საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/ghjhbjmvbn.jpg
15/05/2019 10:32

არჩილ მაღრაძემ თანამდებობა დატოვა

სამუშაო თათბირი გაიმართა ხარაგაულის მერიაში, სადაც მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ კონტროლის ჯგუფის წევრებს, რომლის თავმჯდომარეც, ამ დრომდე, მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღღაძე გახლდათ, ფუნქციები გადაუნაწილა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ თანამდებობა 8 მაისს, პირადი განცხადების საფუძველზე, დატოვა. არჩილ მაღრაძე პირველი მოადგილის პოსტს 2016 წლის ნოემბრიდან იკავებდა და ის მერიაში ინფრასტრუქტურულ მიმართულებას კურირებდა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/cghncvbn.jpg
15/05/2019 10:29

ნადაბურში გზის მშენებლობა ინტენსიურად მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსთან, თემური თაბუკაშვილთან ერთად, ნადაბურში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები და დასრულებულ პროექტები დაათვალიერა.  სოფელ ნადაბურის ცენტრალურ გზაზე 5,3 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა აქტიურ ფაზაშია. ამ დროისთვის ბეტონის საფარი დაგებულია 3 300 მეტრზე. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 578 498 ლარით ფინანსდება.  კომპანია, რომელიც აქამდე შეფერხებით მუშაობდა, სამუშაოებს ყოველდღიურად, ინტენსიურ რეჟიმში აწარმოებს.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/dfghxg.jpg
15/05/2019 10:27

ლაშეში კიკალიშვილების საუბნო გზას რეაბილიტაცია ჩაუტრდა

ერთ კილომეტრამდე ამორტიზებულ მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება რეგიონული განვითარების ფონდიდან 106 924 ლარით დაფინანსდა. ტენდერში გამარჯვებულ კომპანია „ბორი-85“-ს, ამ ეტაპზე, გზის გასწვრივ გვერდულების შევსების სამუშაოები აქვს შესასრულებელი, რომელსაც უახლოეს დღეებში განახორციელებს.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/auq/ghjcgnbcvb.JPG
14/05/2019 18:22

ხარაგაულის 5 საბავშვო ბაღში მზის ელექტროსადგური დამონტაჟდება

დღეს ხარაგაულის მერიაში შეხვედრა გაიმართა, სადაც მუნიციპალიტეტის ხუთ საბავშვო ბაღში  27 კილოვატიანი მზის ელექტროსადგურის მონტაჟის შესახებ ისაუბრეს. აღნიშნული პროექტი არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ გრანტის სახით მოიგო და დაფინანსება მოიპოვა. შეხვედრაზე ა/ო-ის ხელმძღვანელმა ხათუნა მანჯავიძემ, მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილმა და  ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა პროექტის დეტალები განიხილეს. ისაუბრეს კონკურსის შედეგებზე, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ მზის ფოტოელემენტების, ქსელური ინვენტარისა და მათი გამოყენებით მზის 5 მიკრო ელექტროსადგურის მონტაჟის მიზნით გამოაცხადა. კონკურსში რამდენიმე კომპანიამ მიიღო მონაწილეობა, რომელთა წინადადებები შეხვედრაზე განიხილეს.  საბოლოო გადაწყვეტილებას კი ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მიიღებენ. მზის ელექტროსადგურები ბორითის, წყალაფორეთის, კიცხის, ვარძიის და დაბის პირველ საბავშვო ბაღში დამონტაჟდება.    ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, ბაღების შერჩევა  წინასწარი კვლევისა და ექსპერტის დასკვნის საფუძველზე მოხდა.  როგორც სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორმა აღნიშნა, პროექტის განხორციელებით დაიზოგება ელექტროენერგიის მოხმარება. პროექტი აგვისტოს ბოლოს დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/vcbnbv.jpg
07/05/2019 12:21

მდინარე ძირულაზე ხიდ-ბოგირის აღდგენა მიმდინარეობს

მდინარე ძირულაზე ხიდ-ბოგირის აღდგენა მიმდინარეობს. ხიდ-ბოგირი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებს, კვესრევსა და ამაშუკეთს ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალთან აკავშირებს. პროექტი სტიქიის ფონდიდან 16 545 ლარით დაფინანსდა.          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fcghjcgbn_1.jpg
07/05/2019 12:15

ვახანში გზის დამეწყრილ მონაკვეთს რეაბილიტაცია უტარდება

სოფელ ვახანში, გარსიას ჭალაში, დამეწყრილ მონაკვეთზე ბეტონის დასხმის სამუშაოები მიმდინარეობს. აღნიშნულ მონკავეთზე მოეწყო, ასევე, ნაპირსამაგრი გაბიონი.  სოფელ ვახანის ცენტრალურ გზაზე ე.წ „გარსიას ჭალასთან“ მეწყერი ხშირად ჩამოდიოდა, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც ქვეითად მოსიარულეებს, ასევე, ავტომანქანების გადაადგილებას. პროექტი სტიქიის ფონდიდან 114 000 ლარით დაფინანსდა.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cghncvb.jpg
07/05/2019 12:05

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლები მერიის თანამშრომლებს შეხვდნენ

