სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghgj.jpg
21/06/2019 22:34

ვეტერანი რაგბისტები ხარაგაულში - არა ძალადობას!

დღეს ხარაგაულის კინოთეატრში გაეროს ქალთა ორგანიზაციის, ფონდი ტასოსა და რაგბის კავშირის წარმომადგენლებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, მანანა ბარბაქაძე, მერის მრჩეველი გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძე, ფონდი ტასოს ხელმძღვანელი, მარინა თაბუკაშვილი, გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელი და ვეტერანი რაგბისტები ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრაზე გაეროს ქალთა ორგანიზაციის წარმომადგენელმა, ანა ფაშალიშვილმა განაცხადა, ხარაგაულში ორი მიმართულებით, სოციალური მობილიზაციისა და ქალი მეწარმეების გაძლიერების მიმართულებით მუშაობენ. ოქტომბრის ბოლოს ორგანიზაცია  საგრანტო კონკურს გამოაცხადებს, სადაც ქალ მეწარმეებს შეეძლებათ მონაწილეობის მიღება.  შეხვედრას საინტერესო აღმოჩნდა ხარაგაულელი ახლად ჩამოყალიბებული რაგბის გუნდის ახალგაზრდებისთვის, რომელთაც ვეტერანი რაგბისტები ნოდარ ანდღულაძე და ლექსო გუგავა თავიანთი წარმატების მიღწევის გზებზე ესაუბრნენ. ნოდარ ანდღულაძემ და ლექსო გუგავამ კმაყოფილება გამოთქვეს ხარაგაულში რაგბის გუნდის არსებობის გამო და ყურადღება გაამახვილეს  რაგბის ღირებულებებზე - თანასწორობაზე, გუნდურობასა და ერთმანეთის პატივისცემაზე, რომელი ღირებულებებიც მნიშვნელოვანია საზოგადოებისთვის და მიმართულია ძალადობის წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ გაეროს ქალთა ორგანიზაცია რაგბის კავშირთან ერთად, 2010 წლიდან, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ინოვაციურ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მთავარი მიზანი მოზარდებში რაგბის მთავარი ღირებულებების: თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის გაზიარებაა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0325.JPG
21/06/2019 15:50

  ხარაგაულის სახალხო თეატრი სამ ნომინაციაში დაჯილდოვდა

20 ივნისს იმერეთის მეათე საიუბილეო, საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თეატრალური იმერეთი-2019“  საზეიმოდ დაიხურა. ფესტივალის ფარგლებში, ხარაგაულის ოთარ აბაშიძის სახელობის სახალხო თეატრმა სპექტაკლი “ხორუმი ქართული ცეკვაა“(რეჟისორი ირინე ჩხეიძე) ქუთაისის მესხიშვილის სახელობის თეატრში, 8 ივნისს ითამაშა.   20 დღის განმავლობაში მესხიშვილის თეატრში ნაჩვენები იქნა 17 სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობას  იმერეთის 12 მუნიციპალიტეტის, ასევე,  აზერბაიჯანისა და რუმინეთის თეატრალური დასები იღებდნენ.  იმერეთის თეატრალურ ფესტივალი მეათე წელია, თეატრალური საზოგადოების, ქუთაისის მერიის და იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ორგანიზებითა და იმერეთის მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ხორციელდება. ფესტივალზე წარმოდგენილ სპექტაკლებს კომპეტენტური ჟიური აფასებს. 20 ივნისს, „თეატრალური იმერეთი-2019“ -ის დაჯილდოების ცერემონიალზე ხარაგაულის სახალხო თეატრმა სამი ნომინაცია მიიღო. ერთ-ერთი მთავარი პრიზი - საუკეთესო რეჟისურა, თეატრის რეჟისორს, ირინე ჩხეიძეს გადაეცა, ხოლო ნომინაციაში ქალის და მამაკაცის ეპიზოდური როლის საუკეთესო შესრულებისთვის ლია ჭიპაშვილი და როლანდ ხიჯაკაძე  დაჯილდოვდნენ. ფესტივალის დახურვის ცერემონიალს ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე დაესწრნენ, რომლებმაც პირადად მიულოცეს დასს მნიშვნელოვანი წარმატება და მთავარი ნომინაციები. იმერეთის თეატრალური ფესტივალის საუკეთესო სპექტაკლის პრიზი გადაეცა ვანის სახალხო თეატრს სპექტაკლისთვის „ემიგრანტები“. „თეატრალური იმერეთი-2019“ ის საზეიმო ღონისძიებას მსახიობები, ნიკა წულუკიძე და ინგა კაკიაშვილი უძღვებოდნენ.     ფესტივალის დახურვას ასევე ესწრებოდნენ იმერეთის მუნიციპალიტეტების თეატრალური დასები, იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0337.JPG
21/06/2019 15:46

