სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/%201_1.jpg
11/11/2020 16:26

ბაზალეთში, ჭიპაშვილების საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა დაიწყო

თუ ბაზალეთში ცხოვრობთ ეს ინფორმაცია თქვენთვისაა სოფელში, ჭიპაშვილების საუბნო გზაზე ბეტონის საფარის მოწყობა დაიწყო კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება 2 კმ-მდე მონაკვეთს. პროექტის ღირებულება 345 504 ლარია. ჭიპაშვილების საუბნო გზაზე არსებული ამორტიზებული მონაკვეთები, საფრთხეს უქმნიდა ავტომობილების გადაადგილებას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0989.JPG
09/11/2020 15:22

საკრებულომ 2021 წელს ხარაგაულში განსახორციელებელი პროექტები დაამტკიცა

9 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ რიგგარეშე სხდომა გამართა. სხდომაზე მერიის ინფრასტრუქტურის და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა, პეტრე შარიქაძემ, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, 2021 წელს ხარაგაულში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა წარადგინა.  სულ განხილულ იქნა 32 პროექტის დაფინანსება, რომლის სავარაუდო თანხა 6 მილიონ ლარს აღემატება.  ხარაგაულის მერიის და საკრებულოს ერთობლივი მუშაობით, 2021 წელს პრიორიტეტი კვლავ საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებას მიენიჭა, თუმცა პროექტებში ასევე ჩასმულია მრავალბინიანი კორპუსების ფასადების მოწესრიგება და სოფელ მოლითში საზოგადოებრივი ცენტრისთვის შენობის რეაბილიტაცია.  2021 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში განსახორციელებელი პროექტების ჩამონათვალი სოფელ ვერტყვილაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოგიაშვილები, ეკლესიები) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი; სოფელ გედსამანიის გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი; სოფელ ბორითში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გოჭოურის უბანი) – პროექტის სავარაუდო ღირებულება - 120 000 ლარი; სოფელ ბორითში საუბნო გზის რეაბილიტაცია (გორგაძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 130 000 ლარი; სოფელ ბორითში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ფაბრიკის უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი; სოფელ მაქათუბნის ორ უბანში გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი; სოფელ უბისაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბაქარაშვილების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 60 000 ლარი; სოფელ ღარიხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხელიურის უბანი) – პროექტის სავარაუდო ღირებულება - 211 500 ლარი; სოფელ ბაზალეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ნანიტაშვილების უბანი II ეტაპი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი; მრავალბინიანი სახლების ფასადების რეაბილიტაცია - 500 000 ლარი; სოფელ მოლითში სოფლის სახლის მოსაწყობათ შენობის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 350 000 ლარი; სოფელ თეთრაწყაროში საუბნო გზების რეაბილიტაცია (I ეტაპი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი; სოფელ ვახანში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ინასარიძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი; ღორეშა - მარიამწყაროს გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი; სოფელ ხევში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხევიჯვრის უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი; სოფელ კიცხში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბერაძეების და ზვიადაძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი; სოფელ წყალაფორეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ბუდიანეთის და პატარა ვარძია) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი; სოფელ ლახუნდარაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (კავილაძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 350 000 ლარი; სოფელ ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჩხიკვაძეების და პაპიძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 250 000 ლარი; სოფელ ვარძიაში საუბნო გზის რეაბილიტაცია (III უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი; სოფელ დეისის გზის რეაბილიტაცია (II უბანი) – 100 000 ლარი; სოფელ ნადაბურში ეკლესიასთან მისასვლელ გზაზე ხიდის მშენებლობა - 70 000 ლარი; ახალსოფლის გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი; სოფელ ლეღვანში გზის რეაბილიტაცია (ქვიანთი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 200 000 ლარი; სოფელ საღანძილეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (იჩქიტიძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი; სოფელ საღანძილეში საუბნო გზის რეაბილიტაცია (საღანძილის თავის უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი; სოფელ უჩამეთში საუბნო გზის რეაბილიტაცია (მესერიძეების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი; ზედა ლაშე - საქარიქედის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 150 000 ლარი; სოფელ ზვარეში გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 300 000 ლარი; სოფელ ხიდარში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ჯორტების უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 60 000 ლარი; სოფელ სარგვეშში საუბნო გზის რეაბილიტაცია (ხვიჩა მუმლაძის უბანი) - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 100 000 ლარი; სოფელ წიფაში გზის რეაბილიტაცია - პროექტის სავარაუდო ღირებულება - 250 000 ლარი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0959.JPG
06/11/2020 13:56

ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო

დაბა ხარაგაულის 24 საათიანი წყალმომარაგებისთვის წყლის სისტემის მოწყობა დაიწყო. პროექტის ფარგლებში ახალი ჭაბურღილები მოეწყობა პატარა ხარაგაულში და ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ლეღვნის წყლის სათავე ნაგებობას! საერთო ჯამში წყლის სისტემის მოწყობისთვის 3 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯება! პროექტის დასრულების შემდეგ, 24 საათიანი გრაფიკით ისარგებლებს დაბა ხარაგაულის, პატარა ხარაგაულის, სოფელ ლეღვნის, დიდვაკის და საღანძილის მოსახლეობა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_29.jpg
06/11/2020 12:59

9 ნოემბერს ხარაგაულის საკრებულო რიგგარეშე სხდომას მართავს

9 ნოემბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომაზე ხარაგაულის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის მ/შ პეტრე შარიქაძე, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2021 წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში დასაფინანსებელი პროექტების ნუსხას წარადგენს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0930_1.JPG
02/11/2020 13:18

ხარაგაულის საკრებულომ 2 ნოემბრის სხდომაზე ორი საკითხი განიხილა

2 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ მორიგი სხდომა გამართა. სხდომაზე შემდეგი საკითხთა ნუსხა განიხილეს:  1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე საკითხი მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსხურის უფროსმა ნანა კიკნაძემ წარადგინა. საკრებულოს წევრებმა სოციალური სამსახურის ანგარიში დადებითად შეაფასეს; 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის, 6 აპრილის, N16 დადგენილებაში „ადგილობრივი მოსაკრებლების შემოღების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე, რომლის შესაბამისად მიმდინარე წლის 9 ოქტომბრიდან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლის მშენებლობის ნებართვის მოსაკრებლის ოდენობა განახევრდა და ერთი ლარი შეადგინა. საკითხი განსახილველად საკრებულოს მერიის არქიტექტურისა და ზედამხედველობის სამსახურის უფროსის მოვალეობის შემსრულებელმა ზურაბ ბანცაძემ წარადგინა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_28.jpg
30/10/2020 14:38

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორ სოფელში გაზი ჩაირთო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშესა და კიცხში ბუნებრივი აირი ჩაირთო.  მერის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ჩხეიძემ, მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელმა ჟანა ნემსაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობისა და „სოკარ-ჯორჯია გაზის“ წარმომადგენლებმა ბუნებრივი აირი სიმბოლურად მერაბ ნიქაცაძისა და გოჩა კვანტრიშვილის ოჯახში აანთეს. ლაშესა და კიცხში გაზის მაგისტრალის მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 400-მდე აბონენტი გაზიფიცირდა. ამჟამად, ოჯახებში ბუნებრივი აირის ინდივიდუალური დაერთებები ხორციელდება. მიმდინარე წელს გაზის მაგისტრალის მოწყობა დასრულდა ასევე, ფარცხნალში, საქარიქედსა და ვარძიაში. ამჟამად, ბუნებრივი აირით მუნიციპალიტეტში ცხრა სოფელი სარგებლობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_27.jpg
30/10/2020 14:34

