საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dfghbfjrfyjhdfgh.JPG
01/02/2019 10:33

დღეიდან ხარაგაულში სოფლის კრებები დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფლის კრებების გამართვა დაიწყო. 1 თებერვლიდან 28 თებერვლის ჩათვლით ხარაგაულის ყველა სოფელში გაიმართება კრება, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა განსაზღვრავს თუ რა პროექტი განხორციელდება მათ სოფელში გამოყოფილი თანხით. გამომდინარე აქედან, მნიშვნელოვანია მოსახლეობის აქტიურობა, რათა უმრავლესობის გადაწყვეტილებით მოხდეს პრიორიტეტების შერჩევა. დღეს სოფლის კრება ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ოთხ სოფელში გაიმართება: ბაზალეთი - 11:00 საათი; ქროლი - 13:00 საათი; ღარიხევი - 15:00 საათი; წიფი - 17:00; შეგახსენებთ, რომ სოფლის მხარდაჭერის პროგრამა 2019 წლიდან განახლდა. სოფლის კრებების განრიგი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xdfgjngcnb%20cvb.jpg
29/01/2019 12:29

ნიკოლოზ თოფურიძე მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას განაგრძობს

 ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, სოფლის მოსახლეობისთვის ანგარიშის ჩაბარებას განაგრძობს.   28 იანვარს, მერი, ერთ წლიანი ანგარიშით, კიცხის, ვარძიის, წყალაფორეთის და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.   „ჩემი ვალია, მოსახლეობას გავაცნო, რა გავაკეთეთ ერთი წლის განმავლობაში, როგორ იმუშავა მერიის სამსახურებმა, რა პრობლემები გვაქვს, რა გამოწვევების წინაშე ვდგავართ და რა გვაქვს დაგეგმილი მომავალში“- აღნიშნა შეხვედრაზე ნიკოლოზ თოფურიძემ და საუბრის დასაწყისში ყურადღება გაამახვილა იმ მთავარ გზავნილებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებზე, რაც ხარაგაულის განვითარებისთვის მკაფიოდ აქვს განსაზღვრული მერიას.  2018 წლის ანგარიშის მოხსენებითი ნაწილის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა პასუხის რეჟიმში წარიმართა. მოსახლეობა, ძირითადად, სოფლებში ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას და სასმელი წყლის პრობლემების მოგვარებას ითხოვს.  ხარაგაულის მერის ინფორმაციით, გზების მშენებლობა სოფლებში არის მერიის მთავარი პრიორიტეტი და პროექტი „გზა ყველა სოფელს“ წარმატებით ხორციელდება. 2019 წელს ასევე, პრიორიტეტულ მიმართულებად დასახელდა სასმელი წყლის პრობელემების მოგვარება სოფლებში, რისთვისაც ბიუჯეტში თანხები გათვალისწინებულია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
29/01/2019 12:14

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/dcfgvjnhcbn.jpg
28/01/2019 10:24

