სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0104.JPG
07/02/2020 12:47

მოლითის თემის რვა სოფელში პრიორიტეტები განსაზღვრეს

ხარაგაულში სოფლის საერთო კრებების ჩატარება მიმდინარეობს, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე უძღვება! სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მეორე წელია, მოსახლეობა მცირე პროექტებს თავად ირჩევს და არჩეულ პრიორიტეტს საერთო კრების ფორმატში ხელმოწერით ადასტურებს. 4-5 თებერვალს სერთო კრებები გაიმართა მოლითის ადმინისტრაციული ერთეულის რვა სოფელში, სადაც დგილობრივებმა შემდეგი პროექტები აირჩიეს: სოფელ ანიულას მოსახლეობა 10 000 ლარით გარე განათების სისტემას მოაწყობს და წყლის მილებს შეიძენს. სოფელ ნებოძირის მოსახლეობა 12 ათასი ლარით სოფლის ცენტრალურ გზაზე გარე განათების სიტემას მოაწყობს. სოფელ მოლითის მოსახლეობამ 12 000 ლაით ასევე, გარე განათების და წყლის სისტემების მოწესრიგება აირჩია.  ბეჟათუბანში პრიორიტეტი სოფლის ცენტრალური და სასაფლაოსკენ მიმავალი გზის შეკეთებას მიანიჭეს, რისთვისაც 10 000 ლარს დახარჯავენ! ქვების მოსალეობამ, მათთვის განკუთვნილი 12 000 ლარით, ზედა უბანში წისქვილის რეაბილიტაცია, ქვედა უბანში გარე განათების სისტემის მოწყობა და ერთ რთულ მონაკვეთზე გზის მოხრეშვა აირჩია. სოფელ დეისის საერთო კრებაზე შეკრებილმა მოსახლეობამ კუთვნილი 10 000 ლარი შიდა გზების მოხრეშვასა და წყლის სისტემის მოწყობაზე გადაანაწილა. ჭარტალის მოსახლეობა, ასევე 10 000 ლარით წისქვილის რეაბილიტაციას და გზაზე სანიღვრე არხის მოწყობას გეგმავს. ბაბში სოფლის ცენტრალურ გზაზე გარე განათების სისტემას მოაწყობენ, რისთვისაც სოფლისთვის გამოყოფილ 10 000 ლარს დახარჯავენ.   ხარაგაულში სოფლის საერთო კრებების ჩატარება 20 თებერვალს დასრულდება. მუნიციპალიტეტმა მცირე პროექტების დასაფინანსებლად 2020 წელს 890 000 ლარი მიიღო.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/84094975_2669747459939077_4360097464271765504_n.jpg
05/02/2020 18:16

რა პრიორიტეტები შეირჩა ბაზალეთის თემში

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ საერთო კრებების ჩატარება დაიწყო. პირველი შეხვედრა ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში გაიმართა, სადაც თემში შემავალი ოთხი სოფლის მოსახლეობამ მცირე პროექტების დასაფინანსებლად პრიორიტეტები თავად შეარჩია. საერთო კრებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები უძღვებოდნენ. ღია კენჭისყრით ბაზალეთის მოსახლეობამ, გამოყოფილი 12 000 ლარით მესხებისა და თაბუკაშვილების უბანში გზის შეკეთება და გარე განათების მოწყობა აირჩია. ღარიხევის მოსახლეობამ 10 000 ლარით წყლის სისტემებისთვის მასალების შეძენა და გარე განათების მოწყობა გადაწყვიტა. სოფელ წიფში ასევე, 10 000 ლარით ცენტრალურ გზაზე ღამის განათება მოეწყობა. ქროლში ცენტრალურ გზაზე გარე განათებისა და მაქაძეების უბანში წყლის სისტემის მოწყობაზე მოსახლეობამ 10 000 ლარი გადაანაწილა. სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტს 890 000 ლარი გამოეყო.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
31/01/2020 15:57

