საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/sgysdfghfhfhj_1.png
25/09/2018 12:53

კენკროვანი კულტურების გაშენება ხარაგაულში 100%-ით დაფინანსდება

ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურის წარმომადგენელმა, ნათია ბერაძემ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ შენობაში დაბის მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა. ნათია ბერაძემ მოსახლეობას სახელმწიფო პროექტში - „დანერგე მომავალი“ შესული ცვლილებები გააცნო. პროექტს ახალი ქვეკომპონენტი – „კენკროვანი კულტურები“ დაემატა, რომელიც რამდენიმე მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულშიც, 100%-ით დაფინანსდება. შესაძენი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ნერგების ღირებულება 100%-ით დაფინანსდება, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში. 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც. საჭიროების შემთხვევაში კი  ბაღის გაშენებისთვის საჭირო მასალებიც. ფიზიკური პირის შემთხვევაში, ერთ ბენეფიციარზე დასაშვებია არანაკლებ 0.15 ჰა და არაუმეტეს 0.5 ჰა კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების დაფინანსება. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის მიერ კენკროვანი კულტურის ბაღის გაშენების ფართობი განისაზღვრება თითოეული მეპაიის მიერ შეტანილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის რაოდენობის მიხედვით, თითოეულ მეპაიეზე არაუმეტეს 0,5 ჰა-ის გადაანგარიშებით.  სასოფლო-სამეურნეო სტატუსის მქონე კოოპერატივს, რომელიც დაფინანსებას მიიღებს არანაკლებ 5 ჰექტარზე ბაღის გასაშენებლად, უსასყიდლოდ გადაეცემა პირველადი დასაწყობებისთვის საჭირო 1 ერთეული  მაცივარკონტეინერი (საშუალოდ 20 ტონიანი ტევადობით). ტერიტორიაზე სადაც ბენეფიციარი გეგმავს ბაღის გაშენებას აუცილებელია არაუმეტეს 500 მეტრში იყოს წყლის სათავე ნაგებობა და ელექტროენერგიის წყარო არაუმეტეს 800 მეტრში. ტერიტორიაზე არ უნდა იყოს შენობა-ნაგებობები და ნარგავები. გათვალისწინებულია შესაბამისი ტრენინგების ჩატარება ბენეფიციარებისთვის, რომლებიც სრულად წარადგენენ სააგენტოში პირველ ეტაპზე წარსადგენ დოკუმენტაციას. ტრენინგების დასრულების შემდგომ ტარდება ტრენინგგავლილი პირების ტესტირება შესწავლილ საკითხებში. ბენეფიციარის გამარჯვების შემთხვევაში სპეციალისტების მიერ  შემოწმდება მიწის ვარგისიანობა კენკროვანი მცენარეებისთვის. დაინტერესების შემთხვევაში მიმართეთ: სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხარაგაულის საინფორმაციო საკონსულტაციო სამსახურს. ნათია ბერაძე ტელ: 599 85 26 01 ასევე, მერის წარმომადგენელს თქვენ ადმინისტრაციულ ერთეულში.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dfgjhkjlj%3Bltyu.jpg
24/09/2018 13:28

ხარაგაულის გიმნაზიაში ახალი სასწავლო წელი დაიწყო

ხარაგაულის წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში, დღეს, ახალი სასწავლო წელი განახლებულ შენობაში დაიწყო.  „ისწავლეთ და იყავით თავისუფლები, ოღონდ თავისუფლები არა სინდისისგან, არამედ შემოქმედებით თავისუფლები, იკითხეთ ბევრი და წიგნი იყოს თქვენი მეგობარი. ღმერთმა დალოცვილები, დღეგრძელები გამყოფოთ“ - ამ სიტყვებით მიმართა და სწავლის დაწყება მიულოცა მოსწავლეებს მეუფე მელქისედეკმა (ხაჩიძე).  მეუფემ მადლობა გადაუხადა მამა ანტონს (სულთანიშვილი), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს, ირაკლი ებანოიძეს, დავით ლაცაბიძეს და ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო სკოლის რეაბილიტაციის პროცესში. მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ახალი სასწავლო წელი მიულოცა გიმნაზიის საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებს და წარმატებები უსურვა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/sdfhgsxfgbxcvb.JPG
20/09/2018 09:58

ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღი აშენდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ „სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების“ დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლებთან ერთად, ვერტყვიჭალის საბავშვო ბაღის აღსაზრდელები მოინახულა და სასწავლო წლის დაწყება მიულოცა.  „ძალიან სასიამოვნოა, რომ ამ ეტაპზე ვერტყვიჭალაში 45 სკოლამდელი ასაკის ბავშვია და მზარდი კონტიგენტია. მომავალი წლიდან,  მათთვის ახალი საბავშვო ბაღი აშენდება და ინვენტარიც განახლდება. ჩვენთვის ბავშვებისთვის სასწავლო პირობების გაუმჯობესება პრიორიტეტია“-  განაცხადა ნიკოლოზ თოფურიძემ. ვერტყვიჭალის ბაღის მშენებლობას რეგიონული განვითარების ფონდი 417 000 ლარით აფინანსებს. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა კი თანხის 5%-ს შეადგენს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/_DSC0115.JPG
19/09/2018 17:53

