სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/120338931_695546154392323_5589010629087992378_n.jpg
29/09/2020 15:39

ხარაგაულში პროექტ ეტალონის შესარჩევი ტური ჩატარდა

ხარაგაულში „ეტალონის“ შესარჩევი ტური ჩატარდა. 2020-2021 სასწავლო წლის ხრაგაულის ეტალონი მოსაწვლის გამოსავლენად ინტელექტ-ჩემპიონატ ეტალონის შესარჩევი ტურები მთელი საქართველოს მასშტაბით დაიწყო!  ტესტირების I ეტაპი, დღეს, 29 სექტემბერს, ხარაგაულის 25 საჯარო და 1 კერძო სკოლაში გაიმართა. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფს შესაბამისი დონის ტესტები ჩაუტარდა. ტესტირების პროცესი ყველა სკოლაში შეფერხების გარეშე წარიმართა, მალე გახდება ცნობილი იმ მოსწავლეთა სია ვინც მეორე ტურში გადავიდა და აგრძელებს ბრძოლას ხარაგაულის ეტალონი მოსწავლის ტიტულის მოსაპოვებლად.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_21.jpg
28/09/2020 10:08

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. სხდომაზე განსახილველი საკითხები: მალხაზ გოგნაძე ითხოვს სტატუსის მინიჭებას ნანა ალხაზიშვილი ითხოვს სტატუსის მინიჭებს გელა ჩაჩანიძე ითხოვს სტატუსის მინიჭებას მურმანი ჩადუნელი ითხოვს სტატუსის მინიჭებას მაგული ზიბზიბაძე ითხოვს სტატუსის მინიჭებას სხდომაზე დამსწრე პირებმა თამარ სულაქველიძემ, ნინო ფერაძემ და ალექსანდრე ტაბატაძემ იმსჯელეს და ხუთივე განმცხადებელზე დადებითი რეკომენდაცია გასცეს. ხუთივე განმცხადებელს გაეწია რეკომენდაცია სტატუსის მისანიჭებლად.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_3.jpg
25/09/2020 11:33

ხარაგაულის მერია განმეორებით აუქციონს აცხადებს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი და მოძრავი ქონების პრივატიზების მიზნით განმეორებით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 25 სექტემბერს 16 საათზე დაიწყება და 5 ოქტომბერს 16 საათზე დასრულდება. იხ. დანართი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd_4.jpg
25/09/2020 11:30

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ელექტრონულ აუხციონს აცხადბს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით ელექტრონულ აუქციონს აცხადებს, რომელიც 25 სექტემბერს 16 საათზე დაიწყება და 5 ოქტომბერს ასევე 16 საათზე დასრულდება. იხ. დანართი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/120126352_1280052885680546_3710767490917061886_n.jpg
24/09/2020 10:29

