სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0205.JPG
17/09/2019 10:28

სოფელ კიცხის გაზიფიცირება დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხის გაზიფიცირება აქტიურ ფაზაშია. სამუშაოები თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. ამ ეტაპზე ხდება ბუნებრივი აირის მაგისტრალის მიწისქვეშ განთავსება. სამუშაოების დასრულების შემდეგ, გაზიფიცირდება სოფლის 400-ზე მეტი აბონენტი. მიმდინარე წელს ხარაგაულში გაზიფიცირდება ასევე, სოფელი ლაშე, სადაც 200 მდე აბონენტი იქნება უზრუნველყოფილი ბუნებრივი აირით.  სამუშაოებს „საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიის“ დაკვეთით შპს „ბილდინგ დეველოპერი“ ასრულებს. ბუნებრივი აირის მაგისტრალის მშენებლობის შემდეგ კი, აბონენტების გამრიცხველინებას „სოკარ ჯორჯი გაზი“ უზრუნველყოფს.  საერთო ჯამში ორი სოფლის გაზიფცირების შემდეგ, ხარაგაულში, დამატებით, 621 აბონენტი გაზიფიცირდება. დღეის მდგომარეობით ხარაგაულში ექვსი სოფელი: თეთრაწყარო, ახალსოფელი, ჩხერი, ბაზალეთი, ისლარი, ჯაფაროული და დაბის ადმინისტრაციული ცენტრია გაზიფიცირებული. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0669.JPG
16/09/2019 15:39

ხარაგაულის საბავშვო ბაღებს წელს 135 აღსაზრდელი შეემატა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სკოლამდელ დაწესებულებებში, დღეს, 16 სექტემბერს ახალი სასწავლო წელი განახლდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ და ბაღების გაერთიანების დირექტორმა მამუკა ჭიპაშვილმა დაბის #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს. მნიშვნელოვანია, რომ საბაშვო ბაღი ახალ სასწავლო წელს ცენტრალური გათბობის სისტემით შეხვდა. სკოლამდელ დაწესებულებაში გაზიფიცირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. როგორც ჯგუფებში, ასევე დერეფნებში დამონტაჟებულია 68 გამათბობელი. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 17-ივე საბავშვო ბაღში სასწავლო პროცესი დღეს შეფერხების გარეშე განახლდა.  უახლოეს დღეებში იგეგმება კიდევ ერთი ახალი საბავშვო ბაღის გახსნა სოფელ სარგვეშში, ხოლო მაღალმთიან სოფელ გედსამანიაში, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რიგით მესამე სკოლამდელი მზაობის ჯგუფი მიმდინარე კვირაში გაიხსნება. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0537.JPG
16/09/2019 15:26

ხარაგაულის 26-ვე სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა

დღეს ხარაგაულის 26 სკოლაში სასწავლო პროცესი განახლდა. მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, დაბის სკოლების მოსწავლეებს, პედაგოგებს, მშობლებს და პირველკლასელებს ახალი სასწავლო წლის დაწყება მიულოცა და აღნიშნა, რომ ყველაზე ემოციური დღე, დღეს, პირველკლასელებს აქვთ, რადგან ისინი ცხოვრების ნათელ სამყაროში, სადაც ყველზე დიდი ცოდნა უნდა მიიღონ, სწორედ დღეს შედიან. მერმა მდლობა გადაუხადა პედაგოგებს გაწეული ამაგისთვის და იმ დაუღალავი შრომისთვის, რომელსაც  ისინი, ყოველი წლის ბოლოს, ხარაგაულიდან წასული, წარმატებული კურსადამთავრებულებით ამტკიცებენ. დღესვე, ხარაგაულის მერმა, საგანმანათლებლო რესურსცენტრისა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლების თანდასწრებით, ხალი სასწავლო წოლის დაწყება მიულოცა, კიცხის საჯარო სკოლის მოსწავლეებს და პედაგოგებს, რომლებიც თეთრაწყაროს არლადრეაბილიტირებულ სკოლაში იმ დრომდე ისწავლიან, ვიდრე კიცხში, ახალი, თანამედროვე სტანდარტებს მისადაგებული სკოლის შენობის მშენებლობა არ დასრულდება. აღსანიშნავია ასევე, რომ გარემონტრებულ შენობაში დაიწყო ახალი სასწავლო წელი დაბის #3 საჯარო სკოლამ, რისთვისაც სკოლის დირექტორმა, მარინა ხვედელიძემ განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა მუნიციპალიტეტის მერს, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხდველობის სამსახურების თანამშრომლებს, ასევე ხარაგაულის საკრებულოს, საგანმანათლებლო რესურცეტრს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ასე აქტიურად იყო ჩართული სკოლის რეაბილიტაციის საკითხში. წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მასშტაბით 171 -მა პირველკლასელმა შეაღო სკოლის კარი. ახალი სასწავლო წელი გარემონტებულ შენობებში დაიწყო მუნიციპალიტეტის 8 საჯარო სკოლაში, რისთვისაც 410 000 ლარი დაიხარჯა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0375.JPG
13/09/2019 17:35

