სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0769.JPG
13/11/2019 15:24

ხარაგაულში 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა მოეწყო

ხარაგაულის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი და ამასთანავე, 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი მზადაა დღეს ხარაგაულის მუნიციპაიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, მერიის საფინანსო სამსახურის უფროსთან, ვლადიმერ გელაშვილთან და სამსახურის თანამშრომლებთან ერთად, ბიუჯეტის პროექტი და პრიორიტეტების დოკუმენტი საჯარო განხილვის ფორმატში ადგილობრივ მოსახლეობას გააცნო. შეხვედრას მერის მრჩეველთა საბჭოსა და გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები დაესწრნენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტი, 2019 წლის დამტკიცებულ ბიუჯეტთან შედარებით 452 200 ლარით გაიზარდა და 8 178 000 ლარით განისაზღვრა. (2019 წლის დამტკიცებული ბიუჯეტი 7 725 800 ლარს შეადგენდა). შეხედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში მიმდინარეობდა. საზოგადოებამ დაასახელა რამდენიმე პრიორიტეტული საკითხი. იმსჯელეს დაბის იერსახის მოწესრიგებაზე, წყალანირების სისტემის მოწყობაზე, სტიქიური ნაგავსაყრელების ლიკვიდაციაზე, მრავალბინიანი სახლების ფასადების და სადარბაზოების მოწესრიგებაზე და სხვა მნიშვნელოვან საკითხებზე, რომელთა ასახვაც ეტაპობრივად მოხდება ადგილობრივ ბიუჯეტში. მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა დეტალურად ისაუბრა ბიუჯეტის შემოსავლებსა და ხარჯვით ნაწილზე. ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ გასცა ინფორმაცია მერის სარეზერვო ფონდიდან დაფინანსებულ პროექტებზე, ასევე, განმარტა, რომ დაბა ხარაგაულის კეთილმოწყობა დაიწყება მას შემდეგ, რაც შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზის მშენებლობა დასრულდება. საუბარი შეეხო დაბაში მიმდინარე ინფრსტრუქტურულ პროექტებს, რომლებიც რიგი მიზეზების გამო შეჩერებულია. მერის ინფორმაციით, მიმდინარე წელს 15 არაკეთილსინდისიერ მეწარმეს შეუწყდა ხელშეკრულება, რაც იმის გარანტიაა, რომ ეს კომპანიები ტენდერებზე ვეღარ შემოვლენ. როგორც ნიკოლოზ თოფურიძემ განმარტა, დაბაში მიმდინარე პროექტები წლის ბოლომდე დასრულდება და შეფერხებისთვის მოსახლეობას ბოდიში მოუხადა. მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსმა, ჯაბა ბერაძემ, ქონების გადასახადიდან შემოსულ გაზრდილ შემოსავლებზე ისაუბრა. მერიის სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა, ნინო მაღლაკელიძემ შეხვედრაზე აღნიშნა, რომ წელს პირველად მოხდა პროგრამულ ბიუჯეტზე მუშაობა და ეს წინ გადადგმული ნაბიჯია. ბიუჯეტის წარდგენის და დამტკიცების ცირკულაცია: 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი და 2020-2023 წლების პრიორიტეტების დოკუმენტი მიმდინარე წლის 15 ნოემბრამდე წარედგინება საკრებულოს და ფინანსთა სამინისტროს. 16 ნოემბრიდან იწყება განხილვები საკრებულოს კომისიების ფორმატში, ხოლო 20 ნოემბრიდან ეწყობა საჯარო განხილვები სამოქალაქო საზოგადოებისთვის. მუნიციპალიტეტის საკრებულომ შენიშვნების არსებობის შემთხვევაში პროექტი მერიაში 25 ნოემბრამდე უნდა დააბრუნოს. მერია ბიუჯეტის შესწორებულ ან იგივე ვარიანტს, საბოლოოდ, საკრებულოში 10 დეკემბრამდე აგზავნის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მთავარი საფინანსო დოკუმენტი 2019 წლის 20-28 დეკემბრამდე უნდა დამტკიცდეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0468.JPG
11/11/2019 10:29

მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში შიდა სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის გზის 25 კილომეტრიანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  აღნიშნული მონაკვეთი ძირულა-ხარაგაული-მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის 50 კოლმეტრიანი გზის მეორე ლოტია. პირველ ლოტზე, რომელიც ძირულა-ხარაგაული-მოლითის ასევე, 25 კლომეტრიან მონავეთს მოიცავს, სამუშაოებს BLACK SEA GROUP-ი ახორციელებს.  მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის  გზაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩუმათელეთის მხრიდან დაიწყო. ამ ეტაპზე საყრდენი კედლების, გაბიონების და მილხიდების მოწყობა ერთდროულად რამდენიმე ლოკაციაზე მიმდინარეობს. სამუშაოებს აზერბაიჯანული კომპანია „აკორდი“ ასრულებს. სახელშეკრულებო პირობებით, 25 კილომეტრიანი გზის სრული რეაბილიტაცია 2020 წელს უნდა დასრულდეს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0053.JPG
30/10/2019 10:06

შემოდგომის პრეზენტაცია ხარაგაულის გიმნაზიაში

ხარაგაულში 28 ოქტომბერს, გიმნაზიელებმა ნამდვილი იმერული შემოდგომის ზეიმი მოაწყვეს. გიმნაზიის ეზოში, უკვე ტრადიციად ქცეულ საშემოდგომო ღონისძიებაში, ყველა ასაკობრივი ჯგუფის კლასები, პედაგოგებთან და მშობლებთან ერთად ჩაერთვნენ. ღია სივრცეში წარმოდგენილი იყო ქართული სამზარეულო, ორიგინალურად გაფორმებული იმერული სუფრები და ოქროსფერი შემოდგომისთვის დამახასიათებელი ყველა საჭირო ინვენტარი. როცა გიმნაზიელებმა ერთდღიანი შემოდგომა მიინახეს, ეზოში ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის თავბრუდამხვევი ემოცია დატრიალდა. ღონისძიებას მარგვეთისა და უბისის ეპისკოპოსი, მეუფე მელქისედეკი (ხაჩიძე), ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. ეპარქიის სასულიერო პირებმა ხარაგაულელები დალოცეს და ბარაქიანი, ხვავიანი და მშვიდობიანი შემოდგომა უსურვეს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0390.JPG
30/10/2019 09:53

ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე ნინო ყიფიანი გახდა

29 ოქტომბერს ხარაგაულში ინტელექტ-ჩემპიონატი „ეტალონი“ ჩატარდა, რომელსაც პროექტის ავტორი გოჩა ტყეშელაშვილი უძღვებოდა. კონკურსი სამ ეტაპად მიმდინარეობს. პირველი ეტაპი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 75-მა მოსწავლემ გადალახა. ჩემპიონატის მეორე ეტაპი დაბის მე-3 საჯარო სკოლაში გაიმართა, სადაც ხარაგაულის ეტალონი მოსწავლე გამოვლინდა, მესამე ეტაპი კი, 2020 წელს გრანდიოზული ფინალით დასრულდება, რომელიც 2019-2020 სასწავლო წლის საქართველოს ეტალონელს გამოავლენს. 2019-2020 სასწავლო წლის „ხარაგაულის ეტალონი“ მოსწავლე მარელისის საჯარო სკოლის მეთერთმეტე კლასელი, ნინო ყიფიანი გახდა. მეორე ადგილზე ხიდრის საჯარო სკოლის მოსწავლე, ლუკა გაგოშიძე გავიდა, ხოლო მესამე ადგილი ნადაბურის საჯარო სკოლის მოსწავლე, მარიამ გელაშვილმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტის მერის, ნიკოლოზ თოფურიძის, ინიციატივით, პირველ სამ ადგილზე გასულ მოსწავლეებს ფულადი ჯილდო გადაეცემათ. დღევანდელი კონკურსით საუკეთესო ათეულში მოხვდნენ ასევე, გიგა ბერაძე, მარიამ ყურაშვილი, მარიამ რიკაძე, თამთა პავლაძე, ნიკა მაჩიტაძე და ელენე ჩიჩილიძე. პროექტის ავტორმა და წამყვანმა გოჩა ტყეშელაშვილმა 2018-2019 სასწავლო წლის „საქართველოს ეტალონ მოსწავლეს“ (ხარაგაულის გიმნაზია) საბა ებანოიძეს გამარჯვება კიდევ ერთხელ მიულოცა და სკოლის ღირსეული წარმოჩენისთვის „ოქროს ფონდის“ წევრობის დამადასტურებელი დიპლომი გადასცა. ინტელექტ- ჩემპიონატ “ეტალონის“ ღონისძიებას ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატები, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი, ირინე ჩხეიძე, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი, მარინა ვეფხვაძე, დეპუტატის ბიუროს ხელმძღვანელი ჟანა ნემსაძე, სკოლის დირექტორები და პედაგოგები დაესწრნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0025.JPG
29/10/2019 11:48

