სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/87579877_2688582911388865_3589917112639946752_o.jpg
25/02/2020 15:50

გედსამანიაში სოფლის პროექტებით საფეხმავლო ხიდბოგირს მოაწყობენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება. კრებაზე, რომელსაც მოსახლეობის 20 პროცენტი უნდა ესწრებოდეს, ადგილობრივები წინასწარ წარმოდგენილი იდეების საფუძველზე, სოფლისთვის საჭირო პროექტების შერჩევას ხელმოწერით ადასტურებენ.  ხარაგაულის მაღალმთიან დასახლებაში, სოფელ გედსამანიაში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში საერთო კრება 24 თებერვალს ჩატარდა. მოსახლეობამ პრიორიტეტად სოფლის წისქვილის რეაბილიტაცია და ბლიაძეების და რიკაძეების უბანში საფეხმავლო ხიდბოგირის მოწყობა გადაწყვიტა. გედსამანიას სოფლის მცირე პროექტების დასაფინანსებლად 12 000 ლარი გამოეყო. სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულში თვის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც ოქმები გადაეგზავნება საკრებულოს დასამტკიცებლად, მომზადდება პროექტები და გზაფახულზე დაიწყება სამუშაოები.  „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გასულ წელს 147 მცირე პროექტი დაფინანსდა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1847.JPG
25/02/2020 13:34

ფარცხნალის თემის ოთხ სოფელში საერთო კრება ჩატარდა

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება. ფარცხნალის ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელში მოსახლეობამ პრიორიტეტები გასაზღვრა. ფარცხნალის მოსახლეობა 10 000 ლარით გარე განათების სისტემას მოაწყობს შარიქაძეების და სასახლის უბანში, ასევე საუბნო გზებზე მოაწყობენ სანიაღვრე არხებს. ღუდუმექეთის მოსახლეობა მცირე პროექტების დაფინანსების ფარგლებში 10 000 ლარს გზის შეკეთებასა და წყლის სისტემისთვის მილების შეძენას მოახმარს. ახალსოფელში კუთვნილი 10 000 ლარით ცივწყაროს უბანში წყლის სისტემის რეაბილიტაციას, ასევე წყლის ავზის შეძენას, საუბნო გზების მოხრეშვასა და გია თაბუკაშვილის უბანში სანიაღვრე არხის მოწყობას გეგმავენ. ისლარის მაცხოვრებლები ასევე, 10 000 ლარით წყლის მილებს შეიძენენ და წყლის სისტემას მოაწყობენ. ნაწილი თანხით კი, წისქვილისთვის მასალებს შეიძენენ და გარე განათების ქსელს გამართავენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1915.JPG
21/02/2020 16:48

ვარძიაში 16 000 ლარით ორი მცირე პროექტი განხორციელდება

სოფელ ვარძიას „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში 16 000 ლარი აქვს განსაკარგი. სოფლის საერთო კრება, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, უძღვებოდა, ვარძიაში, 18 თებერვალს ჩატარდა. მოსახლეობამ წინასწარ შემუშავებული იდეების შესახებ იმსჯელა და პრიორიტეტები განსაზღვრა. 16 000 ლარით ვარძიის მოსახლეობა საჯარო სკოლისთვის და საბავშვო ბაღისთვის დამატებითი წყლის დებეტის მოსაძიებლად ჭაბურღილს მოაწყობს. ამავე თანხაში ადგილობრივები, სოფლის ცენტრალურ გზაზე, გარე განათების სისტემის მოწყობას გეგმავენ.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის სოფლებში საერთო კრებების ჩატარება მიმდინარეობს.  აღნიშნული პროექტით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 890 000 ლარი გამოეყო.  სოფლის კრებები 25 თებერვალს სრულდება. მცირე პროექტების განხორციელება გაზაფხულზე დაიწყება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/%E1%83%92%E1%83%90%E1%83%96%E1%83%98.jpg
20/02/2020 09:36

2020 წელს ფარცხნალი და საქარიქედი გაზიფიცირდება

ხარაგაულში, წელს, ორი სოფლის გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყება! საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ სოფელ ფარცხნალის და საქარიქედის გაზიფიცირების მიზნით ტენდერი უკვე გამოაცხადა! სატენდერო წინადადებების მიღება 5 მარტს დასრულდება. პროექტის სავარაუდო ღირებულება 1 048 000 ლარია. გასული წლის მიწურულს გაზიფიცირების სამუშაოები დასრულდა სოფელ ლაშესა და კიცხში, სადაც ბუნებრივი აირის დაერთების სამუშაოებს უახლოეს მომავალში დაიწყებს „სოკარ ჯორჯია გაზის“ კომპანია. ამ დროისთვის ხარაგაულში ბუნებრივი აირით სარგებლობს ჩხერის, ჯაფაროულის, ახალსოფლის, ისლარის, ბაზალეთის და თეთრაწყაროს მოსახლეობა.  2020 წელს, ხარაგაულის სოფლების გაზიფიცირებისთვის თითქმის ყველა სოფელში დასრულდება წინასაპროექტო სამუშაოები.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1701.JPG
19/02/2020 10:58

