საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/49087189_2279435412303619_2606977279598788608_o.jpg
03/01/2019 12:19

ხარაგაულის მერმა საგანგებო რეჟიმში მომუშავე პერსონალს ახალი წელი მიულოცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და მერის მოადგილე, არჩილ მაღრაძემ, 24 საათიან რეჟიმში მომუშავე რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის, საგანგებო სიტუაციების მართვის, პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების მორიგე პერსონალს, 31 დეკემბრის ღამეს, ახალი წელი მიულოცეს და მადლობა გადაუხადეს სიცოცხლის ფასად ქვეყნის და ხალხის სამსახურში დგომისთვის. საავადმყოფოს მორიგე ექიმის, ზაურ ჭუმბურიძის ინფორმაციით, 2018 წლის ბოლო დღეს, იყო რამდენიმე პაციენტის მომართვა, თუმცა შემთხვევები სერიოზული არ აღმოჩნდა, მორიგე პერსონალმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ახალი წლის ღამე პაციენტებს სახლში გაეტარებინათ. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრში, სახანძრო-სამაშველო სამსახურსა და პოლიციის განყოფილებაში მორიგე ბრიგადები გამოძახებაზე იყვნენ გასული.  „რამდენადაც რთულია, იმდენად, ალბთ უფრო საამაყოა თქვენი სამსახური. საკუთარი სიცოცხლის ფასად, გმირობის ტოლფასია თქვენი ყოველდღიური საქმიანობა. მინდა მადლობა გითხრათ ქვეყნის და ხალხის სამსახურში დგომისთვის, მადლობა რომ ზრუნავთ ჩვენს ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებაზე“- აღნიშნა ნიკოლოზ თოფურიძემ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/48396420_367425150481033_3344762827515625472_o.png
28/12/2018 14:59

29 დეკემბერს ხარაგაულში თოვლის ბაშო გაიმართება

29 დეკემბერს, ხარაგაული, რიგით მეორე სუმოს სამოყვარულო ჩემპიონატს „თოვლის ბაშოს“ უ მასპინძლებს! ახალგაზრდა ხარაგაულელების ინიციატივით „დევების ბაშოს“ შემდეგ „თოვლის ბაშო“ ღის ცის ქვეშ, მდინარე ჩხერიმელას სანაპიროზე, ე.წ. დევების მიმდებარე ტერიტორიაზე, 13 საათზე დაიწყება. „თოვლის ბაშოს“ მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია. ბაშოს გენერალური სპონსორია - შპს "ჯეო ჯაპ მოტორსი" - უმაღლესი ხარისხის იაპონური საბურავები. ოფიციალური მედია პარტნიორია Live.ge ბაშოს სპონსორია რესტორანი „მარანი“ და სარეაბილიტაციო ცენტრი „მოძრაობა თავისუფლებაშია“ . „თოვლის ბაშოს“ მებრძოლები, საქართველოს ტერფის და კოჭ-წვივის სახსრის ინსტიტუტის მიერ დაწესებული თასისთვის იბრძოლებენ. „თოვლის ბაშოს“ საპრიზო ფონდი I ადგილი - 1050 ლარი II ადგილი - 550 ლარი ნახევარფინალში დამარცხებული - 100 ლარი. ❄ თოვლის ბაშოს საინფორმაციო მხარდამჭერია საზოგადოებრივი მაუწყებელი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდი kharagaulinews.gov.ge facebook გვერდი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია-Kharagauli Municipality Hall .  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%A3%E1%83%A7%E1%83%A3%E1%83%A7.png
24/12/2018 14:57

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებ პირებზე სტატუსის მინიჭება გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ დანართი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0370.JPG
21/12/2018 17:50

შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის სახელობის ტურნირი მინი ფეხბურთში

სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით, 19-20 დეკემბერს, ხარაგაულის სპორტ დარბაზში შოთიკო ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი მინი ფეხბურთის ტურნირი გაიმართა.  ტურნირში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 13 საჯარო სკოლის გუნდი იღებდა მონაწილეობას.   ნახევარფინალური თამაშებში პირველ სამ ადგილზე გასული გუნდები გამოვლინდა. ტურნირის გამარჯვებული ვარძიის საჯარო სკოლის გუნდი გახდა, მეორე ადგილი დაბის #2 საჯარო სკოლის გუნდს ხვდა წილად, ხოლო მესამ ე ადგილზე ბორითის საჯარო სკოლის გუნდი გავიდა. გამარჯვებული გუნდები სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორმა, გრიგოლ ჭიპაშვილმა სიგელებითა და სიმბოლური საჩუქრებით დააჯილდოვა. პირველი ადგილის მფლობელ ვარძიის საჯარო სკოლას კი, სპეციალური თასი, შოთიკო ჭიპაშვილის მამამ, ბესო ჭიპაშვილმა გადასცა.  ტურნირის მიმდინარეობას ტრაგიკულად დაღუპული ბიჭების მშობლები, ახლობლები, მეგობრები და თანაკლასელები დაესწრნენ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/xfghcxvbncvbn.jpg
17/12/2018 10:35