რა გაკეთდა ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში

დღეს მოგიყვებით რა გაკეთდა იმ ადმინისტრაციულ ერთეულში, სადაც გალაკტიონ ტაბიძე ცხოვრობდა და მოღვაწეობდა. ეს ფარცხნალის თემია - თემი, რომელმაც ათეულობით აკადემიკოსი, პროფესორი და სხვადასხვა მეცნიერების ფუძემდებლები აღუზარდა ქვეყანას. სწორედ ამის გამო სოფელი ფარცხნალი, შესაძლოა სოფელ მუზეუმად ჩამოყალიბდეს და გინესის რეკორდების წიგნშიც კი მოხვდეს. ფარცხნალს და მის გენიალუირობას წიგნი „ფარცხნალი-კორიფეთა სამკვიდრო“ მიუძღვნა ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დამფუძნებელმა და რეჟისორმა იზა ვეფხვაძემ. ფარცხნალის ადმინისტრაციულ ერთეულში 4 სოფელი-ფარცხნალი, ახალსოფელი, ისლარი და ღუდუმექეთი შედის. ადმინისტრაციული ცენტრიდან ხარაგაულამდე მანძილი 4 კმ-ია. ტოპონიმ ფარცხნალის შესახებ ასეთი გადმოცემა არსებობს: ადრე, ჟამიანობის დროს, სოფელს სენი მოსდებია. დაავადებულებისთვის სოფლის განაპირად ფარცხები აუშენებიათ, რათა ჯანმრთელი ადამიანებისაგან იზოლირებულად ყოფილიყვნენ. როცა სენს გადაუვლია, გადარჩენილ მოსახლეობას ფარცხების სიმრავლის გამო და გარდაცვლილთა ხსოვნის უკვდავსაყოფად სოფლისთვის „ფარცხნალი“ უწოდებია. ფარცხნალში აღინიშნება სახალხო დღესასწაული კახორობა, როცა მომლოცველთა უწყვეტი ნაკადი, 2 დღის განმავლობაში, კახორის მთისკენ ეკლესიის მოსალოცად მიდის. სოფლები-ისლარი, ღუდუმექეთი და ახალსოფელი მდინარე ჯიხველას ნაპირზე გაშენებული იმერული პატარა სოფლებია, სადაც ძველ ოდებს თანამედროვე ინფრასტრუქტურა ერწყმის. სოფელ ფარცხნალში რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცენტრალურ გზას; მობეტონდა ისლარის ცენტრალური გზა; მოეწყო გარე განათება ისლარისა და ფარცხნალის მთავარ გზაზე; ისლარში მოეწყო სარიტუალო სახლი; სოფელ ისლარში წყლის სათავე ნაგებობას ჩაუტარდა რეაბილიტაცია; ახალსოფელში, სასაფლაომდე მისასვლელი გზა მოიხრეშა; ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდა გზას ფარცხნალში, ბარის უბანში; სოფელ ფარცხნალში 2 სასაფლაოს ღობეს ჩაუტარდა რეაბილიტაცია; ნაპირსამაგრი სამუშაოები ჩატარდა სოფელ ფარცხნალში; ჩაუტარდა რეაბილიტაცია სოფლის წისქვილებს ოთხივე სოფელში; ასევე, ოთხივე სოფელში საჭიროებისამებრ გაიცა სასმელი წყლის ავზები და წყლის მილები; კეთილმოეწყო ცაცხვის წყარო სოფელ ფარცხნალში; გარე განათება მოეწყო ისლარისა და ფარცხნალის მთავარ გზაზე; რეაბილიტაცია ჩაუტარდა ორ ეტაპად სოფელ ღუდუმექეთის გზას. ფარცხნალის თემში გაზიფიცირებულია სამი სოფელი ახალსოფელი, ფარცხნალი და ისლარი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_26.jpg
30/10/2020 14:33

რა გაკეთდა ხარაგაულის, სტრატეგიულად უმნიშვნელოვანეს, ადმინისტრაციულ ერთეულში ლეღვანში

