სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1496.jpg
05/02/2021 11:29

წყალაფორეთში ორი საუბნო გზის მშენებლობა მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გზების მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება. სოფელ წყალფორეთში ბაღის უბნის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია დასრულების ეტაპზეა. ხარაგაულის მერი, კობა ლურსმანაშვილი, წყალაფორეთში, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას მოადგილეებთან ერთად გაეცნო. მერმა ადგილზე მოისმინა მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია. გაეცნო პროექტის შესრულების ხარისხს და დასრულების ვადებს. წყალაფორეთში ორი საუბნო გზის მშენებლობა საერთო ჯამში 2 300 მ-ზე განხორციელდა.   პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან დაფინანსდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1400.JPG
04/02/2021 19:38

საკრებულომ მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მუშაობა დადებითად შეაფასა

4 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა ჩაატარა. სხდომას ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი და მოადგილე, დავით დევდარიანი ესწრებოდნენ. მოადგილეებმა დეპუატატების მიერ დასმულ კითხვებს უპასუხეს, რომლებიც, ძირითადად, სოციალურ, ინფრასტრუქტურულ და შესყიდვების საკითხებს შეეხებოდა.  დეპუტატებმა პირველ რიგში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესში“ ცვლილების შეტანის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც  მერიის სოციალური დაცვის განყოფილების უფროსმა, ალექსანდრე ტაბატაძემ წარადგინა. მისი ინფორმაციით სოციალური მიმართულებით, რამდენიმე პროგრამის დაფინანსება გაიზარდა. კერძოდ, ჰემოდიალიზით ჩანაცვლების სეანსებით მოსარგებელე ბენეფიციარების დაფინანსება გაიზარდა -150 ლარამდე, ხოლო ლეიკეემით დაავადებულების, წელიწადში ერთხელ-600 ლარის ოდენობით განისაზღვრა. ასევე, გაიზარდა სამამულო ომის მონაწილეების, უსინათლო მოქალაქეების, დევნილი ოჯახების ყოველთვიური დახმარება 10 ლარით და გახდა 30 ლარი. ერთჯერადი დახმარებები -100 ლარიდან არა უმეტეს-500 ლარამდე გაიზარდა. ერთჯერადი დახმარება გაიცემა იმ მოქალაქეებზე, რომლებიც არიან ცხოვრების მძიმე სოციალურ პირობებში. აღნიშნულ სოციალურ ცვლილებასთან დაკავშირებით გარკვეული სახის განმარტებები გააკეთა, მერის პირველმა მოადგილემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. მისი განცხადებით, საჭიროებიდან გამომდინარე სოციალური ცვლილება  დაჩქარებული წესით მომზადდა. „მუნიციპალიტეტის მერის, კობა ლურსმანაშვილის ინიციატივაა, რომ მერიამ  უსინათლოებისა და ომის მონაწილეებისთვის  გარკვეული სახის დახმარება გასცეს, რაც ძალიან კარგი გადაწყვეტილებაა. ასევე, ხშირად ვსაუბრობდით ერთჯერადი დახმარებების გაზრდასთან დაკავშირებით  და ეს თანხა 500 ლარამდე ავიყვანეთ, თუმცა ვაცნობიერებთ, რომ საკმარისი ესეც არ არის“- აღნიშნა ვარლამ ჭიპაშვილმა. დეპუტატმა,ინგა მაღრაძემ,  ბავშვების და ახალშობილების პროგრამის დაფინანსების გაზრდის მნიშვნელობაზე ისაუბრა, მან ასევე აღნიშნა, რომ მარტოხელა დედების და მარჩენალ დაკარგული ოჯახების ერთჯერადი სახის დახმარება მცირეა და კარგი იქნება თუ ამ მიმართულებითაც გაიზრდება დაფინანსება. მერის მოადგილე, დავით დევდარიანმა, საკრებულოს სხდომაზე რამდენიმე ინფრასტურქტურული პროექტისა და სამუშაოების შესყიდვის შესახებ განმარტება გააკეთა.   მეორე საკითხი მერიის ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიშის მოსმენა გახლდათ, რომელიც დეპუტატებს სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა გააცნო. კახა გოლუბიანის თქმით, უახლოეს მომავალში ადმინისტრაციულ სამსახურში განხორციელდება ცვლილება, კერძოდ, დაემატება ერთი ახალი განყოფილება -„ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის“ განყოფილება. ასევე გაუქმდება სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც შემდგომში სამსახურის სახით ჩამოყალიბდება. დეპუტატებმა ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასეს. ამავე სხდომაზე დეპუტატებმა ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის,  შმაგი ხიჯაკაძისგან, მუნიციპალიტეტში პანდემიის პირობებში გატარებული ღონისძიებებისა და კორონა ვირუსის სტატისტიკის შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.    შმაგი ხიჯაკაძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში ინფიცირებულთა რაოდენობამ იკლო და პანდემიის გავრცელება შემცირებულია. მისივე განმარტებით, რეგულარულად ხდება რისკ ჯგუფში შემავალი ადამიანების ტესტირება. ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი კიდევ ერთხელ გვაფრთხილებს, რომ  ვირუსთან საბრძოლველად აუცილებელია რეგულაციების სწორი დაცვა. სხდომაზე ასევე განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიში, რომელიც ამავე განყოფილების უფროსმა, ზურაბ იჩქიტიძემ წარადგინა. მან დეტალურად ისაუბრა იმ შესყიდვებზე რომელიც მუნიციპალიტეტმა განახორციელა. დეპუტატებმა ასევე იმსჯელეს „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ დადგენილებაში ცვლილებების შეტანის შესახებ. საკითხი მერიის ზედამხედველობის განყოფილების უფროსმა, გივი კურტანიძემ წარადგინა. საკითხი მშენებლობის ნებართვის მოსაკრებელს ეხება, რომლის ფარგლებშიც დადგენილია ნაგებობის მშენებლობის შემთხვევაში გადასახადელი თანხა. დეპუტატებმა ასევე მხარი დაუჭირეს: 1.ვერტყვიჭალაში მდებარე 1085 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.08.32.308) და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) კომპანია “Hunan road Brigde Constraqcion LTD” -ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ორი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემას; და ასევე, 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბა ხარაგაულში არსებული 9 აპრილი ქუჩა N 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ფართიდან 38,44 კვ.მ ფართი (ს/კ 36.01.33.075) ა .(ა) ი პ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემას;    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1435_1.JPG
04/02/2021 14:53