სარგვეშის მაჟორიტარი დეპუტატი მოსახლეობას ანგარიშს წარუდგენს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი რუსუდან გიორგაძე გაწეული მუშაობის შესახებ თემის მოსახლეობას ანგარიშის წარუდგენს.  „საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“88 - მუხლისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის, 02 ოქტომბრის, N39 დადგენილების შესაბამისად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის საკრებულოს მაჟორიტარი წევრის რუსუდან გიორგაძის მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში ამომრჩეველთა წინაშე წარდგენილ იქნება მიმდინარე წლის 08 ნოემბერს, სოფელ სარგვეშში, ადმინისტრაციული შენობის მიმდებარედ“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0843.JPG
29/10/2019 11:37

ღია დიალოგი ხარაგაულის მოსახლეობასთან გრძელდება

ღია დიალოგის რეჟიმში ცენტრალური, სამხარეო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების რეგიონის მოსახლეობასთან შეხვედრები გრძელდება.  მორიგი შეხვედრა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ჯაფაროულის, ზედა ლაშესა და ლაშეს იგორეთში გაიმართა. მოსახლეობამ სოფლებში არსებულ გამოწვევებსა და საჭიროებებზე ისაუბრა. შეხვედრებზე გამოიკვეთა პრიორიტეტები და თვითმმართველობასთან ერთად დაიგეგმა სოფლებში განსახორციელებელი პროექტები. მოსახლეობას მიეწოდა ინფორმაცია ყველაზე მწვავე საკითხზე, რაც საშეშე და სამასალე მერქანზე ხელმიუწვდომლობას გულისხმობდა. აღსანიშნავია, რომ მთავრობა კომპლექსურად მუშაობს საკითხზე, რათა მოსახლეობისთვის ტყე-კაფის მოხმარება სათანადოდ გამოყენებადი გახდეს. გამარტივდა ასევე, ქვა-ღორღის მოპოვებასთან დაკავშირებული რეგულაციები, რაც ასევე, მწვავედ იდგა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის წინაშე. ღია შეხვედრებმა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 30-მდე სოფელი უკვე მოიცვა. დიალოგის ფორმატი მოსახლეობასთან კვლავ გაგრძელდება და შეხვედრა ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში ჩატარდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/74918432_2518399528407205_5703202375603322880_o.jpg
28/10/2019 10:58

ხარაგაულში სამხატვრო პლენერის დახურვის ღონისძიება გაიმართა

სამხატვრო პლენერი, რომელიც ხარაგაულში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა დასრულდა. ჩვიდმეტმა ცნობილმა მხატვარმა, რომლებიც ხარაგაულს საართველოს სხვადასხვა რეგიონიდან სტუმრობდნენ, სოფელ ღორეშის მიმდებარე ტერიტორიაზე თემატური ხედები მოხატეს და მხატვრული ნამუშევრები ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის თეატრს საჩუქრად გადასცეს. სამხატვრო პლენერ „გამა-2019“-ის დახურვის ღონისძიებას, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თემურ ჩხეიძე, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი, კობა ლურსმანაშვილი და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ, რომელთაც სტუმრებს პლენერში აქტიური მონაწილეობისთვის მადლობის სიგელები და ფასიანი საჩუქრები გადასცეს. სამხატვრო პლენერი ხარაგაულში მეოთხედ ჩატარდა. წელს პირველად, სპეციალურად პლენერისთვის შეიქმნა ჰიმნი, რომელიც ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადასცეს კომპოზიტორმა, მაიკო მაჩაბელმა და შემსრულებელმა ანსამბლ „ივერიის“ სოლისტმა, ციური მჭედლიძემ. ტექსტის ავტორი - ლიტერატურული თეატრის დამფუძნებელი, იზა ვეფხვაძე.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hgjkkj98.PNG
28/10/2019 10:45