ხარაგაულის მერი მშენებელ კომპანიებთან შეხვედრის შესახებ მოსახლეობას მიმართავს

25 იანვარს, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციაში, გუბერნატორი, მერებს და იმერეთის რეგიონში მომუშავე სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე აღნიშნული შეხვედრის შესახებ ხარაგაულის მოსახლეობას მიმართავს: „მინდა დეტალურად განვუმარტო მოსახლეობას რა სახის შეხვედრა იყო სამხარეო ადმინისტრაციაში. ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ასეთი ფორმატის შეხვედრები და აქტიური დიალოგი მშენებელ კომპანიებთან არის სწორი ფორმა, რომელიც აპრობირებულია მაღალგანვითარებად ქვეყნებში და სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის ურთიერთ თანამშრომლობის გაღრმავებას ისახავს მიზნად. ეს უკანასკნელი კი, პროექტების ვადების დაცვითა და მაღალი ხარისხით შესრულების საწინდარია.   მხარის რწმუნებულმა, შავლეგო ტაბატაძემ დეტალურად მოისმინა იმერეთის 12-ივე მუნიციპალიტეტში 2019 წელს განსახორციელებელი პროექტების შესახებ ინფორმაცია. რასაც ასევე, დეტალურად გაეცვნენ მშენებლები.  მხარის რწმუნებულის შეფასებით, ამ მხრივ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კარგი მდგომარეობაა, რაც იმაში გამოიხატება, რომ, ჩვენ, 15 ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რისთვისაც რეგიონული განვითარების ფონდიდან 3 670 000 ლარი გამოიყო, სამშენებლო ტენდერები უკვე გამოცხადებული გვაქვს.  ველოდებით დაფინანსების მეორე ლოტს, რისთვისაც 6 პროექტი უკვე მზადაა და მერიის ინფრასტრუქტურის სამსახური სრული დატვირთვით მუშაობს, რაც შეიძლება მოკლე დროში შეიძინოს დამატებით პროექტები, რათა არ დავკარგოთ დრო და გაზაფხულიდან, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა ხარაგაულში აქტიურ ფაზაში შევიდეს.“  შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე, 2018 წელს დაუსრულებელ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, რის შესახებაც მხარის გუბერნატორმა მშენებელ კომპანიებს პროექტების მოკლე ვადებში დასრულებისკენ მიუთითა, წინააღმდეგ შემთხვევაში მათ ხელშეკრულებები შეუწყდებათ.  პირადად მქონდა  შეხვედრა ხარაგაულში საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიების წარმომადგენლებთან და მივიღე პირობა, რომ მარტის თვეში, მუნიციპალიტეტში, ამჟამად მიმდინარე პროექტები დასრულებული იქნება.  მინდა აღვნიშნო, რომ ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არსებული პრობლემების გამო მერია თითს არ იშვერს არცერთი უწყებისკენ, როგორც ამის შესახებ აპელირებენ. ჩვენ ღიად ვსაუბრობთ იმ ხელისშემშლელ გარემოებებზე და არსებულ ხარვეზებზე, რაზეც მერიასთან ერთად თავის წილი პასუხისმგებლობა აკისრია, როგორც საკრებულოს ასევე სახელმწიფოს.   მთავარი არის ერთი, 2 წელიწადში ჩვენ მივიღეთ 50-ზე მეტ სოფელში მოწესრიგებული სოფლის ცენტრალური გზა და მინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადო რომ პროექტი „გზა ყველა სოფელს“ წარმატებით ხორციელდება და ასე გაგრძელდება მომავალშიც“- ნათქვამია მუნიციპალიტეტის მერის მიმართვაში. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/sdfgfdghfxgb.jpg
24/01/2019 12:09

უბისა-შორაპნის მონაკვეთზე სამუშაოები 3 თვეში დაიწყება

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, უბისა-შორაპნის ავტობანის, F3 მონაკვეთის მშენებელი კომპანიის China Road and Bridge Corporation -ის წარმომადგენლებს შეხვდნენ.  მხარეები ურთიერთთანამშრომლობაზე შეთანხმდნენ  და იმ კონკრეტულ საკითხებზე იმსჯელეს, რომელიც კომპანიამ მშენებლობის ძირითადი სამუშაოების დაწყების წინ, ადგილობრივ თვითმმართველობასთან შეთანხმებით უნდა გადაწყვიტოს. პროექტი, უბისა-შორაპნის მონაკვეთზე ცემენტ-ბეტონის 4 ზოლიანი 13 კმ-იანი გზის, 27 ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას ითვალისწინებს.  კომპანიის წარმომადგენლების ინფორმაციით, ავტობანის მესამე ლოტზე სამშენებლო სამუშაოები 3 თვეში დაიწყება.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/fghfhjghjghj.jpg
24/01/2019 12:02

