სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0302.JPG
08/10/2019 12:04

ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის პროექტები მზადაა

ხარაგაულის მერიაში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსა და გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლებს შორის შეხვედრა გაიმართა. შეხვედრაზე მხარეებმა ხარაგაულში  24 საათიანი წყალმომარაგების აღდგენაზე ისაუბრეს. კერძოდ, კომპანიას უკვე მზად აქვს პროექტები, რომლის მიხედვითაც ხარაგაულში ე.წ „წყალკანალის“ ტერიტორიაზე ახალი ჭაბურღილების მოწყობა და სტიქიით დზიანებული ლეღვნის წყლის მაგისტრალის აღდგენა მოხდება. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის აქტივების სამსახურის უფროსის, ნიკა კახიძის ინფორმაციით, ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის ლეღვნის სათავე ნაგებობის აღდგენასთან ერთად ხარაგაულში აუცილებელია ალტერნატიული ჭაბურღილების მოწყობა, რადგან როგორც ცნობილია ძლიერი ნალექის დროს ლეღვნის წყალი იმღვრევა, რის შემდეგაც მოსახლეობას წყალმომარაგება უწყდება. რაც შეეხება აღნიშნულ პრობლემას კომპანიის წარმომადგენლების განმარტებით, საპროექტო ორგანიზაცია ვერ მივიდა იმ წერტილამდე საიდან ხდება ლეღვნის წყლის ამღვრევა. რეალურად ეს არის ბუნებრივად, მიწისქვეშ კარსტული წარმოშობის წყალი, რომელსაც საიდანღაც ემატება უხვი ნალექის შედეგად მთიდან წამოსული ნიაღვრის წყალი და ხდება ამღვრევა. გამომდინარე აქედან, კომპანია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგნლებთან ერთად თანხმდება შემდეგზე: ხარაგაულის უწყვეტი წყალმომარაგებისთვის იმუშავებს ორი სათავე ნაგებობა, უხვი ნალექსი დროს გაითიშება ლეღვნის სათავე და ჩაირთვება ხარაგაულის ალტერნატიული ჭაბურღილი.    ამ ეტაპზე ორ მხარეს შორის მიმდინარეობს შესაბამისი ტექნიკური დეტალების დაზუსტება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0289_1.JPG
07/10/2019 16:30

მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსაუხურის საქმიანობა დადებითად ერთმა დეპუტატმა შეაფასა

