საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/picture.jpg
09/11/2018 18:01

ხარაგაულის მერიაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსები ცხადდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში ვაკანტურ თანამდებობებზე გამოცხადებული კონკურსები დასრულდა. დახურული კონკურსის შედეგად მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურში, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი კეთილმოწყობისა და ტერიტორიის დასუფთავების საკითხებში, გიზო მიქიაშვილი, კარიერული წინსვლის პრინციპით, გადავიდა ამავე სამსახურში  ინფრასტრუქურის განვითარების განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსს სპეციალისტად ინფრასტრუქტურის საკითხებში.   ღია კონკურსის შედეგად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის, ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილებაში მეოთხე რანგის პირველი კატეგორიის უმცროს სპეციალისტად ინფრასტრუქტურის საკითხებში, გიორგი სახვაძე დაინიშნა. გიორგი სახვაძე ამ დრომდე, მერიის სამხედრო აღრიცხვისა და გაწვევის სამსხურის მეოთხე რანგის მესამე კატეგორიის უმცროს სპეციალისტად პირველადი აღრიცხვის საკითხებში მუშაობდა.  ღია კონკურსში დარეგისტირებული იყო 8 აპლიკანტი, მათგან გასაუბრებაზე გამოცხადდა მხოლოდ სამი, რომელთაგან საუკეთესო საკონკურსო-საატესტაციო კომისიის შედეგად შეირჩა. გაცნობებთ, რომ ხარაგაულის მერიამ, დღეს, ვაკანტურ თანამდებობეზე კონკურსი ისევ გამოაცხადა.   1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი საარქივო საკითხებში - 1 ვაკანსია (ღია კონკურსი); 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული სამსახურის წარმომადგენელთა კოორდინაციის განყოფილების მესამე კატეგორიის უმცროსი სპეციალისტი მერის წარმომადგენლის ასისტენტი კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში - 1 ვაკანსია (ღია კონკურსი); განაცხადების შევსების ვადა 18 ნოემბერს იწურება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/pdf_files/_DSC0592.JPG
09/11/2018 16:47

ხარაგაულის მერს ახალი თანაშემწე ჰყავს

ლაშა გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის თანაშემწედ დღეს დაინიშნა. მერის თანაშემწის პოზიცია ვაკანტური მას შემდეგ გახდა, რაც შალვა ბენდიაშვილმა აღნიშნული პოზიცია საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა. ლაშა გელაშვილი 1991 წლის 16 იანვარს დაიბადა. დაამთავრა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი, ფინანსისტის სპეციალობით. 2013-2014 წლებში მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურში აუდიტორ-სტაჟიორად.    2015-2017 წლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწის პოსტს იკავებდა. ახალ თანამდებობაზე ლაშა გელაშვილი მუშაობას 11 ნოემბრიდან შეუდგება. მერის თანაშემწის პოსტზე გამარტივებულ კონკურსში 25 აპლიკანტი დარეგისტრირდა, მათგან გასაუბრებაზე მხოლოხ ხუთი გამოცხადდა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
09/11/2018 15:27