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. სხდომაზე საკითხი მერიის საფინანსო-სამსახურის  უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით 7 და 13 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად  (ძლიერი წვიმები, წყალდიდობა) მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტის მერიის საკუთარი ხარჯებიდან-124 900 ლარი გამოიყოფა. კერძოდ,  ზარალის დასაანგარიშებლად მომსახურეობის შესყიდვისთვის-4 900 ლარი; ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეწაბილიტაციოდ საჭირო საპროექტო სამუშაოების შესყიდვისათვის -120 000 ათასი ლარი. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ხარაგაულის  მუნიციპალიტეტს 11 ივნისის N1332 განკარგულებით, ასევე -100 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტს, 2015-2017 წლებში სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების აუთვისებელი ნაშთებიდან ჩაერიცხა. ამავე განკარგულების საფუძველზე   -5 840 ლარით დაფინანსდა დაბა ხარაგაულში სანიაღვრე არხისა და 12 670 ლარით, სოფელ ქროლში არტეზიული ჭის მოწყობის სამუშაოები. (სულ 118 510 ლარი). საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით N1283 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით 5 789 ლარი გამოეყო,  პროგრამის  დაფინანსება, ამ ეტაპზე სულ 4 673 447 ლარი შეადგინა. როგორც სხდომაზე,  ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ორ ინდმეწარმეს    შ.პ.ს ,,ბილდინგ დეველოპმენტ გრუპს “  და ,,რეკონსტრუქცია XXI“ შეუწყდათ ხელშეკრულება და მათზე გაცემული ავანსები დაბრუნდა მუნიციპალიტეტის ანგარიშზე.   შ.პ.ს ,,რეკონსტრუქცია XXI “ ავანსად ჩარიცხული თანხა შეადგენდა-401 439 ლარს  ( აქედან 391 699  ლარი სახელმწიფო ფონდების ნაშთიდან და 9740 საკუთარი სახსრების ნაშთიდან) ხოლო შ.პ.ს ,,ბილდინგ დეველოპმენტ გრუპზე “    ავანსად გადარიცხული თანხა -35 530  ლარს. საკითხის გაცნობის შემდეგ კომისიის დასკვნა წარმოადგინა საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა. მისი განცხადებით სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებები დაგვიანებულია, ვინაიდან ორი კვირის წინ მუნიციპალიტეტში მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალი აქამდე უნდა დაეთვალათ. მისივე განმარტებით ზარალის დათვლა მერიის შესაბამის სამსახურებსაც შეეძლოთ და ამ გზით ბიუჯეტიდან გარკვეული თანხებიც დაიზოგებოდა. ვარლამ ჭიპაშვილმა ასევე ყურადღება გაამახვილა მშენებელ კომპანიებზე ავანსად გაცემულ თანხებზე, როგორც მან აღნიშნა გაცილებით მეტ არაკეთილსინდისიერ ინდმეწარმეს უნდა შეწყვეტოდა ხელშეკრულება, რადგან ამ დროისთვის, ავანსის სახით ძალიან დიდი თანხებია გაცემული ისეთ კომპანიებზე, რომელთაც 2018 წელს უნდა დაესრულებინათ პროექტებზე სამშენებლო სამუშაოები.  მისივე განცხადებით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯები-10 ათასი ლარი და მრავალბინიანი საცხოვრებელი სახლების ფასადების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილი-40 ათასი ლარი არ უნდა გაიხარჯოს სხვა მიმართულებით, რადგან მრავალბინიან საცხოვრებელ სახლების კეთილმოწყობისთვის თანხები გასულ წელსაც არ დახარჯულა. სტიქიის სალიკვიდაციოდ თანხის მოძიება შესაძლებელია სხვა წყაროებიდანაც მოხერხდეს. საკრებულოს განათლების, კულტურისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარემ, დავით კიკნაძემ მარელისი-ლეღვანის შემოვლით გზაზე ისაუბრა. მისი განცახადებით, სტიქიით დაზიანებულ მონაკვეთზე მარტივად შეიძლებოდა სამუშაოების შესრულება და  დროებითი გზის გაკეთება, იმისათვის რომ მსუბუქ ავტომობილებს და ფეხით მოსიარულეებს შეძლებოდათ გადაადგილება. ლეღვნის გზასთან დაკავშირებით სოფლის მაჟორიტარი დეპუტატი ნიკოლოზ მაღრაძე მიიჩნევს, რომ გზას ესაჭიროება კაპიტალური რემონტი და დროებითი გზის მშენებლობა ბიუჯეტს ორმაგი თანხა დაუჯდება.  სხდომაზე მყოფმა ლაშის, დეპუტატებმა პავლე კიკალიშვილმა და ვერტყვიჭალის დეპუტატმა, ლენა აბაშიძემ სტიქიის მიერ დაზიანებულ გზებსა და ხიდებზე ისაუბრეს ხოლო ზვარის ადმინისტრაციული ერთეულის დეპუტატმა, ვლადიმერ ტალახაძემ და ვარძიის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გივი ხიჯაკაძემ -გზის პრობლემებზე.   ვლადიმერ ტალახაძის თქმით კურორტ ნუნისის გზა დაუსრულებელია და ესაჭიროება გვერდულების მოწყობა, ვინაიდან კურორტის სეზონი დაიწყო და სოფელს უამრავი დამსვენებელი სტუმრობს, ეს საკითხი დროულად უნდა მოგვარდეს. საბოლოოდ, დეპუტატებმა საბიუჯეტო ცვლილება  ხმათა უმრავლესობით დაამტკიცეს.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjcvbnm_1.png
20/06/2019 22:29

