სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfhbfghfghfghb.JPG
19/02/2019 16:20

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს რიგითი სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომის ოქმი იხილეთ ბმულზე.    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfghdcgjfghj.JPG
19/02/2019 16:17

ბიუროს სხდომაზე 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების ანგარიში მოისმინეს

დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ვლადიმერ გელაშვილმა, ბიუროს წევრებს თვითმმართველი ერთეულის 2018 წლის ბიუჯეტის შესრულების შესახებ ანგარიში წარუდგინა . ვლადიმერ გელაშვილის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2018  წლის  დამტკიცებული ბიუჯეტი განისაზღვრებოდა 6 889,4 ათასი ლარით, წლის განმავლობაში განხორციელებული საბიუჯეტო ცვლილებების შედეგად შემოსულობები გაიზარდა  6 711,8 ათასი ლარით და განისაზღვრა 13 601,2   ათასი ლარით.        ბიუროს წევრები აღნიშნულ საკითხზე მსჯელობას კომისიებში განაგრძობენ. სხდომაზე ასვე განიხილეს  საკრებულოს  კომისიის თავმჯდომარეების მიერ წარმოდგენი ინფორმაცია 2019 წლის სამუშაო გეგმის დამტკიცებასთან დაკავშირებით. სხდომაზე წარდგენილ საკითხებს დეპუტატები დასამტკიცებლად 4 მარტის საკრებულოს სხდომაზე განიხილავენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ujkmghjkhj.JPG
18/02/2019 14:19

პრობაციონერების მონაწილეობით ხარაგაულში აქცია გაიმართა

დღეს ხარაგაულის ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრისა და სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის - „თანადგომა“  ერთობლივი შეხვედრა გაიმართა ხარაგაულელ პრობაციონერებთან.  შეხვედრა რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ წარმომადგენლებმა, მაკა იოსელიანმა და ხათუნა სირაძემ საინფორმაციო სემინარი ჩაატარეს შიდსა და ჰეპატიტზე, ისაუბრეს ამ დაავადებების გამომწვევ მიზეზებსა და რისკ-ფაქტორებზე. შემდეგ კი პრობაციონერებისთვის ადგილზე  სკრინინგ-აქცია გაიმართა. ღონისძიების დასასრულს აღნიშნული ორგანიზაციების წარმომადგენლებმა პრობაციონერებთან ერთად დაბა ხარაგაულის ტერიტორიაზე ცაცხვის ნერგები დარგეს. დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ღონისძიების მიზანი  პრობაციონერების საზოგადოებაში ინტეგრაცია გახლდათ. გოჩა გიორგიძე მადლობას უხდის ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიას, ა(ა)იპ „დასუფთავებისა და კეთილმოწყობის“ სამსახურსა და ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს მხარდაჭერისთვის. შეგახსენებთ, რომ სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრი „თანადგომა“ დამოკიდებულ პირებსა და პრობაციონერებს სხვადასხვა სახის მომსახურებას სთავაზობს. დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ საინფორმაციო სამედიცინო-ფსიქოლოგიური ცენტრის „თანადგომა“ ქუთაისის ფილიალს. მისამართი: ქ. ქუთაისი, ოცხელის ქუჩა N2 ცხელი ხაზი: (+995431) 26 50 27, 26 50 26 (+995 599 32 23 28; (+995) 574 22 34 96
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfgjdghj_1.jpg
15/02/2019 16:36

ხევის მოსახლეობამ პრიორიტეტები შეარჩია

ხარაგაულში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში საერთო კრებების გამართვა გრძელდება. ამჯერად, სოფლის პრიორიტეტები ხევის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა შეარჩიეს. პროცესს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე უძღვებოდა. ხევის თემის სოფელ გრიგალათში, რომლისთვისაც  12 000 ლარია გამოყოფილი, ახალგაზრდების ინიციატივით, სპორტული მოედანი მოეწყობა, მოიხრეშება ასევე, საუბნო გზები.  ციცქიურის მოსახლეობა მდინარე ძირულაზე გადასასვლელ ხიდს შეაკეთებს, ასევე, მოხრეშავენ საუბნო გზებს.  წაქვაში 10 000 ლარით სპორტულ მოედანს მოაწყობენ და აქაც გზებს შეაკეთებენ. ხევის მოსახლეობა კი, წისქვილს ააშენებს და სასაფლაოს შემოღობავს. იხილეთ ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/djhfghj.JPG
14/02/2019 17:40

სპექტაკლის პრემიერა - „მე თქვენ მიყვარხართ“

14 თებერვალს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულმა თეატრმა (რეჟისორი იზა ვეფხვაძე)  ხარაგაულის კინოთეატრში  ლიტერატურული სპექტაკლის პრემიერა - „მე თქვენ მიყვარხართ" გამართა. იზა ვეფხვაძემ სპექტაკლის განმავლობაში ქართველი და უცხოელი მწერლების სასიყვარულო ხასიათის ლექსები წაიკითხა. სპექტაკლს ხარაგაულელ მაყურებელთან ერთად ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ.                    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/gfhjndcghn.jpg
13/02/2019 17:33