ხარაგაულში ახალი პროექტის - სწავლა დასაქმებისთვის განხორციელება იწყება

4 თებერვალს, განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის (EDEC) წარმომადგენლებმა ხარაგაულის მერიაში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრა გამართეს.  შეხვედრაზე, რომელსაც ხარაგაულის მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი, ასევე, მერიის სოციალური სამსახურისა და ეკონომიკის სამსახურის წარმომადგენლები ესწრებოდნენ, ახალი პროექტის განხორციელების შესახებ იმსჯელეს. კერძოდ, საუბარია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირის დამყარება დასაქმებისთვის (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ დაწყებაზე. შეხვედრაზე განხილულ იქნა პროექტის მიზნები და დაიგეგმა სამომავლო თანამშრომლობა. 36 თვიანი პროექტი, რომელიც საქართველოს ექვს რეგიონში იმერეთში, გურიაში, რაჭა–ლეჩხუმში, აჭარაში, შიდა ქართლსა და კახეთში ხორციელდება მიზნად ისახავს: მთელი სიცოცხლის მანძილზე კარიერული ორიენტაციის და დასაქმების სერვისების განვითარებასა და ხელმისაწვდომობის გაზრდას; კერძო–საჯარო პარტნიორობის გაზრდას საზღვაო და ტურიზმის სექტორში შრომის ბაზრის საჭიროებების შეფასების, მოთხოვნაზე ორიენტირებული განათლების, სამუშაოზე მიმაგრებული სწავლებისა და სტაჟირების ხელშემწყობი ღონისძიებების გატარებას. მერის პირველმა მოადგილემ მზადყოფნა გამოთქვა ადგილობრივი თვითმმართველობის სახელით ხელი შეუწყოს ახალი პროექტის განხორციელებას, რომელში მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ დაინტერესებულ პირს, ვინც პროექტით გათვალისწინებულ შერჩევის კრიტერიუმებს დააკმაყოფილებს. პროექტის დაწყების და ყველა შემდგომი ნაბიჯების შესახებ პერიოდულად მოგაწოდებთ ინფორმაციას მერიის ოფიციალური გვერდიდან! პროექტს „სწავლა, წვრთნა, მიღწევა და კავშირების დამყარება დასაქმებისთვის! (ისწავლე დასაქმებისთვის!)“ განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრი (EDEC), ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/145652886_1113108555826570_6047088360060978954_n.jpg
03/02/2021 18:56

