საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dcghjfgchjfhgj.jpg
15/10/2018 10:06

მერაბ კოსტავას სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს

13 ოქტომბერი, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების დღეა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, კობა ლურსმანაშვილმა, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძემ, მერაბ კოსტავას თანამებრძოლებმა, მეგობრებმა და ადგილბრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა, მისი ტრაგიკულად აღსრულების ადგილზე, ხარაგაულის სოფელ ბორითში, მისივე სახელობის მემორიალი გვირგვინით შეამკეს და ეროვნული გმირის ხსოვნას პატივი მიაგეს.   სულის მოსახსენიებელი პარაკლისი გადაიხადა, წმიდა კეთილმსახურის თამარ მეფის სკოლა-პანსიონის ხელმძღვანელმა, მერაბ კოსტავას მეგობარმა და თანამებრძოლმა მამა მირიანმა (სამხარაძე). პანსიონის მოსწავლეებმა კი, უკვდავი „შავლეგო“ შეასრულეს და გმირის ცხოვრებიდან რამდენიმე ეპიზოდი გაიხსენეს. ამავე დღეს, ბორითის კულტურის სახლში, ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულმა თეატრმა, იზა ვეფხვაძის საავტორო სპექტაკლი „საქართველოს შიშველი სატევარი“ აჩვენა, რომელიც მერაბ კოსტავას ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეხება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0007.JPG
12/10/2018 09:29

ხარაგაულის ტურისტული განვითარებისთვის

11 ოქტომბერს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, არასამთავრობო  ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ხარაგაულის ტურისტული და ეკონომიკური განვითარებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ამერიკის საელჩოს, USAID- ის, ეკოტურიზმის ასოციაციისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ასევე, ხარაგაულელი ახალგაზრდები, რომელთაც ხარაგაულის, კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე სოფელ სახვლარის განვითარების გეგმა შეიმუშავეს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ხარაგაულში ვიზიტისას წარუდგინეს. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა დღევანდელი შეხვედრის გამართვის იდეა. შეხვედრაზე შაკო ჩხეიძემ და შოთა ხარატიშვილმა აღნიშნული იდეის მნიშვნელობასა და დამაბრკოლებელ მიზეზებზე ისაუბრეს. ხარაგაულის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოაჩინა ისტორიის პედაგოგმა, ზეინაბ ბუაჩიძემ. მისი ინფორმაციით, ხარაგაულის 18 სოფელში მოიპოვება წყლები, რომლებიც სხვადასხვა სახის დაავადებებს კურნავს. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა  მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, პროდუქტების ფალსიფიკაცია და სოფლის მეურნეობის დარგების განუვითარებლობაა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fgkhflghkgh.jpg
08/10/2018 16:41

ლიტერატურული თეატრი ბორითში სპექტაკლს და სამხატვრო პლენერს ჩაატარებს

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილზე, სოფელ ბორითში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილ, იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლს -  „საქართველოს შიშველი სატევარი“ გამართავს. ამავე დღეს, ლიტერატურული თეატრი გახსნის ტრადიციულ სამხატვრო პლენერს -„გამა“. პლენერში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მხატვრები, რომლებიც  ხარაგაულის ულამაზეს ხედებს დახატავენ და ნამუშევრებს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს გადასცემენ საჩუქრად. პლენერის დახურვა და პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოხდება, სოფელ უბისაში, უბისის მონასტერთან ახლოს 14 ოქტომბერს, 15:00 საათზე.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ghjfcghbmnbc.jpg
08/10/2018 14:05

