სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0008.JPG
25/11/2019 12:35

ხარაგაულში ანზორ მაღრაძის სახელობის ტურნირი ჩატარდა

22 ნოემბერს "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით, ხარაგაულის სპორტდარბაზში ჩატარდა საქართველოს დამსახურებული მწვრთნელის, ანზორ მაღრაძის სახელობის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ღია პირველობა თავისუფალ ჭიდაობაში, სადაც მონაწილეობა მიიღეს: ჭიათურის, ქუთაისის, ხაშურის და ხარაგაულის მოსწავლეებმა. ჩემპიონები და პრიზიორები გახდნენ: 2007-2008წწ 20კგ. I ადგილი გაბრიელ ორთოიძე II ადგილი ალექსანდრე კალანდაძე III ადგილი საბა საკანდელიძე 23კგ. I ადგილი ნოე ლომიძე II ადგილი გიორგი თათეიშვილი III ადგილი ლუკა იაკობაძე 26კგ. I ადგილი ნიკა ნოზაძე II ადგილი თორნიკე ბასიშვილი III ადგილი ბექა ჭიღლაძე III ადგილი ანრი ლაბაძე 29 კგ. I ადგილი ლევან ნოზაძე II ადგილი ბესო სამხარაძე III ადგილი იოანე ლაცაბიძე III გენო მეფარიშვილი 32კგ. I ადგილი ნიკოლოზ ტალახაძე II ადგილი ლავრენტი სამხარაძე 35კგ. I ადგილი რომა ხურციძე II ადგილი ლუკა კვირიკაშვილი 38კგ. I ადგილი გოდერძი ჭიყლაძე II ადგილი დავით არევაძე III ადგილი დავით სამხარაძე III ადგილი თემური გონგლაძე 42კგ. Iადგილი გიორგი ცუცქირიძე II ადგილი რეზო სამხარაძე III ადგილი გიორგი ცერცვაძე III ადგილი ლუკა ნოზაძე 48კგ. I ადგილი ვახო ნიქაბაძე II ადგილი გიორგი თედიშვილი III ადგილი გუჯა ლომიძე III ადგილი ბექა სამხარაძე 52კგ. I ადგილი გიორგი თაბუკაშვილი II ადგილი გიგა ხვედელიძე III ადგილი ვაჟა ლაბაძე III ადგილი საბა ცერცვაძე +52კგ. I ადგილი ნიკოლოზ ლურსმანაშვილი II ადგილი გიორგი გაბრიჭიძე III ადგილი ირაკლი სამხარაძე. 2005-2006წწ 35კგ I ადგილი ზურა ტოროშელიძე II ადგილი გიორგი კაპანაძე 38კგ. I ადგილი საბა სვიანიძე II ადგილი ლუკა ფერაძე 54კგ. I ადგილი ზურა კულუმბელაშვილი II ადგილი ნიკა კაკოიშვილი III ადგილი დავით სამხარაძე III ადგილი აკაკი ფუტკარაძე 63კგ I ადგილი ნიკა ბლუაშვილი II ადგილი თორნიკე ნანიტაშვილი III ადგილი საბა ლურსმანაშვილი III ადგილი ლუკა ცხოვრებაძე 69კგ. I ადგილი გიორგი კამკამიძე II ადგილი შალვა ხიჯაკაძე 76კგ. I ადგილი ლუკა ვეფხვაძე II ადგილი დავით კაკოიშვილი.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1044.JPG
21/11/2019 13:17