ხარაგაულში ივანე ჯაფარიძის წიგნის

დღეს, ხარაგაულის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში,  ივანე ჯაფარიძის წიგნის „საქართველოს დედოზარი-ლევან გოთუას“ პრეზენტაცია გაიმართა. ღია სივრცეში, ივანე ჯაფარიძემ, მსმენელს წიგნის მნიშვნელობაზე ესაუბრა და არაერთი ლამაზი მოგონება გაიხსენა ლევან გოთუას ცხოვრებიდან. „ბატონი ვანო გახლავთ საოცრად საამაყო ქართველი და მე ამაყი ვარ იმით, რომ ამ დიდებულ ქართველთან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს, თითქმის 20 წლიანი. როცა ბატონი ვანოს ეს წიგნი გამოვიდა, ბედნიერი ვიყავი, რომ ერთ-ერთმა პირველმა წავიკითხე ეს არაჩვეულებრივი წიგნი, ლევან გოთუაზე. სასიხარულოა ბატონი ვანოს გადაწყვეტილება, რომ ეს წიგნი მასიურად გადაეცა ხარაგაულის ბიბლიოთეკებისთვის და ხარგაულელ ახალგაზრდებს მისცა მისი წაკითხვის შესაძლებლობა. დღეს ბატონმა ვანომ ჩამოიტანა ეს წიგნები ბიბლიოთეკებისთვის და რადაგნ იგი მობრძანდებოდა ხარაგაულში, სპონტანურად დავგეგმეთ წიგნის პრეზენტაცია, რამდენადაც შესაძლებელი იყო, რომ პანდემიის ფონზე ღია სივრცეში ოცამდე ადამინი შევკრებილიყავით. ვფიქრობთ, რომ გარკვეული დროის შემდეგ ამ წიგნის განხილვა კვლავ მოეწყობა სკოლებში მას შემდეგ, როცა ჩვენი ახალგაზრდები მას წაიკითხავენ. რაც შეეხება წიგნს, ამ წიგნში არის ლევან გოთუას შესახებ ისეთი მასალები, რომლებიც დღემდე არსად არ გამოქვეყნებულა, ვინაიდან ის ინახებოდა ვანო ჯაფარიძის ოჯახის პირად არქივში. ლევან გოთუა გახლდათ, დიდი მთამსვლელი ჯაფარიძეების ახლო მეგობარი, ხოლო ვანო ჯაფარიძე მათი შთამომავალია, რომელმაც ეს მასალები მზის სინათლეზე გამოიტანა. ბედნიერი ვარ რომ წიგნის პირველი პრეზენტაცია შედგა ხარაგაულში“-ამბობს პროექტის ორგანიზატორი, ქალბატონი იზა ვეფხვაძე. შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით იზა ვეფხვაძემ და მერი გიორგიძემ მიმართეს. წიგნი და პრეზენტაცია იმ მიზანს ემსახურება, რომ ახალგაზრდებმა მეტი იცოდნენ ლევან გოთუასა და სხვა ქართველი გმირების შესახებ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/119991736_2888515221395632_78220420911484048_o_4.jpg
23/09/2020 10:06

რა გაკეთდა ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში

თუ აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ მგზავრობთ აუცილებლად უნდა იცოდეთ, რომ, როგორც კი, რიკოთის გვირაბიდან გამოხვალთ ზემო იმერეთი იწყება და თქვენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შემოდიხართ. პირველი ადმინისტრაციული ერთეული ხევია, რომელიც მდინარე რიკოთულას ხეობას მიუყვება. მხარგაშლილი წიფლის მასიური ტყე და გამორჩეულად მკაცრი მიკროკლიმატი წელიწადის ყველა დროს ულამაზეს ლანდშაფტს ქმნის ხეობაში.  ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხი სოფელი შედის - ხევი, წაქვა, გრიგალათი და ციცქიური. ადმინისტრაციული ცენტრიდან ხარაგაულამდე მანძილი 47 კილომეტრია. სოფელ ხევს ადრე „ხევიჯვარი“ ერქვა. პირველად კი იგი XVI საუკუნეშია მოხსენიებული, როგორც ხევი. სოფელში XIX საუკუნეში აგებული ოქონობის ეკლესიაა, რომლის ეზოშიც ულამაზესი ორასწლოვანი ცაცხვებია გაშენებული.  სოფელ წაქავში მიწის სამუშაობის დროს შემთხვევით იპოვეს თიხის ქოთანი, რომელშიც აღმოჩნდა VII-VIII ს. ვერცხლის არაბული მონეტები. ადმინისტრაციული ერთეული, ასევე, მოიცავს კიდევ 2 ულამაზეს სოფელს ციცქიურსა და გრიგალათს, რომლებიც მთებშია გაშენებული და იქ მისულ სტუმარს შეუძლია ულამაზესი ხედებით დატკბეს. მაშ ასე, გავიგოთ რა გაკეთდა სოფლებში, სადაც იმერული სტუმართ-მასპინძლობა იწყება!  სოფელ გრიგალათში, ორ უბანში, მოსახლეობის მოთხოვნით აშენდა სარიტუალო სახლი. ასევე, სარიტუალო სახლი აშენდა სოფელ წაქვაში. სოფელ ხევში კეთილმოეწყო და გაფართოვდა საბავშვო ბაღი. ხევი იყო ერთ-ერთი პირველი სოფელი, სადაც აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი. წელს ცენტრის შენობა რიკოთის ავტობანის მშენებლობის გამო თავიდან აშენდა და მალე მიიღებს მომხმარებლებს.  სოფელში მეწყერულ მონაკვეთზე მოეწყო ნაპირსამაგრი გაბიონი. ხევის საჯარო სკოლაში მიმდინარეობს სველი წერტილების რეაბილიტაცია. სოფელში ფუნქციონირებს სარიტუალო სახლი. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სოფლის წისქვილს. სოფელ გრიგალათში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა ამორტიზებული სასოფლო გზის 1 700 მეტრიან მონაკვეთს. გრიგალათის ცენტრალურ გზაზე წელს დასრულდა გარე განათების სიტემის მოწყობა. სოფელ წაქვაში, სადაც ეიყო ერთ-ერთი ურთულესი გზა მობეტონდა 1 500 მეტრიანი მონაკვეთი. წაქვაში, სოფლის ცენტრში, მოსახლეობის მოთხოვნით მოეწყო სპორტული მოედანი. სოფელ ციცქიურში მოწესრიგდა სარიტუალო დარბაზი. ასევე, სოფელ ციცქიურში, მდინარე ძირულას სანაპიროზე მოეწყო 180 მ სიგრძის გაბიონი. აღნიშნული მონაკვეთის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას მდინარის მოდიდების შემთხვევაში სერიოზული საფრთხე ექმნებოდა. ციცქიურში მოსახლეობის მოთხოვნით სოფლის ცენტრალურ გზაზე მოეწყო გარე განათების სიტემა. მნიშვნელოვანია, რომ მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტის(ლიჩი-ნადაბური) ფარგლებში სრულად მოხდება სოფელ ციცქიურის გზის მოასფალტება. ხევის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას მოთხოვნების შესაბამისად მერიამ შეუძინა წყლის მილები. თემში ასევე პერიოდულად ხორციელდება საუბნო გზების შეკეთება-მოხრეშვა. ხევის ადმინისტრაციულ ერთეულში, 2020 წლის მონაცემებით 1400-მდე ადამიანი ცხოვრობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_20.jpg
23/09/2020 09:44

