სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkvbbn.jpg
13/03/2019 14:14

მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს სხდომა გაიმართა

13 მარტს ხარაგაულის მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭომ პირველი შეხვედრა გამართა. სხდომა მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ გახსნა და აღნიშნა, რომ მისთვის მნიშვნელოვანია საბჭოს თითოეული წევრის აზრი და მათთან ერთად მუშაობა უფრო საინტერესო და ნაყოფიერი იქნება.  გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე საბჭოს წევრები გაეცნენ დებულებას და შეიმუშავეს ის ძირითადი რეკომენდაციები, რაზეც მომავალ სხდომებზე იმსჯელებენ.  მრჩეველთა საბჭოს რიგით პირველ სხდომაზე წევრებმა ხმათა უმრავლესობით საბჭოს თავმჯდომარედ - ლალი სებისკვერაძე, ხოლო საბჭოს მდივნად - მარიკა ხარატიშვილი აირჩიეს.  მერის სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს შემადგენლობა ასე გამოიყურება: ლალი სებისკვერაძე, მარიკა ხარატიშვილი, რამაზ ბლუაშვილი, შოთა ხარატიშვილი, ხათუნა მანჯავიძე, მარინა გოგია, ქეთევან ჩაჩანიძე, გიორგი ბარბაქაძე, გიორგი მუხურაძე, შოთა გოლუბიანი, შალვა ჩხეიძე. საბჭოს საქმიანობის მიზანია ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელებაში მოქალაქეთა მონაწილეობის ხელშეწყობა. იგი შექმნილია საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ მოთხოვნის შესაბამისად. საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სარეკომენდაციო ხასიათისაა და სავალდებულო ძალა არ აქვს.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gkjkbnm%2Cy_1.JPG
13/03/2019 11:09

ნადაბურში ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი განხორციელდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ, პირველ მოადგილესთან არჩილ მაღრაძესთან ერთად, ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები მოინახულა. მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები ნადაბურის საავტომობილო გზის მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნენ, სადაც ბეტონის საფარის დაგება მიმდინარეობს. პროექტი რეგიონული განვითარების ფონდიდან 578 498 ლარით ფინანსდება, რომლის ფარგლებში რეაბილიტაცია ჩაუტარდება 5 428 მეტრიან გზას. სამუშაოებს  შპს „საპოვნელა“ ასრულებს. პირველმა პირებმა, ასევე, მოინახულეს ხიდ-ბოგირებისა და ციციქიურის უბანში  გაბიონის მშენებლობის პროცესი, რომლებზეც სამშენებლო სამუშაოები უახლოეს მომავალში დასრულდება. ნადაბურის ადმინისტრაციულ ერთეულში ოთხ ხიდ-ბოგირს უტარდება რეაბილიტაცია. პროექტის ღირებულება 60 000 ლარია, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან არის დაფინანსებული. ციცქიურში გაბიონის აღდგენითი სამუშაოები აქტიურ ფაზაში მიმდინარეობს, პროექტის ღირებულება 69 800 ლარს შეადგენს და დაფინანსებულია სტიქიის სალიკვიდაციო ფონდიდან. სამუშაოებს ასრულებს  „ლოდი პლიუსი“.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkghnm%20b.JPG
12/03/2019 16:19

„რა? სად? როდის?“ გამარჯვებული დაბა ხარაგაულის გუნდი გახდა

12 მარტს ხარაგაულის კინოთეატრში მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის ორგანიზებით,  ადმინისტრაციულ ერთეულებს შორის, „რა? სად? როდის?“ ფინალური შეხვედრა  გაიმართა. ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთს დაბა ხარაგაულის, მოლითის, ბაზალეთისა და კიცხის ადმინისტრაციული ერთეულები დაუპირისპირდნენ. გუნდები 6-6 კაცისგან იყო დაკომპლექტებული.  თამაში კი 20 კითხვისგან შედგებოდა. გამარჯვებული დაბა ხარაგაულის გუნდი გახდა, რომელმაც 16 ქულა მოიპოვა, ხოლო მეორე ადგილი 13 ქულით კიცხის ადმინისტრაციულმა ერთეულმა დაიკავა. „რა? სად? როდის?“ წამყვანის, დავით ჩადუნელის ინფორმაციით, პირველ ორ ადგილზე გასული გუნდი ექსკურსიით დასაჩუქრდება. ყველა მონაწილე გუნდს საჩუქრად საკუთარი გუნდის ფოტო გადაეცა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkmhmvb_1.JPG
12/03/2019 16:12

