სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0026.JPG
14/08/2019 15:54

ხარაგაულში ტირის ჩემპიონატი გაიმართა

ხარაგაულში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიზანში სროლის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი კულტურისა და დასვენების პარკში, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მოყვარულებს შორის ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულებმა მიიღეს მონაწილეობა.  აღსანიშნავია, რომ ტირში მონაწლეობდნენ როგორც მამაკაცები., ასევე ქალები.  შეჯიბრის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი მამაკაცთა შორის დავით კვირიკაშვილმა, ქ ალთა შორის კი, თეა ცანავამ დაიკავა.  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0001_1.JPG
14/08/2019 15:31

რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი მერიის სახაზინო -საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა. მოხსენებითი ბარათის თანახმად,  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის   ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა  დამატებით 300 000 ათასი ლარი მიიღო. საერთო ჯამში ამ მიმართულებით 570 000 ლარია  გამოყოფილი.    აღნიშნული თანხიდან 495 000 ლარი  დაზიანებული გზის რეაბილიტაციისათვის მიმართება,   75 000 ათასი ლარი  კი  ხიდების აღსადგენად. გარდა ამისა, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტს დამატებით 55 080 ლარი გამოეყო, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს დაბა ხარაგაულსა  და მიმდებარე სოფლებში სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით მდინარის კალაპოტის გაწმენდა   და  სანიაღვრე არხებისა და სახიდე  გადასასვლელების მოწყობა.  საბიუჯეტო  ცვლილების თანახმად,  ჯარიმის გადასხდელად  21  166 ლარით გაიზარდა  ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის სუბსიდია. როგორც ცნობილია ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო საავტომობილო გზის განვითარების ზოლში მოქცეულია ხევის საზოგადოებრივი ცენტრი და საბავშვო ბაღი. იმის გამო რომ ვერ მოხერხდა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოძიება, სადაც ახალი მშენებლობები მოხდება, საჭირო გახდა კერძო პირთან შეთანხმებით მიწის ნაკვეთის შესყიდვა, რომლისთვისაც დაახლოებით საჭირო იქნება 38 000 ათასი ლარი.  მიწის შეძენა მოხდება მერიის ხარჯებიდან და შესაბამისად დაფინანსების წყარო იქნება ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლები 38 000 ლარი. სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსის განმარტებით, 2019 წლის 7 აგვისტოს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დაუბრუნდა გზების რეაბილიტაციაზე წინა წელს გადარიცხული 146 376 ლარი, კერძოდ, ხიდრის შარიქაძეების უბნის გზის რეაბილიტაციის 69 041 ლარი, ვარძიის გზის რეაბილიტაციის  70 017 ლარი და შესაბამის თანადაფინანსების თანხა 7 319 ლარი; ასევე მოხდა ღორეშისა და სარგვეშის ხიდების რეაბილიტაციის თანხების, 15 000  ლარის დაბრუნებაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა მიმდინარე წლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში და განისაზღვრა 16 733 000 ლარით (მათ შორის წინა წელს აუთვისებელი და მიმდინარე წელს დაბრუნებული სახსრები - 1 127 000 ლარი), ხოლო გადასახადების ნაწილში 2019 წლის ბიუჯეტი  21 422 400   ლარით განისაზღვრა. საბიუჯეტო ცვლილებას დეპუტატებმა მუხლობრივად უყარეს კენჭი და დაამტკიცეს.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0298.JPG
05/08/2019 15:47

მერიის ადმინისტრაციული და შიდა აუდიტის სამსახურების საქმიანობა საკრებულომ დადებითად შეაფასა

5 აგვისტოს გამართულ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომაზე დღის წესრიგით გათვალისწინებული 5 საკითხიდან, დეპუტატებმა მხოლოდ 4 საკითხი განიხილეს. საკრებულოს წევრებმა,  2019 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების შესახებ ინფორმაცია ვეღარ მოისმინეს, რადგან ფრაქციის „ძალა ერთობაშია“ თავმჯდომარემ, თორნიკე ავალიშვილმა, აღნიშნული საკითხის განხილვა მხოლოდ მუნიციპალიტეტის მერის და ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსის თანდასწრებით მიიჩნია მიზანშეწონილად. ვინაიდან, საკრებულოს სხდომის მიმდინარეობის პროცესში ვერცერთმა მის მიერ ხსენებულმა თანამდებობის პირმა ვერ მოახერხა სხდომაზე მისვლა,  ფრაქციის თავმჯდომარემ, საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის გაგრძელების საშუალება აღარ მისცა, რის გამოც ექვსი თვის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ინფორმაციის მოსმენა გადაიდო.   რაც შეეხება სხვა საკითხებს, დეპუტატებმა მერიის ადმინისტრაციული და შიდა აუდიტის და მონიტორინგის სამსახურების ანგარიში, 2019 წლის იანვრიდან დღემდე გაწეული საქმიანობის შესახებ, დადებითად შეაფასეს. ამავე სხდომაზე საკრებულოს წევრებმა განიხილეს ასევე, ორი საკითხი: ა(ა)იპ-სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე  სართულზე, მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის (საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფრუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის, 1 ივლისის N18 დადგენილებაში, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე. როდის გაიმართება საკრებულოს რიგგარეშე სხდომა, რომელზეც დეპუტატებმა 2019 წლის ბიუჯეტის ექვსი თვის შესრულების შესახებ ინფორმაცია უნდა მოისმინონ ჯერ ჯერობით უცნობია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0307.JPG
05/08/2019 12:58