ხარაგაულის საკრებულოს ბიურომ 22 სექტემბრის სხდომა გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე შემდეგი საკითხები განიხილა: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს: გივი თხელიძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე აღნიშნულ საკითხებზე, საკრებულო 25 ოქტომბრის მორიგ სხდომაზე იმსჯელებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_19.jpg
21/09/2020 17:03

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 22 სექტემბერს სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 22 სექტემბრის ბიუროს სხდომის საკითხთა ნუსხა 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის მოსმენისა და შეფასების შესახებ მომხს: გივი თხელიძე 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/11 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა ნუსხის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე 4.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2020 წლის 09 მარტის N50/12 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: ჯაბა ბერაძე
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/SDvzchd%20hbv_1.jpg
18/09/2020 17:41

რა გაკეთდა კიცხში

ზაფხული იდგა. ცხელოდა, ქარი ქროდა. სოფელში სტუმრები შემოსულან, სიცხეს შეუწუხებიათ და ერთ მათგანს უთქვამს: „როგორი ქარი და სიცხეაო“, „კი ცხელაო!“ - დაუდასტურებია მეორეს. ასეთი თქმულება არსებობს სოფელ კიცხის სახელთან დაკავშირებით. დღეს პარასკევია და, შესაბამისად, პროექტის #რაგაკეთდა ფარგლებში, ადვილი მისახვედრია, რომ კიცხის თემის შესახებ გიამბობთ! თემში შემავალი სოფლებია კიცხი, ბორი, იგორეთი, საქარიქედი და თეთრაწყარო. ადმინისტრაციული ცენტრი კი, ხარაგაულიდან 12 კილომეტრში მდებარეობს. ალბათ არცერთ სოფელს ან ადმინისტრაციულ ცენტრს არ ექნება ისეთი მდიდარი და გამორჩეული ისტორია, როგორიც კიცხს.  ამ მხარეში განსაკუთრებით იყო განვითარებული მევენახეობა. კიცხის ციცქა-ცოლიკაურის ღვინო კი - საქვეყნოდ განთქმული. ტრადიცია დღესაც გრძელდება და სულაც არაა გასაკვირი, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ღვინის მარნები მხოლოდ სოფელ კიცხში მდებარეობს! ასევე ძალიან სასიხარულოა ის ფაქტი, რომ სოფელში მიმდინარეობს ძველი ღვინის ქარხნის აღდგენა!  კიცხის ბაზარი ვისაც გახსოვთ, სავსე პროდუქტით, ადგილობრივი ნაწარმით, ხალხმრავალი, სადაც ვაჭრები და მყიდველები სხვადასხვა რაონებიდანაც მოდიოდნენ. სხვათაშორის მოსახლეობა დღესც ითხოვს კიცხის ბაზრის აღდგენას. პირველი სამინისტრო სკოლა კიცხში XIX საუკუნის მიწურულს დაარსდა, წელს სოფელში საუკუნოვანი სკოლის ადგილზე ახალი, თანამედროვე სტანდარტების ორსართულიანი საჯარო სკოლა შენდება. კიცხში ფუნქციონირებს საქართველოში ცნობილი ფოლკლორული ანსამბლი „ოდილა“, რომელსაც დიდი წვლილი მიუძღვის ქართული ფოლკლორის აღდგენასა და შენარჩუნებაში. სოფელში არის კოოპერატივი, რომელშიც 12 მეპაიე გაერთიანებული. კოოპერატივი სკებს და ფუტკრის ინვენტარს ამზადებს. პროექტის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში კიცხში ხილის ჩირის საწარმო ფუნქციონირებს! ხოლო „დანერგე მომავლის“ ფარგლებში დაფინანსდა ერთი ბენეფიციარი, რომელმაც 20 მეასედზე კენკროვანი კულტურა გააშენა.  ს ოფელი კიცხი გაზიფიცირებულია და ბუნებრივი აირი ძალიან მალე მიეწოდება მოსახლეობას.   კიცხში ასფალტირებულია სოფლის ცენტრალური გზა! ბეტონის საფარი მოწყობილია ავალიშვილების, მდინარაძეების, მიქიაშვილების, ჯიმშიაშვილების და ნიქაბაძეების საუბნო გზებზე.  ასევე რეაბილიტირებულია კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელი გზის 4 კმ-იან მონაკვეთი.  სოფელში ფუნქციონირებს საბავშვო ბაღი, რომელიც 2013 წელს აშენდა!  2015 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა შინმოუსვლელთა მემორიალს, მოეწყო ასევე, კიცხის ახლადაშენებული ეკლესიის გალავანი.  