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  დადებითი რეკომენდაცია გაეწიათ შემდეგ მოქალაქეებს:  მალხაზ ლომიძე, ზურაბ ჩაჩანიძე, ლეილა ჩაჩანიძე, მალხაზ ჩაჩანიძე, ჟუჟუნა დალალიშვილი, ხათუნა ჩადუნელი, დავით ბლიაძე, მზია ბლიაძე, ჯანელი ბლიაძე, შორენა ბლიაძე, ზაური ბლიაძე, ნუგზარ ბლიაძე, ინგა კურტანიძე, ალექსანდრე ჩადუნელი, ჯემალ ბლიაძე, ვაჟა ბლიაძე, ივანე ბლიაძე, გიორგი ჩადუნელი, სულხან ჩადუნელი, მარინა გრიგალაშვილი, ნანა ბლიაძე. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:  ინგა ლურსამანაშვილი - იურდიული განყოფილების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი (სხდომის თავმჯდომარე); თამარ სულაქველიძე - იურდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის თავმჯდომარის მოადგილე); ნინო ფერაძე - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის მდივანი); თამთა მეტრეველი - იურდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საბჭოს წევრი); ალექსანდრე ტაბატაძე - სოციალური დაცვის განყოფილების მეორადის ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/gjklhgjklhjk.jpg
08/10/2018 11:24

ხარაგაულში პედაგოგთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო და მერიის სახელით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამოვლენილი წლის წარმატებული მასწავლებლები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.  მასწავლებლის დღე, 5 ოქტომბერი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 24 წელია აღინიშნება.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა პედაგოგს პროფესიულ დღეს და წარმატებებს უსურვებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.  მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური და სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/43178789_753726694975488_7749941690160381952_n.jpg
05/10/2018 12:35

საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა მიმდინარეობს

3 ოქტომბერს ხარაგაულში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამების ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ და ფონდის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას  მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 20 სექტემბრიდან დაიწყო და  სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. კვლევის მიზანია ძირითადი მონაცემების შეგროვება ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად.  კველავ ასევე, ითვალისწინებს  წყლის ხარისხის შესწავლასა და  ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენას და იგი  საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ყველა რეგიონში, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში ჩატარდება. სულ, 14 000 ოჯახში. სისხლში ტყვიის არსებობის დასადგენად, ქვეყნის მასშტაბით, 2-დან 7 წლამდე ასაკის 1 500 ბავშვს გამოიკვლევენ. ნიმუშები გადაიგზავნება იტალიაში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში და ანალიზის პასუხებს ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ. ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციას გაუწევს. კვლევების ჩასატარებლად ოჯახებს საქსტატის წარმომადგენლები ეწვევიან. სპეციალურად შერჩეული მედდა მშობლებისა და ბავშვის თანხმობით, ბავშვის ვენიდან სისხლის სინჯს აიღებს, ხოლო მეორე წარმომადგენელი - სასმელი წყლის სინჯს. სასმელი წყლის ნიმუშების აღება  მოხდება ყოველ მეოთხე ოჯახში, სინჯი შემოწმდება ნაწლავის ჩხირის არსებობაზე.  შედეგები გამოავლენს წყლის ხარისხს, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონის დონეზე. მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. კვლევის ფინანსურ მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო(SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD),  შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია  (WHO), მსოფლიო ბანკი და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი.  შეხვედრის მეორე ნაწილი გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული კამპანიას “დაასრულე ძალადობა“  დაეთმო,. სადაც შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია თუ, რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. კამპანია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/_DSC0334%20ss.jpg
04/10/2018 14:51

