სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0418.JPG
15/02/2021 17:23

ბიუროს სხდომაზე გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმაზე იმსჯელეს

15 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუროს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე ბიუროს წევრებმა პირველ საკითხად,  საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. სხდომაზე ასევე მოისმინეს ინფორმაცია, ხარაგაულის   მუნიციპალიტეტის   გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმის დამტკიცების   შესახებ. საკითხი მერის თანაშემწემ გენდერულ საკითხებში, ინგა ბერაძემ წარადგინა. ინგა ბერაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედ პროგრამებზე ისაუბრა, რომელიც ძალადობის მსხვერპლთა დახმარებას ითვალისწინებს. მან ასევე განმარტება გააკეთა იმ ღონისძიებებზე, რომელიც გენდერის მიმართულებით განხორციელდა. ინგა ბერაძემ ასევე წარადგინა ინფორმაცია გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით.   საკითხის განხილვა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა, სადაც დეპუტატებმა ხაზგასმით აღნიშნეს, რომ ძალადობის მსხვერპლებზე ინფორმაციის მოძიება და მათზე ზრუნვა ერთ-ერთი პრიორიტეტული უნდა იყოს. ინგა ბერაძის განმარტებით ამ ეტაპზე ძალდობის მსხვერპლ ქალს მუნიციპალიტეტის მერია ბინის ქირით უზრუნველყოფს. მისივე განმარტებით, ქალებთან დაკავშირებით რამდენიმე პროექტი განხორციელდა, რაც ძირითადად მიზნად ისახვდა ქალთა ინფორმირებას და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას. სხდომაზე ასევე განხილული იყო საკთხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც ამავე კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა წარადგინა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_48.jpg
15/02/2021 17:02

16 თებერვალს ხარაგაულის საკრებულო რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 16 თებერვალს რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს.  სხდომაზე დეპუტატები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2020 წლის, 23 დეკემბრის, N23 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე იმსჯელებენ. საკითხს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0385.JPG
15/02/2021 14:25

16 თებერვლიდან ხარაგაულში სოფლის საერთო კრებების ჩატარება იწყება

ორშაბათის ტრადიციული შეხვედრა მერის წარმომადგენლებთან, რომელიც მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული გამოწვევების ერთ სივრცეში განხილვას ემსახურება, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა ჩაატარა.  შეხვედრის მთავარი თემა „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ გახლდათ.  სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის მუნიცპალიტეტში, ხვალიდან, 16 თებერვლიდან იწყება და პირველი შეხვედრები ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჩატარდება.  კიდევ ერთხელ გაცნობებთ, რომ პირველ ეტაპზე, მოსახლეობა წარმოადგენს საპროექტო წინადადებებს, რომლის განხილვაც მოხდება სოფლის საერთო კრებაზე და შედგება კრების გადაწყვეტილების ოქმი.  საერთო კრებების დასრულების შემდეგ ოქმებს განიხილავს მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური და დასამტკიცებლად წარუდგენს საკრებულოს.  ამის შემდეგ, გამარტივებული შესყიდვით იწყება , სოფლის მცირე პროექტების გაკეთება. წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მცირე პროექტების მოწყობა 890 000 ლარით დაფინანსდა. სოფლის კრებების გრაფიკი და გამოყოფილი თანხები იხილეთ ლინკზე: https://bit.ly/3rh93gU
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0235.JPG
13/02/2021 11:21

