სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjnxcvbn.JPG
31/05/2019 17:12

ლაშეში კიკალიშვილებისა და ცისკაძეების უბანში ბეტონის საფარი დაიგო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად, სოფელ ლაშეში, კიკალიშვილებისა და ცისკაძეების უბანში გზის რეაბილიტაციის სამუშაოები დაათვალიერა.   კომპანია „ბორი-85“-მა კიკალიშვილებისა  უბანში ბეტონის საფარი გზის 700 მეტრიან, ხოლო ლაშეში 600 მონაკვეთზე დააგო. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 106 924 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5%-ს შეადგენს.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfghxfvbxcv.JPG
31/05/2019 11:41

ხარაგაულში სასოფლო საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია 104 ათასი ლარით დაფინანსდა

31   მაისს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული ოთხი საკითხი განიხილეს. სხდომაზე პირველი ორი საკითხი მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების განყოფილების უფროსმა, პეტრე შარიქაძემ წარადგინა, რომელმაც   სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დაფინანსების გაზრდასთან და საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის პროექტთან დაკავშირებით ისაუბრა.  როგორც პეტრე შარიქაძემ განმარტა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში დამატებით 30 ათასი ლარი გამოეყო. თანხა გადანაწილდება რეესტრიდან გამორჩენილ იმ სამ სოფელზე, რომლებიც აღნიშნულ პროექტით მიმდინარე წელს ვერ დაფინანსდა: ანეულა, მიროწმინდა და ციხისძირი. სოფლის მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტი 2019 წელს საერთო ჯამში 890 ათასი ლარით დაფინანსდა. სხდომაზე ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსმა, პეტრე შარიქაძემ მეორე  საკითხად სოფლებში საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციისათვის გამოყოფილ დაფინანსებაზე ისაუბრა. მისი განცხადებით საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაციის მიზნით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონული განვითარების ფონდიდან   104 ათასი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდებათ:   ვახანის, ხიდარის, ფარცხნალისა და წყალაფორეთის საექიმო ამბულატორიებს. სხდომაზე მყოფი დეპუტატები დაინტერესდნენ რის მიხედვით დაფინანსდა აღნიშნული ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და გაგრძელდება თუ არა სოფლებში დანარჩენი საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია. როგორც პეტრე შარიქაძემ განმარტა, საექიმო ამბულატორიების რეაბილიტაცია დაზიანების მიხედვით შეირჩა და პროექტი შემდეგ წლებშიც გაგრძელდება. ყურადღება მიექცევა იმ ამბულატორიებს, რომლებსაც ყველაზე მეტად ესაჭიროება ინფრასტრუქტურის მოწესრიგება.  სხდომაზე დეპუტატებმა ასევე განიხილეს შემდეგი ორი საკითხი: 1.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2016 წლის 1 თებერვლის N4 დადგენილებაში „დასახლების საერთო კრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხსენებელი: ოთარ ლურსმანაშვილი 2.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 14 ივლისის N14 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის დებულების დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მომხსენებელი: ვარლამ ჭიპაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
30/05/2019 16:00

რიგგარეშე საკრებულოს სხდომა გაიმართება

31 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე განხილული იქნება დღის წესრიგით გათვალისწინებული ორი საკითხი:   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლი 1 აპრილის N 50/15 განკარგულებაში „საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში მერის მიერ წარმოდგენილი პროექტების დამტკიცებისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტისათვის გამოყოფილი თანხის დასახლებების მიხედვით განაწილებისა შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე; მომხს: თემურ თაბუკაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რეგიონული განვითარების ფონდიდან 2019 წელს დასაფინასებელი საექიმო ამბულატორიების სარეაბილიტაციო პროექტების მოწონების შესახებ. მომხს: თემურ თაბუკაშვილი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjncvbn.jpg
30/05/2019 15:36