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0153_1.JPG
08/11/2018 17:12

   შემოდგომის ზეიმი ხარაგაულის გიმნაზიაში

  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მოსწავლეებმა შემოდგომა ზეიმით გააცილეს. „შემოდგომის ზეიმი“ სკოლის ეზოში გაიმართა. ყველა კლასმა ბარაქიანი შემოდგომის მრავალფეროვნება წარმოადგინა. მოსწავლეებმა, პედაგოგების ხელმძღვანელობით, შემოდგომის ნობათი გამოფინეს და ჩურჩხელები ამოავლეს. ასევე, იყო გამოფენილი მოსწავლეთა ნამუშევრებიც. ზეიმზე  საგალობლები და ქართული ხალხური სიმღერები წარმოადგინეს გიმნაზიის გოგონათა გუნდმა (ხელმძღვანელი, თორნიკე ბაკურაძე). გიმნაზიის აღსაზრდელებმა  ასევე  შეასრლეს შემოდგომაზე მიძღვნილი ლექსები და ქართული ტრადიციული ცეკვები. საგალობლები წარმოადგინეს გიმნაზიის პედაგოგებმა: თორნიკე ბაკურაძემ, ზეინაბ ბუაჩიძემ, ლაურა მანაგაძემ და დალი ხარატიშვილმა.  პედაგოგმა ზეინაბ ბუაჩიძემ დამსწრე საზოგადოებას გააცნო გიმნაზიის მოსწავლეთა წარმატებები, რომლებიც სხვდასხვა ოლიმპიადებსა და ინტელექტუალურ შეჯიბრებებში დაიმსახურეს.   შემოდგომის ზეიმს ესწრებოდა მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი მეუფე მელქისედეკი (ხაჩიოძე)  ეპარქიის სასულიერო პირებთან ერთად. მეუფე მელქისედეკმა დალოცა გიმნაზიის პედაგოგები, მოსწავლეები,  მშობლები და სრულიად საქართველო და მომავალ თაობას თავისუფალ და ძლიერ საქართველოში ცხოვრება უსურვა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfgdfghdgh.jpg
08/11/2018 16:00

მერია დაბის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობას ითხოვს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და არქიტექტურის სამსახურების თანამშრომლებმა, ძირულა-ხარაგაული-მოლითის დამაკავშირებელი გზის ზედამხედველი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად, დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხები დაათვალიერეს.  იქედან გამომდინარე, რომ ზემოთ აღნიშნული შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის 25 კმ-იანი გზის მშენებლობა უკვე დაიწყო, მუნიციპალიტეტის მერიამ მიზანშეწონილად მიიჩნია, რეაბილიტაციის პარალელურად, დაბის ტერიტორიაზე სანიაღვრე არხების მოწყობა და ამის შესახებ ინფრასტრუქტურის სამინისტროს წერილობით მიმართა.  თავის მხრივ, წერილობითი მოთხოვნის საფუძველზე, სამინისტრომ საკითხის შესწავლის მიზნით, გზის მშენებლობის ზედამხედველ კომპანიას მიმართა, რომელთა წარმომადგენლებმაც, დღეს, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებთან ერთად, ადგილზე შეისწავლეს არსებული მდგომარეობა.  დაათვალიერეს, ასევე, მდინარე „ჯიხველასა“ და „რახიელაზე“ არსებული ხიდები. აღნიშნეს, რომ რახიელას ღელეზე არსებული ხიდის რეაბილიტაცია, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ჩინურმა კომპანიამ დაამონტაჟა, ახალ პროექტში კვლავ გათვალისწინებულია. პროექტის ზედამხედველები და ინფრასტრუქტურის სამინისტრო ერთობლივად განიხილავენ საკითხს და გადაწყვეტილების შესახებ მერიას უახლოეს მომავალში აცნობებენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dxfgjhghjmvbnm.JPG
07/11/2018 16:45

ნიკოლოზ თოფურიძე რკინიგზის დეპარტამენტის  წარმომადგენლებს შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე 10 დღის წინ, ზვარეში, ჩიტაძეების უბნის მოსახლეობას შეხვდა. მუნიციპალიტეტის მერი სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის დროს წარმოქმნილ პრობლემებს გაეცნო და მოსახლეობას დაპირდა, რომ დაუყოვნებლივ აცნობებდა ამ მდგომარეობას რკინიგზის დეპარტამენტს. დღეს ნიკოლოზ თოფურიძემ დეპარტამენტისა და ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს  წარმომადგენლებთან ერთად ადგილზე შეისწავლა იმ ოჯახების მდგომარეობა, რომლებიც აფეთქებების შედეგად სახლების დაბზარვას და ეზოებში ქვათა ცვენას უჩივიან.    საქართველოს რკინიგზის დეპარტამენტის პროექტების ხელმძღვანელის, გიორგი ზაზაშვილის ინფორმაციით,  კონტრაქტორ ჩინურ კომპანიასთან ერთად უმოკლეს დროში განიხილავენ საკითხს და აცნობებენ მოსახლეობას. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, იგი უშუალოდ გააკონტროლებს პროცესს და ბოლომდე იქნება ჩართული ამ საქმეში, რათა მოსახლეობის უსაფრთხოების ზომები მაქსიმალურად იქნას დაცული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/djhfhkgjhk.jpg
07/11/2018 10:51

