სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%20%E1%83%93%E1%83%A0%E1%83%9D.jpg
25/08/2020 13:45

25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა

მთავრობის განკარგულებით, შატილის გზაზე მომხდარი ტრაგედიისას დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, 25 აგვისტო გლოვის დღედ გამოცხადდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სახელმწიფო დროშები დაშვებულია. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.jpg
25/08/2020 11:27

ხარაგაულში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდა

ხარაგაულში, 24 აგვისტოს სისხლის უანგარო დონაციის აქცია "გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე" გაიმართა. აქციაში მონაწილე ყველა დონორს ჩაუტარდება სისხლის გამოკვლევა და კვლევების შედეგები პირადათ ეცნობებათ (სისხლის ჯგუფი და რეზუსი,ჰემოგლობინის შემცველობა,სკრინინგის შედეგები აივ ინფექცია/შიდსზე, C და B ჰეპატიტებზე, ათაშანგზე.) აქციას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შ.პ.ს „სისხლის გადასხმის სამოქალაქო სადგურმა" განახორციელა. აქცია ხარაგაულის მერიის შენობაში ჩატარდა და სისხლი უანგაროდ ოცზე მეტმა დონორმა გასცა. მათ შეძლეს და გადაარჩინეს სიცოცხლე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/32565900_1702364819842931_6037832262706266112_n.jpg
25/08/2020 11:21

რა გაკეთდა ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში

კითხვაზე - რა გაკეთდა? ამჯერად ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში შესრულებული სამუშაოებით ვუპასუხებთ. ბორითის ადმინისტრაციული ერთეული ყველაზე დიდი თემია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, რომელიც 9 სოფელს აერთიანებს. ბორითი, საქასრია, მაქათუბანი, უბისა, ერეთა, ვაშლევი, კვესრევი, ამაშუკეთი და ციხისძირი - ყველა მათგანი ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის მიმდებარე ტერიტორიაზეა განლაგებული. 2014 წლის აღწერით ბორითის თემის მოსახლეობა 2 491 ადამიანს შეადგენდა. სასიხარულოა ის ფაქტი, რომ ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში არასდროს შეინიშნებოდა მოსახლეობის მასობრივი მიგრაცია, ბორითის საჯარო სკოლასა და საბავშვო ბაღს არასდროს დაკლებია აღსაზრდელები, სწორედ ამან განაპირობა 2014 წელს ბორითის საბავშვო ბაღში ჯგუფების დამატება და შენობის სრული რეაბილიტაცია. დღესდღეობით ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში დაახლოებით, 3200 ადამიანი ცხოვრობს. თუმცა არის ერთი უძველესი სოფელი, ერეთა, საიდანაც შეინიშნება მკვეთრი მიგრაცია, მაგრამ ეს ხდება მთიდან ბარისკენ და ერეთიდან ასახლებული ოჯახები არა ქალაქში, არამედ ისევ თავის ადმინისტრაციულ ერთეულში, ბარში, სახლდებიან. ბორითის ადმინისტრაციული ცენტრიდან ხარაგაულამდე მანძილი 28 კმ-ია. სოფლები გამოირჩევიან უნიკალური ლანდშაფტებით და უძველესი არქიტექტურით, როგორიც უბისის მონასტერი და კოზმანის ეკლესიაა. ახლა კი გავიგოთ რა გაკეთდა ამ ულამაზეს სოფლებში 2013 წლიდან დღემდე: სოფელ უბისაში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა. მონასტერთან მოასფალტდა გზა, მოეწყო გარე განათება და საინფორმაციო ცენტრი ტურისტებისთვის. სოფელ მაქათუბანში მოიხრეშა საუბნო გზები და აშენდა სარიტუალო სახლი. სოფელ ბორითის საბავშვო ბაღში მოეწყო ეზოს ატრაქციონი. სოფელ ერეთაში გაკეთდა საუბნო გზა. სოფელ ბორითის კულტურის სახლმა შეიძინა გამახმიანებელი. სოფელ ბორითში, მაჩაიძეების უბანში, შეკეთდა წყლის ავზი. სოფელ ბორითში, ფაბრიკის უბანში, მობეტონდა გზის მონაკვეთი. სოფელ ციხისძირში მობეტონდა საუბნო გზა. სოფელ ვაშლევში გაკეთდა გარე განათება. სოფელ ვაშლევში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა. სოფელ ვაშლევში შემოიღობა სასაფლაო. სოფელ საქასრიაში მოპირკეთდა სარიტუალო სახლის იატაკი და აშენდა დამხმარე შენობა. სოფელ საქასრიაში მოეწყო წყლის სათავე ნაგებობა. სოფელ ამაშუკეთში მობეტონდა გზის მონაკვეთი. სოფელ კვესრევის ორ უბანში მოეწყო ცხაურები საუბნო გზებზე. სოფელ კვესრევში შეკეთდა წყლის ავზი. სოფელ ციხისძირის საუბნო გზის დასაწყისში, მდინარე ძირულაზე, მოეწყო ნაპირსამაგრი კედელი. მობეტონდა სოფელ ვაშლევის ორი საუბნო გზა. საქასრიაში, რკინის ხიდის უბანში, მობეტონდა საუბნო გზები. მობეტონდა ღორეშა-ბორითის დამაკავშირებელი გზის 3 კილომეტრიანი მონაკვეთი. უბისაში მობეტონდა ძინძიბოურის საუბნო გზა. მობეტონდა ჭალის უბნის გზა სოფელ უბისაში. მაქათუბანში მობეტონდა 4 საუბნო გზა. სოფელ უბისაში, ტაძრის მიმდებარედ მოეწყო სკვერი. სოფელ ბორითის ორ უბანში მოეწყო გარე განათების სისტემა. სოფელ უბისაში მოეწყო გარე განათება. სოფელ ბორითის საბავშვო ბაღი გარემონტდა და მოეწყო თანამედროვე სტანდარტებით. სოფელ ბორითში მოიხრეშა საუბნო გზები. ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში მოეწყო 7 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 2 ხიდ-ბოგირს. საქასრიაში გაკეთდა 2 სამანქანო ხიდი. მაქათუბანში აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი. სახელმწიფოსგან "დანერგე მომავლის" ფარგლებში დაფინანსდა 2 მეწარმე გელა გოლუბიანი და ბაქარ ბარბაქაძე, რომლებმაც ჟოლოს წარმოებას მიჰყვეს ხელი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_12.jpg
24/08/2020 17:01