ვარძიის გუნდი კვლავ მინი ფეხბურთის ჩემპიონია

ხარაგაულში შოთა ჭიპაშვილისა და ალეკო ავალიშვილის სახელობის ტურნირი მინი ფხბურთში "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" ორგანიზებით მეორე წელია იმართება. ჩემპიონატი, წელს, 20 ნოემბერს ჩატარდა, რომელშიც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 11-მა საჯარო სკოლის გუნდმა მიიღო მონაწილეობა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს ხარაგაულის №3 და ვარძიის საჯარო სკოლები დაუპირისპირდნენ. მატჩი ვარძიის გუნდის გამარჯვებით დასრულდა. მესამე ადგილი კი, ხიდრის საჯარო სკოლის გუნდმა დაიკავა.  გამარჯვებულ გუნდს, რომელიც ზედიზედ მეორე წლია აღნიშნული ტურნირის ჩემპიონია თასი შოთა ჭიპაშვილის მამამ გადასცა. სკოლბურთის მონაწილეები წამახალისებელი სიგელებით დაჯილდოვდნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0845.JPG
19/11/2019 15:36

ხარაგაულში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა

18 ნოემბერს კინოთეატრის ფოიეში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსში „შემოდგომის პალიტრა“ გამარჯვებულების დაჯილდოება შედგა. კონკურსი 11 ნოემბერს ა(ა)იპ „სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი“-ს, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ორგანიზებით "სპორტისა და შიდა ტურიზმი"-ს ცენტრის დარბაზში ჩატარდა. შემოდგომის პალიტრაში მონაწილეობა მიიღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, რომლებმაც წარმოდგენილი ნატურმონტები დახატეს.  გამარჯვებულები კომპენტეტურმა ჟიურიმ გამოავლინა. ახალგაზრდა მხატვრებს სამადლობელი სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადაეცა. კონკურსში გამარჯვებულები საფეხურების მიხედვით. I საფეხური. პირველი ადგილი რუსუდან ფანჩვიძე - (კიცხი V კლასი); მეორე ადგილი მარიამ ნიქაბაძე - (გიმნაზია V კლასი); მესამე ადგილი ლიზი კვინიკაძე - ( მოლითი VI კლასი). II საფეხური. პირველი ადგილი ნანა მდინარაძე - (კიცხი XII კლასი); მეორე ადგილი ლუკა ყრუაშვილი - (გიმნაზია XI კლასი); მესამე ადგილი თამარ შათირიშვილი - (ლეღვანი XI კლასი). III საფეხური. პირველი ადგილი თეონა ჭიპაშვილი - (გიმნაზია VIII კლასი); მეორე ადგილი მარიამ მდივნიშვილი - (გიმნაზია VIII კლასი); მესამე ადგილი ნინო არევაძე - (მარელისი IX კლასი). ჟიურის სიმპატია გახდა მარიამ ტაბატაძე და ეკატერინე ბუაჩიძე.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0912.JPG
19/11/2019 14:16

ხარაგაულში ცარცული პერიოდის თავფეხიანი მოლუსკები აღმოაჩინეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში, შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობის პროცესში, მსხვილმარცვლოვან გლაუკონიტიან ქვიშაქვებში ქვედა ცარცული პერიოდის (დაახლოებით 100-113 მილიონი წლის წინანდელი) ნამარხი თავფეხიანი მოლუსკები - ამონიტები (Ammonite) აღმოაჩინეს. მშენებლები ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძეს დაუკავშირდნენ, რის შემდეგაც ისტორიული მუზეუმის მოწვევით  სოფელ ლაშეში პალეოანთროპოლოგიისა და პალეობიოლოგიის კვლევითი ინსტიტუტის ხელმძღვანელი თენგიზ მეშველიანი, გეოლოგია-პალეონტოლოგიის ფონდის მთავარი კურატორი რუსუდან ჩაგელიშვილი და ფონდის მეცნიერთანამშრომელი, გეოლოგი, პალეონტოლოგი, ნიკა ვანიშვილი ჩამოვიდნენ. არქეოლოგიურმა ექსპედიციამ ადგილზე დაათვალიერა აღმოჩენილი მოლუსკები, აიღეს ქანები და დაადგინეს, რომ ისინი ქვედა ცარცული პერიოდისაა. ცარცული პერიოდი 135-137 მლნ. წლის წინათ დაიწყო და დაახლოებით 70 მლნ. წელი გრძელდებოდა. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი ტრანსგრესიის შედეგად ზღვამ მოიცვა აღმოსავლეთ ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკის, აფრიკის და ავსტრალის ბაქნების ვრცელი ფართობები. გვიანდელ ცარცულ ეპოქაში დედამიწის მრავალ ადგილას აღინიშნება მძლავრი ვულკანიზმი. ადრინდელი ცარცული ეპოქის ხმელეთის ფლორაში ჭარბობდა გვიმრანაირები და შიშველთესლიანები. ზღვიურ უხერხემლოთა ფაუნაში ჭარბობდნენ მოლუსკები, განსაკუთრებით ამონიტები და ბელემნიტები. სწორედ ასეთი ამონიტები აღმოჩნდა სოფელ ლაშეში, სადაც როგორც მეცნიერ-თანამშრომლები ამბობენ, კერძო საკუთრებაა და სავარაუდოდ ნგრევას ვეღარ გააგრძელებენ. აღმოჩენილი ამონიტები ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში განთავსდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/76198290_2554309188149572_9056636819398983680_o.jpg
19/11/2019 11:24