3 თებერვალს საკრებულო მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო 2020 წლის 3 თებერვალს მორიგ სხდომას გამართავს. სხდომაზე განხილული იქნება შემდეგი საკითხები:  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიული, სამანდატო, საპროცედური საკითხთა და ეთიკის კომისიის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში. საკითხს კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლურსმანაშვილი წარადგენს.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2017 წლის, 21 ნოემბრის, #50/76 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის კომისიის შემადგენლობაში ცვლილების შეტანის თაობაზე, რომელსაც ასევე, ოთარ ლურსმანაშვილი წარადგენს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში   დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  რიცხოვნობის შეზღუდვიდან  გამონაკლისის დაშვებაზე  თანხმობის მიცემის შესახებ; საკითხს მერიის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი, კახაბერ გოლუბიანი წარადგენს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში დამხმარე ამოცანების შესასრულებლად შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა  რიცხოვნობის შეზღუდვიდან  გამონაკლისის დაშვების შესახებ; საკითხის მომხსენებელი გახლავთ, ოთარ ლურსმანაშვილი.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოში, 2019 წლის, 17 ოქტომბერს, შექმნილი „დროებითი სამუშაო ჯგუფისთვის“ ერთი თვით ვადის გაგრძელების შესახებ საკითხი, რომელსაც საკრებულოს ინფრასტრუქტურის კომისიის თავმჯდომარე მალხაზ ფხალაძე წარადგენს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის, 19 დეკემბრის, N27 დადგენილებაში  „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე საკითხი, რომელსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის, 14 ივლისის, N19 დადგენილებაში, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საშტატო ნუსხისა და თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობების განსაზღვრის შესახებ” ცვლილების შეტანის თაობაზე, საკითხს დეპუტატებს კახაბერ გოლუბიანი გააცნობს.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის, 5 იანვრის, #3 დადგენილებაში  „ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა და საკრებულოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა  თანამდებობრივი სარგოს განაკვეთების განსაზღვრის შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. საერთო ჯამში 3 თებერვალს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო რვა საკითხზე იმსჯელებს.             
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0907.JPG
31/01/2020 15:13

აფხაზეთის მთავრობა ხარაგაულში მცხოვრებ დევნილებს შეხვდა

 აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს შეხვდა. მთავრობის თავმჯდომარე, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრ დავით ფაცაციასთან და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, ნიკოლოზ თოფურიძესთან ერთად დევნილი მოსახლეობის პრობლემებს ადგილზე გაეცნო. გამოიკვეთა კონკრეტული საკითხები, რომელთა მოგვარებაზე მთავრობის წარმომადგენლები კოორდინირებულად იმუშავებენ. შეხვედრაზე, რუსლან აბაშიძემ, მოსახლეობას, აფხაზეთის მთავრობის ხელშეწყობით მიმდინარე პროგრამების შესახებ ინფორმაცია მიაწოდა. ხარაგაულში სულ 89 იძულებით გადაადგილებული პირი ცხოვრობს, რომლებიც მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სხვადასხვა სოფლებში არიან ჩასახლებული. მნიშვნელოვანია, რომ ხარაგაული არის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, სადაც სოციალური პროგრამის ფარგლებში იძულებით გაადგილებული პირები იღებენ ყოველთვიურ დახმარებას, კომუნალური გადასახადებისთვის. დევნილებთან შეხვედრაში იმერეთის რეგიონში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი ზაზა ჩაჩავა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/83560794_1227030644174620_8299529003891425280_n.jpg
29/01/2020 17:00

ხარაგაულში ორგანიზაციებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი დაიწყო

ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით დაიწყო მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში ორგანიზაციებს შორის. „ზამთრის თასი" - ასე ეწოდება ჩემპიონატს, რომლშიც სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის, სახანძრო-სამაშველო სამსახურის, ხარაგაულის რკინიგზის სადგურის, სატყეო მეურნეობის, მუნიციპალიტეტის მერიის, საავადმყოფოს, კეთილმოწყობისა და დასუფთავების გაერთიანების და სამშენებლო კომპანია „ბლექსი გრუპის“ თანამშრომლები მონაწილეობენ.  28 იანვარს ჩატარდა ორი შეხვედრა,  სადაც ერთმანეთს დაუპირისპირდნენ სპორტსკოლისა და ხარაგაულის მერიის, (მატჩი დასრულდა მერიის  გუნდის გამარჯვებით, ანგარიშით 2:5) და სატყეო მეურნეობისა და „ბლექსი გრუპის“ გუნდები(მატჩი დასრულდა „ბლექსი გრუპის“ გუნდის გამარჯვებით  ანგარიშით 0:4). 29 იანვარს შედგება მატჩები კეთილმოწყობის და დასუფთავების გაერთიანების და ხარაგაულის რკინიგზის გუნდებსა და სახანძრო-სამაშველო სამსახურისა და საავადმყოფოს გუნდებსა შორის.  ჩემპიონატი ოლიმპიური წესით იმართება, რაც იმას ნისნავს რომ წაგებული გუნდი ავტომატურად ეთიშება ჩემპიონატს.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0820.JPG
29/01/2020 16:24

ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიურომ რიგგარეშე სხდომა გამართა, სადაც ბიუროს წევრებმა ოთხი საკითხი განიხილეს. წარმოებაში მიიღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის ანგარიში 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ და ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 – 2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიში, რომლებიც ბუროს წევრთა გადაწყვეტილებით დღეიდან განსახილველად გადაეცემა საკრებულოს კომისიებს და ფრაქციებს. ზემოთ აღნიშნულ ორივე საკითხს ხარაგაულის საკრებულო 2 მარტის მორიგ სხდომაზე შეაფასებს. სხდომაზე მოისმინეს ასევე საბიუჯეტო ცვლილება, რომელიც რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხების გამოყოფას, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში თანხების მიღებას, ასევე წინა წელში აღებული ვალდებულებების და ახალი ვალდებულებების შესასრულებლად საკუთარი საბიუჯეტო სახსრების ნაშთიდან თანხების გამოყოფას ეხებოდა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0798.JPG
28/01/2020 17:32

ხარაგაულში ტაძრის მშენებლობის ფონდის საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა

26 იანვარს, ხარაგაულში, მაცხოვრის შობის და თორმეტი მოციქულის საკათედრო ტაძრის მშენებლობის ფონდის ინიციატივით, საქველმოქმედო ღონისძიება ჩატარდა!   საერთო ჯამში, საქველმოქმედო აქცია-კონცერტის ფარგლებში შემოწირულობის სახით შემოვიდა 24 450 ლარი. ღონისძიება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა და მასში ხარაგაულის შემოქმედებითი ჯგუფები მონაწილეობდნენ. სპეციალური მოწვევით ორი სიმღერა შეასრულა ასევე, ევროპაში სახელგანთქმულმა საოპერო მომღერალმა, წარმოშობით ხარაგაულელმა, მამუკა ლომიძემ. კონცერტის მსვლელობის დროს მოკლედ მიმოიხილეს საკათედრო ტაძრის მშენებლობის ისტორია, რომელიც 10 წლის წინ დაიწყო. გაიხსენეს მშენებლობის ფონდის აწგარდაცვლილი ხელმძღვანელი ცეზარ ბუბულაშვილი. დამსწრე საზოგადოებას და მსმენელებს ღონისძიების წამყვანებმა მიაწოდეს ინფორმაცია წლების განმავლობაში შემოწირულობების სტატისტიკისა და სამომავლო გეგმების შესახებ! მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსმა, მელქისედეკ ხაჩიძემ, რომლის ლოცვა-კურთხევითაც ჩატარდა აღნიშნული ღონისძიება, სხვადასხვა პერიოდში, ტაძრის მშენებლობაში აქტიურ მონაწილეებს სამადლობელი სიგელები გადასცა. აქცია-კონცერტს ესწრებოდნენ მარგვეთისა და უბისის ეპარქიის მღვდელ-მონაზვნები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები. ასევე, სპეციალურად ამ დღისთვის, თბილისიდან ჩამოსული სტუმრები და ხარაგაულელი ბიზნესმენები, რომლებმაც ტაძრის მშენებლობის ფონდში სოლიდური შემოწირულობები გაიღეს.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
28/01/2020 17:09