მერის სარეზერვო ფონდიდან მხატრიშვილებს სახლს შეუძენენ

ხანძრით დაზარალებული მხატრიშვილების მრავალშვილიანი ოჯახი, დღეს, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ მოინახულა. მერის ინფორმაციით, სარეზერვო ფონდიდან დაზარალებული ოჯახისთვის ახალ სახლს შეიძენენ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ალტერნატიული ფართის მოძიების პროცესი, რომელშიც ოჯახის წევრები უშალოდ არიან ჩართული. დღესვე, მხატრიშვილების 8 სულიან ოჯახს, ხარაგაულის მერიის მიერ ორგანიზებული სოციალური აქციის ფარგლებში შეგროვებული ნივთები გადავეცით. მადლობა ხარაგაულის მოსახლეობას უპრეცენდენტო მხარდაჭერისთვის და გამოჩენილი გულისხმიერებისთვის! მადლობა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრს ოჯახის ფინანსური დახმარებისთვის!  მადლობა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს (თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე) აქციაში ჩართულობისთვის! შეგახსენებთ, რომ მალხაზ მხატრიშვილის მრავალსულიან ოჯახს, სოფელ ვახანში, ცოტა ხნის წინ, სახლი დაეწვა. დაზარალებული ოჯახი ამ დრომდე, ძმის ოჯახში ცხოვრობს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0218.JPG
13/09/2019 11:55

ნიკოლოზ თოფურიძე: არცერთ სკოლას სასწავლო წლის განახლებისთვის შეფერხება არ ექნება

ხარაგაულის საჯარო სკოლებში სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულების ფაზაშია. ახალ სასწავლო წელს ხარაგაულის 8 საჯარო სკოლაში მოსწავლეებს ახალი ინფრასტრუქტურა დახვდება! მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, სკოლებში მიმდინარე სამუშაოებზე პირადად ახორციელებს მონიტორინგს. მისი ინფორმაციით, არცერთ სკოლას სასწავლო წლის განახლებისთვის შეფერხება არ ექნება. მიმდინარე წელს ხარაგაულის მუნიციპალიტეტს საჯარო სკოლების რეაბილიტაციის მიზნით 410 000 ლარი გამოეყო. რეაბილიტაცია უტარდება რვა საჯარო სკოლას, რომლის ფარგლებშიც რემონტედება საკლასო ოთახები, იცვლება იატაკი და ჭერი, ეწყობა სველი წერტილები.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0124.JPG
11/09/2019 18:12

