სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0073_2.JPG
20/08/2019 14:32

ხარაგაულის სოფელ ხონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში პროექტი გზა ყველა სოფელს გრძელდება. წყალაფორეთის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ ხონში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები განახლდა. სასოფლო გზის 1 500 მეტრიან მონაკვეთზე ბეტონის საფარის მოწყობა იგეგმება. აღნიშნული პროექტი 2018 წელს უნდა დასრულებულიყო.  სამუშაოებს შპს „საპოვნელა+“ სანქციების თანხლებით ასრულებს. სოფელ ხონში, გზის 400 მეტრიან მონაკვეთს კაპიტალური რეაბილიტაცია 2017 წელს ჩაუტარდა.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებისთვის!
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC2703.JPG
20/08/2019 12:57

ბრუისის უბანს, შესაძლოა, სოფლის  სტატუსი მიენიჭოს

ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის  ბრუისის უბნის მოსახლეობა ბრუისის  ცალკე  სოფლად გამოყოფას ითხოვს.  ადგილობრივების თხოვნით სოფლის  მაჟორიტარმა დეპუტატმა ვარლამ ჭიპაშვილმა, მუნიციპალიტეტის საკრებულოს  უკვე მიმართა. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბაზალეთის თემში ოთხი  სოფელია გაერთიანებულია: ბაზალეთი, ქროლი, წიფი და ღარიხევი. მათგან აღსანიშნავია, რომ სოფელი ღარიხევი  წარმოადგენს პრობლემურ დასახლებას, ვინაიდან მისი ერთ-ერთი უბანი სახელწოდებით „ბრუისი“ მდებარეობს სოფელ ბაზალეთსა და ჯაფაროულს შორის, რის გამოც სოფელში განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტებით ხშირ შემთხვევებში ვერ სარგებლობს ბრუისის უბნის მოსახლეობა,  რაც იწვევს მათ სამართლიან პროტესტს.  აქედან  გამომდინარე, მოსახლეობა ითხოვს ბრუისის უბნის ცალკე სოფლად გამოყოფას.  აქვე აღნიშნულია, რომ   უბნის სახელწოდება „ბრუისი“ ძველი ისტორიული წარსულიდან მომდინარეობს. როგორც გაირკვა ის ცალკე სოფლის სახელით მოიხსენიებოდა საქართველოში მიწის რეფორმის პერიოდშიც, რაც დასტურდება მოსახლეობაზე გაცემული ოფიციალური დოკუმენტებით. მაგრამ,  მიუხედავად ამისა, მუნიციპალიტეტების რეესტრში არსებულ დასახლებათა ჩამონათვალში არც წარსულში და არც ამჟამად „ბრუისი“ არ ფიქსირდება როგორც ცალკე სოფელი.   დეპუტატი   ვარლამ ჭიპაშვილი აღნიშნავს, რომ  საკითხის დადებითად გადაწყვეტა ხელს შეუწყობს  სოფელში სოციალურ - ეკონომიკური განვითარების გეგმასა და პროგრამის ეფექტურ განხორციელებას, რაც საბოლოოდ აისახება მოსახლეობის კეთილდღეობაზე. მიენიჭება თუ არა ბრუისის  უბანს ცალკე  სოფლის სტატუსი,  ამის შესახებ ცნობილი უახლოეს მომავალში გახდება.  აღნიშნულ საკითხზე მუნიციპალიტეტის მერია   კანონის შესაბამისად   სათანადო  ღონისძიებებს ატარებს,  რომლის ფარგლებშიც   21  აგვისტოს, 12  საათზე, სოფელ ღარიხევში,   გამართავს    მოსახლეობასთან შეხვედრას.  შეხვედრა  სასოფლო კლუბის  ეზოში ჩატარდება,    სადაც   ადგილობრივები  დააფიქსირებენ საკუთარ პოზიციას   ბრუისის უბნის  ღარიხევიდან გამოყოფისა და  მისთვის  სოფლის  სტატუსის მინიჭების თაობაზე. პროცესებში ჩართულია მერიის ეკონომიკისა და ქონების მართვის სამსახური და წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოიფილება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/agdhfhjkfhl.jpg
20/08/2019 09:59