ხარაგაული 2:0 ვანი - იმერეთში თვითმმართველობებს შორის მინი ფეხბურთის ჩემპიონატი მიმდინარეობს

რწმუნებულის თასი მინი ფეხბურთში იმერეთის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობებს შორის გრძელდება. 4 აგვისტოს, ხარაგაულის სპორტ დარბაზში ერთმანეთს ხარაგაულისა და ვანის მუნიციპალიტეტის გუნდები შეხვდნენ. მატჩი ხარაგაულის გუნდის გამარჯვებით 2:0 დასრულდა.  შეხვედრას ხარაგაულისა და ვანის მუნიციპალიტეტის მერები და გულშემატკივრები ესწრებოდნენ. ხარაგაულის თვითმმართველობის თანამშრომლებით დაკომპლექტებულმა გუნდმა პირველი თამაში ბაღდათთან 1:5 წააგო, ხოლო ზესტაფონის თვითმმართველობის გუნდთან ფრე - 5:5 ითამაშა. მორიგ გასვლით თამაშს ხარაგაული, ბაღდათში, 11 აგვისტოს ჩაატარებს. რწმუნებულის თასი იმერეთის მხარის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტების მხარდაჭერით ხორციელდება და სპორტის პოპულარიზაციას და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას უწყობს ხელს.   მინი ფეხბურთის ფინალი 7 სექტემბერს გაიმართება.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/1442560698_gazi.jpg
01/08/2019 11:11

გაზის მიწოდება ხარაგაულისთვის საღამომდე აღდგება

„სოკარ ჯორჯია გაზის“ ხარაგაულის სერვისცენტრიდან მიღებული ინფორმაციით, საგზაო სამუშაოებზე მომხდარი დაზიანების გამო, ბუნებრივი აირი შეუწყდა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას. ამ დროისთვის, ხარაგაულში გათიშულია, 1 500 აბონენტი.   აღდგენითი სამუშაოები დაწყებულია, გაზის მიწოდება საღამომდე აღდგება როგორც დაბაში ასევე გაზიფიცრებულ სოფლებში. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1150.JPG
01/08/2019 10:22

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ხიდარში პროექტი ხორციელდება

სოფლის მხარდაჭერის პროგრამით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში სამუშაოები დაიწყო. ხიდარში შემოიღობა სოფელში არსებული სარიტუალო სახლი. მიმდინარეობს ინვენტარის შესყიდვის პროცედურები.  სარიტუალო სახლი ხიდარში 2015 წელს, ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამით აშენდა. სოფლის საერთო კრება ხიდარში, 8 თებერვალს ჩატარდა, სადაც გამოყოფილი 16 000 ლარით მოსახლეობამ სრული უმრავლესობით ტავად გამოყო პრიორიტეტი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfghxfvbxcv.JPG
31/07/2019 16:48

5 აგვისტოს საკრებულო მერიის ორი სამსახურის ანგარიშს მოისმენს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო, 5 აგვისტოს,  მორიგ სხდომას გამართავს. სხდომაზე საკრებულოს წევრები მერიის შიდა აუდიტისა და მონიტორინგის და ადმინისტრაციული სამსახურების მიერ, 2019 წლის აინვრიდან დღმდე, გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს მოისმენენ. სხდომაზე, ასევე, განიხილება ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  თვითმმართველი ერთეულის 2019  წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულების  შედეგები, რომელსაც მერიის ბიუჯეტის დაგეგმარების განყოფილების უფროსი, ნინო მაღლაკელიძე წარადგენს.    გარდა ამისა დეპუტატები იმსჯელებენ კიდევ ორ საკითხზე: 1. ა(ა)იპ-სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოსათვის დაბა ხარაგაულში, 9 აპრილის ქუჩა N 15-ში , ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული შენობის მესამე  სართულზე, მარცხენა ფლიგელში მდებარე ორი ოთახის (საერთო ფართით 31.7 კვ.მ .(ს/კ 36.01.33.046)  სარგებლობის უფლებით, უსასყიდლო უზურფუქტის ფორმით, ორი წლის  ვადით  გადასაცემად, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერისთვის თანხმობის მიცემის შესახებ;   მომხს: ჯაბა ბერაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს, 2019 წლის 1 ივლისის N18 დადგენილებაში, „ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე უსახლკარო პირების რეგისტრაციისა და მათი დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების შესახებ“ ცვლილების შეტანის თაობაზე;  მომხს: ნანა კიკნაძე    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC1096.JPG
31/07/2019 12:07