ხარაგაულის მერი პირველკურსელებს შეხვდა

„საქართველოს მომავალი იქნება ისეთი, როგორებიც იქნებით თქვენ! ქვეყნის მომავალი თქვენს ხელშია და გახსოვდეთ, რომ თქვენზე მაგარი არავინ არის. ჩემო საყვარელო და ლამაზო ხალხო, გილოცავთ სტუდენტობას! თქვენ ყველაფერი გაქვთ იმისთვის, რომ იყოთ წარმატებულები. განათლება არის უმთავრესი ცხოვრების ყველა ეტაპზე. ისწავლეთ, გამოიყენეთ დრო რაციონალურად და იცოდეთ ცხოვრებაში ვერავინ გაჯობებთ!“ - ამ სიტყვებით მიმართა, დღეს, ხარაგაულელ პირველკ ურსელებს მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ. ტრადიციულად, უკვე რამდენიმე წელია, ხარაგაულში, სწავლის დაწყების წინ, მომავალ სტუდენტებთან შეხვედრა, სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის ორგანიზებით იმართება. ხარაგაულის ისტორიული მუზეუმის ეზოში შეკრებილ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცეს ასევე, საკრებულოს წევრებმა, ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახურისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლებმა. მომავალი სტუდენტები ხარაგაულის მაცხოვრის შობისა და 12 მოციქულის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა, მამა თომამ(ლაცაბიძე) დალოცა, რომელიც ახალგაზრდებს განათლებისა და სულიერების ურთიერთკავშირზე ესაუბრა. ახალგაზრდებმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში ახლადგახსნილი გალერეა დაათვალიერეს, რის შემდეგაც, წესისამებრ, ღონისძიებამ კონკურსის ფორმატში გადაინაცვლა, სადაც ალაფურშეტის თანხლებით ახალგაზრდები სახალისო აქტიოვებებსა და შეჯიბრებებში ჩაერთვნენ. დასკვნითი ღონისძიების წამყვანი გახლდათ ნინო ჭიპაშვილი. ხარაგაულის მასშტაბით წელს, 174 კურსდამთავრებულიდან, საქართველოს სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებლებში 83 სტუდენტი ჩაირიცხა, მათ შორის გრანტის მფლობელია 15 სტუდენტი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0074.JPG
11/09/2019 17:57

გიორგი გაგოშიძის ინიციატივა მერს - ხარაგაულში სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის

დღეს ხარაგაულის ბიბლიოთეკაში პროექტის „შეხვედრა ცნობილ ადამიანებთან“ ფარგლებში, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორთან, სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორთან, აკადემიკოს გიორგი გაგოშიძესთან შეხვედრა გაიმართა. შეკრებილ საზოგადებას, გიორგი გაგოშიძე სოფლის მეურნეობის განვითარებასა და ამ სფეროში ბოლო დროს განხორციელებული პროექტებისა და პროგრამების შესახებ ესაუბრა. მიმოიხილა ასევე ტყით სარგებლობისა და ხე-ტყის მნიშვნელობის შესახებ საინტერესო ინფორმაციები. ისაუბრა მცენარეთა დაცვისა და ეკოლოგიური საფრთხეების შესახებ. ბატონმა გიორგიმ შეხვედრაზე დააყენა ინიციატივა, რომლის შესახებაც უკვე მიმართა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერს ნიკოლოზ თოფურიძეს, კერძოდ, მერიის დახმარებით შეიქმნას საკონსულტაციო საბჭო, რომლის ფარგლებშიც სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა დოქტორი, ხარაგაულელი გიორგი გაგოშიძე, სრულიად უსასყიდლოდ, სამ თვეში ერთხელ ჩამოვა ხარაგაულში და სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებთან ამ სფეროს განვითარებისთვის კონსულტაციებს გამართავს, სადაც ძალიან სასარგებლო რჩევები იქნება გაცემული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/69702909_1222723837907067_27572921241174016_n%20(1).jpg
10/09/2019 15:32