ხარაგაულში პროფესიული განათლების ცენტრის გახსნა იგეგმება

EUCEN “-ის  საერთაშორისო  საგანმანათლებლო  ევრო  აკრედიტაციის    მფლობელი საქართველო-უკრაინის  სოციალურ  ურთიერთობათა   ინსტიტუტის  არაფორმალური  პროფესიული  განათლების  ცენტრი, ხარაგაულში  პროფესიული განათლების ცენტრის გახსნას გეგმავს. სასწავლებელში  გასაუბრების    საფუძველზე     IX  და  XII   კლასდამთავრებულები, ასევე  X, XI, XII  კლასის  მოსწავლეები მიიღებიან.  დაინტერესებულ პირებს შეეძლებათ  დაეუფლონ შემდეგ   სპეციალობებს: კომპიუტერული ტექნოლოგიები; კომპიუტერული  ინჟინერია; დაცვა-პატრულირება; გარემოს დაცვა; კრიმინალისტი; ბანკის ოპერატორი; ფარმაცევტის თანაშემწე; კბილის ტექნიკოსი; სამკურნალო მცენარეების  დამამზადებელი; ხილ-ბოსტნეულის პირველადი  გადამამუშავებელი; ვეტერინარი; ბაგა-ბაღის  აღმზრდელი; კორესპონდენტი; გიდი, ტურიზმი.   სასწავლებელში სწავლება  სამწლიანია. სასწავლო გადასახადი   წელიწადში  700  ლარი. კურსდამთავრეულები მიიღებენ   სასწავლო პროგრამის  გავლის  დამადასტურებელ  სამენოვან, ოქროსბეჭდიან დიპლომს. მოქმედებს   თანხების ეტაპორივად გადახდა. ასევე, 30-50-70  და 100-პროცენტიანი  გრანტები;  უფრო  მეტიც, პირველი კურსის  წარჩინებით  დახურვის   შემთხვევაში, სტუდენტები არა მარტო  გათავისუფლდებიან გადასახადისაგან, არამედ, სასწავლო  სტიპენდიასაც მიიღებენ.    საყურადღებოა, რომ   თანხის  გადახდაში  შეღავათებით  სარგებლობენ  ლტოლვილები,  საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლი  ოჯახის   წევრები და  მრავალშვილიანები. აღსანიშნავია, რომ  საქართველო-უკრაინის სოციალურ ურთიერთობათა ინსტიტუტი, 2009 წლის თებერვალში დაფუძნდა და მიუხედავად არც თუ დიდი ხნის ისტორიისა, მაინც შეძლო საკუთარი ხელწერის საგანმანათლებლო კერად ქცეულიყო, განსაკუთრებით არაფორმალური პროფესიული განათლების სფეროში.  სწორედ აღნიშნული ფორმის სასწავლო ცენტრები,  ინსტიტუტის ეგიდით, მაღალ დონეზე ფუნქციონირებენ  თბილისში,  ოზურგეთში,   ჭიათურაში,  ხაშურში,  დუშეთში, ქობულეთში, ზუგდიდში, ამბროლაურში, საგარეჯოში,  წალკაში, გურჯაანში, ლაგოდეხში, თელავში, ახმეტაში . . . საზღვარგარეთის ქვეყნებში: საბერძნეთში, იტალიაში, უკრაინაში.... და სხვა. სასწავლო პროცესი სამწლიანია და დამთავრების შემდეგ გაიცემა სასწავლო პროგრამის გავლის დამადასტურებელი სამენოვანი (ქართულ-უკრაინულ-ინგლისური) ოქროს ბეჭდიანი სერთიფიკატი. ინსტიტუტს  პარტნიორული ურთიერთობები აქვს  და სასწავლო პროგრამების გაცვლები წარმოებს პოსტსაბჭოთა სივრცის თითქმის ყველა ქვეყანასთან, ასევე ევროპის წამყვან უნივერსიტეტებთან და ამერიკაში ჯორჯიან-ინთერნეიშენალ უნივერსიტეტთან, სტრატფორდის საკადრო ინსტიტუტთან (ვერმონტის შტატი, ქალაქი სეინტ ალბანზი), აშვორფის ინსტიტუტთან (ჯორჯიის შტატი, ქალაქი ნორკროსი) და სხვა. აღნიშნული ცენტრის დამფუძნებელი პროფესორი გარი ჩაფიძეა.  ბ-ნ გარიმ  უნივერსიტეტი მოსკოვში დაამთავრა, სხვადასხვა დროს მსახურობდა  სანკტ-პეტერბურგში, ჩელიაბინსკში, კიევში, შემდეგ კი-საქართველოში, საპასუხისმგებლო და ნომენკლატურულ  თანამდებობებზე.  ამჟამად არის  ჟურნალისტთა   საერთაშორისო ფედერაციის წევრი, ამერიკის შეერთებული შტატების ლინკოლნის უნივერსიტეტის  პროფესორი, უკრაინის კადრების საერთაშორისო  აკადემიის აკადემიკოსი და ა.შ.   როგორც ჩვენთან საუბარში ბ-ნ გარი აღნიშნავს, ის მზადაა  ხარაგაულში  პროფესიული განათლების ცენტრმა  დაიწყოს ფუნქციონირება  და ხელი შეუწყოს   მომავალი თაობის პიროვნულ და პროფესიულ განვითარებას, ასევე  მათ დასაქმებას. ამ ეტაპზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს პოტენციალის მოკვლევა, რის შემდეგაც შემდგომი ნაბიჯების გადადგმა დაიწყება.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/67949602_1333492516813473_8785153633130905600_n.jpg
19/08/2019 12:29