7 ოქტომბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 8 საკითხი განიხილეს. ცვლილება შეიტანეს „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ სოციალურად დაუცველ და მძიმე ეკონომიკური პირობების მქონე მოქალაქეებზე და ამ წესით განსაზღვრულ სხვა პირებზე მატერიალური დახმარების გაცემის წესში, სადაც მომხსენებლის, მერიის ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსის, ნანა კიკნაძის ინფორმაციით, დაემატება პუნქტი, რომელიც მუნიციპალიტეტში სამი და მეტი ტყუპისთვის ფულადი დახმარების სახით, 1 500 ლარის გაცემას გულისხმობს. დეპუტატებმა ინიციატივა მოიწონეს და წარმოდგენილ საკითხს მხარი დაუჭირეს.                                                                                                     საკრებულოს წევრებმა იმსჯელეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფელ ღარიხევიდან  ბრუისის უბნის გამოყოფისა და მისთვის ამავე სახელწოდებით  სოფლის კატეგორიის მინიჭების შესახებ. როგორც მომხსენებელმა საკრებულოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარემ, ოთარ ლურსმანაშვილმა განმარტა, თუ საკრებულო აღნიშნულ წინადადებას მოიწონებს, იგი მხოლოდ ამის შემდეგ გაეგზავნება სამთავრობო კომისიას განსახილველად. დეპუტატებმა მხარი დაუჭირეს ბრუისისთვის სოფლის სტატუსის მინიჭებას. ოთხი საკითხი წარმოადგინა სხდომაზე მერიის ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსაურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ, მათ შორის: ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული, სოფელ საქასრიაში მდებარე 4 251 კვ.მ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (ს/კ 36.03.37.501) კომპანია “Hunan Road and Brigde Consrtaqcion LTD”- სათვის , პირდაპირი განკარგვის წესით,  სასყიდლით ( იჯარის ფორმით), სამი წლის ვადით გადასაცემად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ, ასევე, საკითხები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის, #50/43 განკარგეულბაში „საპრივატიზაციო ობიექტების ნუსხის დამტკიცების შესახებ“ცვლილების შეტანის თაობაზე და  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 3 ივლისის, #50/44 განკარგულებაში „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების საპრივატიზაციო ობიექტთა გეგმის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. მეოთხე საკითხი, რომელიც სამსახურის უფროსმა წარმოადგინა, მერიის შენობის პირველ სართულზე, სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისთვის საკონსულტაციო ცენტრის მოსაწყობად,  სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფრუქტი), ათი წლის ვადით, 15,12 კვ.მ ფართის გადასაცემად მერისთვის თანხმობის მიცემას გულისხმობდა. ქონების მართვისა და ეკონომიკის სამსახურის უფროსის მიერ წარმოდგენილ საკითხებს საკრებულომ მხარი დაუჭირა. სხდომაზე საკრებულომ დაამტკიცა ასევე, მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესი, რომელიც დეპუტატებს ადმინისტრაციის სამსახურის უფროსმა კახაბერ გოლუბიანმა გააცნო. საკრებულოს წევრებმა ბოლო საკითხად ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის  საფინანსო-საბიუჯეტო  სამსახურის   მიერ  გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიში მოისმინეს, რომელიც დეპუტატებს  აღნიშნული სამსახურის საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ გააცნო. საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ წარმოადგინა შესაბამისი კომისიის დასკვნა და აღნიშნა, რომ კომისია უარყოფითად აფასებს სამსახურის საქმიანობას. კომისიის წევრებმა ძირითად მიზეზად პროექტების შეუსრულებლობა, მშენებელ კომპანიებზე გაცემული ავანსები და საკრებულოსთან არაკოორდინირებული მუშაობა დაასახელეს. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, საკრებლოს უმრავლესობამ სხდომა გამართა.  სხდომათა დარბაზში დაბრუნებულმა დეპუტატებმა მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის საქმიანობა უარყოფითად შეაფასეს.  კენჭისყრაში სულ 26 დეპუტატი მონაწილეობდა. დადებითი შეფასება აღნიშნულ სამსახურს მხოლოდ ერთმა დეპუტატმა, ფრაქცია „შენების მოძრაობის“ თავმჯდომარემ,  ინგა მაღრაძემ მისცა. კენჭისყრაში მონაწილეობისგან თავი შეიკავეს დეპუტატებმა ქეთევან ზუმბაძემ, პავლე კიკალიშვილმა, რუსუდან გიორგაძემ, ვალოდა კელენჯერიძემ და ნიკოლოზ მაღრაძემ.                                                                                        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0400.JPG
07/10/2019 14:43

