სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0763.JPG
23/01/2020 10:13

საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო!  ახალი სკოლამდელი განათლების დაწესებულება იქნება თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული, ორ სართულიანი შენობა, რომელიც 50 აღსაზრდელზეა გათვლილი.  საბავშვო ბაღის მშენებლობას საღანძილეში მუნიციპალური განვითარების ფონდი აფინანსებს, პროექტის ღირებულება 700 000 ლარია. სამუშაოები 2020 წელს დასრულდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Screenshot_3.png
22/01/2020 17:08

ხარაგაულში 2020 წელს 20 პროექტი განხორციელდება

ხარაგაულს საქართველოს მთავრობის 21 იანვრის განკარგულებით 4 093 472 ლარი გამოეყო, რაც იმას ნიშნავს, რომ მუნიციპალიტეტს თანხა არ დაუკარგავს, როგორც ამის შესახებ ინფორმაცია ვრცელდება. ინფრასტრუქტურის სამინისტროს მიერ 2019 წელს დაკავებული 8 პროექტის დასაფინანსებელი 1 მილიონ 032 ათასი ლარი, მუნიციპალიტეტს, მთავრობის, ჯერ 15 იანვრის, ხოლო შემდეგ 21 იანვრის განკარგულებების მიხედვით, ისევ გადმოეცა. საერთო ჯამში 4 მილიონ 093 ათასი ლარით ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება. მიმდინარე წელს პრიორიტეტი საგზაო და სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარებას ენიჭება. 2020 წელს ხარაგაულში 20 პროექტი განხორციელდება: ▷ სოფელ მოლითის ცენტრალური გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ ბაბში გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ წყალაფორეთში ბაღის უბნის გზის და გაბეხაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია; ▷ დაბა ხარაგაულში ფეხბურთის სათამაშო მოედნის რეაბილიტაცია და კალათბურთის მოედნის მშენებლობა; ▷ სოფელ ქვების გზის რეაბილიტაცია (მეორე ეტაპი); ▷ ღორეშის ა/ერთეულში კვადოურის გზის რეაბილიტაცია; ▷ ბორითში გოჭოურის უბნის გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი); ▷ ჩხერის გზის რეაბილიტაცია პირველი ეტაპი; ▷ უბისა, ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია და ნაპირსამაგრის მოწყობა (პირველი ეტაპი); ▷ მაქათუბანში ბოჟაძეების, გამცემლიძეების და გორგაძეების უბნის გზის რეაბილიტაცია. ▷ ვანი-სხლითის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ▷ ღვერკი-ხორითის დამაკავშირებელი გზა; ▷ სოფელ ჯაფაროულის გზის რეაბილიტაცია; ▷ ბორითი-ღორეშის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია (პირველი ეტაპი) კვესრევი-ამაშუკეთი; ▷ ვანი-ღუდუმექეთის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ სარგვეშის სასოფლო გზის რეაბილიტაცია (ცისკაძეების უბანი); ▷ სოფელ ფარცხნალში ბარის უბნის გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ დეისის მეორე უბნის გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაცია; ▷ სოფელ ზარანში გზის რეაბილიტაცია;
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0754.JPG
22/01/2020 15:45

სოფლის პროექტებისთვის ხარაგაულს 890 000 ლარი გამოეყო.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა - 2020“ იწყება! 20 იანვარს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერთან, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფი და მერის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. 2020 წელს ხარაგაულმა სოფლის პროექტების დსაფინანსებლად 890 000 ლარი მიიღო. პროექტების შერჩევა მოსახლეობის მიერ ხდება და შერჩევის პროცესი 2020 წლის 1 მარტამდე უნდ დასრულდეს. დასაფინანსებელი პროექტები განსაზღვრულია და მათ შორისაა - ▪  სასმელი წყლის და სარწყავი სისტემების, სანიაღვრე არხების მოწესრიგება; ▪  ნაპირსამაგრი სამუშაოები; ▪  გზების და ხიდების მოწესრიგება; ▪  გარე განათების ქსელის მოწყობა; ▪  სკოლების მიმდებარე ტერიტორიის, კულტურის ობიექტების, სპორტული ინფრასტრუქტურის, მოედნებისა და სკვერების მოწყობა და სხვა. ნუსხიდან ამოღებულია სასაფლაოების შემოღობვა და სარიტუალო სახლების აშენება-რეაბილიტაცია. საქართველოს მასშტაბით, იმერეთის რეგიონს, გამოყოფილი თანხის 18% ხვდა წილად, ხოლო იმერეთის მუნინციპალიტეტებს შორის, აღნიშნული თანხიდან ყველაზე დიდი დაფინანსება 890 000 ლარი ხარაგაულმა მიიღო. 2020 წელს სოფლის პროექტების განსახორციელებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 40 მილიონი დაიხარჯება. შეხვედრის დროს მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებმა მიიღეს ინფორმაცია კრებების ჩატარებასთან დაკავშირებით, განემარტათ კრების გადაწყვეტილების სწორად გაფორმება და საკრებულოში წარდგენასთან დაკავშირებული პროცედურებისა და ვადების შესახებ ინფორმაცია. საერთო კრებების ჩატარება ხარაგაულის სოფლებში, სავარაუდოდ 1 თებერვლიდან დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
17/01/2020 12:49