დაბა ხარაგაულში წყალარინების(კანალიზაციის) პროექტი იწყება

დაბა ხარაგაულში წყალარინების (კანალიზაციის) პროეტი იწყება! ამის შესახებ ისაუბრეს 12 თებერვალს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, კობა ლურსმანაშვილთან, რომელსაც  პროექტის დამკვეთის - გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის, მშენებელი კომპანია „ჰიდრო ტექნიკური ჯგუფის“ და პროექტის შემდგენი „არქ დიზაინ მშენის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ. მხარეებმა დაბა ხარაგაულის წყალარინების პროექტი დეტალურად განიხილეს. იმსჯელეს ქუჩების ეტაპობრივ დაქსელვაზე, რათა არ მოხდეს გზის დაკეტვა, გამწმენდი კოლექტორების, სატუმბების და სალექარების განთავსებაზე, ასევე ორმული გაჭრების შედეგად ამოღებული ნაშალის განთავსებაზე. მოხდა მოსაზრებების გაცვლა და დეტალებზე შეთანხმება! შეხევდრაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, კობა ლურსმანაშვილმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ნებისმიერი სამუშაოს შესრულება მოსახლეობის ინტერესების დაცვით და გათვალისწინებით უნდა მოხდეს. „ჰიდრო ტექნიკური ჯგუფის“ დირექტორის, ზურაბ ბარჯაძის თქმით, სატუმბი სადგურები და გამწმენდი კოლექტორები არის გერმეტულად დახურული, გავლილი აქვს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ხარისხი და სრულიად უსაფრთხოა. როგორც პროექტანტები ამბობენ, პროექტის საბოლოო დეტალების დაზუსტებას და ექსპერტიზის დასკვნას, დაახლოებით, ერთი თვე დასჭირდება. ამიტომ, მათი ვარაუდით ხარაგაულში კანალიზაციის სისტემის მოწყობის პროცედურები მარტის ბოლოს დაიწყება. „ხარაგაულისთვის ეს არის უპრეცედენტო პროექტი, რადგან დაბაში კანალიზაციის სისტემა არასდროს ყოფილა. ფაქტობრივად, ერთად განხორციელდება 24 საათიანი წყალმომარაგების და წყალარინების პროექტი, რომელთა დასრულებასაც დაუყოვნებლივ მოყვება დაბაში ასფალტის საფარის გადაგება, რომელიც როგორც უკვე ვიცით, ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის ფარგლებში განხორციელდება. მინდა ხარაგაულის მოსახლეობას ვუთხრა, ეს პროცედურები არ იქნება სახარბიელო, თუმცა ყველაფერს გავაკეთებთ გადაადგილების შეზღუდვები თავიდან ავიცილოთ. თუ ჩვენ ტურიზმის განვითარებაზე, ეკნომიკის ხელშეწყობაზე და სამომავლო მასშტაბურ პროექტებზე ვსაუბრობთ და ამის ამბიციური გეგმები გვაქვს, მაშინ, წყალმომარაგება, კანალიზაციის სისტემა და საგზაო ინფრასტრუქტურა პირველ რიგში უნდა იყოს გამართული“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_47.jpg
12/02/2021 16:57

15 თებერვალს საკრებულოს ბიურო მორიგ სხდომას ჩაატარებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, 15 თებერვალს, 11:00 საათზე,   მორიგ სხდომას გამართავს. სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ; მომხსენებელი:ოთარ ლურსმანაშვილი 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს 2021 წლის სამოქმედო გეგმის  დამტკიცების შესახებ;  მომხსენებელი: ინგა ბერაძე  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1096.jpg
12/02/2021 15:07

წყალაფორეთში საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ წყალაფორეთში საჯარო სკოლის ახალი შენობა აშენდება. ამის შესახებ კომენტარს აკეთებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი კობა ლურსმანაშვილი, რომელიც ასევე მუნიციპალიტეტში საჯარო სკოლების მსენებლობასა და რეკონსტრუქციაზე საუბრობს.  „პირველ რიგში წყალაფორეთის საჯარო სკოლის მშენებლობაზე ვიტყვი ახალ ინფორმაციას - გადაწყდა, რომ სოფელში სკოლის ახალი შენობა აშენდეს. თავიდან დაიგეგმა, მომხდარიყო შენობის სრული რეკონსტრუქცია, თუმცა, შემდეგ აღმოჩნდა, რომ ფუნდამეტი არ იყო მყარი.   ადგილობრივი თვითთმმართველობა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრი აქტიურად ახდენდნენ მოპლაპარაკებებს მუნიციპალური განვითარების ფონდთან, რათა შეცვლილიყო პროექტი და სოფელში აშენებულიყო სკოლის ახალი შენობა.  ცოტა ხნის წინ შედგა საუბარი მუნიციპალური განვითარების ფონდის დირექტორთან, ბატონ გიორგი შენგელიასთან, რომელშიც უშუალოდ იყო ჩართული საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე და  ჩვენ ერთობლივად მივაღწიეთ შეთანხმებას, რომ გამოყოფილი 1 800 000 ლარი მოხმარდეს ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობას. ეს ძალიან სასიხარულო ამბავია და მინდა წყალაფორეთის მოსახლეობას მივულოცო! ჩვენ უკვე გვაქვს კიცხში საჯარო სკოლის ახალი შენობა, რომელიც თითქმის დასრულებულია. ახალი დაწყებითი განათლების სკოლა აშენდა ასევე ღარიხევში და ხიდარში. სამივე შემთხვევაში საუკუნოვანი შენობების ადგილზე სრულად თანამედროვე და ევროპული სტანდარტების შესაბამისი შენობებია აშენებული. ასევე, წელს დაიწყო და წელსვე დასრულდება სოფელ ვერტყვიჭალისა და მარელისის საჯარო სკოლების კაპიტალური რეაბილიტაცია. გარდა ამისა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლებია სკოლებში მიმდინარეობს ახალი სველი წერტილების მოწყობა და დიდი ყურადღება ექცევა ჰიგიენის ნორმების დაცვას. ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის არის, რომ ეს ტემპი, რომელიც გვაქვს აღებული, აუცილებლად გაგრძელდება, რადგან საგანმანათლებლო დაწესებულებების ახალი ინფრასტრუქტურა ჩვენი პრიორიტეტია და ადაპტირებულ გარემოს უდიდესი მნიშვნელობა აქვს - ახალგაზრდებმა მიიღონ სრულფასოვანი განათლება“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0169.JPG
12/02/2021 10:13