საღანძილეში გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ზედამხედველობისა და არქიტექტურის სამსახურის უფროსთან, აფრასიონ ლურსმანაშვილთან ერთად, სოფელ საღანძილეში, სოფლის ცენტრალურ გზაზე  რეაბილიტაციის მიზნით დაწყებული სამუშაოები დაათვალიერა.  საღანძილეში ბეტონის საფარი 1 200 მეტრზე დაიგება და სოფლის სასაფლაომდე მივა.  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 180 305 ლარით ფინანსდება. ადგილობრივი ბიუჯეტის თანამონაწილეობა თანხის 5%-ს შეადგენს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fhgjcgh.jpg
29/05/2019 14:50

ხარაგაულში ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა

29 მაისს "სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი"-ს ორგანიზებით, მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზდობის საქმეთა სამსახურისა და ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელშეწყობით სპორტდარბაზში  ახალგაზრდა მოყვარულ მხატვართა კონკურსი გაიმართა. კონკურსი ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მოეწყო და მასში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მიიღეს მონაწილეობა.  ახალგაზრდა მხატვრებს შემდეგ თემებზე შეეძლოთ ემუშავათ: 1. "ეს ჩემი საქართველოა" 2. "მომავალი ჩვენია" 3. "თავისუფალი ფანტაზია". გამარჯვებულებს  კომპენტენტური ჟიური გამოავლენს. გამარჯვებულთა დაჯილდოება  და საუკეთესო ნამუშევრების გამოფენა 3 ივნისს, 13:00 საათზე, კინოთეატრის ფოიეში მოეწყობა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghjcghjnm.jpg
29/05/2019 13:03

ისტორიულ მუზეუმში ბარელიეფების გამოფენა მოეწყო

28 მაისს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში თვითნასწავლი შემოქმედის გია მეიფარიანის პერსონალური გამოფენა მოეწყო. მუზეუმის დარბაზში პირველად გაიხსნა ქალაქებისა და შენობების ხედებით გამოსახული, რამდენიმე ბარელიეფის გამოფენა, რომელიც ხარაგაულელ დამთვალიერებელს სოფელ ისლარის მკვიდრმა, გია მეიფარიანმა წარუდგინა.  გია მეიფარიანი ბავშობიდან ხატავდა, ძირითადად პორტრეტებს. თვითნასწავლ შემოქმედს რუსეთში  აქვს დამთავრებული სამშენებლო-საინჟინრო ფაკულტეტი. იგი საქართველოს ფარგლებს გარეთ, არქიტექტურის, დიზაინისა და დეკორატორის სპეციალობებით წლების განმავლობაში მუშაობდა. გია მეიფარიანი, ხუთი წელია, რაც ბარელიეფის დარგით დაინტერესდა. ამ დროისთვის მოყვარულ ხელოვანს მოხატული აქვს ხარაგაულში მდებარე შენობის ერთ-ერთი კედელი.  გამოფენაზე, ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელმა, ნინო დიდიძემ მოკლედ მიმოიხილა გია მეიფარიანის ცხოვრების განვლილი გზა და მის ნიჭიერებას გაუსვა ხაზი.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ისტორიულ მუზეუმში, გია მეიფარიანის ბარელიეფების პერსონალურ გამოფენაზე განაცხადა, რომ მომავალი წლის ბიუჯეტში აუცილებლად გაითვალისწინება თანხას, რათა ხარაგაულის ხედების და იერსახის გალამაზების მიზნით, შენობებზე ბარელიეფების გამოსახულებები გაკეთდეს. როგორც თავად გია მეიფარიანმა განაცხადა იგი საბოლოოდ დაბრუნდა სოფელში და ფიქრობს, მთელი თავისი შესაძლებლობები ხარაგაულს მოახმაროს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cghnjcvbn.JPG
28/05/2019 15:21

დაფინანსდა ზარანის, ზედუბნისა და ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაცია

საქართველოს მთავრობის 2019 წლის 17  მაისის N 1125 განკარგულებით საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულის მუნიციპალიტეტს დამატებით 467 658  ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხით ხარაგაულის სამი სოფლის ზარანის, ზედუბნისა და ღუდუმექეთის გზის რეაბილიტაციის სამუშაოები განხორციელდება. ზარანში რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 1 328 მეტრიან (196 878 ლარი), ზედუბანში 2 000 მეტრამდე (241 962 ლარი), ხოლო ღუდუმექეთში 1 000 მეტრამდე (168 170 ლარი) მონაკვეთს. საერთო ჯამში რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ხარაგაულს   4 667 658  ლარი გამოეყო.  ამ თანხით 2019 წელს 22 ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fcncvbnv.jpg
28/05/2019 12:11