ლაშეში დროებითი ხიდი მოეწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ლაშეში მდინარე ჩხერიმელაზე, დროებითი ხიდის მონტაჟი მიმდინარეობს. შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზასთან სამი სოფლის დამაკავშირებელი ხიდი მწყობრიდან მიმდინარე წლის ივნისში მოსული ძლიერი წვიების შედეგად გამოვიდა. ახალი ხიდის მშენებლობისთვის ხარაგაულის მერიამ თანხა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 31 ოქტომბრის განკარგულებით მიიღო. პროექტი გარდამავალია და ხიდის მშენებლობა ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დაჯდება. მერია ხიდის მშენებლობისთვის ტენდერს უახლოეს დღეებში გამოაცხადებს.  დროებითი ხიდის მოწყობის სამუშაოებს ჩინური კომპანია ასრულებს, რომელიც ხარაგაულის ტერიტორიაზე რკინიგზის მოდერნიზაციის პროქტის ფარგლებში გვირაბების მშენებლობას ახორციელებს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
18/11/2019 13:51

საკრებულო 19 ნოემბერს რიგგარეშე სხდომას მართავს

19 ნოემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო რიგგარეშე სხდომას გამართავს.  სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ მოისმენენ ინფორმციას, რომელსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/76732207_2611990872193520_1194447305713909760_o.jpg
18/11/2019 13:48

ბიუროს მორიგ სხდომაზე ხუთი საკითხი განიხილეს

დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე, დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხი განიხილეს. სხდომაზე დეპუტატებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ მოისმინეს ინფორმაცია, რომელიც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარმოადგინა. ბიუროს წევრებმა ასევე, მოისმინეს მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაცია. გარდა აღნიშნული საკითხებისა სხდომაზე განხილული იქნა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რეგიონული განვითარების ფონდიდან 2020 წელს დასაფინანსებელი პრექტების მოწონების შესახებ ინფორმაცია. სხდომაზე ფრაქცია „ძალა ერთობაშია“ ს თავმჯდომარის მოადგილემ, ქეთევან ზუმბაძემ წარმოადგინა მოხსენება ფრაქციის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ. განხილულ იქნა საკითხი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 2069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.17.33.328). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით ღსს„სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ,,აკკორდის“ საქართველოში წარმომადგენლობის „ აკკორდ ჯორჯია“-სათვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ. ბიურომ დაამტკიცა საკრებულოს 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომისა და საკრებულოს 2 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
15/11/2019 16:06