ხარაგაულის ზრდასრულთა განათლების ცენტრში სწავლება მოქალაქეებს უფასოდ შეეძლებათ

ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება. სასწავლებელში მსურველები მეფუტკრეობას, ხეზე კვეთას, ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს,  ფეხსაცმლის დიზაინს, თექისა, ჭრა-კერვის, ქსოვისა (მაკრამეს) და  ხალხურ ინსტრუმენტზე დაკვრის სამ თვიან კურსს გაივლიან. სასწავლებელში 18 წლის ზემოთ მოქალაქეები მიიღებიან, რომლებიც უფასოდ შეისწავლიან მათთვის სასურველ პროფესიას. დაინტერესებულმა პირებმა უნდა წარადგინონ განცხადება და პირადობის მოწმობა სასწავლებლის ადმინისტრაციაში. სასწავლებელი განთავსებულია სოლომონ მეფის N19 -ში, პოლიციის ყოფილ ძველ შენობაში, რომელსაც ჩაუტარდა შესაბამისი სარემონტო სამუშაოები და ასევე აღიჭურვა საჭირო ავეჯით. არასამთავრობო ორგანიზაციის „წიფლარის“ დამფუძნებლისა და პროექტის კოორდინატორის მანანა ტაბაშიძის ინფორმაციით  სასწავლებელში  მსურველთა საბუთების მიღება უკვე მიმდინარეობს და ჯგუფების ჩამოყალიბების შემდეგ  სწავლება დაიწყება. პროექტი ხარაგაულში არასამთავრობო ორგანიზაცია „წიფლარი“ სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის  საქართველოს ოფისის საგრანტო დაფინანსებით ხორციელდება. საქართველოში, სახალხო უნივერსიტეტთა გერმანული ასოციაციის საქართველოს ოფისის დაფინანსებით, სულ თერთმეტი პროფესიული  სასწავლებელია შექმნილი. ხოლო იმერეთის რეგიონში პირველი ხარაგაულია.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjkghjkhm.jpg
11/03/2019 17:24

„მოსიარულე სიკეთე“ ხარაგაულის ლიტერატურული თეატრის პრემიერა

10 მარტს ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრის მსახიობმა და რეჟისორმა, იზა ვეფხვაძემ თბილისის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში სპექტაკლის „მოსიარულე სიკეთე“ პრემიერა გამართა. მონო-სპექტაკლი საუცხოო მსახიობს, ბატონ იაკობ ტრიპოლსკის ცხოვრებას და შემოქმედებას მიეძღვნა. პრემიერა მსახიობის დაბადებიდან 100 წლის იუბილეს მიეძღვნა. თეატრის რეჟისორის ინფორმაციით, იაკობ ტრიპოლსკისადმი მიძღვნილი ლიტერატურული სპექტაკლის ჩვენება ხარაგაულში, მაისის თვეში გაიმართება. სპექტაკლის პრემიერას ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი და საქართველოდან და უცხოეთიდან მოწვეული სტუმრები დაესწრნენ. ხარაგაულის რეზო თაბუკაშვილის სახელობის ლიტერატურულ თეატრს ამ დროისთვის 60 მონო-სპექტაკლი აქვს დადგმული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hjcgncv.jpg
11/03/2019 14:38

