სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0104_1.JPG
16/03/2020 16:42

სოფლის პროექტებით, წელს, ხარაგაულში, 166 პროექტი განხორციელდება

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შერჩეული პროექტები, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ საკრებულოს წარუდგინა. საერთო ჯამში ხარაგაულის 78 სოფელში 166 პროექტი შეირჩა. დღეს პროექტები ჯერ, საკრებულოს ბიურომ განიხილა, ხოლო შემდეგ, საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დამტკიცდა. დღევანდელ სხდომაზე მოხდა ასევე გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით გადანაწილება. საერთო ჯამში, ხარაგაულს, სოფლის პროექტების განსახორციელებლად 890 000 ლარი გამოეყო. შემდეგ ეტაპზე მოსახლეობის მიერ შერჩეულ და მუნიციპალიტეტის საკრებულოს მიერ დამტკიცებულ პროექტებზე მომზადდება ხარჯთაღრიცხვა, ასევე, პროექტები გაიგზავნება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში, რის შემდეგაც დაიწყება სამუშაოების განხორციელება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC02668.JPG
13/03/2020 10:41

ხარაგაულში სამი ხიდის მოწყობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სამ სოფელში ხიდების აღდგენა-რეაბილიტაცია დაიწყო.  ახალი ხიდი მოეწყო სოფელ ღორეშაში მდინარე კვადოურაზე. იქ, ამ დრომდე, ხის ამორტიზებული ხიდი იყო, რაც საფრთხეს უქმნიდა როგორც ქვეითების ასევე ავტომობილების გადაადგილებას. ახალი ხიდის მოწყობა მიმდინარეობს ასევე ხუნევში, სადაც სამუშაოები აქტიურ ფაზაშია. მდინარე უხადურაზე ხიდის მოწყობის სამუშაოების დასრულების შემდეგ ანალოგიური სამუშაოები დაიწყება სოფელ ხორითში. აქაც ახალი საავტმობილო ხიდი მოეწყობა. ხიდების აღდგენა-რეაბილიტაციის მიზნით ხელშეკრულება გაფორმებულია შპს „ტუკა“-სთან, რომელიც სამუშაოებს 93 459 ლარად შეასრულებს. პროექტი სტიქიის ფონდით ფინანსდება! სახელშეკრულებო ვადებით ხიდების რეაბილიტაცია მაისის ბოლოს უნდა დასრულდეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0333.JPG
11/03/2020 10:10

სტიქიის პრევენციის მიზნით ხარაგაულში სამუშაოები მიმდინარეობს

დაბა ხარაგაულში სტიქიის პრევენციის მიზნით მდინარე ჯიხველას კალაპოტი იწმინდება.  ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებული ჯიხველა საფრთხეს უქმნიდა მიმდებარე ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას!  პროექტის ფარგლებში ასევე, სანიაღვრე არხი მოეწყობა 9აპრილის ქუჩა #9 ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსთან, სადაც წვიმის შედეგად დამდგარ წყალი არხის არ არსებობის გამო, წლების განმავლობაში დიდ საშიშროებას წარმოადგენდა კორპუსის მაცხოვრებლებისთვის.   სტიქიის პრევენციის მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გასულ წელსაც ჩატარდა სამუშაოები, მდინარე ძირულას ხეობაში მოეწყო ნაპირსამაგრი გაბიონები, გზის დამცავი კედელი აშენდა ასევე ღორეშაში მდინარე კვადოურას ნაპირზე და საღანძილეში ჩხერიმელას სანაპიროზე. სხვადასხვა ადგილებში მოეწყო ასევე, სანიაღვრე არხები. სამუშაოები საერთო ჯამში ექვს ლოკაციაზე ჩატარდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/89706474_2854974487895156_3615478885379997696_o.jpg
10/03/2020 16:26

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 9 მარტს გამართულ რიგგარეშე სხდომაზე ოთხი საკითხი განიხილა. საკრებულომ მხარი დაუჭირა მუნიციპალიტეტის საკუთრებაში, სოფელ ზვარეში მდებარე 87კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის განკარგვას იჯარის ფორმით გადაცემას.  აღნიშნული ადგილი დათვალიერებული იქნა საკრებულოს ეკონომიკის, ქონების, მართვისა და ინფრასტრუქტურული კომისიის მიერ. ჩინურ კომპანიას აღნიშნულ ფართზე განთავსებული აქვს მაღალი ძაბვის ტრანსფორმატორი, რომელიც დაცულია და გატარებულია უსაფრთხოების ზომები, აღნიშნული მოსახლეობისათვის არ წარმ ოადგენს საფრთხეს, შესაბამისად მოსახლეობა წინააღმდეგი არ არის ფუნქციონირების. საკრებულომ სხდომაზე მოიწონა 2020 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების ნუსხა. საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარემ, მალხაზ ფხალაძემ ასევე, წარმოადგინა საკითხი საკრებულოში 2019 წლის 17 ოქტომბერს შექმნილი " დროებითი სამუშაო ჯგუფისათვის" ერთი თვით ვადის გაგრძელების შესახებ.   საკრებულოს სხდომის შემდეგ, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა შმაგი ხიჯაკაძემ, დეპუტატებს გააცნო ინფორმაცია, კორონა ვირუსის პრევენციის მიზნით, ჩატარებული სადეზინფექციო ღონისძიებების შესახებ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0345.JPG
10/03/2020 15:27