ხარაგაულის სოფელ ვარძიაში ერთდროულად რამდენიმე პროექტი ხორციელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს. რეაბილიტაცია უტარდება ჩიჩილიძეებისა და ლევიძეების საუბნო გზას. არსებული პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი მოეწყობა ასევე, ვარძიის მეორე უბანში, საერთო ჯამში ორივე საუბნო გზაზე 1 000 მეტრამდე ამორტიზებული მონაკვეთი კეთილმოეწყობა. მეორე უბანში გზის რეაბილიტაციასთან ერთად ხიდის მშენებლობაც მიმდინარეობს. ამორტიზებული ხიდი პრობლემებს უქმნიდა ავტომობილების გადაადგილებას. სოფელში გაკეთდა ასევე, ღვთისმშობლის ტაძართან მდებარე სასაფლაომდე მისასვლელი გზა.   აღნიშნული პროექტები სტიქიის ფონდით ფინანსდება, რაც ასევე,  მეხუთე უბანში სანიაღვრე არხის კაპიტალურ მოწყობას გულისხმობს. სანიაღვრე არხის მოწყობის შემდეგ სოფლის ცენტრალურ გზაზე ჩამომავალ ნიაღვარს მიეცემა მიმართულება და წვიმის დროს შექმნილი პრობლემები მოიხსნება. სოფელ ვარძიაში მიმდინარე ინფრასტრუქტურულ პროექტებზე 300 000 ლარამდე თანხა დაიხარჯება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0352.JPG
07/09/2019 12:57

ხიდარი-საქარიქედის მინდვრებზე დოღის ჩატარება ტრადიციად მკვიდრდება

უკვე მეორე წელია, ხარაგაულში, კიცხისა და ხიდრის მოსახლეობის ინიციატივით დოღი ტარდება. საცხენოსნო სპორტში მოყვარულები მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა სოფლებიდან იღებენ მონაწილეობას.  წელს, სოფელ ხიდრის მოსახლეობის ინიციატივით, დოღის ფარგლებში, ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-დეგუსტაცია გაიმართა, რამაც განსაკუთრებული ელფერი შესძინა ღონისძიებას.  საცხენოსნო გარბენი საქარიქედის მინდვრებზე სამ ტურად ჩატარდა. ფინალში გადასული ექვსი ცხენოსანიდან პირველი ადგილი სხლითელმა ზაზა გურიელმა დაიკავა, მეორე ადგილზე, სოფელ კიცხის მკვიდრი ავთო ფოფხაძე გავიდა, მესამე ადგილი კი, ხიდრელმა ზურაბ ჩაჩანიძემ მოიპოვა. დოღის დასასრულს, გაიმართა ღვინის კონკურ სი, რომელშიც ყველაზე მეტი მოწონება ახალგაზრდა გიორგი ლელაძის ღვინომ დაიმსახურა. სოფლის მოსახლეობის ინიციატივით გამართულ ღონისძიებებს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ.  „კარგი იქნება თუ, ამ ზონაზე, შემოდგომის პირველ კვირაში, დოღის ჩატარება და ადგილობრივი პროდუქციის გამოფენა-დეგუსტცია ტრადიციად დამკვიდრდება. დროთა განმავლობაში ის სახელს გაითქვამს, სხვა დატვირთვებსაც შეიძენს და საერთო სახალხო დღესასწაულად გადიაქცევა“ - აღნიშნა ღონისძიებების დასასრულს ნიკოლოზ თოფურიძემ.  ხარაგაულის მერმა გამარჯვებულები სიგელებით და წამახალისებელი ფასიანი საჩუქრებით დაჯილდოვა და დიდი მადლობა გადაუხადა როგორც ორგანიზატორებს ასევე, სოფლის მოსახლეობას. კიცხის ზონაზე გამართული დღევანდელი ღონისძიებების მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/69640098_424070278464674_2835279706486472704_n.jpg
07/09/2019 12:34