ხარაგაულში უხუცესი აღმზრდელები გაიხსენეს

ემოციურად წარიმართა 7 მარტს უხუცეს აღმზრდელებთან შეხვედრა ხარაგაულის საბავშვო ბაღში. სკოლამდელ დაწესებულებათა გაერთიანების ორგანიზებითა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ხარაგაულში, დღეს, ის ღვაწლმოსილი აღმზრდელები გაიხსენეს, რომელთაც 40 წელზე მეტი ბავშვებისა და მომავალი თაობების აღზრდას შეალიეს. გაერთიანების თანამშრომლების მიერ მომზადებული ფოტოკოლაჟი, რომელიც 30-აინი წლებიდან მოყოლებული ხარაგაულის საბავშვო ბაღების ისტორიას ასახავდა, განსაკუთრებით საინტერესო და ამაღლვებელი აღმოჩნდა აღმზრდელებისთვის.  მოწვეულ სტუმრებს დედის დღე და რვა მარტი მიულოცა ბაღების გაერთიანების დირექტორმა, მამუკა ჭიპაშვილმა, მერიის კულტურის სამსახურის უფროსმა, ირინე ჩხეიძემ, ისტორიული მუზეუმის წარმომადგენელმა, ეკა შველიძემ, რომელმაც, ისტორიული მუზეუმის ხელმძღვანელის, ნინო დიდიძის მიერ მოწოდებული მართლაც, უნიკალური ფოტო-მასალის ისტორია გააცნო აღმზრდელებს.  უხუცესმა აღმზრდელებმა გაიხსენეს თავიანთი მოღვაწეობის პერიოდი, როგორ დაუკავშირდა მათი ცხოვრება საბავშვო ბაღს და ბავშვებს. მადლობა გადაუხადეს ღონისძიების ორგანიზატორებს, გახსენებისთვის და ამაგის დაფასებისთვის.  #1 საბავშვო ბაღის აღსაზრდელებმა რამდენიმე მუსიკალური ნომერი შეასრულეს და საპატიო სტუმრებს თავიანთი ხელით დამზადებული ყვავილების კალათები გადასცეს. ღვაწლმოსილ აღმზრდელებს მერიის კულტურის სამსახურის სახელით ფასიანი საჩუქრები და დამსახურების სიგელები გადაეცათ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ghjngh_1.jpg
11/03/2019 14:30

ხარაგაულში სკვერების რეაბილიტაცია დაიწყო

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტის ფარგლებში, 11 სკვერის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია განათების სისტემის, ძელ-სკამებისა და დაზიანებული ბორდიურების აღდგენა. პატარა ხარაგაულის სკვერში გათვალისწინებულია პატარებისთვის სათამაშო ატრაქციონის დამონტაჟება და სპორტული მოედნის მოწყობა.  მთლიანად განახლდება ხარაგაულის მერიის წინ მდებარე სკვერი. პროექტის ღირებულება 168 778 ლარს შეადგენს, რომელსაც ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ჭედა“ ასრულებს. სამუშაოები აპრილის ბოლოს დასრულდება. ხარაგაულში არსებული სკვერები: 1. ჩოხოსნების სკვერი; 2. თამაზ კიკნაძის სახელობის სკვერი; 3. მერიის წინ, 9 აპრილის ქ. N15-ში მდებარე სკვერი; 4. ვეფხვია ღონღაძის სახელობის სკვერი; 5. დაბაში, ცენტრალური პარკის წინ მდებარე სკვერი (მემორიალთან); 6. დაბაში 9 აპრილის სახელობის სკვერი (ხარაგაულის სახანძრო-სამაშველო განყოფილებასთან); 7. ე.წ. „დევების სკვერი“ 8. ევგენი ხარაძის სახელობის სკვერი; 9. ეკლესიისკენ მიმავალ გზაზე მდებარე სკვერი; 10. პატარა ხარაგაულში მდებარე სკვერი; 11. დაბაში სპორტსკოლის მიმდებარედ არსებული სკვერი. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/khkjhkjh.jpg
11/03/2019 14:25