ხარაგაულს ოფიციალური ვიზიტით შვედეთის ელჩი სტუმრობდა

3 ოქტომბერს შვედეთის ახლად დანიშნული ელჩი საქართველოსა და სომხეთში, ულრიკ თიდესტრომი, პირველი გასვლითი ვიზიტის ფარგლებში ხარაგაულს  სტუმრობდა. შვედეთის ელჩი, იმერეთის მხარის რწმუნებულ-გუბერნატორთან, შავლეგო ტაბატაძესთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად, ბორითის საბავშვო ბაღში სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმების მიერ ბავშვთა კვლევის პროცესს დაესწრო. ღონისძიებას ბორითის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში, ასევე, დაესწრნენ ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ შვედეთის ელჩს, შვედ ექიმებსა და პროექტის კოორდინატორს, მაია ბერაძე-ჯონსონს მადლობა გადაუხადა ხარაგაულში ასეთი მნიშვნელოვანი გამოკვლევების ჩატარებისთვის, რომელიც უკვე მეორე წელია მიმდინარეობს. მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს  მადლობის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ა(ა)იპ „ხარაგაულის ჯანდაცვის ცენტრს“ სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის მიერ გამოკვლევების ჩასატარებლად სპეციალური აპარატი გადაეცა. სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმები ხარაგაულში უკვე ორი კვირაა იმყოფებიან. ამ დროის განმავლობაში, სმენის პრობლემების მქონე დაახლოებით 800-მდე ადამიანი გამოიკვლიეს, მათგან 16-ს სასმენი აპარატი გადაეცა. აპარატები გადაეცემათ ასევე 22 ბენეფიციარს. სტოქჰოლმის Widex AB Hearing Aids Company -იის წარმომადგენლების ხარაგაულში ვიზიტის მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/SDFGFGBHJKMH.JPG
02/10/2018 10:31

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. დადებითი რეკომენდაცია გაეწიათ შემდეგ მოქალაქეებს:  ზვიად ლომიძე, ვალერი გრიგალაშვილი, ია კახნიაშვილი, მალხაზ ბლიაძე, მარიამ კაპანაძე, გიორგი გრიგალაშვილი, ნაზიბროლა ბრეგვაძე, ცირა ბლიაძე, ანა ჩადუნელი, ნანა ბლიაძე, შმაგი ბლიაძე, ანზორ ბლიაძე, ნონა ბლიაძე, ზინა ბლიაძე, შურა ბლიაძე, მურთაზ ბლიაძე, ემზარი ჩადუნელი, ნონა ხარაიშვილი, ამირან ბლიაძე, ზაურ კურტანიძე, ზინა ბლიაძე, ტარიელ ბლიაძე, ემზარ ბლიაძე, დალი ბლიაძე, ვერიჩკა ბლიაძე, გულნაზი კახიძე, გუგულა რიკაძე, ზაირა საცერაძე, ლალი დევაძე, დავით რიკაძე, ასმათ ნოზაძე, თემურ რიკაძე,დალი რიკაძე, ტარიელ რიკაძე, მზია რიკაძე, სონია რიკაძე, რუსნა ჩადუნელი, ტარიელ ტაბატაძე, ავთანდილ ტაბატაძე, ვერიჩკა ტაბატაძე, ლოლა ბიწაძე, ნორა ჩადუნელი, სულიკო ჩადუნელი, ზოია ლომიძე, ნარგიზა ჩადუნელი, ლიანა ჩადუნელი, ეთერი ლაბაძე, რებიკო ბლიაძე, გუნარა ჩადუნელი, ნინა ტაბატაძე, გაიოზ რიკაძე, იზოლდა ლომიძე, ლელა ჩადუნელი, ტატიანა ჩადუნელი, სონა რიკაძე, ინვერი ჩადუნელი, მარო ლომიძე, სონა ლომიძე, რეზო ჩაჩანიძე, ქეთევან ლომიძე, სოფო არევაძე, ირმა ლომიძე, უშანგი ლომიძე, თეა ლომიძე, ზიანა ჩაჩანიძე. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:  ინგა ლურსამანაშვილი - იურდიული განყოფილების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი (სხდომის თავმჯდომარე); თამარ სულაქველიძე - იურდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის თავმჯდომარის მოადგილე); ნინო ფერაძე - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის მდივანი); თამთა მეტრეველი - იურდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საბჭოს წევრი); ალექსანდრე ტაბატაძე - სოციალური დაცვის განყოფილების მეორადის ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/dfjhfhjkhjkj.jpg
01/10/2018 13:04