საკრებულო წლის პირველ რიგგარეშე სხდომას მართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 20  იანვარს წლის პირველ რიგგარეშე სხდომას გამართავს. სხდომაზე განხილული იქნება ერთი საკითხი, რომელიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 19 დეკემბრის, N27 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანას გულისხმობს. ცვლილების შესახებ დეპუტატებს, მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი აცნობებს.     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0276.JPG
13/01/2020 15:18

ღორეშა-ბაზალეთის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ადგილობრივი მნიშვნელობის ღორეშა-ბაზალეთის დამაკავშირებელი გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო! საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. ფონდის დირექტორი, გიორგი შენგელია, იმერეთის მხარის რწმუნებულის მოადგილე, ბესიკ გოფოძე და ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე, ღორეშა-ბაზალეთის გზაზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნენ. დაათვალიერეს გზის 11 კილომეტრიანი მონაკვეთი, ადგილზე შეხვდნენ მოსახლეობას და მათთან ერთად გაიარეს მშენებლობის პროცესში მოსალოდნელი რისკები. აღნიშნული გზით ხარაგაულის ცენტრი, ბაზალეთი-სარგვეში-ღორეშა-უბისის გავლით ცენტრალურ საავტომობილო მაგისტრალს დაუკავშირდება.  საერთო ჯამში, ხარაგაული-ბაზალეთი-ღორეშა-უბისას დამაკავშირებელი გზა 21 კილომეტრია, აქედან ხარაგაული-ბაზალეთის მიმართულებით 3,5 კილომეტრიანი მონაკვეთი მოასფალტებულია, ასევე რეაბილიტირებულია 6 კმ. გზა ღორეშა-უბისას მიმართულებით. ამჟამად სწორედ შუა მონაკვეთში მდებარე 11 კოლომეტრი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. გაცნობებთ, რომ ზემოთ ხსენებული გზის რეაბილიტაცია ხარვეზიანი პროექტის გამო ორჯერ შეფერხდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ მომზადდა ახალი პროექტი. ტენდერი 2019 წლის ბოლოს გამოცხადდა, გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია, „კავკასუს როუდ პროჯექტი“, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ უდიდეს კომპანიას წარმოადგენს გზების მშენებლობის სფეროში.  კომპანია სამუშაოებს უკვე აქტიურ ფაზაში აწარმოებს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს გზაზე ქვიშა-ხრეშოვანი ღორღის შეტანა, საჭიროების ადგილებზე ეწყობა საყრდენი კედლები. პროექტის ფარგლებში მდინარე ყარნებაზე იგეგმება ახალი საავტომობილო ხიდის მშენებლობა. გზის სიგანე იქნება 5 მეტრი, საჭიროების ადგილებზე მოეწყობა ცხაურები და სანიაღვრე არხები. გზის მთელ სიგრძეზე იქნება საგზაო მონიშვნები.   პროექტის ღირებულება 9 მილიონი ლარია, სახელშეკრულებო პირობებით, გზის მშენებლობა 2020 წლის ბოლოს დაასრულდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/9586caef830c.jpg
10/01/2020 10:51

ყურადღება! დასაქმების მსურველთათვის

10 იანვარს, 12 საათზე, ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, დასაქმების მსურველთათვის, „აჭარა ჯგუფის“ რიგით მეორე შეხვედრა გაიმართება. „ბაკურიანი-რუმსში“, რომელიც „აჭარა ჯგუფის“ სასტუმროების ქსელია, ამ დროისთვის უკვე დასაქმებულია ხარაგაულელთა გარკვეული ნაწილი. „აჭარა ჯგუფის„ წარმომადგენლები დღევადელ შეხვედრაზე წარმოადგენენ დასაქმებულთა სტატისტიკას და დასაქმების პირობებს. ასევე, ინდვიდუალურად გაესაუბრებიან დაინტერესებულ საზოგადოებას. შეგახსენებთ, რომ ბაკურიანის „რუმსში“ მომუშავე პერსონალი უზრუნველყოფილი იქნება საცხოვრებელი ფართით და ორჯერადი კვებით! წარმატებებს გისურვებთ!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/82271114_2633387450241745_6976178128917889024_o.jpg
10/01/2020 09:33