ხარაგაულის მაღალმთიანი სოფლების მოსახლეობამ პროექტები შეარჩია

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე წიფის ადმინისტრაციული ერთეულის ოთხ სოფელში საერთო კრებები ჩატარდა. გაგაცნობთ რას ითხოვს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მაღალმთიანი დასახლების მოსახლეობა. სოფელ ფონას მაცხოვრებლები, რომელთაც წელს, სოფლის მცირე პროექტების დასაფინანსებლად 10 000 ლარი ერგოთ, წყლის სისტემის მოწესრიგებას და საუბნო გზების რეაბილიტაციას გეგმავენ. 10 000 ლარით, ზუსტად იგივე პრობლემებს გადაჭრის სოფელ გუდათუბნის მოსახლეობაც. გოლათუბნელები ასევე, 10 000 ლარით წყლის სისტემის მოწესრიგებასა და წისქვილის რეაბილიტაციას აპირებენ. წიფის მოსახლეობამ, რომელთაც 16 000 ლარი აქვთ განსაკარგი, პრიორიტეტი გარე განათების სისტემის მოწყობასა და საუბნო გზების რეაბილიტაციას მიანიჭა. სოფლის საერთო კრებებს მაღალმთიან დასახლებებში ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე უძღვებოდა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1545.JPG
18/02/2020 11:32

ღორეშაში 16 000 ლარი ხუთ მცირე პროექტზე გადაანაწილეს

ღორეშის მოსახლეობამ სოფლის პროექტების დასაფინანსებლად 16 000 ლარი მიიღო. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“, რომელიც ქვეყანაში მეორე წელია აღდგა, ხარაგაულის სოფელ ღორეშის მოსახლეობამ კუთვნილი 16 000 ლარი ურთიერთშეთანხმებით, ხუთ მცირე პროექტზე გადაანაწილა. აღნიშნული თანხით მოაწყობენ ჭას საჯვარის უბანში. ნარაზოულის უბანში ერთ, პატარა, ამორტიზებულ მონაკვეთზე ბეტონის საფარს დააგებენ, რეაბილიტაციას ჩაუტარებენ შინმოუსვლელთა მემორიალს, მოაწყობენ გარე განათებას მემორიალთან და გაანათებენ ასევე, გასულ წელს ამავე პროგრამით მოწყობილ საფეხბურთო-საკალათბურთო მოედანს. შეიძენენ ეზოს ატრაქციონებს საბავშვო ბაღისთვის. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გასულ წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 147 მცირე პროექტი განხორციელდა, რისთვისაც 890 000 ლარი დაიხარჯა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1507.JPG
18/02/2020 11:27

რას გააკეთებს ბორითის თემის ცხრა სოფელი

ბორითი ყველაზე დიდი ადმინისტრაციული ერთეულია ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, სადაც 9 სოფელია გაერთიანებული.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ბორითის თემის მოსახლეობამ მცირე პროექტების დასაფინანსებლად საერთო ჯამში, 94 000 ლარი მიიღო.  ადგილობრივებმა ყველა სოფლის საერთო კრებაზე, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, პირადად უძღვებოდა, წინასწარ შერჩეული იდეები წარმოადგინეს და სოფლის პრიორიტეტული თემები განსაზღვრეს.  სოფელ ბორითის მოსახლეობამ 16 000 ლარით გადაწყვიტა: წყლის სისტემის მოწესრიგება გოჭოურის უბანში, ასევე წყლის სათავე ნაგებობის და გარე განათების მოწყობა მაჩაიძეების უბანში და გზის შეკეთება ფაბრიკის უბანში.  საქასრიაში 12 ათასი ლარი წყლის სისტემისა და გარე განათების მოწყობაზე გადაანაწილეს.  ვაშლევის მაცხოვრებლებმაც წყლის სისტემის და გარე განათების მოწყობას მიანიჭეს პრიორიტეტი, ასევე შეაკეთებენ საუბნო გზას ღოჯიეების უბანში.  ამაშუკეთში 10 000 ლარს სრულად მოახმარენ წყლის სისტემის მოწყობას.  მაქათუბანის მოსახლეობამ წყლის ავზის შეკეთება და მილების შეძენა, ასევე, წყლის სისტემის მოწესრიგება შველიძეების უბანში და საუბნო გზის მოხრეშვა აირჩია კუთვნილი 12 000 ლარით.  ციხისძირის მოსახლეობა 10 000 ლარით, ერთ ამორტიზებულ მონაკვეთზე გზის მობეტონებას აპირებს საიაღვრე არხით.  უბისაში 12 000 ლარი ასე გადაანაწილეს: წყლის სისტემის მოწყობა ბაქარაშვილების უბანში, მოსაცდელის აშენება ცივწყაროს უბანში, ხიდის შეკეთება(ფიცრების გამოცვლა) და საუბნო გზის შეკეთება.  კვესრევის მოსახლეობა 10 000 ლარს გარე განათების სისტემის მოწყობასა და საუბნო გზის მოხრეშვაზე დახარჯავს.  სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის სოფლებში გრძელდება!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dsghnsxfgcb.jpg
14/02/2020 11:36