როგორ აღნიშნეს ხარაგაულში მასწავლებლის დღე

პედაგოგთა პროფესიული დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები ხარაგაულში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. 4 ოქტომბერს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ინიციატივით, სამუსიკო სკოლის დარბაზში საჯარო სკოლების პედაგოგებთან შეხვედრა გაიმართა.    ღონისძიებაზე რესურსცენტრისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 2018-2019 სასწავლო წლის წარმატებული პედაგოგები, რომლებიც სხვადასხვა კრიტერიუმებით და გამორჩეული აქტივობებით შეფასდნენ, ფასიანი საჩუქრებითა და წამახალისებელი სიგელებით დააჯილდოეს.   ხარაგაულის სკოლის პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გააფორმეს კულტურის ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „ხარაგაულის ხმებმა“ და სამუსიკო სკოლის მოსწავლეებმა. მასწავლებელთა დღისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა ასევე, 5 ოქტომბერს, დაბის #1საბავშვო ბაღში, რომელშიც მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებათა თანამშრომლები მონაწილეობდნენ.   საბავშვო ბაღების აღმზრდელების და თანამშრომლების ჩართულობით შემოქმედებით საღამოზე წარმოდგენილი იყო მუსიკალური და თეატრალური ნომრები. მოეწყო ასევე, ხელნაკეთი ნივთების გამოფენა. ღონისძიებას ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძე და ბაღების გაერთიანების დირექტორი მამუკა ჭიპაშვილი დაესწრნენ, რომელთაც სკოლამდელი აღზრდის პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცეს და მათ წარმატებები უსურვეს. პედაგოგთა პროფესიულ დღეს განსხვავებული აქტივობით გამოეხმაურა ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე. მან მუნიციპალიტეტში მცხოვრები უხუცესი პედაგოგი, დარო გელაშვილი ვერტყვიჭალის საჯარო სკოლის დირექტორ, ლენა აბაშიძესთან ერთად მოინახულა და მასწავლებლის დღე პირადად მიულოცა. 92 წლის ქიმიის პედაგოგმა, სოფელ ვერტყვიჭალის საჯარო სკოლაში 50 წელი გაატარა.  აღსანიშნავია, რომ ხარაგაულის მერია პროფესიული დღის აღსანიშნავად, დარო გელაშვილს, ფულადი ჯილდოს სახით 500 ლარს გადასცემს, რომელიც მის პირად ანგარიშზე ჩაირიცხება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
04/10/2019 17:23

ხარაგაულის ბიურომ მორიგი სხდომა გამართა

4 ოქტომბერს გამართულ ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა სოფელ საღანძილეში მდებარე ადმინისტრაციული შენობის დემონტაჟის საკითხი განიხილეს. საკითხის შესახებ ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახურის უფროსმა ჯაბა ბერაძემ ისაუბრა. მომხსენებლის ინფორმაციით მუნიციპალური განვითარების ფონდის დაკვეთით ამხანაგობა „იმერეთი ხურომ,“  მერიის დაკვეთით,  სოფელ საღანძილეში 50 ბავშვზე გათვლილი საბავშვო ბაღის ასაშენებლად საჭირო ღონისძიებების გატარება უკვე დაიწყო. როგორც ბერაძე ამბობს ადგილზე დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ მითითებულ ტერიტორიაზე შეუძლებელია საბავშვო ბაღის აშენება ძველი ორსართულიანი შენობის დემონტაჟის გარეშე, ეს უკანასკნელი კი საღანძილის ადმინისტრაციული  შენობაა. ეკონომიკის სამსახურის უფროსი  განმარტავს, რომ ზემოხსენებული შენობის დემონტაჟის ღირებულება 2700 ლარია. დეპუტატებმა ბიუროს სხდომაზე ასევე განიხილეს შემდეგი საკითხები: სსიპ იურიდიული დახმარების სამსახურისათვის სარგებლობის უფლებით (უსასყიდლო უზურფრუქტი), ათი წლის ვადით, საკონსულტაციო ცენტრის მოსაწყობად დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N15 შენობის პირველ სართულზე (მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობა ) (ს/კ 36..01.33.046) 15,12 კვ.მ ფართის გადაცემად მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ.   მომხს: ჯაბა ბერაძე                                                                                       ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ელექტრონული საქმისწარმოების წესის დამტკიცების შესახებ.  მომხს: კახა გოლუბიანი წარმოდგენილ საკითხებთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებას მიიღებენ   დეპუტატები ამის შესახებ ცნობილი  7 ოქტომბერს გამართულ საკრებულოს მორგის სხდომაზე გახდება.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0115_1.JPG
04/10/2019 16:15

