სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/fdghsxfvbxc.jpg
21/02/2019 10:19

მაღალმთიან სოფლებში საერთო კრებები გაიმართა

19 თებერვალს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში შეხვედრები მაღალმთიანი სტატუსის მქონე სოფლების გოლათუბნის, წიფის, გუდათუბნის და ფონას მოსახლეობასთან გაიმართა. იქაურმა მაცხოვრებლებმა ძირითად პრიორიტეტებად სასმელი წყლის სისტემის მოწესრიგება, გარე განათების მოწყობა და საუბნო გზების მოხრეშვა აირჩიეს.  მაღალმთან სოფლებში საერთო კრებების ჩატარებას ხარაგაულის მერის მოადგლე, არჩილ მაღრაძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი უძღვებოდნენ. სოფლის საერთო კრებებს ხარაგაულში იმერეთს სამხარეო ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, დავით გორდელაძე დაესწრო, რომელმაც შეხვედრაზე მოსული მოსახლეობის პრობლემები მოისმინა და აღნიშნა, რომ მათ მიერ წამოჭრილი თითოეული საკითხი განხილული იქნება მხარის სახელმწიფო რწმუნებულთან, შავლეგო ტაბატაძესთან და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომდგენლებთან ერთად იმსჯელებენ მოგვარების გზებზე.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/djhgdchjdgch.jpg
19/02/2019 16:35

ხარაგაულში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება

ბორითის ადმინისტაციულ ერთეულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. საერთო კრებებს აღნიშნული თემის სოფლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე უძღვებოდნენ. ბორითის მოსახლეობამ გადაწყვიტა საბავშვო ბაღისთვის ეზოს ატრაქციონები შეიძინონ, რისთვისაც სოფლის პროექტებით გამოყოფილი 16 000 ლარიდან 8 000 ლარი გაითვალისწინეს. დარჩენილი თანხით კი, ბორითის მაცხოვრებლები კულტურის სახლისთვის ინვენტარს შეიძენენ, გოჭოურის უბანში გზას მოხრეშავენ, ხოლო მაჩაიძეების უბანში წყლის ავზს ჩაუტარებენ რეაბილიტაციას.  უბისაში პრიორიტეტად რამდენიმე უბანში წყლის სისტემის მოწესრიგება დასახელდა. უბისელები, ასევე, მათთვის გამოყოფილი 12 000 ლარიდან სარიტუალო დარბაზისთვის კონდიციონერს შეიძენენ. მაქათუბნის მოსახლეობა 12 000 ლარს საუბნო გზის მოხრეშვასა და სარიტუალო სახლის რემონტს მოახმარს.  კვესრევში 10 000 ლარს დახარჯავენ საუბნო გზების მოხრეშვასა და წყლის სისტემის მოწესრიგებაზე. საქასრიის მოსახლეობამ ხმათა უმრავლესობით წყლის სათავე ნაგებობის გაკეთება და სარიტუალო სახლის კეთილმოწყობა გადაწყვიტა, რისთვისაც 12 000 ლარს დახარჯავენ. ვაშლევის მოსახლეობამ 10 000 ლარი გაღმა და გამოღმა ვაშლევისთვის თანაბრად გადაანაწილა და წყლის სისტემის მოწყობა და სასაფლაოს შემოღობვა აირჩია. ამაშუკეთში საუბნო გზას შეაკეთებენ და წყლის ჭაბურღილს მოაწყობენ. სოფლისთვის 10 000 ლარია გამოყოფილი. ერეთას მაცხოვრებლები წისქვილის შენობას აღადგენენ, ხიდ-ბოგირს შეაკეთებენ და ერეთა-დინარის დამაკვშირებელ გზას გაასწორებენ.  ციხისძირში კი, გამოყოფილი 10 000 ლარით გზის რთულ მონაკვეთს მოაბეტონებენ. ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების ჩატარება 28 თებერვლამდე გაგრძელდება. იხილეთ ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
19/02/2019 16:20

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghdcgjfghj.JPG
19/02/2019 16:17

ბიუროს სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა, ბიუროს წევრებს თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა . ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2018  წლის  დამტკიცებული ბიუჯეტი განისაზღვრებოდა 6 889,4 ათასი ლარით, წლის განმავლობაში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად შემოსულობები გაიზარდა  6 711,8 ათასი ლარით და განისაზღვრა 13 601,2   ათასი ლარით.        ბიუროს წევრები აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას კომისიებში განაგრძობენ. სხდომაზე ასვე განიხილეს  საკრებულოს  კომისიის თავმჯდომარეების მიერ წარმოდგენი ინფორმაცია 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით. სხდომაზე წარდგენილ საკითხებს დეპუტატები დასამტკიცებლად 4 მარტის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ujkmghjkhj.JPG
18/02/2019 14:19