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წლის 26 აგვისტოს რიგგარეშე სხდომას გამართავს

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 3 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_11.jpg
24/08/2020 12:05

ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა 2020 წლის 25 აგვისტოს გაიმართება

1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N17 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 3 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 2 სექტემბრის N31 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/117877967_1793798890760584_7483654129264746494_n.jpg
21/08/2020 15:09

რა გაკეთდა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში-ანგარიში საზოგადოებას

რთულია შეაფასო მუნიციპალიტეტისთვის შესრულებული სამუშაოები, მაშინ, როცა არ გაქვს ინფორმაცია სოფლებში გაკეთებული პროექტების შესახებ. სწორედ ამიტომ ვაგრძელებთ პროექტს და დღეს გეტყვით რა გაკეთდა ხუნევის ადმინისტრაციულ ერთეულში. ხუნევის ადმინისტრაციული ერთეული ხუთ სოფელს ხუნევს, გედსამანიას, ვერტყვიჭალას, ვერტყვილასა და ბჟინევს მოიცავს. ადმინისტრაციულ ცენტრს სოფელი ხუნევი წარმოადგენს. მათგან ორ სოფელს გედსამანიას და ბჟინევს მღალამთიანი დასახლების სტატუსი აქვთ მინიჭებული. ხუნევის ადმინისტრაცილი ცენტრიდან ხარაგაულამდე 35 კმ-ა. სოფელში 2014 წლის აღწერით 2066 მცხოვრები იყო, თუმცა იმის გამო, რომ სოფლები განლაგებულია მთავარი საავტომობილო მაგისტრალის (E-60-ის) გასწვრივ, დასახლებებში მოსახლეობის მიგრაცია არ აღინიშნება. პირიქით, ბოლო წლებში განხორციელებულმა პროექტებმა და ასევე, ახალი ჩქაროსნული მაგისტრალის მშენებლობამ, მოსახლეობა უკან, სოფელში დააბრუნა. განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, ამ სოფლებში კენკროვანი კულტურების განვითარება. მაგალითად მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში, სადაც 250-ზე მეტი მაცხოვრებელია, თითქმის ყვლა ოჯახში მოყავს ჟოლო, ზოგიერთი გლეხი აქ სეზონზე-3-5 ტონამდე კენკროვან კულტურას აბარებს. ახლა კი, ყველამ ერთად გავიგოთ რა გაკეთდა ამ, ხუთ ულამაზეს სოფელში: სოფლებში: ვერტყვილაში, ხუნევში, გედსამანიაში და ბჟინევში დასრულდა სარიტუალო დარბაზების მშენებლობა. ბჟინევში მოეწყო ორი საავტომობილო ხიდი. სოფელ ხუნევსა და გედსამანიაში მოეწყო საავტომობილო ხიდები. ვერტყვილაში, ეკლესიის უბანში, მობეტონდა გზა. გარე განათება დამონტაჟდა სოფელ ხუნევის ორ და სოფელ ვერტყვილას ორ, გოგიაშვილებისა და ეკლესიის, უბანში. გარე განათება მოეწყო, ასევე, სოფელ ვერტყვიჭალაში, სკოლის მიმდებარედ. სოფელ ვერტყვილაში, ბლიაძეებისა და გოგიაშვილების უბანში ბეტონის საფარი დაიგო. მოეწყო ექვსი საფეხმავლო ხიდ-ბოგირი სოფელ გედსამანიაში. სოფელ ვერტყვიჭალაში მოეწყო სანიაღვრე არხები. მოასფალტდა სკოლის ცენტრალური გზის ნაწილი სოფელ ვერტყვიჭალაში. სოფელ გედსამანიასა და ხუნევში ნაწილობრივ შემოიღობა სასაფლაო. ვერტყვილაში მოეწყო საფეხმავლო ხიდ-ბოგირი. სოფელ გედსამანიაში მობეტონდა გზის საფარი 300 მეტრზე. სოფელ ხუნევში, კალოს უბანში, მობეტონდა გზა. წელს მაღალმთიან სოფელ ბჟინევში მიმდინარეობს სოფლამდე მისასვლელი საავტომობილო გზის მობეტონება. სოფელ ვერტყვიჭალაში მიმდინარეობს ახალი თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული, ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა. მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში იწყება საბავშვო ბაღისთვის შესაბამისი ფართის რეაბილიტაცია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_10.jpg
21/08/2020 13:00

საიუბილეო პლენერი

საიუბილეო პლენერი „გამა 2020“-ში მონაწილეობას მხატვრები საქართველოს სხვდასხვა კუთხიდან მიიღებენ. 29-30 აგვისტოს, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი გამართავს საიუბილეო მხატვართა პლენერ „გამა 2020”. პლენერი წელს მეხუთედ გაიმართება, რომლის ავრტორია ა(ა)იპ რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის დამაარსებელი და რეჟისორი, იზა ვეფხვაძე. პლენერში მონაწილეობას მიიღებს 32 მხატვარი საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან. წელს პროექტის მნიშვნელოვანი სიახლეა-პლენერში ემეგრანტების დინსტანციური მონაწილეობა. პლენერი საქველმოქმედოა. მონაწილე მხატვრები დახატავენ ხარაგაულის ხედებს, რომლებსაც შემდგომ საჩუქრად გადასცემენ ლიტერატურულ თეატრს. წელს პლენერის გახსნა და დახურვა მოხდება სოფელ სამებაში, ბახვა სამხარაძის ზღაპრულ კარ – მიდამოში. პროექტის განხორციელებაში აქტიურად იქნება ჩართული ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, საკრებულო, მამა პეტრე (კერტანიძე), ბაღდათისა და ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო, რიგითი ადამიანები, რომლებიც თავიანთი ქველმოქმედებით გამოხატავენ მხარდაჭერას. განსაკუთრებით აღსანიშნავია ისრაელში მცხოვრები ქართველი ებრაელი, ორი სამშობლოს ღირსეული მოქალაქე, ბატონი პაატა იოსებაშვილი. მისი ქველმოქმედებით პლენერის მონაწილეებისთვის დამზადდება მაისურები პლენერის ლოგოთი, ასევე მონაწილე მხატვრებს დააჯილდოებს სპეციალურად ჩამოსხმული ღვინით. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_9.jpg
19/08/2020 12:59