ზაურ ბერაძემ ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალი სტილით ჭიდაობაში ხარაგაულელმა ზაურ ბერაძემ მესამე ადგილი აიღო და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. საქარველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა 23 წლამდელთა ნაკრებმა სერბეთში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატში მიიღო მონაწილეობა. პირველ დღეს, ქართველმა ფალავნებმა 4 მედალი - 1 ვერცხლი და 3 ბრინჯაო მოიპოვეს. ხარაგაულელი ზაურ ბერაძემ (86 კგ) კი, 10 მარტს, გადამწყვეტ ბრძოლაში, ბელარუს პაჰასიანს 4-2 მოუგო და ბრინჯაოს პრიზიორი გახდა. ვულოცავთ ზაურ ბერაძეს ამ გამარჯვებას და წარმატებებს ვუსურვებთ!        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/hkjlg%2Cbjnm%2C_1.jpg
07/03/2019 15:24

მუნიციპალიტეტის პირველობა მინი ფეხბურთში ვარძიის გუნდმა მოიპოვა

"სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" ორგანიზებით ხარაგაულის სპორტულ დარბაზში მუნიციპალიტეტის პირველობა საჯარო სკოლებს შორის მინი ფეხბურთში, ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატში მონაწილეობა მიიღეს: ხარაგაულის სასულიერო გიმნაზის, მესამე საჯარო სკოლის, ბორითის, ზვარის, ვარძიის, ხიდრის, ბორის სკოლა პანსიონის, კიცხის და ლეღვნის საჯარო სკოლის გუნდებმა. 6 მარტს პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში ვარძიის საჯარო სკოლამ  ბორითის გუნდი ანგარიშით 4:0 დამარცხა, ხოლო მეორე ნახევარფინალი ხიდრისა და N3 საჯარო სკოლის გუნდებს შორის გაიმართა, რომელიც დაბის სკოლის გამარჯვებით 3:1 დამთავრდა. 7 მარტს გამართულ ფინალურ შეხვედრაში ერთმანეთის ვარძიისა და  N3 საჯარო სკოლის გუნდები დაუპირისპირდნენ. თამაში ვარძიის გუნდის სასარგებლოდ 3:2 დასრულდა. მონაწილე გუნდებს სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/bjnk%2Cbnm.jpg
07/03/2019 11:56

410 000 ლარი საჯარო სკოლების რეაბილიტაციისთვის

6 მარტს ხარაგაულის საგანმანათლებლო  რესურსცენტრის უფროსმა, მარინე ვეფხვაძემ საჯარო სკოლების დირექტორებთან  სამუშაო შეხვედრა გამართა. შეხვედრას, სადაც სკოლების ინფრასტრუქტურული მდგომარეობა განიხილეს, მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი, თემური თაბუკაშვილი ესწრებოდა. ხარაგაულის საჯარო სკოლებს ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად სახელმწიფო ბიუჯეტიდან 410 000 ლარი გამოეყო.  ამასთან ერთად, კიცხში ახალი სკოლა აშენდება, ხოლო წყალაფორეთის, ვერტყვიჭალისა და მარელისის სკოლების რეაბილიტაციას მუნიციპალური განვითარების ფონდი დააფინანსებს. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა თითქმის ყველა სკოლაში არის პრობლემები, თუმცა გამოყოფილი თანხით ყველა პრობლემის მოგვარება ვერ მოხერხდება. სწორედ ამიტომ 410 000 ლარი იმ სკოლებზე გადანაწილდება, რომელთაც გამოუვალი მდგომარეობა აქვთ. განსაკუთრებით მძიმე მდგომარეობაა დაბის N3 სკოლაში. მიმდინარეობს სამუშაოები დაფინანსების მოსაპოვებლად, რათა მოხდეს მისი სრული რეაბილიტაცია. საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსის, მარინე ვეფხვაძის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხის სკოლებზე გადანაწილება. რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ის სკოლები დაფინანსდება, რომელთაც შედარებით რთული მდგომარეობა აქვთ.
სრულად