ჩვენი კამპანია რა გაკეთდა დასასრულს მიუახლოვდა. ბოლოსთვის შემოვინახეთ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიული ადმინისტრაციული ერთეული - ლეღვანი, რომელიც სოფლებს - მარელისს, ლეღვანს, დიდვაკეს და პატარა სახულარს აერთიანებს. თითქმის ყველა ხარაგაულელმა იცის, რომ სწორედ მარელისის თემიდან შევდივართ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ამ ადგილს ჩვენ ე.წ. „ხერგილს“ ვუწოდებთ, საიდანაც იწყება ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი და ბიომრავალფეროვანი ეროვნული პარკი. როგორც ასეთი ლეღვნის თემში მეხუთე სოფელიც უნდა შედიოდეს - დიდი სახულარი, მაგრამ გამომდინარე იქედან, რომ იქ მუდმივად ერთი მაცხოვრებელიც აღარ არის სოფელმა სტატუსი დაკარგა. ეს ერთადერთი სოფელია, რომელიც ეროვნულ პარკში მდებარეობს. ბოლო წლების განმავლობაში ლეღვნის თემში, ტურიზმის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესი პროექტი განხორციელდა. ეს არის საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის მიერ განხორციელებული(USAID -ის დაფინანსებით) პროექტი - „ტყე-პარკის მიმდებარე სოფლებში ეკოტურიზმის განვითარება“, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა მცირე საოჯახო სასტუმროები, საცხენოსნო მომსახურება და ეკოპროდუქტის შეთავაზების სერვისი ტურისტებისთვის. გამოიცა ბუკლეტი „ხარაგაული - ბიომრავალფეროვნების კარიბჭე“, რომელიც ერთგვარი გზამკვლევია იმ ტურისტებისთვის ვინც ბორჯომ-ხარაგაულის პარკში მოგზაურობას ხარაგაულის მხრიდან გადაწყვეტს. თემს, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ უდიდესი ტურისტული პოტენციალი აქვს, აქამდე დიდ პრობლემას წარმოადგენდა შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის გაუმართაობა, ახლა ამ გზის კაპიტალური რეაბილიტაცია მიმდინარეობს და კიდევ არაერთი მცირე პროექტის განხორციელება შეიძლება. ძალიან მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე წლის წინ მოხდა დიდ სახულარში არსებული მიწების რეგისტრაცია მეპატრონეებისთვის. იქ ახლა დაახლოებით 70 ხის იმერული ოდა დგას და უმეტესობა მათგანი საკუთრებაშია. გარდა იმისა, რომ ლეღვნის თემში ბოლო წლების განმვალობაში არაერთი ტურისტული თუ ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა, ის ასევე ერთადერთია თემია, რომელიც მნიშვნელოვნად დააზარალა სტიქიამ, კერძოდ, ადიდებულმა მდინარე ლეღვნულამ ადმინისტრაციულ ერთეულს 5 მილიონამდე ლარის ზარალი მიაყენა.  მივყვეთ ეტაპობრივად რა გაკეთდა ლეღვნის თემში სოფელ მარელისში დაგებულია ასფალტის საფარი სოფლის ცენტრალურ გზაზე, საიდანაც შევდივართ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში. ბეტონის საფარი მოწყობილია ასევე კაპნარი-კელასოურის საუბნო გზაზე, კელასოური-ბერაწმინდი საუბნო გზაზე და ლეღვანი-მარელისის დამაკვშირებელ გზაზე. მარელისში რემონტი ჩაუტარდა დაწყებითი განათლების და საჯარო სკოლებს, საჯარო სკოლაში წელს მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა. მარელისში ფუნქციონირებს სკოლამდელი მზაობის ჯგუფი. სოფელში მოეწყო სამი ახალი საფეხმავლო ხიდი, მიმდინარეობს ერთი ახალი საავტომობილო ხიდის მოწყობა მდინარე ქუნცურზე. ასევე რეაბილიტაცია ჩაუტარდა ცისკაძეების უბანში მისასვლელ ხიდ-ბოგირს. სოფელში შეკეთდა შიდა საუბნო გზები. შეკეთდა სამი სასმელი წყლის ავზი და რეაბილიტაცია ჩაუტარდა წყლის სისტემებს. სადგურ მარელისში მოეწყო წყალანირების სისტემა. მარელისში დანერგე მომავლის ფარგლებში ერთმა ბენეფიციარმა მოაწყო საკალმახე მეურნეობა, რომელიც დღემდე წარმატებით ფუნქციონირებს. სოფელ ლეღვანში აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი და წარმატებით ფუქნციონირებს. აშენდა სარიტუალო სახლი მოსახლეობის მოთხოვნებიდან გამომდინარე. ბეტონის საფარი მოეწყო სოფლის ცენტრალურ გზაზე 4კმ-იან მონაკვეთზე. კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ასევე, გზას სოფლის საჯარო სკოლის მიმართულებით. აშენდა ახალი საავტომობილო ხიდი მდინარე ლეღვნულაზე, რომელიც სტიქიამ დააზიანა. მოეწყო გაბიონი და საყრდენი კედელი ცენტრალური გზის სტიქიით დაზიანებულ ორ მონაკვეთზე. საჯარო სკოლის მიმართლებით ე.წ. „კიუტების ღელეში“ მოეწყო საყრდენი კედელი, რაც წლების განმვალობაში დიდ პრობლემას წარმოადგენდა. მოხდა სტიქიით ჩაწყვეტილი ცენტრალური გზის აღდგენა. მოწესრიგდა წყლის სისტემები და შიდა საუბნო გზები. საჯარო სკოლაში მოეწყო სველი წერტილები. დიდვაკეში გაკეთდა საფეხმავლო ხიდი; გადაიხურა მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლები. სოფელში არსებულ სკვერს გაუკეთდა კიბის საფეხურები და მოეწყო გარე განათება. ცენტრალურ გზაზე გაკეთდა სანიაღვრე არხი და საყრდენი კედელი. პატარა სახულარში მოწესრიგდა წყლის სისტემა; რეაბილიტაცია ჩაუტარდა სადგურ მარელისიდან სოფლისკენ მიმავალ 4კმ-მდე მონაკვეთს. და ბოლოს, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბოლო წლებამდე სოფელ პატარა სახულარში არ იყო ელექტროენერგია. 2015 წელს არასამთავრობო ორგანიზაციისა და ადგილობრივი ვითმმართველობის ერთობლივი პროექტით მოხდა სოფელში დენის შეყვანა. სოფელ ლეღვანში ერთი ბენეფიციარი სარგებლობს კენკროვანი კულტურების სახელმწიფო პროგრამით.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%90.jpg
30/10/2020 09:24