ხარაგაულში მალე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნება

დაბა ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა დასასრულს მიუახლოვდა. ადგილობრივი მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს კომფორტულ გარემოში სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების სწრაფად მიღებას. საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა, საკონფერენციო დარბაზი და მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მისაღები ოთახი. ასევე, ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება. პროექტის ღირებულება 682 100 ლარია, სამუშაოებს სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი ასრულებს“. აღნიშნული ცენტრი ხარაგაულში რიგით მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, ასეთი ცენტრები უკვე ფუნქციონირებს სოფელ ხევში, ღორეშაში და კიცხში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0545_1.JPG
10/03/2020 15:13

მერძევეობის დარგის განვითარებისთვის ხარაგაულში შეხვედრა გაიმართა

საქართველოს მთავრობამ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით „მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის პროგრამა“ დაიწყო. აღნიშნული პროგრამის პრეზენტაცია შედგა, დღეს, ხარაგაულში, რომელიც მერის წარმომადგენლებს ადმინისტრაციულ ერთეულებში, გარემოს დაცვსა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელმა, ქეთევან ციბაძემ გააცნო.  პროგრამის მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარების ხელშეწყობა, სიღარიბის დაძლევა კონკურენტუნარიანი, მდგრადი და დივერსიფიცირებული მერძევეობის ინდუსტრიის განვითარების გზით. პროგრამის განხორციელება მოიცავს 6 წლიან პერიოდს და მისი საერთო ღირებულება 46.9 მილიონ ევროს შეადგენს. ქეთევან ციბაძის ინფორმაციით შემდეგ ეტაპზე, სამინისტრო გეგმავს, უფრო მეტი ინფორმირებულობისთვის შეხვედრები ჩაატაროს უშუალოდ სოფლებში, კონკრეტულად იმ ბენეფიციარებთან, რომლებიც ამ პროგრამით დაინტერესდებიან. პროგრამის საქმიანობა წარიმართება რამდენიმე მიმართულებით: სადემონსტრაციო ნაკვეთების მოწყობა/აღჭურვა, ბენეფიციართა სწავლება - რძის წარმოების ტექნოლოგიებში, სურსათის უვნებლობის საკითხებში, HACCAP სტანდარტებში, თანამედროვე საკვები ბაზისა და დაავადებების მართვის საკითხებში, თანადაფინანსებაზე დაფუძნებული გრანტების გაცემა, საძოვრების მოწესრიგება, საძოვრებთან მისასვლელი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.  პროექტის ბენეფიციარები იქნებიან როგორც ინდივიდუალური ფერმერები, ასევე კოოპერატივები და საწარმოები. პროგრამ სამ რეგიონში იმერეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და სამცხე-ჯავახეთში განხორციელდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/88259138_241431913550710_5095311928801099776_n.jpg
09/03/2020 15:23

ხარაგაულელი გივი ლომიძე ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრად აირჩიეს