ისლარში 2 კმ-მდე გზა მობეტონდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ სოფელ ისლარში განხორციელებული ინფრასტრუქტურული სამუშაოების მონიტორინგი განახორციელა. სოფელში, ჯამში, 2 კმ-მდე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია ჩატარდა. ბეტონის საფარი მოეწყო, როგორც ცენტრალურ ასევე საუბნო გზებზე, მოწესრიგდა სასაფლაომდე და სალოცავამდე მისასვლელი ამორტიზებული მონაკვეთები.  პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 250 000 ლარით დაფინანსდა. ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსება კი თანხის 5%-ს შეადგენს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkfchmv.jpg
27/05/2019 16:17

ხარაგაულს თანამედროვე მწერლები ესტუმრნენ

მანანა ჩიტიშვილი (პოეტი), გიორგი ლობჟანიძე (პოეტი, მთარგმნელი), ბექა ქურხული (პროზაიკოსი), გიორგი არაბული (პოეტი), ბესო ხვედელიძე (პროზაიკოსი) და ვასო გულეური (საბავშვო პოეტი, მთარგმნელი) - ხარაგაულელ მკითხველს თანამედროვე მწერლების ჯგუფი ესტუმრა. მწერლებთან შეხვედრა, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, დღეს, კინოთეატრში  პროექტის - „ცოცხალი წიგნები“ ფარგლებში გაიმართა. პროექტს, მეხუთე წელია, ა(ა)იპ კავშირი „პოეზიის მეგობართა კლუბი“ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით ახორციელებს. შეხვედრაზე მწერალმა, ნინია სადღობელაშვილმა დამსწრე საზოგადოებას პროექტის მონაწილე პროზაიკოსები და პოეტები გააცნო, რომელთაც თავიანთი შემოქმედებიდან ლექსები და მცირე ნაწარმოებები წაიკითხეს. ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული  თეატრის რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ, კულტურისა და ხელოვნების ცენტრის დირექტორმა, ნიკოლოზ მაჭავარიანმა, პედაგოგებმა, მერი გიორგიძემ და იზოლდა ოკრიბელაშვილმა მადლობა გადაუხადეს მწერლებს მობრძანებისთვის და ასეთი საინტერესო პროექტის განხორციელებისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjkghjvmk.JPG
27/05/2019 12:34

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი 14 292  877 ლარით განისაზღვრება

27 მაისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს რიგგარეშე სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა საბიუჯეტო ცვლილება წარუდგინა.  ცვლილების თანახმად, 2019 წლის 17 მაისის საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დამატებით გამოეყო 467 658  ლარი. სულ აღნიშნული განკარგულებით, ამ ეტაპზე,  4 667 658  ლარია გამოყოფილი.  საბიუჯეტო ცვლილების თანახმად, ა(ა)იპ ე. კიკნაძის სახელობის სკოლამდელი დაწესებულებათა გაერთიანების 2019 წლის პირველი იანვრისათვის არსებული  საკუთარი სახსრების ნაშთიდან  გამოეყო 30 000 ლარი. აღნიშნული თანხიდან,  N 1 საბავშვო ბაღის გაზიფიცირებისათვის 20 000 ათასი ლარი, ხოლო სარგვეშის საბავშვო ბაღის რეაბილიტაციისათვის 10 000 ლარი გაიხარჯება. საბოლოო ჯამში  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის შემოსულობები   13 825 219  ლარი  467  658 ლარით გაიზრდება და  14 292  877 ლარით განისაზღვრება. საკრებულოს დავალებით საკითხს საბიუჯეტო ცვლილების შესახებ, 3 ივნისის საკრებულოს სხდომამდე, საფინანსო-საბიუჯეტო და ინფრასტრუქტურის კომისიები განიხილავენ.
სრულად