სარგვეშის თემში სოფლის პროექტებით სამუშაოები დაიწყო

სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ სარგვეშში ადმინისტრაციული შენობის რეაბილიტაცია და ეზოს კეთილმოწყობა მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოებისთვის 12 ათასი ლარია გამოყოფილი. სოფლის პროექტების ფარგლებში ხელშეკრულება გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება სოფელ საბეში, მაღალაურის საუბნო გზის რეაბილიტაციის მიზნით.  ანალოგიური მდგომარეობაა სოფელ ხორითშიც, სადაც საუბნო გზების კეთილმოწყობის მიზნით მეწარმესთან ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია. ზემოთ აღნიშნულ სოფლებში საუბნო გზების შეკეთების მიზნით 10-10 ათასი ლარი დაიხარჯება. რაც შეეხება სოფელ მიროწმინდას, სადაც გამოყოფილი 10 000 ლარით ასევე, საუბნო გზების შეკეთებას გეგმავენ, ხელშეკრულება მეწარმესთან რამდენიმე დღეში გაფორმდება და სამუშაოები დაიწყება. სოფლის საერთო კრება სარგვეშის ადმინისტრაციულ ერთეულში 11 თებერვალს გაიმართა. მოსახლეობამ პრიორიტეტები თავად გამოყო. ადმინისტრაციული ცენტრი, საერთო ჯამში, სოფლის პროექტებისთვის 42 ათას ლარს დახარჯავს.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/xfgnhxcvbxcvnhjbjn.jpg
19/08/2019 11:03

დღეს ბიუროს სხდომაზე განიხილავენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს  ბიუროს  201 9   წლის 19 აგვისტოს  სხდომის  საკითხ თ ა   ნუსხა: 1. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ეკონომიკის, ქონების მართვისა და ინფრასტრუქტურის საკითხთა კომისიის მიერ  გაწეული მუშაობის შესახებ კომისიის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: მალხაზ ფხალაძე 2. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის  საკრებულოს    ჯანდაცვისა  და  სოციალურ  საკითხთა კომისიის  მიერ  გაწეული მუშაობის შესახებ კომისიის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: გივი თხელიძე 3.ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის  მიერ გაწეული მუშაობის შესახებ კომისიის თავმჯდომარის ანგარიშის მოსმენისა და შეფასების თაობაზე მომხს: ვარლამ ჭიპაშვილი  4. „ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში  (სარგებლობაში) არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის“ მიერ გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციის მომხს: ჯაბა ბერაძე 5. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ სარგვეშის საჯარო სკოლისათვის სრულიად  სართველოს  კათოლიკოს-პატრიარქის დავით V დევდარიანის   სახელის მინიჭებაზე თანხმობის გაცემის შესახებ მომხს: ოთარ ლურსმანაშვილი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულო მზემოთ აღნიშნულ საკითხებს 2 სექტემბრის მორიგ სხდომაზე განიხილავს.       
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0273.JPG
16/08/2019 15:10