ევროპის დღეები ხარაგაულში

ხარაგაულში ორი დღეა „ევროპის მემკვიდრეობის დღეები“ აღინიშნება.  ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ღონისძიებები 2019 წლის საერთო თემის „ხელოვნება და სანახაობა“ ფარგლებში ჩატარდა. 3 ოქტომბერს დაბის სკოლების უმცროსკლასელება წარმოადგინეს პროექტი „ჩვენ ვაფერადებთ სამყაროს“, რომლის ფარგლებში მუზეუმის ეზოში ევროკავშირის ქვეყნები მოხატეს. 4 ოქტომბერს ევროპის დღეების აქტივობებში მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლები ჩაერთვნენ, რომელთაც მათ მიერ არჩეული ევროკავშირის ქვეყნები წარმოადგინეს. ევროპის მემკვიდრეობის დღეების ჩატარების ინიციატივა ჯერ კიდევ 1985 წელს გაჩნდა, ხოლო 1999 წლიდან ევროპის საბჭოსა და ევროკომისიის ერთობლივი პროგრამის სახე მიიღო, რომელშიც მონაწილებას იღებს ევროპის კულტურული კონვენციის ხელმომწერი 50 ქვეყანა. ევროპის მემკვიდრეობის დღეები ყოველი წლის შემოდგომაზე, ერთ-ერთ შაბათ-კვირას იმართება და წარმოადგენს ევროპულ ღირებულებებზე დაფუძნებულ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომელიც გამოფენების, კონფერენციების, საჯარო ლექციების, და სხვადასხვა მიზნობრივი ჯგუფებისათვის დაგეგმილი შემეცნებით-გასართობი პროგრამების მეშვეობით ხელს უწყობს საერთო ევროპული მემკვიდრეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და პოპულარიზაციას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0067.JPG
02/10/2019 17:21

ლეღვნის ცენტრალური გზის აღდგენა მიმდინარეობს

სტქიიით დაზიანებული სოფელ ლეღვნის ცენტრალური გზის აღდგენითი სამუშაოები გრძელდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მიმდინარე სამუშაოებზე თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ახორციელებს მონიტორინგს. კონტრაქტორი კომპანია აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს თვის ბოლოს დაასრულებს. რაც შეეხება ლეღვნის ცენტრალური გზის მეორე მონაკვეთს, სადაც ასევე, გზის აღდგენისა და საყრდენი კედლის მოწყობის სამუშაოები უნდა დაიწყოს, გამოვლენილია ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მირლანი“. მიმდინარეობს ხელშეკრულების მომზადება. სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 393 658 ლარს შეადგენს, შემდეგი კვირიდან დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/IMG_0034.JPG
27/09/2019 11:05

30 სექტემბერს, ხარაგაულში, პროფესიული განათლების ცენტრის გახსნაზე იმსჯელებენ

EUCEN “-ის  საერთაშორისო  საგანმანათლებლო,  ევრო  აკრედიტაციის  მფლობელი, საქართველო-უკრაინის  სოციალურ  ურთიერთობათა   ინსტიტუტის  არაფორმალური  პროფესიული  განათლების  ცენტრი, ხარაგაულში  პროფესიული განათლების ცენტრის გახსნას გეგმავს. სასწავლებელში  გასაუბრების   საფუძველზე     IX  და  XII   კლასდამთავრებულები, ასევე  X, XI, XII  კლასის  მოსწავლეები მიიღებიან.  დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ  დაეუფლონ შემდეგ   სპეციალობებს: კომპიუტერული ტექნოლოგიები; კომპიუტერული  ინჟინერია; დაცვა-პატრულირება; გარემოს დაცვა; კრიმინალისტი; ბანკის ოპერატორი; ფარმაცევტის თანაშემწე; კბილის ტექნიკოსი; სამკურნალო მცენარეების  დამამზადებელი; ხილ-ბოსტნეულის პირველადი  გადამამუშავებელი; ვეტერინარი; ბაგა-ბაღის  აღმზრდელი; კორესპონდენტი; გიდი, ტურიზმი.  აღნიშნულ  საკითხებთან  დაკავშირებით    30  სექტემებრს, 13  საათზე, ხარაგაულის კინოთეატრში,  ცენტრის  დამფუძნებელი ბ-ნ გარი ჩაფიძე    გამართავს შეხვედრას. დასწრება თავისუფალია.  გთხოვთ მობრძანდეთ.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0035.JPG
23/09/2019 15:47

სოფელი, სადაც საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა - სარგვეშში სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება გაიხსნა

