საზოგადოება
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0172.JPG
13/09/2018 17:28

მშობელთა კომიტეტის წევრები ხარაგაულის მერს შეხვდნენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მერიის სოციალური სამსახურის უფროსთან, ნანა კიკნაძესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაული“  პროექტის ფარგლებში - „ჩვენ აქ ვართ“ შექმნილ მშობელთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. კომიტეტში გაერთიანებულები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლები, რომელთაც კარგად ესმით მათთვის საჭირო და აუცილებელი მოთხოვნები. არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაული“  ხელმძღვანელმა, რუსუდან გურგენიძემ მუნიციპალიტეტის მერს, მშობელთა კომიტეტის წევრებთან ერთად, წარუდგინა ის ინიციატივები რაც მათ ერთობლივად შეიმუშავეს. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას  2019 წლის ბიუჯეტში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cfvbcvbcvbcv.JPG
12/09/2018 15:28

ხარაგაულის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წიგნის - „ხარაგაულის ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებმა და  ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა შეადგინეს. „ხარაგაულის ქრონიკების“ მთავარი რედაქტორი ზეინაბ ბუაჩიძე, ხოლო რედკოლეგიის წევრები ეკატერინე შველიძე და ეთერ ვეფხვაძე გახლავთ. პრეზენტაციაზე, მთავარმა რედაქტორმა, ზეინაბ ბუაჩიძემ მოკლედ  მიმოიხილა წიგნში შესული ისტორიული მასალები. მან მადლობა გადაუხადა წიგნის პირველი გამოცემის დაფინანსებისთვის ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძესა და საკრებულოს წარმომადგენლებს. გამომდინარე იქედან, რომ  „ხარაგაულის ქრონიკების“ პირველი გამოცემა მხოლოდ ბიბლიოთეკებს გადაეცათ, წიგნის შეძენის მსურველი კი ძალიან ბევრია, ფინანსების მოძიების შემდეგ, იგეგმება მისი მეორედ გამოცემა. დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა წიგნის ავტორებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისათვის და ხარაგაულელებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი წიგნის შექმნისთვის. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfhgsdfgdfgfgfdg_1.jpg
11/09/2018 09:04

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

ხარაგაულში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. დღეს, დაბა ხარაგაულში ცივი შესხურებით შეიწამლა ის ადგილები, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონები - „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული, წამლობა ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს, რაც ფერომონზე მოზიდულ მავნებელს სრულად ანადგურებს. მსგავსი სახის შეწამვლა დაგეგმილია ხარაგაულის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. უახლოეს მომავალში იგეგმება, ასევე, თერმული ნისლით შეწამვლა. მავნებელი ტემპერატურის კლების პარალელურად თავშესაფარში გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა, როგორც მექანიკური ასევე შეწამვლის საშუალებით ძალიან მნიშვნელოვანია.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ytfutfufuyfu.jpg
11/09/2018 09:03

მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მომავალ წელს, ხარაგაულის ყველა სოფელში წყლის სისტემა, სათავე ნაგებობებით, იქნება მოწესრიგებული. რაც შეეხება მილებს, რომლებიც მუნიციპალიტეტს უკვე შესყიდული აქვს, თვის ბოლომდე, მოხდება მათი გადანაწილება სოფლებში საჭიროებების მიხედვით. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, რომელმაც ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს სოფლებში მოსახლეობის პრობლემების გამოვლენისა და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfgsdfgsdfgdfgfdg.JPG
11/09/2018 08:49

ხარაგაულის მერიამ დოღში გამარჯვებულს ქერი გადასცა

ხიდრისა და კიცხის მოსახლეობის ინიციატივით ხიდარი-კიცხის საზღვარზე დოღი გაიმართა. დოღში ხარაგაულის სოფლებიდან 35-მდე ცხენოსანმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან პირველ ადგილზე გასულ ავთო ფოფხაძეს (კიცხი) 200კგ. ქერი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ  გიორგი არევაძეს (საღანძილე)  -100კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ნიკა ბერაძეს - 50კგ.  გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ასევე, საკრებულოს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მერიის კულტურის სამსახურისა და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის  წარმომადგენლებმა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმს განვითარების ცენტრი“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcgbncvbncvbn.JPG
05/09/2018 11:04

ხარაგაულში პირველკურსელებს შეხვედრა მოუწყვეს

დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით, პირველკურსელებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ხარაგაულელ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცეს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. პირველკურსელებმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში რამაზ ბლუაშვილის ფოტო-გამოფენა - „საქართველო და ქართველები ამერიკულ პრესაში“ დაათვალიერეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი მათთვის მოწყობილ კაფე-საღამოს დაესწრნენ. 2018 წელს ხარაგაულს 190 მეთორმეტეკლასელი ჰყავდა, მათგან 94 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობს სწავლას. გილოცავთ ყველა პირველკურსელს, განსაკუთრებით კი ხარაგაულელ ახალგაზრდებს, სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ!    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/40648973_2112301505649167_5330171357705535488_n.jpg
04/09/2018 09:17