ხარაგაულის მერი მოსახლეობასთან არსებულ გამოწვევებზე საუბრობს

„დაუსრულებელი პროექტები არის ყველაზე სრიოზული გამოწვევა, დღეს, ხარაგაულისთვის. სამწუხაროდ, ჯერ კიდევ გვაქვს წინა წელს დაწყებული ან, საერთოდ არდაწყებული გზები, რის გამოც დროულად ვერ მიიღეთ სიკეთე. მინდა ბოდიში მოგიხადოთ ამის გამო, მაგრამ აუცილებლად განვმარტო, რომ ყველაფერს ვაკეთებთ დროულად, რაც კი, ჩვენზეა დამოკიდებული. ვგულისხმობ, საპროექტო და სამშენებლო სამუშაოების ტენდერებზე ატვირთვას. კომპანიები, რომლებიც ვერ ასრულებენ ვალდებულებას მუშაობ ენ ჯარიმების თანხლებით ან უწყდებათ ხელშეკრულება. ხელმეორედ ტენდერის გამოცხადებას კი, სჭირდება დრო და პროცედურების დაცვა“ - აღნიშნულის შესახებ ხარაგაულის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად, ხიდარში, შარიქაძეების უბანში შეკრებილ მოსახლეობას მიმართა.  ამ უბნში 900 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარი 2018 წელს უნდა დაგებულიყო.  შპს „ნიუ გრუფმა“ ვალდებულება ვერ შეასრულა. აღნიშნულ კომპანიას სხვა სოფლებშიც აქვს ანალოგიური მდგომარეობა.  „ახლა მთავარი ისაა, რომ კომპანიაში შეიცვალა მენეჯმენტი და როგორც ამბობენ აღებულ ვალდებულებებს აუცილებლად შეასრულებენ. მადლობა იმისთვის, რომ შეგნებით ეკიდებით ასეთ სირთულეებს და გაქვთ მომავლის იმედი. ჩვენ ერთად უნდა დავძლიოთ ყველა გამოწვევა“- განაცხადა მერმა შეხვედრაზე.  შპს „ნიუ გრუფის“ ახალი მენეჯერის ინფორმაციით, გზებზე უახლოეს დღეებში დაიწყებენ მუშაობას და ყველა ვალდებულებას ეტაპობრივად  შეასრულებენ. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/67401850_700291780394696_4874658881617264640_n.jpg
30/07/2019 16:02