კიცხის ცენტრში ფუნქციონირებს საზოგადოებრივი ცენტრი, რომელიც ათეულობით სოფელს ემსახურება!  ცენტრალურ გზაზე ხარაგაულიდან საქარიქედამდე და ბორიდან კიცხის მიმართულებით დამონტაჟებულია გარე განათების ქსელი. ბორი  - სოფელი, რომელიც არამარტო საქართველოში, არამედ ამიერკავკასიაში ცნობილია როგორც ანტიკური ხანის ძველი ნამოსახლარი, სადაც 1902-1909 წლებში მიწის სამუშაოების დროს აღმოაჩინეს ძველი სამარხები და ძვირფასი ნივთები. მოგვიანებით კი ექსპედიციებმა აღმოაჩინეს ძვ.წ. I საუკუნისა და ახ.წ. II-III სს. საოჯახო სამაროვნები. როგორც ირკვევა ბორის ტერიტორიაზე პიტიახშთა რეზიდენცია უნდა ყოფილიყო. ბორში აღმოჩენლია სამაჯური, რომელსაც 29 ლალის ქვა ამკობს, აქვე აღმოჩნდა სარდიონის მძივები, წყვილი ოქროს სამაჯური 29 ალმადინით, წყვილი ოქროს საყურე, აჟურული გულქანდა და სხვა. ბორის განძის მნიშვნელოვანი ნაწილი დაცულია ერმიტაჟში. სოფელში რეაბილიტირებულია ცენტრალური გზა, ფუნქციონირებს სკოლა პანსიონი და საბავშვო ბაღი. გასულ წელს ნაწილობრივ რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბორის სკოლა-პანსიონს, წელს მიმდინარეობს სველი წერტილების მოწყობა. ბორში სასმელი წყლის უზრუნველყოფის მიზნით ჭაბურღილი მოეწყო ნიქაბაძეების უბანში.  საქარიქედი -  სოფელში წელიწადის ნებისმიერ დროს ქარი ქრის, ამიტომ ადრე ქარის ქედსაც ეძახდნენ. ზაფხულში, კარგი ამინდების დროს სოფლის მაღალი წერტილიდან საოცარი ხედები იშლება. განსაკუთრებით შთამბეჭდავია კავკასიონის მთები. სოფლის ცენტრში არის ადგილი, რომელსაც მუხებს ეძახიან, როგორც ამბობენ აქ 200 წლოვანი რამდენიმე მკერდგანიერი მუხაა. სოფლის ცენტრალურ გზაზე მოწყობილია ბეტონის საფარი. საქარიქედზე, სადაც მოსახლეობას წყლის პრობლემა ქონდა გაკეთდა წყლის ჭაბურღილი! წელს განხორციელდა სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები!  თეთრაწყარო - ხარაგაულიდან 4 კილომეტრში მდებარეობს! სოფელში არის „ფაქუთის“ წმ. გიორგი სახელობის ეკლესია, რომელიც XIX საუკუნეში აუგიათ. სოფელ თეთრაწყაროს შესასვლელში არის ე.წ. „ხანდების ქვის“ კარიერი. იქ მოპოვებული ქვა გამოიყენება, როგორც სამშენებლოდ ასევე მოსაპირკეთებლად. თეთრაწყაროში რეაბილიტაცია ჩაუტარდა სასოფლო გზას ორ მონაკვეთზე. მოეწყო წყლის სისტემა ე.წ. ოკიშურას უბანში და ლურსმანაშვილების უბანში. სოფელი გაზიფიცირებულია და სარგებლობს ბუნებრივი აირით! იგორეთი - სოფელი ორ ნაწილადაა გაყოფილი(ლაშის და კიცხის). კიცხის იგორეთში სოფლის ცენტრალური გზა ნაწილობრივადაა დაგებული (პირველი ეტაპი). სოფლის მოსახლეობის ძირითადი ნაწილი სასმელი წყლით საქარიქედის ჭაბურღილიდან სარგებლობს. ნაწილი მოსახლეობისთვის წყლის სისტემა მიმდინარე წელს მოეწყო. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიცხი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და არამიგრაციული თემია.  მოსახლეობის რაოდენობა 1 700 ადამიანს აჭარბებს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%A4.jpg
18/09/2020 16:33

გაფრთხილება რეგულაციების დაცვის შესახებ

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების მატებასთან დაკავშირებით, ხელისუფლება მოსახლეობას აფრთხილებს, დაიცვან ყველა ის რეგულაცია, რაც სახელმწიფოს მიერ დაავადების გავრცელების პრევენციისკენაა მიმართული ამასთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია, ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრთან ერთად, დაბაში არსებული ობიექტების მონიტორინგს ახორციელებს. დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, თემურ ჩხეიძემ პირადად გააცნო რამოდენიმე მეწარმეს თუ როგორ უნდა დაიცვან რეგულაციები. კერძოდ, აუცილებელია ყველა ობიექტს ჰქონდეს სადეზინფექციო სითხე და დეზობარიერი. ასევე სავალდებულოა პირბადის გამოყენება და 2 მეტრიანი დისტანციის დაცვა. აღსანიშნავია, რომ თუ ყველა ეს რეკომენდაცია დაცული იქნება, ვირუსის გავრცელების შანსი მინიმალურს უახლოვდება. ხარაგაულის მერია გისურვებთ ჯანმრთელობას
სრულად