ხარაგაულელი გივი ლომიძე ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრი გახდა 2020 წლის 7 მარტს, თეოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, წმ. ეფრემ ასურის სახელობის სასწავლო-სამეცნიერი ცენტრის თანადამფუძნებელი, გივი ლომიძე ავსტრიის ქალაქ ზალცბურგში „ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის“ წევრად აირჩიეს. ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია 8 სექტორისგნ შედგება. აკადემიის წევრობის პატივი აქამდე, მხოლოდ 10 ქართველ მეცნიერს ხვდა წილად, თუმცა აკადემიის მეშვიდე სექტორის, კერძოდ, „მსოფლიო რელიგიების“ სფეროში,  თეოლოგი გივი ლომიძე აკადემიის პირველი ქართველი წევრია. „ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემია“  1990 წელს დაფუძნდა და მასში  მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან, დაახლოებით, 2 000 წევრია გაერთიანებული. აკადემიის წევრად არჩევის ინაუგურაციაზე თეოლოგ გივი ლომიძეს გადაეცა ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის დიპლომი. მას თან ახლდნენ გერმანელი მეგობრები - პროფ. შტეფან ჰორნი, პროფ. მიხაელა ჰაშთეთერი და ქართველი მეგობარი ერეკლე თურქაძე, რომლებმაც პირველებმა გაიზიარეს მისი და ჩვენი ქვეყნის ეს სასიხარულო ამბავი. ზალცბურგში გამართულ ღონისძებას მიესალმა ავსტრიის პრეზიდენტი, ბატონი ალექსანდერ ვან დერ ბელენი, რომელმაც ისაუბრა ევროპის კონტინენტის გამოწვევების, მიზნებისა და ამოცანების შესახებ. თქვა, რომ „მხოლოდ კოოპერაცია - ერთობლივი თანამშრომლობა არის ევროპის მომავლის გასაღები. გივი ლომიძე: ,,ყველას მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ მოლოცვებისთვის. ჩემი არჩევა ევროპის მეცნიერებისა და ხელოვნების აკადემიის წევრად დაკავშირებულია ხსენებული აკადემიის, კერძოდ „მსოფლიო რელიგიების“ განყოფილების დეკანთან, ბატონ დრ. ელმარ კუნთან. დოქტორი კუნი ესწრებოდა ჩემს მოხსენებას ვენაში, რომელიც 2018 წლის ნოემბრში ქართულ-გერმანულ სიმპოზიუმზე წარმოვთქვი. მადლობა მას იმ ყურადღებისთვის, რაც მაშინ ქართველების მიმართ გამოიჩინა. განსაკუთრებული მადლობა მინდა გამოვხატო ჩემი საყვარელი კუთხის - ხარაგაულის მიმართ, რომელსაც არ უკვირს ასეთი მოვლენები, რომელიც წარმოადგენს სიყვარულის, განათლების, კულტურისა და ხელოვნების არა მარტო სიმბოლოს, არამედ რეალურ აკვანს, რომელმაც საქართველოს მრავალი ათეული გამოჩენილი მოღვაწე უმემკვიდრა. ამ ტრადიციის გაგრძელება არაა ადვილი საქმე, ეს არ გახლავთ პირადი წარმატება, ეს არის ყველა ჩვენგანის ერთობლივი შრომის ნაყოფი, დაწყებული ჩემი ოჯახიდან ერთგული მეგობრებით დასრულებული; ეს წარმატება ყველა იმ ადამიანის მონაპოვარია, ვინც საკუთარი განათლებისა, ინტელექტუალური და სულიერი გამოცდილების გაზიარებით ღირსი გაგვხადა ვიდგეთ იმ გზაზე, რომელზე სვლაც დაუღალავი შრომით დაიწყეს ჩვენმა დიდმა წინაპრებმა. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ამ სიხარულის გაზიარებისთვის!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
06/03/2020 14:49

საკითხები, რომელსაც საკრებულო 9 მარტს რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 9 მარტს რიგარეშე სხდომას იწვევს. დეპუტატები 5 საკითხზე იმსჯელებენ.  სხდომის დღის წესრიგი  1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზვარეში მდებარე 87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.1836.206). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალზე“ (ს/კ 404385385) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე 3 . ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ; მომხს: ჯაბა ბერაძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 02 დეკემბრის N 50/62 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს  დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პეტრე შარიქაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში 2019 წლის 17 ოქტომბერს შექმნილი „დროებითი სამუშაო ჯგუფისათვის“ ერთი თვით ვადის გაგრძელების შესახებ; მომხს: მალხაზ ფხალაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/88220534_2848126935246578_4162056097051443200_o.jpg
06/03/2020 14:35

ბიუროზე წარდგენილ საკითხებს საკრებულო რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურომ რიგგარეშე სხდომაზე ორი საკითხი მოისმინა.    ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზვარეში მდებარე 87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.1836.206). პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალზე“ (ს/კ 404385385) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ყოფილი წყალსადენის ტერიტორიაზე (ს/კ 36.01.31.182), 14 465 კვმ. მიწის ფართობიდან 4 435 კვმ მიწის ფართობის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის არსებობის ვადით გადასაცემად, წყალმომარაგების ალტერნატიული სათავე ნაგებობის (სამი ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის) მოსაწყობად მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ;   საკითხები მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ წარადგინა.    ზემოთ აღნიშნულ საკითხებს ხარაგაულის საკრებულო 9 მარტის რიგგარეშე სხდომაზე განიხილავს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
05/03/2020 14:18

ხარაგაულის საკრებულოს ბიურო 6 მარტს რიგგარეშე სხდომას მართავს

სხდომაზე ორი საკითხი იქნება განხილული  პირველი - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზვარეში მდებარე 87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.1836.206). პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალზე“ (ს/კ 404385385) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ; მეორე - ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, დაბა ხარაგაულში მდებარე ყოფილი წყალსადენის ტერიტორიაზე (ს/კ 36.01.31.182), 14 465 კვმ. მიწის ფართობიდან 4 435 კვმ მიწის ფართობის საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიისათვის არსებობის ვადით გადასაცემად, წყალმომარაგების ალტერნატიული სათავე ნაგებობის (სამი ჭაბურღილისა და სატუმბი სადგურის) მოსაწყობად მერისათვის თანხმობის მიცემის შესახებ; ორივე საკითხს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსი, ჯაბა ბერაძე წარუდგენს. 
სრულად