ხარაგაულში სისხლის უანგარო დონაციის აქცია ჩატარდება

ხარაგაულში, 24 აგვისტოს, სისხლის უანგარო დონაციის აქცია „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე“ გაიმართება. აქციაში მონაწილე ყველა დონორს ჩაუტარდება სისხლის გამოკვლევა და  კვლევების შედეგები პირადათ ეცნობებათ (სისხლის ჯგუფი და რეზუსი,ჰემოგლობინის შემცველობა,სკრინინგის შედეგები აივ ინფექცია/შიდსზე, C და B ჰეპატიტებზე, ათაშანგზე.) სისხლის უანგარო დონორობა,  მთელს მსოფლიოში, საპატიო და საამაყოა. გულთან მიიტანეთ ადამიანების განსაცდელი, უწილადეთ სისიხლი და აჩუქეთ სიცოცხლე! აქციას  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით შ.პ.ს „სისხლის გადასხმის სამოქალაქო სადგური“განახორციელბს.   აქცია ჩატარდება ხარაგაულის მერიის ადმინისტრაციულ  შენობაში (მის: 9 აპრილის ქუჩა N9)
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
17/08/2020 16:22

ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება და მერიის ორი სამსახურის ანგარიში განიხილეს

17 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება და მერიის ორი სამსახურის ანგარიში მოისმინეს. სხდომაზე კახაბერ გოლუბიანმა (ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი)  ადმინისტრაციული  სამსახურის მიერ  ექვსი თვის გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში წარადგინა და  საკითხის ირგვლივ, ბიუროს წევრების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხა.  ბიუროს წევრებმა ასევე, მოისმინეს მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის ანგარიში, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა, გიორგი ჭყოიძემ წარადგინა. გიორგი ჭყოიძის განცახდებით, საანგარიშო პერიოდში, სამსახურმა აუდიტორული შემოწმება განახორციელა ხუთ ა(ა)იპ-სა და მერიის ორ სამსახურში, თუმცა პანდემიის გამო გეგმის მიხედვით გათვალისწინებული რამდენიმე ორგანიზაციის შემოწმება ვერ მოხერხდა, საბიუჯეტო ცვლილების შესახებ ინფორმაცია საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. მისი განმარტებით ა(ა)იპ დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანებას საწვავის შესაძენად ესაჭიროება- 18 000 ლარი და  ნაგავმზიდი ავტომობილის შესაძენად 30 000 ლარი. ბიუროს წევრების განმარტებით საკითხთან დაკავშირებით საჭიროა მსჯელობა გაგრძელდეს, ვინაიდან სჯობს მუნიციპალიტეტმა ახალი ავტომობილი შეიძინოს და ამისთვის თანხა დაემატოს. ვლადიმერ გელაშვილის თქმით, ბიუჯეტში უნდა აისახოს ასევე, ე.წ. „დევების“ მონუმენტის რეკონსტრუქციის 40 000 ლარი, ვინაიდან  მონუმენტი დაზიანებულია და შეიძლება განადგურდეს. სხსდომაზე  ასევე, მოისმინეს ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით.  ზწემოთ აღნიშნულ საკითხებზე მსჯელობა  საკრებულოს კომისიების სხდომებზე გაგრძელდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
14/08/2020 10:49

ბიუროს სხდომაზე მერიის ორი სამსახურის ანგარიშს განიხილავენ

17 აგვისტოს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომა გაიმართება. სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი იქნება წარდგენილი, სადაც ბიუროს წევრები მოისმენენ, მერიის სამსახურების მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშებს. გთავაზობთ ბიუროს სხდომის საკითხთა ნუსხას: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: გიორგი ჭყოიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: კახაბერ გოლუბიანი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 19 დეკემბრის N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ვლადიმერ გელაშვილი 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე იმ ზონების განსაზღვრის შესახებ, რომლებშიც I კლასს დაქვემდებარებული შენობა-ნაგებობათა განთავსება/მშენებლობა სავალდებულოა II კლასისთვის დადგენილი წესით მომხს: აფრასიონ ლურსმანაშვილი    
სრულად