უფასო სწავლება - ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება

ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანხმადაც ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება. ცენტრი, რომლის ფუნქციონირებასაც გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი უზრუნველყოფს, მოსახლეობას, სხვადასხვა პროფესიულ დარგებში უფასო სწავლებას სთავაზობს. ცენტრის ორგანიზებით ასევე, შესაძლებელი იქნება ტრენინგების მოდულების მომზადება და ჩატარება.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და სახალხო უნივერსტეტთა გერმანული ასოციაციის, საქართველოს ფილიალის „თბილისის პროექტთა ბიუროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულ ორგანიზაციას, დაბა ხარაგაულის ცენტრში მდებარე, (სოლომონ მეფის  # 19ა , ყოფილი პოლიციის შენობა) ფართი 10 წლის ვადით, იჯარით, გადაეცა. ასოციაცია სრულად უზრუნველყოფს არსებული ფართის მოწესრიგებას და სწავლებისთვის შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0033.JPG
01/09/2018 15:37

„ჩვენ დავეხმარებით ხარაგაულს“ - ელიზაბეთ რუდი

ვიზიტის ფარგლებში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ელიზაბეთ რუდი, იმერეთის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე, მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სოფელ ნუნისში, ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ მომზადებულ პრეზენტაციას დაესწრნენ.   შოთა ხარატიშვილის ინიციატივით მომზადებული პრეზენტაცია, რომელიც ახალგაზრდების ხედვას - როგორ უნდა გან ვითარდეს ხარაგაული - შეეხებოდა, დამსწრე საზოგადოებას, შაკო ჩხეიძემ და გიორგი მელაშვილმა წარუდგინეს.   „დასრულდა ამერიკის ელჩის ვიზიტი ხარაგაულში. შედგა ნაყოფიერი შეხვედრები. იმერეთის გუბერნატორთან და ახალგაზრდებთან ერთად, განვიხილეთ ხარაგაულის ტურისტულად განვითარების მნიშვნელოვანი დეტალები და კონკრეტული ხედვები. ქალბატონმა ელიზაბეთმა ყურადღებით მოისმინა პრეზენტაცია და დახმარების სურვილი გამოთქვა. მინდა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო რამაზ ბლუაშვილს, ვისი ინიციატივითაც მოხდა ელჩის სტუმრობა ხრაგაულში. ჩვენი მუნიციპალიტეტის პოპულარიზაციისთვის ძალიან საინტერესო და სასარგებლო შეხვდრები შედგა“ - აღნიშნა ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ.  „ჩვენ დავეხმარებით ხარაგაულს! აქ გატარებული ორი დღე არასდროს დამავიწყდება“ - ამ სიტყვებით შეაჯამა ელიზაბეთ რუდმა ხარაგაულში ორ დღიანი ვიზიტი და მომავალი თანამშრომლობის და ურთიერთობების გაგრძელების სურვილით ხარაგაულიდან კმაყოფილი წავიდა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
31/08/2018 12:00

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე. სხდომაზე საბჭოს წევრებმა ყველა განცხადებაზე დადებითი რეკომენდაცია გასცა. დადებითი რეკომენდაცია გაეწიათ ეთერ ლომიძეს, თენგიზ ლომიძეს, თამაზ ლომიძეს, არკადი გორგაძეს, პავლე ჩადუნელსა და ჯემალ ჩადუნელს. აღნიშნული საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ინგა ლურსამანაშვილი - იურდიული განყოფილების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი-განყოფილების უფროსი (სხდომის თავმჯდომარე); თამარ სულაქველიძე - იურდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის თავმჯდომარის მოადგილე); ნინო ფერაძე - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის მდივანი); თამთა მეტრეველი - იურდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საბჭოს წევრი); ალექსანდრე ტაბატაძე - სოციალური დაცვის განყოფილების მეორადის ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfbvzcxbcxvb.JPG
30/08/2018 15:24

ხარაგაულში ამერიკის ელჩი ელიზაბეთ რუდი იმყოფება

ხარაგაულში ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეთ რუდი იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, ამერიკის ელჩმა ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარ დეპუტატთან, კობა ლურსმანაშვილთან, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ისტორიულ მუზეუმში ფოტო-გამოფენა - „საქართველო და ქართველები ამერიკულ პრესაში“ დაათვალიერა. გამოფენაზე ამერიკაში რამაზ ბლუაშვილის მიერ მოპოვებული მასალებია წარმოდგენილი. ამავე დღეს, ელიზაბეთ რუდი ხარაგაულის კინოთეატრში რამაზ ბლუაშვილის ფილმის -„სიმღერა“ ჩვენებას დაესწრო. ფილმი 1977 წელს ქართული პოლიფონიური სიმღერის -„ჩაკრულო“ კოსმოსში გაგზავნას ეძღვნება. ამერიკის ელჩი დამსწრე საზოგადოებას მიესალმა და აღნიშნა, რომ ხარაგაულმა მასზე განსაკუთრებული შთაბეჭდილება მოახდინა. ელიზაბეთ რუდის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია, რომ პირადად გაეცნო ხარაგაულის კულტურულ ცხოვრებას.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ  მადლობა გადაუხადა ელიზაბეთ რუდს ხარაგაულში სტუმრობისთვის და სიმბოლური საჩუქარი გადასცა. დღის ბოლოს ამერიკის ელჩი სოფელ ნუნისში გაემგზავრება, სადაც ხვალ, თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხარაგაულელი ახალგაზრდების მიერ  მუნიციპალიტეტის ტურისტული განვითარების შესახებ მომზადებულ პრეზენტაციას გაეცნობა.    ამერიკის ელჩის ხარაგაულში ვიზიტის ინიციატორი გახლავთ ხარაგაულელი რამაზ ბლუაშვილი. ვიზიტის მხარდამჭერია ამერიკის საელჩო საქართველოში და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია.
სრულად