მარელისში ახალი საავტომობილო ხიდი შენდება

ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი, საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მონიტორინგს განაგრძობს! ამჯერად, დავით დევდარიანი მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელ პეტრე შარიქაძესთან ერთად, სოფელ მარელისში, საავტომობილო ხიდის მშენებლობის პროცესს გაეცნო. მარელისში მდინარე ქუნცურზე არსებული ხიდი სტიქიის შედეგად გმოვიდა მწყობრიდან და მის ადგილზე ახალი ხიდის მშენებლობა მიმდინარეობს.  საავტომობილო ხიდის მშენებლობა სტიქიის ფონდიდან 100 000 ლრით დაფინანსდა. აღნიშნული ხიდით მაერელისის სამი უბნის - ტაბატაძეების, მთისძირის და კოხტაგორას უბნების მოსახლეობა სარგებლობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_46.jpg
03/02/2021 18:53

4 თებერვალს ბიურო რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს

4 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო რიგგარეშე სხდომას ჩაატარებს.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს 2021 წლის 4 თებერვლის რიგგარეშე  ხდომის დღის წესრიგი   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 6 აპრილის №16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: გივი კურტანიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 5 თებერვლის №5 დადგენილებაში ,,ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ნანა კიკნაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_4949.jpg
03/02/2021 18:36

ხარაგაულსი წიგნის საჯაროდ კითხვის დღე აღნიშნეს

ხარაგაული წიგნის საჯაროდ კითხვის დღეს შეუერთდა 3 თებერვალი წიგნის საჯაროდ კითხვის საერთაშორისო დღეა. ამ დღის აღნიშვნა საქართველოში, როცა მსოფლიოს ციფრული ტექნოლოგიები იპყრობს, სულ უფრო პოპულარული ხდება. ბოლო წლებია 3 თებერვალი ხარაგაულშიც ფართოდ აღინიშნება. ასე მოხდა დღესაც, მიუხედავად ქვეყანაში არსებული ეპიდვითარებისა (რეგულაციების დაცვით), ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და კულტურის ცენტრის ინიციატივით, წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე სხვადასხვა ლოკაციაზე აღინიშნა. ღონისძიებებში მონაწილეობა ხარაგაულის წიგნისა და ლიტერატურის მოყვარულმა საზოგადოებამ, ასევე საბავშვო ბიბილიოთეკის აქტიურმა მკითხველებმა. ხარაგაულის კულტურის სფეროს წარმომადგენლებმა და პედაგოგებმა მიიღეს. საზოგადოების წევრებმა საჯაროდ წაიკითხეს ცნობილი ლიტერატურული ნაწარმოებები და ლექსები. ასევე, ისაუბრეს წიგნის მნიშვნელობაზე და ახალგაზრდა თაობის წიგნით დაინტერესების აუცილებლობაზე. ღონისძიებებში ჩაერთო ხარაგაულის მერია და საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიურო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_44.jpg
03/02/2021 16:01

4 თებერვალს ხარაგაულის საკრებულო მორიგ სხდომას ჩაატარებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 4 თებერვალს, 11 საათზე მორიგ სხდომას გამართავს.  სხდომაზე, დეპუტატები დღის წესრიგით გათვალისწინებულ ოთხ საკითხს განიხილავენ 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს:კახაბერ გოლუბიანი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2020 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს:ზურაბ იჩქიტიძე 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული სოფელ ვერტყვიჭალაში მდებარე 1085 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.08.32.308) და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) კომპანია “Hunan road Brigde Constraqcion LTD” -ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ორი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს: მაია ალავიძე 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბა ხარაგაულში არსებული 9 აპრილი ქუჩა N 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ფართიდან 38,44 კვ.მ ფართი (ს/კ 36.01.33.075) ა .(ა) ი პ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: მაია ალავიძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1230.JPG
02/02/2021 11:20