ხარაგაულში ეკოტურიზმის განვითარებისთვის ინფოტური ჩატარდა

Usaid -ის ფინანსური მხარდაჭერით და საქართველოს ეკოტურიზმის ასოციაციის ორგანიზებით, ხარაგაულის სოფლებში მარელისსა და სახულარში ინფოტური ჩატარდა.  პროექტი, რომელსაც ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციები, ხარაგაულელი ახალგაზრდების ინიციატივით და მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ახორციელებენ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის მიმდებარე სოფლებში ეკოტურიზმის განვითარებას გულისხმობს. პროექტის მიზანი იყო პირველ ეტაპზე პოტენციალის აღმოჩენა, შემდეგ მისი განვითარება და მესამე ეტაპზე წარდგენა. ეკო ტურიზმის ასოციაცია, ხარაგაულის ორი სოფლის - მარელისისა და ლეღვნის მოსახლეობისთვის, რომელთაც საცხოვრისები აქვთ სახულარში, ტრენინგებს რამდენიმე თვის განმავლობაში ატარებდა. ამ დროის განმავლობაში მოხდა ისეთი ოჯახების იდენტიფიცირება, რომელთაც ქონდათ საშუალება განევითარებინათ სხვადასხვა ტიპის ტურისტული მომსახურეობები. მაგალითად, საოჯახო სასტუმროში განთავსება, კვებით და ცხენებით მომსახურება და რეწვის ტექნოლოგიები. ტრენინგების საშუალებით ყველა ეს პაკეტი შეიკრა ერთ მთლიან კომპლექტში, რაც ტურისტებისთვის ძალზედ კომფორტულია.  ეკოტურიზმის ასოციაცია თითოეულ ბენეფიციარს დაეხმარა ბრენდინგში, რის შემდეგაც მათ უკვე აქვთ საკუთარი ლოგო, სახელი, ფეისბუქ გვერდი და იციან როგორ მართონ ესა თუ ის ობიექტი.  28-29 ივლისს განხორციელდა პროექტის ერთ-ერთი ბოლო ეტაპი, როცა ინფოტურის ფარგლებში, ტუროპერატორები, რომლებიც ქმნიან ტურებს და მუშაობენ სხვადსხვა ტურისტულ სეგმენტზე, პირადად შეახვედრეს ტურიზმის ქსელის მიმწოდებლებს, რათა, დაინტერესების შემთხვევაში უკვე პირდაპირ კონტაქტზე იყვნენ ერთმანეთთან. 28 ივლისს, ტუროპერატორები ესტუმრენ ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმს, სადაც პირველი შთაბეჭდილება შეექმნათ ხარაგაულზე, ამავე დღეს დაათვალიერეს: „მარელისის კოტეჯი“ (ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის განთავსების ობიექტი;)  „იას საოჯახო სასტუმრო“; - საოჯახო სასტუმრო და აგროტურისტული მეურნეობა „მარელისელი ძმები“;  „მაღრაძეების რანჩო“;  საოჯახო სასტუმრო „საპოვნელა“.  29 ივლისს კი, განხორციელდა ვიზიტი ეროვნული პარკის კოტეჯში „ხერგილზე“, ასევე, მოხდა „სახულარის ნობათი”-ს დეგუსტაცია სოფელ სახულარში. როგორც ეკოტურიზმის ასოციაციის წარმომადგენლები ამბობენ პროექტის შემდეგი ეტაპი არის ელექტრონული ბროშურა, რომელსაც ეწოდება ინტერპრეტირებული ტური. ელექტრონული ბროშურა ტურისტებისთვის არის გზამკვლევი, რათა მათ ქონდეთ ინფორმაცია და დამოუკიდებლად, ტუროპერატორების გარეშე შეძლონ მოგზაურობა მათთვის სასურველ ადგილებში. ელექტრონული ბროშურა ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ჩართულობით დამზადდება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0420.JPG
26/07/2019 14:05

რა გაკეთდა ვახანში - ხელისუფლების ანგარიში მოსახლეობას

ვახანის ადმინისტრაციული ერთეული ჩხერიმელას ხეობაში, მდინარე ვახანის წყლის მარცხენა მხარეს, ხარაგაულიდან 18 კილომეტრში მდებარეობს. ვახანის თემში გაერთიანებულია სოფლები სერბაისი, ვახანი და ზედუბანი. სოფელ ვახანის ცენტრში, 2014 წელს აშენდა ახალი საბავშვო ბაღი, რომელიც გათვლილია 25 აღსაზრდელზე, დასაქმებულია 6 ადგილობრივი. 2017 წელს რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახანის ცენტრალურ გზას 2 500 მეტრზე. 2017 წელს გამოეყო ფართი და გადაეცა საჭიდაო ინვენტარი სოფელში არსებულ ქართული ჭიდაობის ჯგუფს. ამავე წელს, ტრადიციულად „ვახანლობის“ დღესასწაულზე გამართული კულტურული და სპორტული ღონისძიებებისთვის, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ღია ცის ქვეშ, სოფლის ცენტრში მოეწყო ინფრასტრუქტურა. 2018 წელს სოფლის ცენტრალური გზის მეწყერულ მონაკვეთზე, რომელიც დიდთოვლობისა და ძლიერი წვიმების შედეგად, ფაქტობრივად, გაუვალი ხდებოდა მოეწყო გაბიონი და დაიგო ბეტონის საფარი. 2018 წელს აშენდა ორი ახალი ხიდ-ბოგირი, სოფელ სერბაისში. 2018 წელს დაიწყო და მიმდინარე წელს განახლდა სოფელ სერბაისში ცენტრალური გზაზე ბეტონის საფარის დაგება, დარჩენილია სამუშაოების ნახევარი. 2018 წელს ვახანის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში, სტიქიით დაზიანებული გზები მოიხრეშა. 2019 წელს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდა ვახანი-ქვების დამაკავშირებელ ხიდს, მდინარე ვახანულაზე. 2019 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში სერბაისში და ვახანში ელაზნაურისა და სახერხის უბნებში მოიხრეშა და მოიტკეპნა საუბნო გზები. სოფლის პროექტებით, ამ დროისთვის სერბაისში მიმდინარეობს სარიტუალო დარბაზის კეთილმოწყობა. ვახანის ადმინისტრაციულ ერთეულში 2019 წლის მონაცემებით 710 ადამიანია რეგისტრირებული, რაც 2014 წლის მოსახლეობის საყოველთაო აღწერასთან შედარებით ანალოგიური ციფრია.  
სრულად