ხარაგაულის მერის კომენტარი მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხზე

მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე, ხშირად დასმულ შეკითხვებზე პასუხების მისაღებად, ხარაგაულის მერია ოფიციალურ facebook გვერდზე კამპანიას იწყებს სახელწოდებით #რას_ამბობს_ხარაგაულის_მერი ამჯერად, კობა ლურსმანაშვილი მუნიციპალიტეტის სოფლების გაზიფიცირებაზე საუბრობს: „საქართველოს მთავრობის განკარგულებით შემუშავებული 2021-2023 წლების გაზიფიცირების გეგმაში, ხარაგაულიდან ექვსი სოფელი შედის. ჩვენ, რა თქმა უნდა, პრიორიტეტი მივანიჭეთ იმ ზონებს, სადაც ბუნებრივი აირის მაგისტრალი გაყვანილია. მაგალითად, კიცხის ზონაზე გაზიფიცირებულია კიცხის თემი და ვარძია, აუცილებელია ბუნებრივი აირი შევიდეს წყალაფორეთში და ხიდარში. ასევე, ვმუშაობთ, რომ კიცხის ადმინისტრაციული ერთეულიდან  ჩაისვას  სოფელი ბორი. ბაზალეთის მიმართულებით კარგი ტემპი გვქონდა და ასე გავაგრძელებთ ახლაც. ამიტომ 2021- 2023 წლის გეგმაში შედის ბაზალეთის თემის სოფლების გაზიფიცირება. რაც შეეხება ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულს -  სოფელ ფარცხნალში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს. ისლარი და ახალსოფელი გამრიცხველიანებულია. შემოსულია მოთხოვნა ღუდუმექეთიდან და ლოგიკურიც არის, რომ ფაქტობრივად, თემში ერთი სოფელი რჩება და ჩვენ ამას აუცილებლად მივაქცევთ ყურადღებას. ასეთივე გეგმები გვაქვს ლაშის თემზეც. როგორ იცით ლაშე გაზიფიცირებულია და ვფიქრობთ, ლაშის იგორეთს და სხვა დანარჩენ სოფლებს მაქსიმალურად მივაქციოთ ყურადღება. ასე, რომ ყველა ზემოთ აღნიშნული გეგმის განხორციელების შემდეგ ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი იქნება დაბა ხარაგაულთან მიბმული ყველა ზონა, გარდა საღანძილის თემისა, სადაც მხოლოდ ჯაფაროული და ჩხერია გაზიფიცირებული. ამავდროულად, რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენ უკვე უნდა დავიწყოთ ფიქრი ჩხერიმელასა და ძირულას ხეობის სოფლების გაზიფიცირებაზე. როგორც იცით, ორივე ხეობაში მასშტაბური საგზაო სამუშაოები მიმდინარეობს, ამიტომ შესაძლებელია ერთდროულად ვერ განხორციელდეს ინფრასტრუქტურის განვითარება და გაზიფიცირება, მაგრამ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ პირველივე შესაძლებლობის ფარგლებში, იქნება ეს ფინანსური თუ ტექნიკური დავაყენოთ წინადადება ცენტრალურ ხელისუფლებასთან.  2021-2023 წლების გეგმა არ ნიშნავს უპირობოდ იმას, რომ ხარაგაულში მხოლოდ 6 სოფელი გაზიფიცირდება.  გამორიცხული არაა 2023 წლამდე კიდევ მოხდეს სხვა სოფლების დამატება, რადგან წლების განმავლობაში ნაშთების და გამოთავისუფლებული თანხების ფონზე, ეს პრაქტიკა უკვე არსებობს“ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამჟამად 10 სოფელია გაზიფიცირებული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1667.JPG
11/02/2021 09:48