გაეროს ქალთა ორგანიზაცია ხარაგაულში შეხვედრას გამართავს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის თანაშემწის გენდერულ და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ურთიერთობის საკითხებში, ინგა ბერაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციით,  21 ივნისს, 14 საათზე, ხარაგაულის კინოთეატრის შენობაში გაეროს ქალთა ორგანიზაცია და რაგბის კავშირი შეხვედრას გამართავს. ღონისძიებას დაესწრებიან რაგბისტები, რომლებიც ისაუბრებენ მათი წარმატების და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის შესახებ. გაეროს ქალთა ორგანიზაცია რაგბის კავშირთან ერთად, 2010 წლიდან, ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ქვეყნის მასშტაბით ინოვაციურ კამპანიას ახორციელებს. კამპანიის მთავარი მიზანია მოზარდებში რაგბის მთავარი ღირებულებების: თანასწორობისა და ქალთა და გოგონათა მიმართ ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის გაზიარება. შეხვედრაზე დასწრება შეუძლია ნებისმიერ მსურველს. შეხვედრის ორგანიზებას ხარაგაულში მუნიციპალიტეტის მერია და საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭო უზრუნველყოფს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/DSC_0285.JPG
19/06/2019 16:51

მერიამ სტიქიის სალიკვიდაციოდ ბიუროს საბიუჯეტო ცვლილება წარუდგინა

19 ივნისს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუროს რიგგარეშე სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. სხდომაზე საკითხი მერიის საფინანსო-სამსახურის  უფროსმა ვლადიმერ გელაშვილმა წარადგინა. საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით 7 და 13 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად  (ძლიერი წვიმები, წყალდიდობა) მიყენებული ზიანის აღმოსაფხვრელად მუნიციპალიტეტის მერიის საკუთარი ხარჯებიდან - 124 900 ლარი გამოიყოფა. კერძოდ,  ზარალის დასაანგარიშებლად მომსახურეობის შესყიდვისთვის - 4 900 ლარი; ხოლო მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების სარეაბილიტაციოდ  საჭირო საპროექტო სამუშაოების შესყიდვისათვის -120 000 ათასი ლარი. აღნიშნული თანხის მოძიება შესაძლებელია 2019 წლის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის  დაუგეგმავად შემოსული სანებართვო მოსაკრებლის ხარჯზე - 45 000 ათასი ლარით და  საკუთარი სახსრების ნაშთიდან გამოყენებული  25,0 ათასი ლარით. გარდა ამისა შესაძლებელია  მუნიციპალიტეტის  ინფრასტრუქტურულ  პროგრამებში  ქვეპროგრამებს შორის ცვლილება,  კერძოდ,  შემცირდეს მრავალბინიანი სახლების რეაბილიტაცი 40 000 ათასი ლარით, საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯები 10 000 ათასი ლარით და 50,0 ათასი ლარი გადატანილი იქნას გზების მშენებლობის, რეკონსტრუქციის  და მოვლა-შენახვის ხარჯებში. სტიქიის შედეგების ლიკვიდაციის მიზნით ხარაგაულის  მუნიციპალიტეტს ასევე -100 000 ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა მუნიციპალიტეტს, 11 ივნისის N1332 განკარგულებით, 2015-2017 წლებში სახელმწიფო ფონდებიდან გამოყოფილი სახსრების აუთვისებელი ნაშთებიდან ჩაერიცხა. ამავე განკარგულების საფუძველზე   -5 840 ლარით დაფინანსდა დაბა ხარაგაულში სანიაღვრე არხისა და 12 670 ლარით, სოფელ ქროლში არტეზიული ჭის მოწყობის სამუშაოები. (სულ 118 510 ლარი). საბიუჯეტო ცვლილების მიხედვით N1283 განკარგულებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტს რეგიონალური განვითარების ფონდიდან, ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად დამატებით 5 789 ლარი გამოეყო,  პროგრამის  დაფინანსება, ამ ეტაპზე სულ 4 673 447 ლარი შეადგინა. როგორც სხდომაზე,  ვლადიმერ გელაშვილმა განმარტა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო ორ ინდმეწარმეს    შ.