ბაბში სასოფლო გზის რეაბილიტაცია განხორციელდა

 სოფელ ბაბში, რომელიც მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის ერთ-ერთი ყველაზე მცირედ დასახლებული პუნქტია, გზის რეაბილიტაცია დასკვნით ეტაპზეა.  როგორც ქვეყნის კურსი რეგიონების განვითარებისთვის, ჩვენი მთავარი პრიორიტეტიც სწორედ ისაა, რომ სოფლის გაძლიერებაში უპირველესი ყურადღება მივაქციოთ ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას.  გამომდინარე აქედან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა აქტიურად გრძელდება.   ბაბში ცენტრალურ გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა დასრულებულია, მიმდინარეობს ცხაურების და სანიაღვრე არხების მოწესრიგება.  დასკვნითი ეტაპის სამუშაოებს ადგილზე გაეცნენ ხარაგაულის მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი, პეტრე შარიქაძე.  პროექტი გარდამავალი იყო. დაიწყო გასულ წელს და მიმდინარე წელს დასრულდა. საერთო ჯამში სასოფლო გზის 1 100 მეტრინი მონაკვეთი მოწესრიგდა, ასევე მოხდა ჩიხებში გადასასვლელების მოწყობა.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1267_2.jpg
01/02/2021 16:43

ბიუროს სხდომაზე მერიის ორი სამსახურის ანგარიში განიხილეს

ხარაგაულის საკრებულოს ბიუროს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული სამი საკითხი განიხილეს. სხდომას ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, ვარლამ ჭიპაშვილი. ბიუროს წევრებმა, ადმინისტრაციული სამსახურის ანგარიში განიხილეს, რომელიც ამავე სამსახურის უფროსმა კახა გოლუბიანმა წარადგინა. მან ბიუროს წევრებს  ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდა გაწეული მუშაობის შესახებ და სამსახურის უფლება-მოსილებებზე. კახა გოლუბიანის თქმით, უახლოეს მომავალში ადმინისტრაციულ სამსახურში განხორციელდება ცვლილება, კერძოდ -დაემატება ერთი ახალი განყოფილება-„ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის“ განყოფილება. ასევე გაუქმდება სახელმწიფო შესყიდვებისა და მატერიალურ-ტექნიკური უზრუნველყოფის განყოფილება, რომელიც შემდგომში სამსახურის სახით იქნება წარმოდგენილი. ბიუროს წევრებმა ასევე, განიხილეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, 2020 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიში, რომელიც ამავე განყოფილების უფროსმა, ზურაბ იჩქიტიძემ წარადგინა. გარდა ამისა ბიუროს სხდომაზე განხილული იყო შემდეგი საკითხები: 1.ვერტყვიჭალაში მდებარე 1085 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.08.32.308) და სოფელ ბორითში მდებარე 599 კვ.მ არასასოფლო-საამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.40.561) კომპანია “Hunan road Brigde Constraqcion LTD” -ისათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ორი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხსენებელი - მაია ალავიძე 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში დაბა ხარაგაულში არსებული 9 აპრილი ქუჩა N 8-ში მდებარე შენობა-ნაგებობის ფართიდან 38,44 კვ.მ ფართი (ს/კ 36.01.33.075) ა .(ა) ი პ განვითარებისა და სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „თაირისი“-სათვის პირდაპირი განკარგვის წესით, იჯარის ფორმით, სასყიდლით, ერთი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხსენებელი - მაია ალავიძე ბიუროს სხდომაზე მოსმენილ საკითხებს საკრებულო 4 იანვრის მორიგ სხდომაზე განიხილავს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1248_1.JPG
28/01/2021 16:47

მარელისის საჯარო სკოლის რეკონსტრუქცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ მარელისის საჯარო სკოლას სრული კაპიტალური რეაბილიტაცია უტარდება. პროექტის ფარგლებში მოხდება მთლიანი შენობის რეკონსტრუქცია, გარემონტდება საკლასო ოთახები, კეთილმოეწყობა ფასადი და სველი წერტილები. სკოლის ახალი შენობა იქნება თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული და  ადაპტირებული შშმ პირებისთვის. სარეაბილიტაციო სამუშაოები მუნიციპალური განვითარების ფონდიდან ფინანსდება და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით ხორციელდება. მარელისის საჯარო სკოლაში მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაცნენ მერის მოადგილე, დავით დევდარიანი და მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი პეტრე შარიქაძე. ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, სწავლის საკლასო ოთახებში დაწყების შემთხვევაში მოსწავლეები, დროებით, ამავე სოფლის დაწყებითი განათლების სკოლის შენობით ისარგებლებენ. მარელისის საჯარო სკოლაში დღეის მდგომარეობით 80 მოსწავლე სწავლობს.    
სრულად