პირველი პოსტ-კოვიდური პროგრამა ხარაგაულში, კურორტ ნუნისში ამოქმედდება

საქართველოში პირველი პოსტ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამა კურორტ ნუნისში ამოქმედდება.   სწორედ ეს გახლდათ დღევანდელი შეხვედრის მთავარი თემა, რომელიც ნუნისში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილსა და ბალნეოლოგიურ კურორტ ნუნისის მენეჯერს, ნინა პავლიაშვილს შორის შედგა.  ნინა პავლიაშვილის ინფორმაციით, პროგრამას ექიმი და პროფესორი ლერი ლაფანაშვილი უხელმძღვანელებს და ის შვეიცარიის სარეაბილიტაციო ცენტრების გამოცდილებას დაეყრდნობა.  ვარლამ ჭიპაშვილმა ადგილობრივ თვითმმართველობასა და კერძო სექტორს შორის მჭიდრო კავშირის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ხარაგაულის პოპულარიზაციისთვის, მოსახლეობის ინტერესებიდან გამომდინარე ეს ურთიერთობები უნდა იყოს ორმხრივი და ინტენსიური.   მერის პირველმა მოადგილემ შეხვედრაზე გააჟღერა, მუნიციპალიტეტის მერის კობა ლურსმანაშვილის ინიციატივა, რომელიც საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ჩართულობით შეიმუშავა. კერძოდ, ადგილობრივი თვითმმართველობა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სკოლამდელი ასაკის იმ ბავშვების 7 დღიან სარებილიტაციო კურსს დააფინანსებს, რომელთაც გადაიტანეს კორონა ვირუსი და მათთვის გამაჯანსაღებელი პროგრამა საციცოცხლოდ მნიშვნელოვანია.  პოსტ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სარეაბილიტაციო, ასევე გამაჯანსაღებელ კურსს და 7 ან 14 დღიანი ხანგრძლივობის იქნება.  ბალნეოლოგიურმა კურორტმა ნუნისმა, რომელიც მაღალმთიან ზონაში, ულამაზეს ხეობაში მდებარეობს, პოსტ-კოვიდური სარეაბილიტაციო პროგრამის ასამოქმედებლად მაღალი შეფასება, სწორედ მისი ადგილმდებარეობის გამო მიიღო.  კურორტი მაღალმთიან ზონაში, ულამაზეს ხეობაში განთავსებული, სადაც შერეული ტყეები განსაკუთრებულ კლიმატურ პირობებს ქმნიან. გამორჩეულად სუფთა ჰაერი, ადგილობრივი, ნატურალური ნაწარმი, ჯანსაღი გარემო და კვება, სამკურნალო წყალი და, რაც მთავარია, სრული იდიალია და სიმშვიდე შუაგულ ტყეში. ეს ის კომპონენტებია რაც პოსტ-კოვიდური მდგომარეობისთვის საჭირო და აუცილებელია.  პროგრამის ამოქმედება 1 მარტიდან დაიწყება. ნუნისის სასტუმრო მზადაა ბენეფიციარების მისაღებად. დეტალური ინფორმაციისთვის დარეკეთ მითითებულ ნომერზე 555 37 32 29
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/138472046_2112172772250973_3845747920967959864_o.jpg
10/02/2021 10:54

საკითხები - რაზე ისაუბრეს ხარაგაულის მერმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა

დღეს, ხარაგაულში საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, პაატა კვიჟინაძე იმყოფებოდა, რომელიც მუნიციპალიტეტის მერს, კობა ლურსმანშვილს, მერის მოადგილეებს და სამსახურის უფროსებს შეხვდა.  შეხვედრაზე რამდენიმე აქტუალური საკითხი განიხილეს!  საუბარი შეეხო ინფრასტრუქტურულ პროექტებს, კერძოდ ყურადღება გამახვილდა იმ პროექტებზე, რომელთა შესრულებაც წინა წლებში, გარკვეულ მიზეზთა გამო გაჭიანურდა.  კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, წელს დაფინანსებული 15 პროექტიდან სწორედ ასეთი პროექტების დასრულებას მიენიჭა პრიორიტეტი. „ახლახანს ადგილობრივი თვითმმართველობის და მაჟორიტარი დეპუტატის ერთობლივი მუშაობით მოხდა ახალი გეგმის შემუშავება, რომლის ფარგლებშიც მიმდინარე წელს, დამატებით, კიდევ ოთხი გზის მშენებლობა განხორციელდება და ეს ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით მოხდება“ - აღნიშნა კობა ლურსმანაშვილმა.  ისაუბრეს სტიქიის სალიკვიდაციო თანხების მობილიზებაზე. გაჟღერდა ინფორმაცია, რომ სტიქიის ფონდიდან პირველ ეტაპზე მილიონ ლარზე მეტი თანხა გამოიყოფა, რომლითაც ლეღვნის თემში რამდენიმე პროექტი, ხოლო დაბა ხარაგაულში ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე საყრდენი კედლის მოწყობ დაფინანსდება. მიმოიხილეს ძირულა-ხარაგაული-ჩუმათელეთის გზის მშენებლობის საკითხი. აღნიშნულ თემაზე საუბრისას ხარაგაულის მერმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში მოხდება მშენებელ კომპანიასთან შეხვედრა, სადაც დაზუსტდება კონკრეტული დეტალები - როდის და რა ლოკაციებზე განახლდება გზის მშენებლობა, რადგან როგორც ხარაგაულის მოსახლეობისთვის უკვე ცნობილია დაბაში წყალარინების (კანალიზაციის) სისტემა უნდა მოეწყოს და სამუშაოების განხორციელების არეალში გზის მშენებელები ვერ იმუშავებენ.  ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და მაჟორიტარმა დეპუტატმა ისაუბრეს ასევე, მუნიციპალიტეტის გაზიფიცირების საკითხზე. კობა ლურსმანაშვილის ინფორმაციით, საქართველოს მთავრობის მიერ შემუშავებული 2021-2023 წლების გაზიფიცირების გეგმაში ხარაგაულიდან იმ ზონის სოფლებია ჩასმული, სადაც ბუნებრივი აირის მაგისტრალია გაყვანილი. ეს არის კიცხის ზონა და ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლები.  შეხვედრაზე ცალსახად აღინიშნა, რომ გამორიცხული არაა 2023 წლამდე კიდევ მოხდეს სხვა სოფლების დამატება, რადგან წლების განმავლობაში ნაშთების და გამოთავისუფლებული თანხების ფონზე, ეს პრაქტიკა უკვე არსებობს.  განიხილეს ჯანდაცვისა და სოციალურ სფეროში არსებული მდგომარეობა და აღნიშნეს, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე კრიტიკულად მნიშვნელოვანი მიმართულება , რომელშიც ყველაზე დიდი მომართვიანობაა და მოქალაქეებს ამ კუთხით თანადგომა სჭირდებათ. ხარაგაულში სოციალური ბიუჯეტი წელს მილიონ ლარზე მეტია და ამ კუთხით 22 ქვეპროგრამა მოქმედებს.  ხარაგაულის მერი ამბობს, რომ ყველა ზემოთ აღნიშნულ თემებზე, ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა კოორდინირებულად მუშაობს მაჟორიტარ დეპუტატთან და ეს ძალიან მნიშვნელოვანია.  დღესვე, საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი საქართველოს პარლამენტში, პაატა კვიჟინაძე, ხარაგაულის დეპუტატის ბიუროში მოქალაქეებს შეხვდა და იმ გამოწვევებზე ესაუბრა, რომელიც მათი მხრიდან იქნა დაყენებული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/148892054_1219898735078537_3958623905672990049_n_1.jpg
10/02/2021 10:06

ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზა ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. სოფელ ერეთას თბილისი-ლესელიძის ცენტრალური ავტომაგისტრალით ვუკავშირდებით. ამორტიზებული გზით გადაადგილება დიდ პრობლემას წარმოადგენდა იქ მცხოვრები მოსახლეობისთვის. რა ხდება ახლა - ერეთა-დინარის დამაკავშირებელ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა გასული წლის ბოლოს დაიწყო. 2 კმ-მდე მონაკვეთის რეაბილიტაცია ორ ეტაპად გაიყო და სამუშაოები წელს დასრულდება. ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, შესაბამისი სამსახურების უფროსებთან ერთად, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში, სოფელ ერეთაში, პირველ ეტაპზე შესრულებულ სამუშაოებს გაეცნო. დავით დევდარიანის ინფორმაციით, ამ ეტაპზე სოფელში ბეტონის საფარი 600 მეტრზეა მოწყობილი, კომპანია დარჩენილ 1 400 მეტრზე სამუშაოებს უახლოეს დღეებში დაიწყებს და პროექტით გათვალისწინებული გზის მშენებლობა წელს დასრულდება  ერეთა-დინარის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ მოწესრიგებული საგზაო ინფრასტრუქტურით 30-მდე ოჯახი ისარგებლებს.  
სრულად