პ.ს ,,ბილდინგ დეველოპმენტ გრუპს “  და ,,რეკონსტრუქცია XXI“ შეუწყდათ ხელშეკრულება და მათზე გაცემული ავანსები დაბრუნდა მუნიციპალიტეტის ანგარიშზე.   შ.პ.ს ,,რეკონსტრუქცია XXI “ ავანსად ჩარიცხული თანხა შეადგენდა-401 439 ლარს  ( აქედან 391 699  ლარი სახელმწიფო ფონდების ნაშთიდან და 9740 საკუთარი სახსრების ნაშთიდან) ხოლო შ.პ.ს ,,ბილდინგ დეველოპმენტ გრუპზე “    ავანსად გადარიცხული თანხა -35 530  ლარს. საკითხის განხილვის შემდეგ დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტით უზრუნველყოფის ხარჯები-10 ათასი ლარი არ უნდა მოხმარდეს სტიქიის შედეგად დაზიანებული გზების მშენებლობას, რადგან თანხის მოძიება შესაძლებელია სხვა წყაროებიდანაც მოხერხდეს. აღნიშნული საბიუჯეტო ცვლილება განხილული იქნება 21 ივნისის საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე.     
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/vbnm%20bn.jpg
19/06/2019 12:04

სტიქიამ ბორითის თემი დააზარალა

17 ივნისს ძლიერი წვიმის შედეგად, ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში დაზარალებული სოფლები და დაზიანებული ინფრასტრუქტურა ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, სტიქიის შემსწავლელი კომისიის წევრებთან ერთად, ადგილზე დაათვალიერა.  შესაბამისი კომისია ითვლის ზარალს. ბოლო 10 დღის განმავლობაში ეს უკვე მესამე სტიქიიაა, რომელმაც, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, ამჯერად ბორითის, ღორეშის და სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებს სერიოზული ზიანი მიაყენა.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
19/06/2019 11:50

ბიუროს სხდომა გაიმართება

19 ივნისს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს  რიგგარეშე სხდომა გაიმართება. სხდომაზე ბიუროს წევრებს მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი, ვლადიმერ გელაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 14 დეკემბრის N48 დადგენილებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის თვითმმართველი ერთეულის 2019  წლის ბიუჯეტის  დამტკიცების  შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე წარუდგენს საკითხს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd.jpg
18/06/2019 11:43

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით  განმეორებითი  ელექტრონული აუქციონი ცხადდება. იხილეთ დანართი აუქციონი 2019 წლის 20 ივნისს, 16:00 საათზე, დაიწყება და 28 ივნისს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge   ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cvgbncvb.jpg
17/06/2019 17:27

განცხადება!

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი აცხადებს ავტომანქანის თეორიის შემსწავლელი კურსზე მსმენელთა მიღებას. მისამართი: ხარაგაული  სოლომონ მეფის ქ. N19 ა. (ყოფილი პოლიციის შენობა) დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექციას, ტელ: 577 64 04 00      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghnxvgb.jpg
17/06/2019 17:21

განცხადება!

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრი გიწვევთ  ლესვის კურსის შესასწავლად. სასწავლო კურსი   შეუძლიათ გაიარონ 18 წლის ახალგაზრდებმა და უფროსებსაც. ის ვინც კარგად აითვისებს ლესვას, მომავალში, სხვა ხელობასაც შეასწავლიან. მისამართი: ხარაგაული  სოლომონ მეფის ქ. N19 ა. (ყოფილი პოლიციის შენობა) დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით ზრდასრულთა განათლების ცენტრის დირექციას მობ: 577 64 04 00        
სრულად