გამოცხადდა განმეორებითი აუქციონი

ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების  პრივატიზების მიზნით მერიამ განმეორებითი ელექტრონული აუქციონი გამოაცხადა. იხ. ცხრილი   განმეორებითი აუქციონი     დანართი N1     2019 წლის 22 ოქტომბერი   N ძირითადი საშუალებების ჩამონათვალი. მისამართი მიწის ფართი (კვ.მ) შენობის ფართი (კვ.მ) საკადასტრო კოდი ობიექტის საწყისი ღირებულება ლარი) თანხის დაკლები ს% ღირებულება %-ის დაკლების შემდეგ "ბეს" თანხა 10% "ბიჯის"თანხა   10 % თანხის გადახდის ვადები 1 ორსართულიანი შენობის დემონტაჟი ხარაგაულის მუნიციპალიტეტი, სოფელი საღანძილე   145 36.14.34.379 2700 30 1890 189 189 ერთი თვე 2                       განისაზღვრა: ა)წინასწარი შესატანი „ბე“-ს ოდენობა საწყისი საპრივატიზაციო საფასურის 10%. ბ) „ ბიჯი“-საწყისი საპრივატიზაციო საფასურის 10%. გ) თანხის დაკლება- საწყისი საპრივატიზაციო საფასურის 30%. აუქციონი გმოცხადდა  2019 წლის 24 ოქტომბერს და დასრულდება 2019 წლის 29 ოქტომბერს 16 საათზე. ინფორმაცია განთავსდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:WWW.esuction.ge, ასევე, ხარაგაულის მერიის ვებ-გვერდზე: WWW.kharagaulinews.gov.ge და მუნიციპალიტეტის ა(ა). ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში“ .  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/75354856_2516246471955844_6692498562674065408_o.jpg
28/10/2019 10:26

ენერგო ეფექტური ბაღები ხარაგაულში

ხარაგაულის საბავშვო ბაღებში უპრეცედენტო პროექტი განხორციელდა. იმერეთის მასშტაბით პირველად, 30 კილოვატამდე, ქსელში ჩართული მზის მიკრო ელექტროსადგური ვარძიის, ხიდრის, წყალაფორეთის, კიცხის და დაბის #1 საბავშვო ბაღებში დამონტაჟდა. პროექტი - "ალტერნატიული ენერგიის წყაროები და მისი გავლენა ადგილობრივი თემის განვითარებაზე“ არასამთავრობო ორგანიზაციის „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ ინიციატივით, ეკოგრანტების პროგრამის მხარდაჭერით და ხარაგაულის  თვითმმართველობის თანამონაწილეობით განხორციელდა. არასამთავრობო ორგანიზაცია "ქალები ქყვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებლის ხათუნა მანჯავიძის ინფორმაციით, დღესდღეობით მსოფლიოში ეკონომიკის სხვადასხვა დარგში უფრო და უფრო მეტად იყენებენ ენერგიის არატრადიციულ ანუ ალტერნატიულ წყაროებს, რომელიც მუდმივად განახლებადია და ნაკლებად აბინძურებს გარემოს. ხარაგაულის ბაღების გაერთიანების დირექტორის მამუკა ჭიპაშვილის თქმით, მზის ელექტროსდგურების დამონატაჟებით საკმაოდ მნიშვნელოვანი თანხები დაიზოგება, რომელიც მომავალში ისევ ბაღებისა და ბავშვების საჭიროებებზე გადანაწილდება. პროექტის შემაჯამებელ ღონისძიებას, რომელიც 25 ოქტომბერს, წყალაფორეთის საბავშვო ბაღში გაიმართა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, BP-ისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. პროექტი დაფინანსებულია BP-ისა და მისი პარტნიორების მიერ ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის ნავთობსადენისა და სამხრეთ კავკასიის გაზსადენის პროექტების ფარგლებში. პროგრამის განმახორციელებელი პარტნიორია კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრი, სი-თი-სი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/73097880_2517316081848883_6915902768339222528_o.jpg
28/10/2019 10:18

ხარაგაულში სამხატვრო პლენერი "გამა-2019“ ოფიციალურად გაიხსნა

26 ოქტომბერს ხარაგაულში სამხატვრო პლენერი "გამა-2019“ ოფიციალურად გაიხსნა. საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან, მათ შორის თბილისიდან, ქუთაისიდან, რუსთავიდან და წელს უკვე აფხაზეთიდან მოწვეულ მხატვრებს, მუნიციპალიტეტის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ და პლენერის ორგანიზატორმა, ლიტერატურული თეატრის დირექტორმა იზა ვეფხვაძემ უმასპინძლეს. პროექტის გახსნის ცერემონია ღორეშის მემორიალურ მუზეუმში გაიმართა. სწორედ ამ ადმინისტრაციული ერთეულის მიმდებარე სოფლებში განთავსდებიან მხატვრები, რომლებიც ორი დღის განმავლობაში ხარაგაულის ხედებს მოხატავენ და რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულ თეატრს საჩუქრად გადასცემენ. სამხატვრო პლენერი „გამა“ საქველმოქმედო პროექტია და ის წელს მეოთხედ ტარდება. პლენერი 27 ოქტომბერს საზეიმოდ დაიხურება.
სრულად