ხარაგაულში საშობაო ალილო ჩატარდა

7 იანვარს ხარაგაულში ტრადიციული საშობაო ალილო ჩატარდა.  შობის მახარობლებმა ქუჩაში მსვლელობა მოაწყვეს და გალობით ამცნეს სამყაროს უფლის დაბადება. ხარაგაულის საკათედრო ტაძრის წინამძღვარმა, მამა თომა ლაცაბიძემ დაბის ქუჩები აკურთხა და მოსახლეობა დალოცა, რომლებიც გზა და გზა შემოწირულობებით უერთებოდნენ საშობაო მსვლელობას. საშობაო ალილო ხარაგაულში, მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსის მელქისედეკ ხაჩიძის ლოცვა-კურთხევითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით მოეწყო, რომლის ფარგლებშიც საშობაო ნობათი დაურიგდა მუნიციპალიტეტში მცხოვრებ 200-ზე მეტ უკიდურესად გაჭირვებულ ოჯახს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია გილოცავთ ქრისტეშობის დღესასწაულს
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0015_1.JPG
06/01/2020 12:59

ხარაგაულის საკრებულომ წლის პირველი სხდომა გამართა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულომ 2020   წლის  პირველი მორიგი სხდომა გამართა. სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს.  მოისმინეს საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში 2019 წელს გაწეული საქმიანობის შესახებ, რომელიც დეპუტატებმა დადებითად შეაფასეს. საკრებულოს სხდომაზე მყოფი 20 დეპუტატიდან შეფასებისგან თავი მხოლოდ ორმა დეპუტატმა შეიკავა; ქალბატონმა მანანა ბარბაქაძემ ასევე, წარმოადგინა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს მიერ გასულ წელს, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ; ისაუბრა საბჭოს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე და პროექტებზე. დეპუტატებმა საბჭოს საქმიანობა ერთხმად დადებითად შეაფასეს;                                                                                                                                  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბალანსზე რიცხული ქონების ინვენტარიზაციის ჩასატარებლად გაწეული საქიანობის შესახებ დეპუატატებს ინფორმაცია გააცნო, მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ. რომელმაც ხაზგასმით აღნიშნა, რომ მუნიციპალური ქონების ინვენტარიზაცია ეტაპობრივად მიმდინარეობს.  ჯაბა ბერაძემ ასევე დეპუტატებს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრისა და ანგარიშსწორების წესის დამტკიცების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.  საკრებულოს თავმჯდომარის ანგარიში გენდერული თანასწორობის საბჭოს ანგარიში
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1886.JPG
03/01/2020 11:20

