რა გაკეთდა მოლითის ადმინისტრაციულ ერთეულში
მოლითის ადმინისტრაციული ერთეული თავისი რვა სოფლით ჩხერიმელას ხეობაში ურთულეს რელიეფზე მდებარეობს.
მოლითი, ბაბი, ქვები, ჭარტალი, ნებოძირი, ბეჟათუბანი, ანიულა და დეისი - ეს ის სოფლებია, რომლებიც მოლითის თემშია გაერთიანებული და რომელთა უმეტესი ნაწილი განსაკუთრებულად მიგრაციულია.
მაგალითად, სოფელ ჭარტალში მასობრივი მიგრაციის შედეგად, დღეის მდგომარეობით, მხოლოდ 12 ოჯახია დარჩენილი. ასევეა სოფლები ბაბი, ქვები, დეისი, ბეჟათუბანი. ბოლო 20 წლის მანძილზე ამ სოფლებში ათეულობით სახლი დაიკეტა.
რაც შეეხება სოფელ ანიულას, რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტის ფარგლებში, ანიულადან მოსახლეობის ნაწილი განსახლებაში მოყვა, რის გამოც, ფაქტობრივად, სოფელმა სახე იცვალა, თუმცა ის სოფლის სტატუსს მაინც ინარჩუნებს, რადგან რამდენიმე ოჯახი საცხოვრებლად მაინც დარჩა.
მიუხედავად ამისა, მოლითის თემში არის მჭიდროდ დასახლებული სოფლებიც, როგორიცაა ნებოძირი და მოლითი.
ამ თემის მოსახლეობა ძირითადად რკინიგზით სარგებლობს და ადგილობრივების გარკვეული ნაწილიც სწორედ რკინიგზაშია დასაქმებული.
მნიშვნელოვანია, რომ ამჟამად მიმდინარეობს საუკუნის პროექტი, კერძოდ ძირულა-მოლითი-ჩუმათელეთის 50 კილომეტრიან გზის მშენებლობა.
რა გაკეთდა შვიდი წლის განმავლობაში მოლითის ადმინსიტრაციულ ერთეულში და რა გამოწვევების წინაშე დგას დღეს ამ ხეობის მოსახლეობა ამას ჩვენი ყოველკვირეული რუბრიკის ფარგლებში მოგიყვებით.
სოფელ მოლითი ცნობილი იყო მარმარილოს კირქვით, რომლითაც მოპირკეთებულია მოსკოვისა და თბილისის მეტრო სადგურები. 1986-88 წლებში ხდებოდა აღნიშნული მარმარილოს ბლოკების გაგზავნა იაპონიაში.
სოფელ მოლითში ზედა და ქვედა უბანში აშენდა სარიტუალო სახლები. სოფელში დამონტაჟდა გარე განათება; მოეწყო წყლის სისტემა. გამოცხადებულია ტენდერი სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაციის მიზნით. ასევე მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად შეძენილ იქნება წყლის მილები.
სოფელ დეისში მობეტონდა 1.5 კმ-მდე ცენტრალური გზა. აღნიშნული გზაზე სამუშაოების გაგრძელების მიზნით ტენდერი გამოცხადებულია. დეისში ასევე დაგებულია მეორე მიმართულებით
600 მეტრი გზა. სოფელში მოიხრეშა საუბნო გზები; მოეწყო ახალი წისქვილი; აიგო ორი საცალფეხო ხიდი;
საუბნო გზები შეკეთდა ასევე სოფელ ჭარტალში და რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის წისქვილს.
ცენტრალური გზა დაიგო სოფელ ნებოძირში, რაც სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ამ სოფლის მოსახლეობისთვის. აღნიშნულ გზაზე მოეწყო გარე განათების სიტემა. სოფელში გაკეთდა წყლის სათავე ნაგებობა, შემოიღობა სასაფლაო და მოეწყო თავშეყრის ადგილი.
სოფელ ქვებში შემოიღობა ორი სასაფლაო, ბეტონის საფარი დაიგო 2 კმ-მდე მონაკვეთზე, გზაზე მოეწყო დაცურების საწინააღმდეგო ბაგირები. დამონტაჟდა გარე განათება.
სოფელ ბეჟათუბანში მოიხრეშა ცენტრალური და საუბნო გზები, შემოიღობა სასაფლაო და მოეწყო თავშეყრის ადგილი;
სოფელ ბაბში აშენდა სარიტუალო დარბაზი, მობეტონდა სოფლის 700 მ გზის მონაკვეთი.
დამონტაჟდა გარე განათება.
სოფელ ანეულაში დასასრულს უახლოვდება გარე განათების დამონტაჟების სამუშაოები;
მოსახლეობის მოთხოვნით სასაფლაოზე მოეწყო თავშეყრის ადგილი.
ზემოთ აღნიშნული სოფლების მოსახლეობა ძირითადად მიწათმოქმედებით და მესაქონლეობითაა დაკავებული.
ცენტრალური მაგისტრალის რეაბილიტაციის შემდეგ რომელიც ახლა აქტიურ ფაზაშია, მნიშვნელოვნად და საგრძნობლად შეიცვლება ჩხერიმელას ხეობის სოფლების მდგომარეობა და ხეობის ეს სოფლები ძველ სიოცოხლეს დაიბრუნებს.
სრულად