პრობაციონერების მონაწილეობით ხარაგაულში აქცია გაიმართა

დღეს ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის - „თანადგომა“  ერთობლივი შეხვედრა გაიმართა ხარაგაულელ პრობაციონერებთან.  შეხვედრა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ წარმომადგენლებმა, მაკა იოსელიანმა და ხათუნა სირაძემ საინფორმაციო სემინარი ჩაატარეს შიდსა და ჰეპატიტზე, ისაუბრეს ამ დაავადებების გამომწვევ მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე. შემდეგ კი პრობაციონერებისთვის ადგილზე  სკრინინგ-აქცია გაიმართა. ღონისძიების დასასრულს აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრობაციონერებთან ერთად დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე ცაცხვის ნერგები დარგეს. დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი  პრობაციონერების საზოგადოებაში ინტეგრაცია გახლდათ. გოჩა გიორგიძე მადლობას უხდის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს მხარდაჭერისთვის. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ დამოკიდებულ პირებსა და პრობაციონერებს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ ქუთაისის ფილიალს. მისამართი: ქ. ქუთაისი, ოცხელის ქუჩა N2 ცხელი ხაზი: (+995431) 26 50 27, 26 50 26 (+995 599 32 23 28; (+995) 574 22 34 96
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgjdghj_1.jpg
15/02/2019 16:36

ხევის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების გამართვა გრძელდება. ამჯერად, სოფლის პრიორიტეტები ხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა შეარჩიეს. პროცესს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე უძღვებოდა. ხევის თემის სოფელ გრიგალათში, რომლისთვისაც  12 000 ლარია გამოყოფილი, ახალგაზრდების ინიციატივით, სპორტული მოედანი მოეწყობა, მოიხრეშება ასევე, საუბნო გზები.  ციცქიურის მოსახლეობა მდინარე ძირულაზე გადასასვლელ ხიდს შეაკეთებს, ასევე, მოხრეშავენ საუბნო გზებს.  წაქვაში 10 000 ლარით სპორტულ მოედანს მოაწყობენ და აქაც გზებს შეაკეთებენ. ხევის მოსახლეობა კი, წისქვილს ააშენებს და სასაფლაოს შემოღობავს. იხილეთ ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/djhfghj.JPG
14/02/2019 17:40

სპექტაკლის პრემიერა - „მე თქვენ მიყვარხართ“

14 თებერვალს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა (რეჟისორი იზა ვეფხვაძე)  ხარაგაულის კინოთეატრში  ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერა - „მე თქვენ მიყვარხართ" გამართა. იზა ვეფხვაძემ სპექტაკლის განმავლობაში ქართველი და უცხოელი მწერლების სასიყვარულო ხასიათის ლექსები წაიკითხა. სპექტაკლს ხარაგაულელ მაყურებელთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.                    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gfhjndcghn.jpg
13/02/2019 17:33

ხარაგაულში მოსწავლეებს შორის შაშში მუნიციპალიტეტის პირველობა  გაიმართა

"სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) სპორტულ დარბაზში მოსწავლე გოგონებსა და ვაჟებს შორის მუნიციპალიტეტის  პირველობა შაშში გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ასამდე მოსწავლემ მიიღო. თამაშის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ პირველ სამ ადგილზე გასული გამარჯვებული მოსწავლეები.  ვაჟები: პირველი ადგილი - ოლეგ გოლუბიანი (ღორეშის საჯარო სკოლა); მეორე ადგილი -  გიორგი მეგრელიშვილი (მარელისის საჯარო სკოლა); მესამე ადგილი - ვალერი კაპანაძე (საღანძილის საჯარო სკოლა). გოგონებს  შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: პირველი ადგილი - მარიამ მაქაძე (მესამე საჯარო სკოლა); მეორე ადგილი  - ელა რამიშვილი (ღორეშის საჯარო სკოლა); მესამე ადგილი - ქეთი გელაშვილი (ნადაბურის საჯარო სკოლა).  საუკეთესო მოთამაშედ მსაჯთა კოლეგიამ მარიამ კვირიკაშვილი დაასახელა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd.jpg
13/02/2019 17:16

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით  განმეორებითი  ელექტრონული აუქციონი ცხადდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აუქციონს აცხადებს, ასევე, შემდეგ ობიექტეზე: ზემოთ აღნიშნული აუქციონი 2019 წლის 15 თებერვალს, 16:00 საათზე, დაიწყება და 25 თებერვალს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge  ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfdghfg.JPG
13/02/2019 16:38

სარგვეშის თემის სოფლებმა პროექტები შეარჩიეს

სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში საერთო კრებები გაიმართა, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი უძღვებოდნენ.  სარგვეშის მოსახლეობამ ფარული კენჭისყრით, სოფლისთვის პრიორიტეტული თემა აირჩია - სოფლის ბიბლიოთეკის შენობის დასრულება, სველი წერტილის მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის (სოფლის ცენტრის) განათება. ერთ იდეაში გაერთიანებული ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისთვის, სარგვეშის მაცხოვრებლები, მათთვის გამოყოფილ 12 000 ლარს დახარჯავენ. საბეს მოსახლეობამ, ასევე ფარული კენჭისყრით, მაღალაურის საუბნო გზის შეკეთება გამოყო პრიორიტეტად. დაახლოებით 2 კმ-მდე გზა 10 000 ლარით გასწორდება და მოიხრეშება. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა გადაწყვიტა სოფელ ხორითის მოსახლეობამ, აღნიშნულ სოფელზეც 10 000 ლარია გამოყოფილი. წყლის წისქვილს ჩაუტარებენ რეაბილიტაციას და საუბნო გზას შეაკეთებენ სოფელ მიროწმინდაში მაცხოვრებლები და ამ პროექტზე 10 000 ლარს გადაანაწილებენ.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  იხილეთ ოქმი
სრულად