მერმა ხუნევის, ნადაბურის და ხევის მოსახლეობას ანგარიში ჩააბარა

ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, სოფლის მოსახლეობას გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიშს აბარებს. მერმა 2018 წლის საქმიანობა, 23 იანვარს, ხუნევის, ნადაბურის და ხევის ადმინისტრაციული ერთეულების მოსახლეობას გააცნო. შეხვედრა ორი ნაწილისგან შედგებოდა. მოხსენებითი ნაწილის შემდეგ, კითხვა-პასუხის რეჟიმი წარიმართა.   მოსახლეობამ ერთხმად აღნიშნა, რომ ასეთი ფორმატის შეხვდრები კარგია და მომავალშიც უნდა გაგრძელდეს. ნიკოლოზ თოფურიძე ანგარიშის წარდგენას ადმინისტრაციულ ერთეულებში პერიოდულად გააგრძელებს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/ghjvghjmvbnmbnm.JPG
23/01/2019 09:46

კიცხში ახალი სკოლა აშენდება

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი 22 მუნიციპალიტეტში, 27 სკოლის მშენებლობას იწყებს. მათ შორისაა ხარაგაულის სოფელ კიცხის საჯარო სკოლა, რომელიც უკვე არსებობის 150 წელს ითვლის. შენობა წლებია ავარიულ მდგომარეობაშია და ძველი შენობის ადგილზე, ახალი, თანამედროვე სტანდარტების სკოლის მშენებლობა სოფლის მოსახლეობისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. მუნიციპალური განვითარების ფონდი, ხარაგაულის მერიასა და საგანმანათლებლო რესურცენტრთან ურთიერთთანამშრომლობით, ამ ეტაპზე, მშენებლობის დაწყებამდე, ტექნიკურ დეტალებსა და საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგებაზე მუშაობს. ფონდის დირექტორის, გიორგი შენგელაიას ინფორმაციით, სამშენებლო ტენდერების გამოცხადება თებერვლის თვიდან ეტაპობრივად დაიწყება.  23 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ,  საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინე ვეფხვაძესთან ერთად, სოფელ კიცხში სკოლის მშენებლობისთვის გამოსაყოფი ფართი დაათვალიერა. მშენებლობა იმავე სკოლის ტერიტორიაზე იგეგმება. კიცხის საჯარო სკოლაში, ამჟამად 90-მდე მოსწავლე სწავლობს. მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლების მშენებლობის პროექტი საქართველოს მთავრობის დაფინანსებით ხორციელდება და მისი ჯამური ღირებულება დაახლოებოთ 68 მილიონი ლარია.            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/DCGHKVHCMNCB.jpg
21/01/2019 14:23

ხარაგაული - „სუფთა მუნიციპალიტეტი“

 2018 წლის შედეგების მიხედვით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, ქალაქ თბილისში გამართულ კონკურსზე „სუფთა რეგიონი“, სპეციალური კომისიის გადაწყვეტილებით, ნომინაციაში „სუფთა მუნიციპალიტეტი“ წამახალისებელი სიგელი გადაეცა. დაჯილდოების ცერემონიალს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე და ხარაგაულის დასუფთავებისა და კეთილმოწყობის გაერთიანების დირექტორი, თემურ ფურცელაძე დაესწრნენ.   კონკურსი - ყველაზე სუფთა რეგიონი, სუფთა მუნიციპალიტეტი, სუფთა ქალაქი/დაბა, სუფთა სოფელი/თემი, სუფთა ქუჩა, ლამაზი ეზო და ლამაზი აივანი ქვეყნის მასშტაბით, პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის ორგანიზებით, მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს ინიციატივით და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით ჩატარდა.            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/XCVBXCVNBX_1.jpg
21/01/2019 13:08

საერთო კრებები 1 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის მიერ იდეების შემუშავების პროცესი დასრულდა.  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა საპროექტო წინადადებები დღეს წარმოადგინეს.  საერთო კრებების ჩატარება მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.          
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gazeTis/XCVBXCVNBX.jpg
21/01/2019 13:06

საერთო კრებები 1 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში აქტიური მუშაობა მიმდინარეობს. პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის სოფლებში მოსახლეობის მიერ იდეების შემუშავების პროცესი დასრულდა.  ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებმა საპროექტო წინადადებები დღეს წარმოადგინეს.  საერთო კრებების ჩატარება მუნიციპალიტეტის სოფლებში 1 თებერვალს დაიწყება და 28 თებერვალს დასრულდება.            
სრულად