ხარაგაულის მერი წყალაფორეთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეის მერი ნიკოლოზ თოფურიძე  და მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე სოფელ ლახუნდარისა და წყალაფორეთის ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდნენ. მუნიციპალიტეტის პირველ პირებს ადგილობრივი მოსახლეობა მათ წინაშე არსებულ პრობლემებსა და საჭიროებებზე ღიად ესაუბრა. ძირითადი საკითხები საგზაო ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას შეეხო. ადგილობრივების წინაშე ასევე მწვავედ დგას ხე-ტყის მოპოვებისა და სოციალური საკითხები. პრიორიტეტად სოფლებში გზების რეაბილიტაცია და წყლის სისტემის მოწყობა დასახელდა.   მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადგილობრივებს გაწეული მუშაობის შესახებ ესაუბრა და მათ მერიის სამოქმედო გეგმა გააცნო. მერმა აღნიშნა, რომ მუნიციპალიტეტის მასშტაბით უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება. მისივე განმარტებით 2017-2018 წლებში წყალაფორეთის ადმინისტარციულ ერთეულში საგზაო ინფრტასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მილონ 174 ათასი ლარი გამოიყო. შეხვედრაზე ადგილობრივმა მოსახლეობამ ხონის გზაზე სამშენებლო სამუშაოების დროულად დაწყება მოითხოვა, მათი განმარტებით გზის რეაბილიტაციის მიზნით გამოიყო თანხა, თუმცა ტენდერში გამარჯვებული კომპანია სამუშაოებს  აგვიანებს. მერის პირველი მოადგილის, არჩილ მაღრაძის  განცხადებით მშენებელმა კომპანიამ სამუშაოები 5 იანვრამდე უნდა დაასრულოს, თუ კომპანია აღნიშნულ პროექტს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში ვერ შეასრულებს დაჯარიმდება ან  შეუწყდება ხელშეკრულება.  მოსახლეობასთან შეხვედრისას ნიკოლოზ თოფურიძემ   აზიური ფაროსანას მიერ მიყენებულ ზარალსა და მის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძიებებზე ისაუბრა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/Screenshot_1ldskjhalhfal.jpg
18/09/2018 13:41

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის განახლებული ვებ გვერდი და ახალი მისამართი kharagaulinews.gov.ge

kharagaulinews.gov.ge გაცნობებთ, რომ განხორციელდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის რებრედინგი და იგი განახლებული დიზაინითა და ახალი მისამართით ( kharagaulinews.gov.ge ) შევიდა ექსპლუატაციაში. ვებ გვერდის ახალი ვერსია გაცილებით უფრო მოქნილი და ეფექტურია. საიტი არის ე.წ. რესპონსივი, რაც ნიშნავს, რომ ინტერნეტის ტელეფონით მომხმარებლებისთვის იგი უფრო ხელსაყრელი და ადვილადმოხმარებადია.  ვებ გვერდის ახალ ვერსიაში ინფორმაციები უფრო მოკლედ, კონკრეტულად და მკაფიოდაა წარმოდგენილი. განახლებულ ვებ გვერდზე დატანილია ინფორმაცია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, ა(ა)იპ -ებისა და სხვადასხვა ორგანიზაციების შესახებ. ვებ გვერდს ზედა მარჯვენა კუთხეში არის ჩანართი წარწერით - საიტის ძველი ვერსია, რომელიც ამჟამად განახლების პროცესშია, სადაც ვრცლად არის წარმოდგენილი ინფორმაცია ხარაგაულის შესახებ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/doc_files/dsrfgdfgdgdhhmkjhk%2Cbn.jpg
17/09/2018 17:25

 ხარაგაულში სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაცია ბავშვებს გამოიკვლევს

შვედი ექიმები მუნიციპალიტეტში ორი კვირის განმავლობაში დარჩებიან და პრევენციის მიზნით, სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებს გამოიკვლევენ.  ასოციაციის (ხელმძღვანელი Kale spens) წარმომადგენლები და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი, შმაგი ხიჯაკაძე, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს შეხვდნენ და გამოკვლევების ჩასატარებლად კონკრეტული დეტალები განიხილეს. სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ექიმები ხარაგაულში გამოკვლევებს ხვალიდან დაიწყებენ. მანამდე კი, 20-21 სექტემბერს, ხარაგაულის ინოვაციების ცენტრში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, საჯარო სკოლების ექიმებს, ექთნებს, ასევე, უბნის ექიმებს სმენასთან დაკავშირებული პრობლემების შესახებ სემინარს ჩაუტარებენ. მნიშვნელოვანია, რომ ექიმები, თავისუფალ დროს, ჯანდაცვის ცენტრის შენობაში სხვა ბენეფიციარებსაც გამოიკვლევენ.  შვედი ექიმების ჯგუფი ხარაგაულში წელს მეორედ იმყოფება. გასულ წელს ასოციაციის წარმომადგენლებმა ხარაგაულში 850 ადამიანი გამოიკვლიეს და მათ შორის 70 ბენეფიციარს 100 000 ლარის ღირებულების სმენის აპარატები უსასყიდლოდ გადასცეს.  სტოქჰოლმის სმენადაქვეითებულთა ასოციაციის ვიზიტის ინიციატორი ხარაგაულში პროგრამის კოორდინატორი მაია ბერაძე-ჯონსონი გახლავთ.  ვიზიტის მხარდამჭერია ხარაგულის მერია და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/tyhgkjhgjkghj.jpg
17/09/2018 15:01