რა გაკეთდა და რა გაკეთდება ხარაგაულში საახალწლო სოციალური აქციის ფარგლებში

ხარაგაულის მერიამ წინასაახალწლოდ სოციალური აქციის ფარგლებში სხვადასხვა სახის აქტივობა განახორციელა.  უკიდურესად გაჭირვებული და სოციალურად დაუცველი ოჯახების დასახმარებლად ადგილობრივი ბიუჯეტიდან 16 550 ლარი დაიხარჯა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერიის სამსახურების უფროსებთან ერთად მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველაზე ახალგაზრდა მრავალშვილიან დედას, მარინა კვანჭიანს ესტუმრნენ. მამუკა ლორთქიფანიძის და 34 წლის მარინა კვანჭიანის ოჯახს შვიდი არასრუწლოვანი შვილი ყავთ. ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებმა 9 სულიან ოჯახს ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. ლორთქიფანიძეები ამ დრომდე, ერთ პატარა ოთახში ცხოვრობენ, თუმცა 2020 წელს მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვლება. ოჯახს საკუთარ ეზოში ახალი სახლის მშენებლობა უკვე დაწყებული აქვს, რომელსაც ხარაგაულის მერის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილი 10 000 ლარით აშენებენ. 31 დეკემბერს ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ, ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი გადასცეს ასევე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ კიდურების გარეშე დარჩენილ მურმან ხიჯაკაძესა და გოჩა ბოგვერაძეს. მეორე წელია ხარაგაულის მერი აღნიშნული სტატუსის მქონე პირებს პირადად სტუმრობს და მათ განსაკუთრებულ მხარდაჭერას უცხადებს. მურმან ხიჯაკაძეს, რომელმაც ორივე ფეხი აფხაზეთის ომში მიღებული ტრავმის შედეგად დაკარგა, მეუღლე და სამი შვილი ყავს. ხიჯაკაძეების ოჯახმა, მერის და მერიის სამსახურების უფროსების დახმარებით ეზოში დამხმარე ნაგებობის აშენება და გადახურვა შეძლო. გოჩა ბოგვერაძე სოფელ იგორეთში მარტო ცხოვრობს. მან ერთი ხელი და ერთი ფეხი უბედური შემთხვევის შედეგად დაკარგა. მარტოხელა კაცს, რომელიც ინვალიდის ეტლში ზის შეჩერებული აქვს სოციალური დახმარება. ნიკოლოზ თოფურიძე გოჩა ბოგვერაძეს დაპირდა, რომ მერია  კიდევ ერთხელ დაუყოვნებლივ გააგზავნის შუამდგომლობის წერილს სოციალური დაცვის სააგენტოში და მას პირად კონტროლზე აიყვანს.  კიდურებს გარეშე დარჩენილ მოქალაქეებზე საახალწლო სოციალური აქცია ხარაგაულში კვლავ გაგრძელდება. ახალი წლის წინა დღეებში, მერიის ადგილობრივი ბიუჯეტიდან მუნიციპალიტეტში მცხოვრებ უკიდურესად გაჭირვებულ 208 ოჯახს ერთჯერადი დახმარების სახით ფულადი თანხა ჩაერიცხა. საერთო ჯამში - 10 400 ლარი. საახალწლო ნობათი დაურიგდა ასევე, ხარაგაულის სათნოების სახლის ბენეფიციარებს, სულ  73 პირს. ტრადიციული საშობაო ალილოს  ფარგლებში, 7 იანვარს, საახალწლო ნობათი გადაეცემა ასევე, მუნიციპალიტეტში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ 225 ოჯახს, რომლის საერთო თანხამ 4 900 ლარი შეადგინა. ხარაგაულის მერია განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით ულოცავს მუნიციპალიტეტში მცხოვრებ შეჭირვებულ ოჯახებს ახალ, 2020 წელს და შესაძლებლობის ფარგლებში მათ გამორჩეულ მხარდაჭერას უცხადებს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC2101.JPG
30/12/2019 19:51

ნახეთ ვინ დასახელდნენ ხარაგაულის საპატიო მოქალაქეებად

დღეს ხარაგაულის მთავარ საახალწლო ღონისძიებაზე, მუნიციპალიტეტის საპატიო მოქალაქეები აირჩიეს. ხარაგაულის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის ბრძანების საფუძველზე „ხარაგაულის საპატიო მოქალაქის“ წოდება მიენიჭათ. საზოგადო მოღვაწეს, რუმინეთში მოღვაწეს,  პოეტს, მწერალს და მთარგმნელს, წარმოშობით ხარაგაულელს, ქალბატონ ზაირა სამხარაძეს! ლევან ცუცქირიძეს, მხატვარს და პროფესორს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეს, სოფელ მოლითის მკვიდრს! ქალბატონ იზა ვეფხვაძეს, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის დამაარსებელს, რეჟისორს, სცენარისტს, მსახიობს, რამდენიმე წიგნის ავტორს და ხარაგაულისთვის ღირსეულ მოქალაქეს! ზურაბ გოლუბიანს, ხარაგაულის მკვიდრს, დამსახურებულ ფარმაცევტს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეს! საქართველოს სპორტის დამსახურებულ მწვრთნელს, ვეტერან კალათბურთელს, წარმოშობით სოფელ ლაშეს მკვიდრს, ბატონ ზურაბ სამხარაძეს! ულინა კაციტაძეს - მედიცინის დამსახურებულ მუშაკს, ხრაგაულელებზე დიდი ამაგის მქონე ქალბატონს, საქართველოს ღირსეულ მოქალაქეს! საპატიო ხარაგაულელების კანდიდატების დამტკიცებას სპეციალური კომისია უზრუნველყოფს, რომლის თავმჯდომარეც გახლავთ, ასევე ხარაგაულის საპატიო მოქალაქე ბატონი იუზა კელენჯერიძე. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ, საპატიო ხარაგაულელებს სპეციალური სიგელები და საპატიო მოქალაქის წოდების დამადასტურებელი დიპლომები გადასცა.   დღეს არჩეულ თოთოეულ წევრზე, მათ ღვაწლსა და დამსახურებაზე ისაუბრეს ირინე ჩხეიძემ, მერი გიორგიძემ, ვალერი გოგნაძემ, ინგა მაღრაძემ, ეკა შველიძემ და გივი თხელიძემ.   ღონისძიებას დაესწრო ბელგიისა და ჰოლანდიის ეპისკოპოსი დოსითეოსი.
სრულად