაციების თანადაფინანსება გაიზარდა- 700 ლარიდან- 1000 ლარამდე. ერთჯერადი დახმარებების გაცემის წესში შევიდა ცვლილება, სადაც დაფინანსება 100 ლარიდან- 500 ლარამდე განისაზღვრა, რომელიც გადაუდებელ და გამოუვალ მდგომარეობებში გაიცემა ოჯახის ფინანსური მდგომარეობის შეფასების გათვალისწინებით. სოციალურ პროგრამას დაემატა ასევე ახალი პუნქტი, რომლის მიხედვითაც პოსტკოვიდური რეაბილიტაციის ფარგლებში, მერია დააფინანსებს 6 წლამდე ასაკის ბავშვების სარეაბილიტაციო, ერთ კვირიან კურსს კურორტ ნუნისში-1400 ლარამდე. სხდომაზე ასევე იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გასული წლის ბიუჯეტის შესრულების  ანგარიშთან დაკავშირებით. როგორც საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა 2020 წლის ბიუჯეტი 16 102 900 ათას ლარს შეადგენდა. ბიუჯეტში შემოსულობები შესრულდა-109%-ით,  გასავლები-84,1%-ით. მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა დადებითი შეფასება მისცა გასულ წელს ბიუჯეტით დაფინანსებულ სოციალურ პროგრამებს. მისივე განცხადებით პრობლემები იყო ხარჯვით ნაწილში, კერძოდ აუთვისებელი დარჩა ინფრასტრუქტურული თანხები. „ინფრასტრუქტურული პროექტების შესრულებასთან დაკავშირებით ხარვეზები არსებობდა. ზუსტად, არსებული მდგომარეობის გამოსწორება არის ჩვენი მიზანი. ამისათვის მერიაში ახალი ხემძღვანელობაა მოსული, რომლებიც, მერთან კობა ლურსამანაშვილთან ერთად ძალისხმევას არ იშურებენ  პროექტების დროულად და ეფექტურად განხორციელებისთვის. ვფიქრობ ცენტრალური ხელისუფლებიდან დაფინანსებული პროექტები მოქალაქეებამდე უნდა მივიდეს ისე, რომ არ გაჩნდეს კრიტიკის საფუძველი. მზად ვართ  გავითვალისწინოთ და ვითანამშრომლოთ, როგორც მოქალაქეებთან, ისე მაჟორიტარ დეპუტატთან და საკრებულოს წევრებთან. გამოვრიცხავ პერსონალურ მიდგომებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.  ერთად უნდა გავაანალიზოთ და სწორად შევაფასო ყველა გამოწვევა, რაც მოსახლეობისა და ხარაგაულის წინაშე დგას.“   ამავე სხდომაზე წარმოდგენილ იქნა მერიის ორი სამსახურის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ. ესენია:1. მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახური და შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახური.   შიდა აუდიოტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიშის განხილვისას, საკრებულოს დეპუტატმა, თორნიკე ავალიშვილმა შპს „ხარაგაული 2011“დაკავშირებით გამოთქვა შენიშვნები. მისი თქმით, შპს „ხარაგაული 2011“ -ის კუთვნილებაში არის ქონება, რომელსაც შპს-ს დირექტორი თავისი შეხედულებით განკარგავს და ბიუჯეტში შემოსავლებს არ ასახავს.“ სხდომაზე წარდგენილი საკითხები დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_53.jpg
02/04/2021 12:45

5 აპრილს საკრებულოს სხდომაზე 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშს განიხილავენ