უნიკალური სოფელი ხარაგაულში - სოფელ ფარცხნალზე ფილმს იღებენ

 ხარაგაულში, სოფელ ფარცხნალზე ფილმის გადაღება მიმდინარეობს, რომელსაც კინოსტუდია ,,პიონერფილმის" ხელმძღვანელი გრიგოლ ჩიგოგიძე თავის აღსაზრდელებთან ერთად იღებს. ფილმის გადაღების იდეა ბატონ გრიგოლს მას შემდეგ დაებადა, როცა იზა ვეფხვაძის წიგნი ,,ფარცხნალი კორიფეთა სამკვიდრო" წაიკითხა, სადაც სოფელ ფარცხნალზეა მოთხრობილი. სოფელზე, რომელმაც ქართულ მეცნიერებასა და ხელოვნებას უდიდესი კორიფეები აღუზარდა. დიდი ხნის ოცნება იყო ფარცხნალზე დოკუმენტური ფილმი გადაეღო ქალბატონ იზასაც. იდეები ერთმანეთს დაემთხვა და ფილმის გადაღებაც დაიწყო. ფილმის სიუჟეტის მიხედვით ხარაგაულში ჩამოდის ორი უცხოელი, რომლებმაც იციან სოფელ ფარცხნალის უნიკალურობის შესახებ და სურთ დაათვალიერონ სოფელი და მისი ღისშესანიშნაობები. მათ მეგზურობას უწევს რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურული თეატრის რეჟისორი და მსახიობი იზა ვეფხვაძე. აცნობს სოფლის ისტორიას, იმ სახელოვან ადამიანებს, რომლებიც ამ სოფელში გაიზარდნენ. ფილმის სცენარები გადაიღეს: ევგენი ხარაძის, არჩილ ხარაძის, რუსუდან და ანა ხარაძეების სახლში, კიტა ბუაჩიძის ეზო-გარემოში, გადაიღეს ასევე,  დიდი გალაქტიონ ტაბიძის დარგული ცაცხვი და სახლი, სადაც ის ფარცხნალში მასწავლებლობის დროს ცხოვრობდა. გარდა ამისა ფილმის სიუჟეტი გადაიღეს კახორის სალოცავზე და სხვა ღისშესანიშნავ ადგილებში. ფილმში მონაწილეობას იღებენ ხარაგაულელი ახალგაზრდებიც, რომლებიც  იმერულ სიმღერებს ასრულებენ. ფილმის რეჟისორი და ოპერატორი, „პიონერფილმის" პრეზიდენტი 16 წლის მარიამ(მაშო) გიგილაშვილი გახლავთ „ვიცოდი ხარაგაულის შესახებ და ყოველთვის მინდოდა ჩამოსვლა, დამაინტერესა ფილმმა, რომელიც უნდა გადამეღო და კიდევ უფრო დამაინტერესა იმან, რომ ისეთ ქალბატონთან უნდა მქონოდა ურთიერთობა, როგორიც იზა ვეფხვაძეა. ვფიქრობ, რომ ფილმი ძალიან კარგი გამოვა"-გვეუბნება მაშო გიგილაშვილი. იზა ვეფხვაძე ამბობს, რომ ფილმის სიუჟეტი ისე დაიგეგმა აუცილებლად უნდა ჩამოსულიყვნენ უცხოელები, რადგან ამას გარკვეული მიზანი ქონდა. ლიტერატურული თეატრის რეჟისორის ინფორმაციით ფილმს უცხოელები თავიანთ ქვეყანაში თანატოლებს ჩაუტანენ და აჩვენებნ როგორც სკოლებში, ასევე უნივერსიტეტებში, ყველფერი ეს კი ხარაგაულის და კერძოდ სოფელ ფარცხნალის პოპულარიზაციისთვის კეთდება.   ფილმის გმირები, ებრაელი- ლეონ შავიტი და გერმანელი- ნინა ზინგერი „პიონერფილმის" აღსაზრდელები არიან და კინოხელოვნებას ეუფლებიან. დიდი შთაბეჭდილებებით და განსაკუთრებული სტუმარ-მასპინძლობით მოხიბლული ნინა ზინგერი სურვილს გამოთქვამს მომავალში აუცილებლად კიდევ ჩამოვიდეს ხარაგაულში. ფილმის გადამღები ჯგუფი მხარდამჭერია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია და ა(ა)იპ კულტურის და ხელოვნების ცენტრი. უნდა აღინიშნოს, რომ ფილმს ბატონი გრიგოლ ჩიგოგიძე საკუთარი ხარჯებით იღებს. პრემიერა კი, სავარაუდოდ ნოემბერში, ჯერ თბილისში, ხოლო შემდეგ ხარაგაულში გაიმართება.
სრულად