საბა ებანოიძემ „ეტალონის,, შუალედურ კონკურსში მესამე ადგილი დაიკავა

განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროში „ეტალონის“ შუალედური ფინალური კონკურსი გაიმართა. კონკურსში საბა ებანოიძემ (ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია - X კლასი) 85 ქულით, მესამე ადგილი დაიკავა.  ჩემპიონატში სულ 21 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც 2018 წელს თავიანთ მუნიციპალიტეტებში "ეტალონის" გამარჯვებულები გახდნენ.  შუალედურ ფინალს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე დაესწრო, რომელმაც კონკურსის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და საბას გამარჯვება პირადად მიულოცა.  პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს პროექტის ავტორმა, გოჩა ტყეშელაშვილმა დიპლომები გადასცა, ხოლო განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს სახელით ისინი კომპიუტერული ტექნიკის ვაუჩერებით დაჯილდოვდნენ. ღონისძიებას საქართველოს ინტელექტ-ჩემპიონატში ჩართული მუნიციპალიტეტები, წარმომადგენლობითი დელეგაციები, საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები და მშობლები დაესწრნენ. საბა ებანოიძე 2019 წელს "ეტალონის" გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც თბილისში 15 ივნისს გაიმართება.  ვულოცავთ საბას ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0200.JPG
13/12/2018 19:06

განსახლების ზოლში მოხვედრილ მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება

ხევი-უბისას ავტობანის მშენებლობასთან დაკავშირებით სავტომობილო გზების დეპარტამენტის განსახლების სამსახურისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი, საინფორმაციო შეხვედრა წითელ ზოლში მოხვედრილ მოსახლეობასთან, გრძელდება.  ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასოფლო და არასასოფლო-სამეურნეო მიწების შეფასება, რაზეც მოსახლეობის შეკითხვებს განსახლების სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად, კერძო კომპანიის ექსპერტ-შემფასებელმაც უპასუ ხა. ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე განმარტავს, რომ წითელ ზოლში მოხვედრილ მოსახლეობასთან შეხვედრები სისტემატურად ტარდება, როგორც ერთობლივ, ასევე ინდივიდუალურ რეჟიმში.  მერის ინფორმაციით, მნიშვნელოვანია ქვეყნისთვის ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელებას ხელი შევუწყოთ და ეს, არცთუ ისე სასიამოვნო პროცესი, რასაც განსახლება ქვია, ორივე მხარისთვის სასარგებლოდ დასრულდეს.  „ადგილობრივი თვითმმართველობა, ისევე როგორც სახელმწიფო, ბოლომდე დაიცავს მოსახლეობის ინტერესებს. ჩვენ იქამდე ვიქნებით ყოველდღიურ რეჟიმში ჩართული ამ პროცესებში, ვიდრე ისე არ დარეგულირდება საკითხი, რომ დაზარალებული არ დარჩნენ მხარეები“- განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgfhjghkhjk.JPG
11/12/2018 12:37

,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები,, - პერფორმანსი ხარაგაულის ქუჩებში

აქცია - პერფორმანსით დაასრულა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭომ ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიძღვნილი კამპანია. ,,მოლაპარაკე ფეხსაცმელები“ - სიმბოლურად ასე უწოდეს პერფორმანსს, რომელსაც ყველაზე მეტი მამაკაცი დამთვალიერებელი ჰყავდა.  ,,ჩვენ ამ ფორმით შევეცადეთ, ხმამაღლა მოგვეყოლა ქალების ამბები, იმ ქალების, რომელთა უფლებები არაა დაცული. თითოეული ქალის ფეხსაცმელი ჰყვება ისტორიას, რომელთაგან ყველა რეალურია. ჩვენ ავიღეთ პროტოტიპები, რომლებთანაც შეხება გვქონია,  ჩვენ გარშემო ცხოვრობს და ვერ საუბრობს თავის მძიმე ცხოვრებაზე. აქციას ყველაზე მეტი მამაკაცი დამთვალიერებლები ჰყავდა, საინტერესო იყო მათი რეაქციები.  ყურადღების მიქცევის და სათქმელის ამ ფორმით გამოხატვის ეს  მეთოდი დიდი ხანია  გამოიყენება მსოფლიოში სხვადასხვა აქციის დროს. ჩვენ ვგმობთ ძალადობის ნებისმიერი სახეს. კამპანია დასრულდა, მაგრამ საუბარი , განსჯა და ფიქრი ამ თემაზე კვლავ გრძელდება“ - ამბობს მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძე. წელს ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართული კამპანიის მოწოდება გახლდათ ,,შევაჩეროთ ძალადობა ქალთა მიმართ შრომით სამყაროში“. კამპანიის ბოლო დღეს შეხვედრა ჩატარდა, ასევე, ბაზალეთის საჯარო სკოლის მოსწავლეებთან, თემაზე - გენდერული თანასწორობა.                                                            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/rtyuryufhj.jpg
11/12/2018 11:03