შეხვედრა გაიმართა მერიაში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგნეტოს წარმომადგენლებსა და მერიის თანამშრომლებს შორის. საუბარი შეეხო აღნიშნული სააგენტოს მიერ შემუშავებული მუნიციპალური მართვის სისტემის დანერგვას, რომელიც ხელს შეუწყობს მერიაში არსებული მუნიციპალური სერვისების ხარისხის ამაღლებას. ელექტრონული პროგრამა Mms (მუნიციპალური მართვის სისტემა) ამჟამად საქართველოს 55 მუნიციპალიტეტში მოქმედებს.  Mms - ელექტრონული სისტემის მეშვეობით მომხმარებელს შეუძლია სახლიდან გაუსვლელად, ელექტრონული პორტალის My.gov.ge - ს საშუალებით დაარეგისტრიროს განცხადება.  სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენლების ინფორმაციით ისინი უახლოეს დღეებში პირად კონსულტანტს გამოაგზავნიან, რომელიც ადგილზე გადაამზადებს თანამშრომლებს.  Mms - ელექტრონული სისტემა იმუშავებს e-document -თან ერთად და მისი მომხმარებლები ძირითადად სოციალური, ინფრასტრუქტურის, ეკონომიკის და ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლები იქნებიან. სისტემაში ჩაერთვება კანცელარიის განყოფილებაც.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/59325770_2362996813947478_5724657304909905920_o.jpg
03/05/2019 11:01

ხარაგაული გვირილობის დღესასწაულზე

ტრადიციული გვირილობის დღესასწაული აღინიშნა ქუთაისში 2 მაისს. ქალაქი მთელი დღის განმავლობაში დატვირთული იყო სხვადასხვა კულტურულ-საგანმანათლებლო და სოციალური ღონისძიებებით. გვირილობის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი - იმერეთის სახალხო დღესასწაული, მუხნარის ტყეში აღინიშნა, სადაც იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტთან ერთად, მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, ხარაგაული ქართული ხალხური რეწვის ნიმუშებითა და ტრადიციული იმერული სამზარეულოთი წარსდგა. ხარაგაულის ფოტო-ვიდეო სალონმა, ქუთათურებს, სპეციალურად ამ დღის სიმბოლოებით გამოსახული საკუთარი ნაწარმი შესთავაზა.  მუხნარის ტყეში გამართულ კონცერტში მონაწილეობა მიიღო ხარაგაულის კულტურის ცენტრის ფოლკლორულმა ანსამბლმა „უბისმა“, რომელთაც „იმერული სატრფიალო“ და „ლეჩხუმური სახუმარო“ შეასრულეს. მუხნარის ტყეში ასევე, მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა სპორტული შეჯიბრებები და მუსიკალური პერფორმანსები.  სახალხო დღესასწაულს ქუთაისში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მოადგილე, თემურ ჩხეიძე დაესწრნენ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0336.JPG
01/05/2019 12:19

ხარაგაულის მერის ანგარიში ხალხს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ანგარიში გაწეული საქმიანობის შესახებ! მერმა მუნიციპალიტეტის სოფლების მოსახლეობას 2018 წლის ანგარიში გააცნო.                             
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjdcgh_1.JPG
01/05/2019 10:16

ხარაგაულში ოქროსა და ვერცხლის მედალოსნები დააჯილდოეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრში 2017-2018 სასწავლო წლის ოქროსა და ვერცხლის მედალოსანი მოსწავლეები დააჯილდოეს. შეხვედრას მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე, განათლების, კულტურის და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე, დავით კიკნაძე, საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე, ვარლამ ჭიპაშვილი, წარჩინებული მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა ოქროსა და ვერცხლის მედალოსან მოსწავლეებს მედლების გადაცემა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს. ხარაგაულის მასშტაბით სულ 25 ახალგაზრდა დაჯილდოვდა ოქროსა და ვერცხლის მედალით, აქედან 13 ოქროს  მედალოსანია. გოგა აბაშიძე - დაბის მე-2 საჯარო სკოლა (ოქროს  მედალი); ბერიკა ებანოიძე - დაბის მე-2 საჯარო სკოლა  (ოქროს  მედალი); კესო შარიქაძე - დაბის მე-2 საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); ლუკა თაბუკაშვილი - დაბის მე-3 საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); ამანდა ხვედელიძე - დაბის მე-3 საჯარო სკოლა (ოქროს  მედალი); ანა მაღრაძე - ვახანის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); საბა გრიგალაშვილი - ხევის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); სოსო გოგოლაძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); ლაშა ლურსმანაშვილი - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); გრიშელ გამრეკელაშვილი - კიცხის საჯარო სკოლა  (ოქროს მედალი); ერეკლე გამრეკელაშვილი - კიცხის საჯარო სკოლა (ოქროს მედალი); მეგი მიქაბერიძე - წმინდა ანდრია  პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ოქროს მედალი); ნათია რამინიშვილი - წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ოქროს მედალი); გიორგი ნიქაბაძე - დაბის მე-3 საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი); ბორის ზვიადაძე - კიცხის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი); თამარ კურტანიძე - ვერტყვიჭალის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი); ნინო გელაშვილი - წმინდა ანდრა პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ვერცხლის მედალი); გიორგი ლომსაძე - წმინდა ანდრა პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ვერცხლის მედალი); ნინო რამიშვილი - წმინდა ანდრა პირველწოდებულის სახელობის სასულიერო გიმნაზია (ვერცხლი  მედალი); ეთერ ხიჯაკაძე - ვარძიის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი); მედეა ინასარიძე - ვახანის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი); მარიამ კვინიკაძე - წიფის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი); თამუნა ტალახაძე - წიფის საჯარო სკოლა ( ვერცხლის მედალი); თეონა ტალახაძე - წიფის საჯარ სკოლა (ვერცხლის მედალი); რომა გრიგალაშილი - ხევის საჯარო სკოლა (ვერცხლის მედალი).
სრულად