ფონას მხრიდან გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კმ-იანი საავტომობილო გზის მშენებლობის ფარგლებში ფონას მხრიდან ასფალტის საფარის დაგება დაიწყო! პროექტი ორ 25 კმ-იან მონაკვეთადაა დაყოფილი. ამ დროისთვის, აღნიშნულ მონაკვეთზე გზის საფარისა და ხელოვნური ნაგებობების მოწყობა მიმდინარეობს. გზის რეაბილიტაცია მოიცავს: ასფალტის საფარის მოწყობას, ხიდების, გზის სადრენაჟე მილების, კიუვეტების რეაბილიტაცია–რეკონსტრუქციას, საყრდენი კედლების მშენებლობას, გზის მონიშვნასა და უსაფრთხოების ბარიერების მოწყობას. საავტომობილო გზის ეს მონაკვეთი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს E-60 ავტომაგისტრალთან აკავშირებს. ადგილობრივ მოსახლეობას ამ გზაზე გადაადგილების პრობლემა წლებია აწუხებს; პირველ ლოტზე, ასფალტის საფარი დაგებულია ძირულა-ხარაგაულის მონაკვეთზე. პროექტს, აზიის განვითარების ბანკი (ADB) აფინანსებს და მისი ჯამური ღირებულება 105 მილიონი ლარია
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/122824535_2921234171457070_23684996242833390_o.jpg
27/10/2020 11:43

თეატრალურმა საზოგადოებამ ირინე ჩხეიძეს „ამაგდარის“ წოდება მიანიჭა

იმერეთის თეატრალური ფესტივალი, წელს, განსხვავებული ფორმატით ჩატარდა. თაეტრებმა სპექტაკლები, ღია, თავისუფალ სივრცეში წარმოადგინეს. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წელს არ იყო ნომინაციები, თუმცა იმერეთის თეატრალური საზოგადოების გადაწყვეტილებით, რამდენიმე თეატრს მიენიჭა ამაგდარის წოდება, მათ შორის ხრაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრის რეჟისორს - ირინე ჩხეიძეს. თეატრალური_ფესტივალი2020 ხარაგაულის 120 წლის სახალხო თეატრმა სპექტაკლით „დარისპანის გასაჭირი“ გახსნა. ირინე ჩხეიძეს ამაგდარის წოდების სპეციალური დიპლომი, მრავალწლიანი ნაყოფიერი მუშაობისთვის, 21 ოქტომბერს, ფესტივალის დახურვის ცერემონიაზე გადასცეს. ვულოცავთ ქალბატონ ირინეს და მთელ დასს ამ წარმტებას, ასევე დიდი სიყვარულით ვულოცავთ ხარაგაულის სახალხო თეატრს 120 წლის იუბილეს.
სრულად