რა გაკეთდა კიცხში - ხელისუფლების ანგარიში მოსახლეობას

2019 წელს, სოფელ კიცხში, გაზიფიცირების სამუშაოები დაიწყო!   წელსვე, სოფელში შენდება ახალი საჯარო სკოლა!   კიცხში საბავშვო ბაღის ახალი შენობა 2013 წელს აშენდა, რომელიც 25 აღსაზრდელზეა გათვლილი. დასაქმებულია 7 ადგილობრივი. 2014 წელს კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდა კიცხი-ხიდარის დამაკავშირებელი გზის, 4 კმ-იან მონაკვეთს. 2015 წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამით რეაბილიტაცია ჩაუტარდა შინმოუსვლელთა მემორიალს, მოეწყო ასევე, კიცხის ახლადაშენებული ეკლესიის გალავანი. ამავე წელს, სოფლის პროექტებით მოეწყო წყლის სისტემა სოფელ თეთრაწყაროში, ე.წ. ოკიშურას უბანში და ლურსმანაშვილების უბანში. ასევე, გაკეთდა წყლის ჭაბურღილი საქარიქედზე.  2016 წელს, სოფელ კიცხში აშენდა საზოგადოებრივი ცენტრი, სადაც მოსახლეობას საშუალება აქვს მიიღოს სხვადასხვა სერვისებზე მომსახურება.   2017 წელს ბეტონის საფარი მოეწყო საქარიქედის ცენტრალურ გზაზე, 1 300 მეტრიან მონაკვეთზე. ამავე წელს, რეაბილიტაცია ჩაუტარდა თეთრაწყაროში სასოფლო გზის 400 მეტრიან მონაკვეთს. 2018 წელს მობეტონდა სოფელ ბორის ცენტრალური გზა 2 000 მეტრზე და კიცხის მდინარაძეების უბანი - 2 560 მეტრზე.  2019 წელს, კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში სამი სოფლის გზის რეაბილიტაცია დასრულდა! ბეტონის საფარი მოეწყო საქარიქედიდან, კიცხის იგორეთისკენ მიმავალ გზაზე (1 200მ), რეაბილიტაცია ჩაუტარდა ავალიშვილების უბანში 1 300 მეტრიან მონაკვეთს და თეთრწყაროში სოფლის ცენტრალური გზის 1 300 მეტრიან მონაკვეთს. წელს სტიქიის ფონდით მოწესრიგდა ასევე, გზა სოფელ კიცხში მიქიაშვილების უბანში.  სტიქიის ფონდით, ამჟამად, კიცხში, მიქიაშვილების, ჯიმშიაშვილები და ნიქაბაძეების უბნებში ამორტიზებულ მონაკვეთებზე ბეტონის საფარის მოწყობა მიმდინარეობს.   კიცხის ცენტრალურ გზაზე ხარაგაულიდან საქარიქედამდე და ბორიდან კიცხის მიმართულებით დამონტაჟებულია გარე განათების ქსელი.   კიცხის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლები კიცხი, კიცხის იგორეთი, ბორი, საქარიქედი და თეთრაწყარო შედის. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში კიცხი ერთ-ერთი ყველაზე მჭიდროდ დასახლებული და არამიგრაციული თემია. მოსახლეობის რაოდენობა 1 700 ადამიანს აჭარბებს. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0006_2.JPG
15/08/2019 10:20

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის დაბის #3 საჯარო სკოლაში სარემონტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში რეაბილიტაცია უტარდება საკლასო ოთახებს, იცვლება ჭერი და იატაკი, რემონტდება ასევე, სპორტული დარბაზი და დერეფანი. აღნიშნული სამუშაოებს შპს „ლაკა-2014“ 100 000 ლარად შეასრულებს. დაბის მესამე საჯარო სკოლის რეაბილიტაცია სახელშეკრულებო პირობებით 10 სექტემბერს უნდა დასრულდეს. ხარაგაულის მუნიციპალიტეტს, მიმდინარე წელს საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურისა და სველი წერტილების მოსაწესრიგებლად 410 000 ლარი გამოეყო. სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩასატარებლად ხარაგაულის მერიის მიერ გამოცხადებული ტენდერები დასრულებულია და ხელშეკრულებები გაფორმებულია ასევე, თეთრაწყაროს, საღანძილის, ღორეშის, მოლითის, ნადაბურის,  საჯარო სკოლების შიდა სარემონტო სამუშაოებისა და სველი წერტილების რეაბილიტაციის მიზნით.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0003.JPG
14/08/2019 17:32

სტიქიით დაზიანებული ლეღვნის ცენტრალური გზის მშენებლობა იწყება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 7 ივნისს მომხდარი სტიქიის შედეგად დაზიანებული ლეღვნის ცენტრალური გზის მშენებლობა იწყება. ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „მათე“ სამუშაოებს 138 900 ლარად შეასრულებს. პირველ ეტაპზე მიმდინარეობს დაზიანებული და ჩამოშლილი მასალისგან გზის გასუფთავება. სახელშეკრულებო პირობებით კომპანიამ სამუშაოები 70 კალენდარულ დღეში უნდა დაასრულოს. პროექტის ფარგლებში მოხდება ნაპირსამაგრი გაბიონების მშენებლობა და გზის ჩაწყვეტილი მონაკვეთების აღდგენა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ბოდიშს გიხდით ჩვენგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო შექმნილი შეფერხებისთვის.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0026.JPG
14/08/2019 15:54