18 ნოემბერს ბიურო მორიგ სხდომას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო 2019 წლის, 18 ნოემბერს, 11 საათზე, მორიგ სხდომას გამართავს.   სხდომაზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის, 2019 წლის ბიუჯეტის ცხრა თვის საპროგნოზო მაჩვენებლების შესრულების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას მოისმენენ, რომელსაც მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსხურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი წარადგენს.  ბიუროს წევრები, ასევე, ვლადიმერ გელაშვილისგან მოისმენენ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2020 წლის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტის განხილვის ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინფორმაციას;  გარდა ამისა სხდომაზე  დეპუტატებს გაწეული მუშაობის შესახებ  ანგარიშს წარუდგენს ფრაქცია „ძალა ერთობაშია“-ს თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი; ბიურო ასევე განიხილავს შემდეგ საკითხებს: ♦ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ მოლითში მდებარე 2069 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ( ს/კ 36.17.33.328). პირდაპირი განკარგვის, წესით სასყიდლით იჯარის ფორმით ორი წლის ვადით ღსს „სამშენებლო-სამრეწველო საინვესტიციო კორპორაცია ,,აკკორდის“ საქართველოში წარმომადგენლობის „აკკორდ ჯორჯია“-სთვის გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ: მომხს: ჯაბა ბერაძე ♦ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან 2020 წელს დასაფინასებელი პროექტების მოწონების შესახებ; მომხს: პეტრე შარიქაძე. ამავე სხდომაზე დამტკიცდება საკრებულოს 19 ნოემბრის რიგგარეშე სხდომისა და საკრებულოს 2 დეკემბრის მორიგი სხდომის დღის წესრიგები. მომხსენებელი: მანანა ბარბაქაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0789_1.JPG
15/11/2019 14:25

ხარაგაულში საზოგადოებრივი ცენტრი შენდება

დაბა ხარაგაულში, სპორტდარბაზის მიმდებარე ტერიტორიაზე, საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა მიმდინარეობს. ადგილობრივი მოსახლეობა ადგილიდან გაუსვლელად შეძლებს კომფორტულ გარემოში სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურების სწრაფად მიღებას. ცენტრში ხელმისაწვდომი იქნება „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურება. ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად, სტუმრებიც ისარგებლებენ ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, მობილური ოპერატორის საშუალებით სამყაროსთან 24-საათიანი კავშირით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით.  საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა განთავსდება, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. ცენტრი აღიჭურვება საკონფერენციო დარბაზით, სადაც მოსახლეობა შეხვედრების გამართვას შეძლებს. საზოგადოებრივ ცენტრში განთავსდება მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლის მისაღები ოთახიც.  პროექტის ღირებულება 682 100 ლარია, სამუშოებს სს „სამშენებლო საწარმო გაერთიანება იმერეთი ასრულებს“. საზოგადოებრივი ცენტრის მშენებლობა ხარაგაულში 2020 წლის ივნისში დასრულდება. აღნიშნული ცენტრი ხარაგაულში რიგით მეოთხე საზოგადოებრივი ცენტრია. მუნიციპალიტეტის მასშტაბით ე.წ. „სოფლის სახლები“ უკვე ფუნქციონირებს სოფელ ხევში, ღორეშაში და კიცხში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0681.JPG
15/11/2019 09:36

ლეღვნის ცენტრალური გზა ნოემბრის ბოლოს აღდგება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ივნისის სტიქიით დაზიანებული სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზის ერთი მონაკვეთი აღდგენილია. დასრულდა ნაპირსამაგრი გაბიონის მშენებლობა და გზის სავალ ნაწილზე მოეწყო ბეტონის საფარი. სამუშაოები 137 000 ლარით დაფინანსდა.  ინტენსიურად მიმდინარეობს გზის მეორე მონაკვეთის აღდგენის სამუშაოები. ამჟამად ეწყობა მდინარე ლეღვნულას სანაპიროზე საყრდენი კედელი, რომლის დასრულების შემდეგაც დაზიანებულ მონაკვეთზე დაიგება ბეტონის საფარი. სამუშაოები ნოემბრის ბოლოს დასრულდება და სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზა სრულად აღდგება. გზის მეორე მონაკვეთის მშენებლობა სტიქიის ფონდიდან 398 000 ლარით დაფინანსდა.   
სრულად