5 აპრილს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული შემდეგი საკითხები: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი: ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე.  მომხსენებლი: გიორგი ჭყოიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე. მომხსენებლი: ზურაბ ბანცაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესი“-ს დამტკიცების შესახებ. მომხსენებელი: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის №35 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ ‘’ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი: ნანა კიკნაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ბორითის ადმინისტრაციული შენობაში მდებარე 16.24 კვ.მ ფართის (ს/კ 36.03.41. 006. 01. 500) ფიზიკური პირის ნათია ჭუმბურიძის-ათვის პირდაპირი განკარგვის წესით სასყიდლით, იჯარის ფორმით, სამი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: მაია ალავიძე 7 .ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 ნოემბრის N 50/48 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2021 წელს დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხსენებელი: პეტრე შარიქაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მწვანეები“-ს სახელის ფრაქცია „მოძრაობა ხარაგაულისათვის“ სახელით შეცვლის ცნობად მიღების შესახებ. მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება- მწვანეები“-ს რეგისტრაციის შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 აპრილის N 50/11 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი 10 „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ქართული ოცნება-მწვანეები“-ს თავმჯდომარის მოადგილის არჩევის ცნობად მიღების შესახებ“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 02 აპრილის N 50/12 განკარგულებაში ცვლილების შეტანის შესახებ. მომხსებელი: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 20 ნოემბრის N 50/70 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს შემადგენლობის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი საკრებულოს სხდომა გადაიცემა პირდაპირი ეთერით. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0235_2.JPG
01/04/2021 17:35

ხარაგაულის მერიის ინიციატივით მუნიციპალიტეტში მოსახლეობის გამოკითხვა ჩატარდა

როგორ აფასებს ხარაგაულის მოსახლეობა  წინა წლებში განხორციელებულ საბიუჯეტო პროგრამებსა და 2022-2025 წლებისთვის, რომელი პროექტების განხორციელებას მიიჩნევს პრიორიტეტულად. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა შეხვედრა გამართა  პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად შექმნილ ჯგუფის წევრებთან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ მოსახლეობის გამოკითხვასა და პროექტების შედგენის პროცესში. პრიორიტეტების დოკუმენტის მოსამზადებლად შექმნილი ჯგუფის თავმჯდომარეა, მუნიციპალიტეტის მერი, კობა ლურსმანაშვილი, ხოლო თანათავმჯდომარე, მერის პირველი მოადგილე ვარლამ ჭიპაშვილი. შეხვედრაზე, ვარლამ ჭიპაშვილის თქმით,  მოსახლეობამ თავიანთი შეხედულებები და არჩეული პრიორიტეტბი მიმდინარე წელს წერილობით პირველად დააფიქსირა „გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობა მნიშვნელოვანია პროცესის ეფექტურად  და გამჭვირვალედ წარმართვისათვის.  რომლის საშუალებითაც ასევე უფრო მარტივად ვეცნობით მოსახლეობის საჭიროებებს.“  როგორც შეხვედრაზე სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ განაცხადა, გამოკითხვის მიხედვით ადმინისტრაციულ ერთეულებში ძირითად  პრობლემად რჩება, სასმელი წყალი, გზა და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მიუხედვად იმისა, რომ ბოლო წლებში, საკამაოდ დიდი თანხები გაიხარჯა ამ მიმართულებით. გამოკითხული მოსახლეობა ასევე მოითხოვს გარე განათებას, სოფლის მეურნეობის ტექნიკის შეძენას. საცხოვრებელი სახლების და დამხმარე ნაგებობების აღდგენას, ზოგან ნაგვის ურნებსა და უპატრონო ცხოველების იზოლაციას. მოსახლეობა ასევე დადებით შეფასებას აძლევს, საბავშვო ბაღების მშენებლობა-რეაბილიტაციას, ბავშვების კვებას, სასკოლო ინფრსატრუქტურის მოწესრიგებას, სოციალურ პროგრამებს. გამოკითხვაში ასევე აღნიშნულია , რომ სოფლის მოსახლეობას ნაკლებად მიუწვდება ხელი სპორტულ და კულტურულ სანახაობებზე.  ასევე სოფლებში არ არის სკვერები, პარკები, ატრაქციონები.“ მერის თანაშემწემ ჟანა ნემსაძემ ისაუბრა ინფრასტრუქტურულ და კულტურული პროექტების დაფინანსების მოპოვებაზე. მისი განცახდებით შესაძლებელია გრანტების მოპოვებაზე იმუშაოს მერიამ და თანადაფინანსებით მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდეს.
სრულად