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშში საბავშვო ბაღი გაიხსნა. მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რიგით მეთვრამეტე სკოლამდელი აღზრდის დაწესებულება ხარაგაულის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძემ, ბაღების გაერთიანების დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.  სარგვეშში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა, სოფელში არსებული კონტიგენტიდან გამომდინარე მოსახლეობამ არაერთხელ დააყენა საბავშვო ბაღის აუცილებლობის  საკითხი თვითმმართველობის წინაშე. ორი წლის წინ, ხარაგაულის მერის, ნკოლოზ თოფურიძის დაპირება სარგვეშის მაცხოვრებლებთან შეხვედრის დროს, დღეს, რეალობად იქცა. პირველ ეტაპზე, ერთი წლის წინ, სოფელში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი შეიქმნა, რომლის ფუნქციონირებაშიც ძალიან დიდი წვლილი შეიტანა სოფლის მაჟორიტარმა დეპუტატმა და ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, რუსუდან გიორგაძემ. დღეს კი, ადგილობრივი ხელისუფლების მხარდაჭერით და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ხელშეწყობით სოფელს უკვე აქვს 15 აღსაზრდელზე გათვლილი საბავშვო ბაღი.  აღსანიშნავია, რომ სარგვეშის სკოლამდელ დაწესებულებას, ბავშვებთან მუშაობის 20 წლიანი გამოცდილების მქონე ახალგაზრდა მამაკაცი კახა ციცვიძე უხელძღვანელებს. საბავშვო ბაღში 5 ადგილობრივი დასაქმდა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0776.JPG
19/09/2019 16:18

გედსამანიაში სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა

19 სექტემბერს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე, თემურ ჩხეიძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან, მანანა ბარბაქაძესთან და ბაღების გაერთიანების დირექტორთან, მამუკა ჭიპაშვილთან ერთად მაღალამთიან სოფელ გედსამანიაში სკოლამდელი მზაობის ჯგუფი გახსნეს.  ხუნევის ადმინისტრაციული ერთეულის მაღალმთიან სოფელში საბავშვო ბაღი არასდროს ყოფილა. გედსამანიაში მზარდი კონტიგენტის გამო გაჩნდა მოთხოვნა და პირველ ეტაპზე, ალტერნატიული საბავშვო ბაღი - სასკოლო მზაობის ჯგუფი გაიხსნა, რომელსაც საჯარო სკოლის შენობაში ერთი ოთახი დაეთმო. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების მიერ მოხდა ოთახის გარემონტება და საჭირო ინვენტარის შეტანა. დღეის მდგომარეობით ჯგუფში 12 აღსაზრდელი ჩაირიცხა. ბავშვები ალტერნატიულ ბაღში დილის 9 საათიდან 13 საათამდე დარჩებიან და სასკოლო პროგრამისთვის მოემზადებიან. გედსამანიის სასკოლო მზაობის ჯგუფი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში რიგით მესამეა. ასეთივე ჯგუფებია გახსნილი სოფელ მარელისში და დაბის #2 საბავშო ბაღში.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0325.JPG
18/09/2019 16:42

ხარაგაულში სტიქიის პრევენციისთვის, მდინარე ძირულაზე, ნაპირსამაგრი კედელი შენდება

ბორითის ადმინისტრაციულ ერთეულში, მდინარე ძირულაზე, სტიქიის პრევენციის მიზნით, ნაპირსამაგრი გაბიონი შენდება. სოფელ ციხისძირისა და ცენტრალური საავტომობილო მაგისტრალის დამაკავშირებელი სამანქანო ხიდის მიმდებარედ, ადიდებული მდინარე ხშირად ქმნიდა პრობლემებს და საფრთხეს უქმნიდა, როგორც ავტომობილების ასევე, მოქალქეების გადაადგილებას.  საყრდენი კედელის მოწყობის სამუშაოებს შპს „მათე“ ასრულებს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 88 398 ლარით დაფინანსდა.  გარდა აღნიშნულისა, ხარაგაულში სტიქიის პრევენციის მიზნით კიდევ ექვს ლოკაციაზე განხორციელდება საყრდენი კედლების მოწყობა. 
სრულად