17 თებერვალს ხარაგაულის ბიურო მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე დეპუტატები 7 საკითხს განიხილავენ 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის განხილვისა და შეფასების თაობაზე მომხს: ნოკოლოზ თოფურიძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 – 2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშის განხილვის შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი 3. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ 2019 წლის შესყიდვების გეგმის შესაბამისად განხორციელებული შესყიდვების ანგარიშის შესახებ მომხს: გიორგი ჭყოიძე 4. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 02 დეკემბრის N 50/62 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტში საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 2020 წელს დასაფინანსებელი პროექტების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე მომხს: პეტრე შარიქაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ ზვარეში მდებარე 87 კვ.მ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.1836.206). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით შპს „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს ჯგუფის მუდმივმოქმედ ფილიალზე“ (ს/კ 404385385) გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე 6. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე 7. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ მომხს: ჯაბა ბერაძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო ზემოთ აღნიშნულ საკითხებზე 2 მარტის მორიგ სხდომაზე იმსჯელებს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1359.JPG
12/02/2020 11:57

ხიდარში სოფლის პროგრამებით ოთხ მცირე პროექტს გააკეთებენ

სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სოფელ ხიდარში საერთო კრება ჩატარდა. მოსახლეობამ გამოყოფილი 16 ათასი ლარი რამდენიმე მცირე პროექტზე გადაანაწილა და შერჩეული პროექტები ხელმოწერით დაადასტურა. შედგა ოქმი, რის საფუძველზეც სოფელი ზემოთ აღნიშნულ თანხას მიიღებს. პრიორიტეტები ასე გადანაწილდა: ხიდ ბოგირის მოწყობა სარიტუალო დარბაზთან, ავეჯის შეძენა ამბულატორიის შენობისთვის, საბავშვო ბაღის ეზოსთვის ატრაქციონის შეძენა და ადმინისტრაციული შენობის ეზოს კეთილმოწყობა! სოფლის საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში გრძელდება, რომელსაც მერი, ნიკოლოზ თოფურიძე ხელმძღვანელობს!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/85113009_2674968932750263_2274599278208876544_o.jpg
11/02/2020 10:39

კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის კრებები ჩატარდა

კიცხის ადმინისტრაციული ერთეულის ხუთი სოფლიდან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრება ოთხ სოფელში შედგა. ერთი იდეის გარშემო ვერ ჩამოყალიბდა თეთრაწყაროს მოსახლეობა, რის გამოც კრება გადაიდო! სოფელ ბორის მოსახლეობამ, 12 000 ლარი სამ პროექტეზე გაანაწილა. აღნიშნული თანხით მოაწყობენ ჭაბურღილს ფაიქრიძეების უბანში, მოხრეშავენ საუბნო გზებს და დარჩენილი თანხით მოაწყობენ გარე განათებას. სოფელ კიცხში, სადაც 16 000 ლარია გამოყოფილი პრიორიტეტი საუბნო გზების მოხრეშვას მიანიჭეს, ამავე თანხაში გააკეთებენ ასევე, ბეტონის სანიაღვრე არხს ერთ-ერთ უბანში და მოაწყობენ მოსაცდელს. კიცხის ოგორეთში 10 000 ლარია გამოყოფილი. ამ თანხით მოსახლეობა წყლის სათავე ნაგებობას შეაკეთებს და საუბნო გზებს მოხრეშავს. სოფელ საქარიქედის მოსახლეობამ გადაწყვიტა კუთვნილი 12 000 ლარი ასევე, საუბნო გზების მოხრეშვას, წყლის სათავე ნაგებობაზე დებეტის დამატებას და გარე განათების მოწყობას მოახმაროს. სოფლის საერთო კრებები კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ ჩაატარა.
სრულად