ხარაგაულის მერმა წარმომადგენლებთან ტრადიციული თათბირი გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა. ტრადიციულ თათბირზე საუბარი, ძირითადად, ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობის პრობლემას შეეხო. მერის განცხადებით, ზამთრის მოახლოებასთან ერთად აქტიური ხდება საშეშე მერქნის მოპოვების საკითხი, ამიტომ ნიკოლოზ თოფურიძე განმარტავს, რომ ხარაგაულის სატყეო უბნის ხელმძღვანელთან ერთად, აქტიურად ჩაერთვება აღნიშნული საკითხის დალაგებაში, რათა მოსახლეობასთან მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს ტყე-კაფების გამოყოფა. შეხვედრაზე მერმა, ამ დროისთვის, სოფლებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ინფორმაცია მოისმინა და აღნიშნა, რომ სოფლის მოსახლეობასთან შეხვედრებს განარძობს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sfgjdhkjklhkl.jpg
17/09/2018 14:57

ხარაგაულის საჯარო სკოლებში სწავლა დაიწყო

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში პირველი ზარი დაირეკა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსთან, მარინე ვეფხვაძესთან და თვითმმართველობის წევრებთან ერთად, N3 და N2 საჯარო სკოლაში, საგანმანათლებლო სივრცის წარმომადგენლებს, ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა. სასწავლო წელი ხარაგაულის 25 საჯარო სკოლაში განახლდა. წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის გიმნაზიაში კი, სწავლა 24 სექტებერს დაიწყება. ხარაგაულის სკოლებში წელს 176 პირველკლასელი ჩაირიცხა.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfsdfsdgjm%2Cjk%2C.JPG
14/09/2018 17:03

ხარაგაული-საჩხერის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია იგეგმება

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე პირველ მოადგილესთან, არჩილ მაღრაძესთან  ერთად, სოფელ ნადაბურში, მუნიციპალური განვითარების ფონდის წარმომადგენლებს, სანდრო ლეჟავასა და ვასილ ფეხმაშვილს შეხვდა. შეხვედრაზე ხარაგაულისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის დამაკავშირებელი  გზის პროექტზე იმსჯელეს, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს. აღნიშნული პროექტის ფარგლებში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სოფელ ნადაბურში იგეგმება ხიდის მშენებლობა მდ. ძირულაზე, ასევე, 2 500 მეტრიანი მონაკვეთის გზის რეაბილიტაცია სოფელ ნადაბურსა (1 კმ.) და ციცქიურში (1.5 კმ.). შეგახსენებთ, რომ მიმდინარეობს  ნადაბურის ცენტრალური გზის (6 კმ.) რეაბილიტაცია, რომელსაც მუნიციპალური განვითარების ფონდი 727 502 ლარით აფინანსებს. საერთო ჯამში, ორივე პროექტის ფარგლებში, სრულად მოხდება საჩხერისა და ხარაგაულის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0069.JPG
13/09/2018 17:29

ხარაგაულის მერმა სხლითის და ვანის მოსახლეობას მოუსმინა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, სოფელ სხლითის და ვანის მოსახლეობას შეხვდნენ.  მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ორ სოფელში არსებული პრობლემები მოისმინეს და მოსახლეობასთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.  ხარაგაულის მთიანი სოფლების ძირითადი გამოწვევა დაზანებული ინფრასტრუქტურაა. ვანში 4 კმ-იანი გზა 2017 წელს დაიგო, გზის რეაბილიტაციას ითხოვს სხლითის მოსახლეობაც. მერის ინფორმაციით, სხლითში 3კმ-მდე გზა 2020 წელს მობეტონდება.  სხლითის და ვანის მოსახლეობა, სოფლებში მოძველებული წისქვილებისა და ხიდბოგირების რეაბილიტაციას ითხოვს.  ნიკოლოზ თოფურიძის და არჩილ მაღრაძის განცხადებით, ხიდ-ბოგირების აღდგენა 2018-2019 წლებში ყველა სოფელში დასრულდება. ასევე, აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახური, რათა წისქვილების რეაბილიტაციიის საკითხი დადებითად გადაიჭრას. 
სრულად