"ჩემი საქართველო აქ არის" - ხარაგაულის ლიტერატურული თეატრი პროექტს აგრძელებს

ხარაგაულის „რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი“ (რეჟისორი იზა ვეფხვაძე) საქართველოს სხვადასხვა კუთხეში   პროექტს  " ჩემი საქართველო აქ არის" აგრძელებს. ლიტერატურულმა თეატრმა, ამჯერად, გურამ რჩეულიშვილისადმი მიძღვნილი  სპექტაკლი -  “ზღვამ დაგვანახვა მისი სიმაღლე"  ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო ალვანში, ბახტრიონის ციხესთან გამართა. მწერალმა ბავშვობის გარკვეული წლები სწორედ აქ გაატარა. სპექტაკლს ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულის თავმჯდომარე, საკრებულოს წევრები, კულტურისა და საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლები და  სტუმრები საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ესწრებოდნენ. სპექტაკლზე იმყოფებოდნენ, ასევე, იმ ოჯახის წევრები ალვანიდან, სადაც გურამი ბავშვობაში ცხოვრობდა.  იზა ვეფხვაძემ ადგილობრივების წინაშე გააჟღერა ინიციატივა, რომ ალვანის ერთ-ერთ სკოლას გურამ რჩეულიშვილის სახელი მიენიჭოს. სპექტაკლი ხარაგაულელი ბაქარ დევდარიანის მხარდაჭერითა და დაფინანსებით მისივე მამულში გაიმართა. რეზო თაბუკაშვილის ლიტერატურული თეატრი 13 ოქტომბერს, მერაბ კოსტავას დაღუპვის დღეს, ბორითში სპექტაკლის - " საქართველოს შიშველი სატევარი" გამართავს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/DFGFHGFHJHJ_1.JPG
26/09/2018 12:40

“გენდერული თანასწორობის საბჭოები და გარემოს დაცვითი ინიციატივები” ხარაგაულში

არასამთავრობო ორგანიზაციამ - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ხარაგაულის საკრებულოს გენდერული საბჭოსთან ერთად პროექტი - „გენდერული თანასწორობის საბჭოები და გარემოს დაცვითი ინიციატივები“ განახორციელა. პროექტის ფარგლებში ხარაგაულში ერთ-ერთი კედელი ფერადად მოიხატა. პანო, რომელიც  ხარაგაულელმა მხატვარმა გია მეიფარიანმა შეასრულა,  საზოგადოებაში ქალთა როლის გაძლიერებასა და არსებულ ეკოლოგიურ გამოწვევებს ეძღვნება. ფერად პანოსთან, დღეს, ხარაგაულის საკრებულოს გენდერული საბჭოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, საბჭოს მდივანი, მერის თანაშემწე გენდერულ საკითხებში ინგა ბერაძე, საბჭოს წევრები, აღნიშნული არასამთავრობო ორგანიზაციის, მერიისა და საზოგადოების სხვა წარმომადგენლები შეიკრიბნენ. არასამთავრობო ორგანიზაციის - „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ხელმძღვანელმა, ხათუნა მანჯავიძემ პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებზე და ეკოლოგიური პრობლემების გადასაჭრელად მოსახლეობის ჩართულობის გაზრდის აუცილებლობაზე  ისაუბრა. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში სასმელი წყლის დაბინძურების ხარისხი გამოიკვლიეს, მერის წარმომადგენლების ჩართულობით მოიძიეს ინფორმაცია სოფლებში მეწყერსაშიში ზონების შესახებ, ასევე, შეიკერა და დარიგდა  ჩანთები, და ამით  მესიჯი გაეგზავნა საზოგადოებას, რომ პოლიეთილენის პარკების ნაკლები გამოყენებით ხელი  შევუწყოთ გარემოს დაცვას. დღეს შეხვედრაზე ასევე აღინიშნა , რომ ხარაგაულის გენდერული თანასწორობის საბჭომ დაამტკიცა  2018-2019 წლების ,,მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის სამოქმედო გეგმა“ , რომლის ფარგლებშიც დაგეგმილ აქტივობებს გენდერული საბჭო თანმიმდევრულად განახორციელებს.
სრულად