29 იანვარს საკრებულოს ბიურო მერის ანგარიშს მოუსმენს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, 29 იანვარს, 11 საათზე, რიგგარეშე სხდომას გამართავს! ბიუროს წევრები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მიერ, 2019 წელს გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს მოუსმენენ.  ანგარიშს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე წარადგენს! სხდომაზე ასევე, განიხილავენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2017 – 2018 წლების ბიუჯეტით გათვალისწინებული პროგრამების შესაბამისობის სახელმწიფო აუდიტის ანგარიშს. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი კი, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020  წლის ბიუჯეტში ცვლილების შეტანის თაობაზე წარადგენს საკითხს.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მორიგ სხდომას 3 თებერვალს გამართავს!                                                                                      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gerbi.jpg
23/01/2020 18:01

ხარაგაულს თანხა არ დაუკარგავს - მერია განცხადებას ავრცელებს!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს დაგეგმილ პროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარაგაულს საქართველოს მთავრობის 21 იანვრის განკარგულებით 4 093 472 ლარი გამოეყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაუკარგავს, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წლის ბოლოს დაკავებული 8 პროექტის დასაფინანსებელი 1 მილიონ 032 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს, მთავრობის ჯერ 15 იანვრის, შემდეგ კი 21 იანვრის განკარგულებების მიხედვით, ისევ გადმოეცა. აღნიშნული თანხით კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება რვა სოფლის ცენტრალურ გზას, საერთო ჯამში 4 მილიონ 093 ათასი ლარით ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება. მიმდინარე წელს პრიორიტეტი საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება. 2020 წელს ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება: სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია; სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია; დაბა ხარაგაულში ფეხბურთის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და კალათბურთის მოედნის მშენებლობა; სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ღორეშის ა/ერთეულში კვადოურის გზის რეაბილიტაცია; ბორითში გოჭოურის უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი); ჩხერის გზის რეაბილიტაცია პირველი ეტაპი; უბისა, ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი); მაქათუბანში ბოჟაძეების, გამცემლიძეების და გორგაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია. ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ღვერკი-ხორითის დამაკავშირებელი გზა; სოფელ ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია; ბორითი-ღორეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) კვესრევი-ამაშუკეთი; ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; სოფელ სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი); სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია; სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია; სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია; სოფელ ზარანში გზის რეაბილიტაცია", - აღნიშნულია განცხადებაში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_2%2012.png
23/01/2020 14:33

ხარაგაულში კალათბურთის მოედანი მოეწყობა

2020 წელს ხარაგაულში კალათბურთის მოედანი მოეწყობა.  ბოლო რამდენიმე წელია ხარაგაულში წარმატებით ხორციელდება და ყოველ წელს უფრო მეტ მასშტაბებს იძენს, ახალგაზრდა ინიციატორთა კავშირის პროექტი - ქუჩის კალათბურთი(street ball).  სპორტის ეს სახეობა ერთადერთია ხარაგაულში, რომელშიც ყველაზე მეტი ახალგაზრდაა ჩართული და ის, ზაფხულობით ორ ასაკობრივ ჯგუფში ტარდება.  გამომდინარე იქედან, რომ პროექტის ჩასატარებლად ახალგაზრდებს არ ქონდათ შესაბამისი ინფრასტრუქტურა, გადაწყდა კალათბურთის მოედანი მოეწყოს ღია ცის ქვეშ, საფეხბურთო სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც ასევე, იქნება დასასვენებელი, თავისუფალი სივრცე. კალათბურთის მოედნის მოწყობა რეგიონული განვითარების ფონდიდან ფინანსდება და პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება ასევე ხარაგაულის საფეხურთო მოედანს. საერთო ჯამში, სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ხარაგაულში 247 505 ლარია გამოყოფილი. 
სრულად