ხევი-უბისას გზის მონაკვეთის მშენებლობასთან დაკავშირებით მერთან შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხევი-უბისას მონაკვეთზე (F2 - II სექცია) ავტობანის მშენებლობის მიზნით ტენდერში გამარჯვებული ჩინური კომპანიის - Hunan Road and Bridge Construction Group -ის მთავარ მენეჯერს ტაი სინაგიანგს და წარმომადგენლებს შეხვდა.  შეხვედრზე მშენებლობის დაწყებამდე მოსამზადებელ სამუშაოებზე ისაუბრეს.  ჩინური მხარის განცხადებით, ასეთი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელების დროს აუცილებელია მჭიდრო კონტაქტი ადგილობრივ ხელისუფლებასთან.  მოგეხსენებათ ხევი-უბისას 12,2 კილომეტრიანი მონაკვეთი მთლიანად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გაივლის, რაც ოთხზოლიანი გზის საფარის მოწყობას, 35 ახალი ხიდისა და 18 გვირაბის მშენებლობას გულისხმობს.  როგორც შეხვდრის დროს აღინიშნა, მოსამზადებელი სამუშაოები 3-4 თვე გაგრძელდება, რის შემდეგაც 2019 წლის გაზაფხულზე ავტობანის მშენებლობა დაიწყება.  სახელშეკრულებო ვადებით ხევი-უბისას მონაკვეთის მშენებლობა სამ წელიწადში დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfghkhjklhjk.JPG
11/12/2018 10:53

ხარაგაულის სოფლებში წყლის სისტემის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს

კიცხში გიორგაძეების უბანში 30-მდე ოჯახს, მათ შორის კიცხის საბავშვო ბაღს, სასმელი წყალი მიეწოდება.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ თოფურიძე შესრულებულ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო და აღნიშნა, რომ ეს პროექტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო საბავშვო ბაღისთვის. სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაციისთვის რეზერვუარი და წყლის მილები მერიის ბიუჯეტიდან შეიძინეს, სამუშაოები კი ადგილობრივმა მოსახლეობამ საკუთარი ძალებით შეასრულა. სოფელ კიცხში წყლის სისტემის მოსაწყობად სამუშაოები მიმდინარეობს ასევე მდინარაძეების უბანში. ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით და მოსახლეობის ჩართულობით მილების გაყვანის შემდეგ, სასმელი წყალი 29 ოჯახს მიეწოდება.  ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, კიცხში კეთილმოეწყობა ასევე, სათავე ნაგებობა, საიდანაც სასმელი წყლით სოფელში მცხოვრები 30-ზე მეტი ოჯახი მარაგდება. 2019 წელი მერიამ წყლის წლად გამოაცხადა და პროექტი წყალი ყველა სოფელს უკვე აქტიურ ფაზაშია. მერის განცხადებით, სასმელი წყლის პრობლემა ყველა სოფელში უნდა მოგვარდეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/bkjlhbjk%2Cbnm.jpg
11/12/2018 10:51

ცხოვრება კიდურების გარეშე

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, კიცხის იგორეთში მცხოვრებ გოჩა ბოგვერაძეს ესტუმრა და ა(ა)იპ „სათნობის სახლის“ სახელით საკვები პროდუქტები გადასცა. გოჩა ბოგვერაძე მარტოხელაა, არ აქვს სოციალური დახმარება და ძალიან ხელმოკლედ ცხოვრობს. მან მარჯვენა ხელი და ფეხი, 2009 წელს, უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა.  როგორც მუნიციპალიტეტის მერმა განმარტა, იგი პირადად გაუწევს გოჩას შუამდგომლობას სოციალურ სააგენტოსთან, რათა დროულად დაენიშნოს ფულადი დახმარება და მისი ყოფა შემსუბუქდეს. ნიკოლოზ თოფურიძის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე ასეთი მარტოხელა, კიდურების გარეშე დარჩენილი ადამიანი ცხოვრობს, რომელთაც ფიზიკური შრომა არ შეუძლიათ და შემწეობას არ იღებენ. მერი ყველა ასეთ ადამიანთან პირადად მისვლას გეგმავს, რათა პრობლემები ადგილზე მოისმინოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.    
სრულად