ხარაგაულის „ეტალონი მოსწავლე 2018“ საბა ებანოიძე გახდა

6 ნოემბერს ხარაგაულში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა. „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მე-10 კლასის მოსწავლე საბა ებანოიძე (76 ქულით) გახდა. მეორე ადგილი თეიმურაზ მაღლაკელიძემ (ზვარეს საჯარო სკოლა, მე-9 კლასი) მოიპოვა, ხოლო მესამე ადგილზე სალომე რიკაძე (ბორითის საჯარო სკოლა, მე-11 კლასი) გავიდა.  საგანმანათლებლო პროექტი ხარაგაულის კინოთეატრში გაიმართა და მას პროექტის ავტორი, გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. წელს ეტალონში 73 მოსწავლე მონაწილეობდა, რომლებიც სკოლებში ჩატარებული ტესტირებების შედეგად შეირჩნენ.  მნიშვნელოვანია, რომ წელს, პირველად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, ინიციატივით პირველი სამი ადგილის მფლობელ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. როგორც ღონისძიებაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, არჩილ მაღრაძემ განაცხადა „ხარაგაულის ეტალონ მოსწავლეს“ - 800 ლარი, მეორე ადგილის მფლობელს - 600 ლარი, ხოლო მესამე ადგილზე გასულ მოსწავლეს - 500 ლარი გადაეცემა.  შეჯიბრის გამარჯვებული „ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე“ საბა ებანოიძე, 2019 წლის ივნისში, ეროვნულ ინტელექტ-ჩემპიონატის გრანდიოზულ ფინალში მიიღებს მონაწილეობას. გთავაზობთ ინტელექტ-ჩემპიონატის ყველაზე მაღალქულიანი მოსწავლეების რეიტინგს: ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე - საბა ებანოიძე, წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიის მეათე კლასი, 76 ქულა; თემიკო მაღლაკელიძე - ზვარეს საჯარო სკოლა, მეცხრე კლასი, 70 ქულა; სალომე რიკაძე - ბორითის საჯარო სკოლა, მეთერთმეტე კლასი, 69 ქულა; ნინო შველიძე - წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, მეთერთმეტე კლასი, 69 ქულა; დიანა ლომსაძე - ლაშის საჯარო სკოლა, მეთერთმეტე კლასი, 69 ქულა; მარიამ მანჯავიძე - წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზია, მეათე კლასი, 69 ქულა; ცოტნე თიკანაშვილი - ზვარეს საჯარო სკოლა, მეცხრე კლასი, 67 ქულა; ნანუკა წიწილაშვილი - ბორის საჯარო სკოლა, მეცხრე კლასი, 67 ქულა; ნიკა ძიძიგური - ლაშის საჯარო სკოლა, მეთერთმეტე კლასი, 64 ქულა. გოჩა ტყეშელაშვილმა ინტელექტ-ჩემპიონატის დაწყებამდე  „2017-2018 სასწავლო წლის ხარაგაულის ეტალონ მოსწავლეს“, ლიზა ბარბაქაძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. მის მშობლიურ ხარაგაულის N2 საჯარო სკოლას კი - დიპლომი „ეტალონი მოსწავლის“ აღზრდისთვის.   ინტელექტ-ჩემპიონატი შემოქმედებითი ნომრებით გააფორმა ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლის მომღერალ გოგონათა გუნდმა (პედაგოგი დარეჯან გვაძაბია). ღონისძიებას ხარაგაულისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე არჩილ მაღრაძე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ხარაგაულის საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარე დავით კიკნაძე, ხარაგაულის რესურსცენტრის უფროსი მარინა ვეფხვაძე, სკოლის დირექტორები, მასწავლებლები, მოსწავლეები და მათი მშობლები დაესწრნენ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/45049751_298617330980083_3988120929564622848_o.jpg
01/11/2018 14:17

დეისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ დეისში გზის რეაბილიტაცია დაიწყო. სოფლის ცენტრალური გზის 2,5კმ-იან მონაკვეთზე ბეტონის საფარის დაგება რეგიონული განვითარების ფონდიდან 536 940 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში გზაზე მოეწყობა სანიაღვრე არხები და წყალამრიდები, მოხდება ასევე გვერდულების შევსება.  სოფელ დეისში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშოები ხარაგულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ დაათვალიერა და აღნიშნა, რომ სოფლისთვის მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/45040034_2235871123326715_8581841941606432768_o_1.jpg
01/11/2018 12:25

ვახანის გზაზე მეწყერული მონაკვეთის აღდგენა დაიწყო

სოფელ ვახანის ცენტრალურ გზაზე, დაახლოებით 100 მეტრიან მონაკვეთზე, გასულ წელს, სოფელში ბეტონის საფარის მოწყობის დროს, სამუშაოები არ შესრულებულა. აღნიშნული მონაკვეთი მეწყერულია და წლის, თითქმის სამ სეზონზე იქ ქანების ჩამოშლა ხშირად ხდებოდა. ხარაგაულის მერიის ინფრსტრუქტურის სამსახურის ინიციატივით, ზემოთ ხსენებული მონაკვეთი სტიქიის ფონდით დაფინანსდა და სამუშაოები უკვე დაიწყო. პროექტის ფარგლებში გზის გასწვრივ მოეწყობა დამცავი გაბიონი და აღნიშნულ 100 მეტრზე ბეტონის საფარი დაიგება.   ჯამში, ვახანში დამეწყრილი ობიექტის აღდგენა 114 000 ლარით დაფინანსდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dcghbnjcvb.JPG
24/10/2018 15:36

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  დადებითი რეკომენდაცია გაეწიათ 54 მოქალაქეს: ვლადიმერ ჩადუნელს, გულთამზე კურტანიძეს, ნელი გოგნაძეს, ზურაბ გოგნაძეს, ნაილი ჩაჩანიძეს, გურგენი ჩაჩანიძეს, ფიქრია ლომიძეს, ფატმან ლომიძეს, ჯემალი ჩადუნელს, ასმათ ბლიაძეს, მზევინარ ჩადუნელს, ილია ლომიძეს, ნანა ტაბატაძეს, ჟანა რუსაძეს, მარეხი ჩადუნელს, ზაზა ორთოიძეს, ზაზა ჩიტაძეს, თინა ჩიტაძეს, დალი გოგნაძეს, ნუცა დალალიშვილს, რამაზი დალალიშვილს, ალექსანდრე თიკანაშვილს, ნინო ფანქველაშვილს, ქეთო ფანქველაშვილს, ვასილ ფანქველაშვილს, ქართლოს თიკანაშვილს, ნაილი თიკანაშვილს, დალი  თიკანაშვილს, დემური  თიკანაშვილს, ლოლა გელაშვილს, მამუკა ბლიაძეს, გოჩა კურტანიძეს, ნაირა ლომიძეს, გიორგი ჩადუნელს, ქეთევან ცუხიშვილს, ავთანდილ ბლიაძეს, რუსუდან ბლიაძეს, იმედა ბლიაძეს, იმედა ბლიაძეს, შორენა რიკაძეს, გენადი რიკაძეს, ლიდა მჭედლიძეს, ტარიელ ჩადუნელს, ნოე ლომიძეს, გოჩა ჩადუნელს, ციალა ორთოიძეს, გიორგი ჩაჩანიძეს, შურა ლომიძეს, რევაზ კიკნაძეს, ტარიელ კიკნაძეს, ნინა კიკნაძეს, ხათუნა ულუმბელაშვილს, მოქალაქე ია ბარბაქაძის საქმეზე გაიცა უარყოფითი რეკომენდაცია, რადგან მოწმეების გაცემულ დოკუმენტებში არის შეუსაბამობა და არ დგინდება ადგილზე  9 თვის ცხოვრების ფაქტი. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:  ინგა ლურსამანაშვილი - იურდიული განყოფილების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი (სხდომის თავმჯდომარე); თამარ სულაქველიძე - იურდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის თავმჯდომარის მოადგილე); ნინო ფერაძე - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის მდივანი); თამთა მეტრეველი - იურდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საბჭოს წევრი); ალექსანდრე ტაბატაძე - სოციალური დაცვის განყოფილების მეორადის ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.  
სრულად