ხარაგაულში ტირის ჩემპიონატი გაიმართა

ხარაგაულში ახალგაზრდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მიზანში სროლის ჩემპიონატი გაიმართა. ტურნირი კულტურისა და დასვენების პარკში, მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით, მოყვარულებს შორის ჩატარდა, რომელშიც სხვადასხვა ორგანიზაციებში დასაქმებულებმა მიიღეს მონაწილეობა.  აღსანიშნავია, რომ ტირში მონაწლეობდნენ როგორც მამაკაცები., ასევე ქალები.  შეჯიბრის შედეგად გამოვლინდნენ გამარჯვებულები: პირველი ადგილი მამაკაცთა შორის დავით კვირიკაშვილმა, ქ ალთა შორის კი, თეა ცანავამ დაიკავა.  გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სიგელებით და ფასიანი საჩუქრებით. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0001_1.JPG
14/08/2019 15:31

რიგგარეშე საკრებულოს სხდომაზე საბიუჯეტო ცვლილება დაამტკიცეს

საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დღეს დეპუტატებმა მორიგი საბიუჯეტო ცვლილება განიხილეს. საკითხი მერიის სახაზინო -საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსმა ნინო მაღლაკელიძემ წარადგინა. მოხსენებითი ბარათის თანახმად,  სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელებისათვის   ხარაგაულის მუნიციპალიტეტმა  დამატებით 300 000 ათასი ლარი მიიღო. საერთო ჯამში ამ მიმართულებით 570 000 ლარია  გამოყოფილი.    აღნიშნული თანხიდან 495 000 ლარი  დაზიანებული გზის რეაბილიტაციისათვის მიმართება,   75 000 ათასი ლარი  კი  ხიდების აღსადგენად. გარდა ამისა, სტიქიის პრევენციის სახელმწიფო პროგრამის დაფინანსების მიზნით, მუნიციპალიტეტს დამატებით 55 080 ლარი გამოეყო, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს დაბა ხარაგაულსა  და მიმდებარე სოფლებში სტიქიური მოვლენების პრევენციის მიზნით მდინარის კალაპოტის გაწმენდა   და  სანიაღვრე არხებისა და სახიდე  გადასასვლელების მოწყობა.  საბიუჯეტო  ცვლილების თანახმად,  ჯარიმის გადასხდელად  21  166 ლარით გაიზარდა  ა(ა)იპ სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის სუბსიდია. როგორც ცნობილია ავტომაგისტრალის მშენებლობის გამო საავტომობილო გზის განვითარების ზოლში მოქცეულია ხევის საზოგადოებრივი ცენტრი და საბავშვო ბაღი. იმის გამო რომ ვერ მოხერხდა სახელმწიფოს საკუთრებაში რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის მოძიება, სადაც ახალი მშენებლობები მოხდება, საჭირო გახდა კერძო პირთან შეთანხმებით მიწის ნაკვეთის შესყიდვა, რომლისთვისაც დაახლოებით საჭირო იქნება 38 000 ათასი ლარი.  მიწის შეძენა მოხდება მერიის ხარჯებიდან და შესაბამისად დაფინანსების წყარო იქნება ჯარიმებიდან მიღებული შემოსავლები 38 000 ლარი. სახაზინო-საბიუჯეტო დაგეგმარების განყოფილების უფროსის განმარტებით, 2019 წლის 7 აგვისტოს  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს დაუბრუნდა გზების რეაბილიტაციაზე წინა წელს გადარიცხული 146 376 ლარი, კერძოდ, ხიდრის შარიქაძეების უბნის გზის რეაბილიტაციის 69 041 ლარი, ვარძიის გზის რეაბილიტაციის  70 017 ლარი და შესაბამის თანადაფინანსების თანხა 7 319 ლარი; ასევე მოხდა ღორეშისა და სარგვეშის ხიდების რეაბილიტაციის თანხების, 15 000  ლარის დაბრუნებაც. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა მიმდინარე წლის ბიუჯეტი შემოსულობების ნაწილში და განისაზღვრა 16 733 000 ლარით (მათ შორის წინა წელს აუთვისებელი და მიმდინარე წელს დაბრუნებული სახსრები - 1 127 000 ლარი), ხოლო გადასახადების ნაწილში 2019 წლის ბიუჯეტი  21 422 400   ლარით განისაზღვრა. საბიუჯეტო ცვლილებას დეპუტატებმა მუხლობრივად უყარეს კენჭი და დაამტკიცეს.  
სრულად