ხარაგაულში მოსწავლეებს შორის შაშში მუნიციპალიტეტის პირველობა  გაიმართა

"სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის" (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) სპორტულ დარბაზში მოსწავლე გოგონებსა და ვაჟებს შორის მუნიციპალიტეტის  პირველობა შაშში გაიმართა. შეჯიბრში მონაწილეობა მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების ასამდე მოსწავლემ მიიღო. თამაშის დასრულების შემდეგ გამოვლინდნენ პირველ სამ ადგილზე გასული გამარჯვებული მოსწავლეები.  ვაჟები: პირველი ადგილი - ოლეგ გოლუბიანი (ღორეშის საჯარო სკოლა); მეორე ადგილი -  გიორგი მეგრელიშვილი (მარელისის საჯარო სკოლა); მესამე ადგილი - ვალერი კაპანაძე (საღანძილის საჯარო სკოლა). გოგონებს  შორის საპრიზო ადგილები შემდეგნაირად განაწილდა: პირველი ადგილი - მარიამ მაქაძე (მესამე საჯარო სკოლა); მეორე ადგილი  - ელა რამიშვილი (ღორეშის საჯარო სკოლა); მესამე ადგილი - ქეთი გელაშვილი (ნადაბურის საჯარო სკოლა).  საუკეთესო მოთამაშედ მსაჯთა კოლეგიამ მარიამ კვირიკაშვილი დაასახელა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/asdasdgsdg44asd.jpg
13/02/2019 17:16

ყურადღება აუქციონი!

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზების მიზნით  განმეორებითი  ელექტრონული აუქციონი ცხადდება. ხარაგაულის მუნიციპალიტეტი აუქციონს აცხადებს, ასევე, შემდეგ ობიექტეზე: ზემოთ აღნიშნული აუქციონი 2019 წლის 15 თებერვალს, 16:00 საათზე, დაიწყება და 25 თებერვალს, 16:00 საათზე, დასრულდება. ინფორმაცია განთავსდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს ვებ-გვერდზე:  eauction.ge  ინფორმაცია გამოქვეყნდება, ასევე, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ა(ა)ი.პ. მოქალაქეთა ჩართულობისა და ინფორმირების მუნიციპალური ცენტრის გაზეთ „ახალ ხარაგაულში.“
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/fghjfdghfg.JPG
13/02/2019 16:38

სარგვეშის თემის სოფლებმა პროექტები შეარჩიეს

სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში საერთო კრებები გაიმართა, რომელსაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის თანაშემწე, ლაშა გელაშვილი უძღვებოდნენ.  სარგვეშის მოსახლეობამ ფარული კენჭისყრით, სოფლისთვის პრიორიტეტული თემა აირჩია - სოფლის ბიბლიოთეკის შენობის დასრულება, სველი წერტილის მოწყობა და მიმდებარე ტერიტორიის (სოფლის ცენტრის) განათება. ერთ იდეაში გაერთიანებული ზემოთ ჩამოთვლილი საკითხებისთვის, სარგვეშის მაცხოვრებლები, მათთვის გამოყოფილ 12 000 ლარს დახარჯავენ. საბეს მოსახლეობამ, ასევე ფარული კენჭისყრით, მაღალაურის საუბნო გზის შეკეთება გამოყო პრიორიტეტად. დაახლოებით 2 კმ-მდე გზა 10 000 ლარით გასწორდება და მოიხრეშება. შიდა საუბნო გზების მოხრეშვა გადაწყვიტა სოფელ ხორითის მოსახლეობამ, აღნიშნულ სოფელზეც 10 000 ლარია გამოყოფილი. წყლის წისქვილს ჩაუტარებენ რეაბილიტაციას და საუბნო გზას შეაკეთებენ სოფელ მიროწმინდაში მაცხოვრებლები და ამ პროექტზე 10 000 ლარს გადაანაწილებენ.  სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში კრებები ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს.  იხილეთ ოქმი
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/FGHXDFB.jpg
13/02/2019 16:37

ხარაგაულში საერთო კრებების ჩატარება გრძელდება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში პრიორიტეტების შერჩევა ყოველდღიურ რეჟიმში მიმდინარეობს. 12 თებერვალს საერთო კრებები ლეღვნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ ოთხ სოფელში ჩატარდა, რომლებსაც მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე უძღვებოდა. მარელისის მოსახლეობა 12 000 ლარით საბანკეტო დარბაზს მოაწყობს და ინვენტარს შეიძენს. ლეღვანში 16 000 ლარი დაიხარჯება შიდა საუბნო გზების შესაკეთებლად.  ასევე, გზებს შეაკეთებს და გარე განათებას მოაწყობს დიდვაკის მოსახლეობაც მათთვის გამოყოფილი 10 000 ლარით.  პატარა სახვლარში რეგისტრირებულმა ორმა ოჯახმა კი, სასოფლო გზის შეკეთება აირჩია. აღნიშნულის შესასრულებლად 10 000 ლარს დახარჯავენ. მუნიციპალიტეტის მასშტაბით საერთო კრებების ჩატარება 28 თებერვალს დასრულდება. იხილეთ ოქმი    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dfygjhnch.jpg
11/02/2019 17:45

ხარაგაულში ქართულ ჭიდაობაში ჩემპიონატი გაიმართა

8 თებერვალს ხარაგაულის  ა(ა)იპ “სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) სპორტულ დარბაზში, ქართული  ჭიდაობაში ჩემპიონატი გაიმართა. ჩემპიონატში მონაწილეობა  ხარაგაულის, ზესტაფონის, ჭიათურის, თერჯოლის, ქუთაისის, ტყიბულის, წყალტუბოს, ვანის, ოზურგეთის, ცაგერისა და საჩხერის გუნდებმა მიიღეს. ჩემპიონატს ესწრებოდა ქართული ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ოთარ ყურაშვილი. ხარაგაულის სპორტისა და შიდა ტურიზმის ცენტრის დირექტორის, გრიგოლ ჭიპაშვილის ინფორმაციით, ტურნირის 6 წარმატებული მონაწილე თებერვლის ბოლოს საქართველოს ჩემპიონატზე მიიღებს მონაწილეობას. ჩემპიონები და პრიზიორები დაჯილდოვდნენ სიგელებითა და მედლებით. ჩემპიონატის გამარჯვებულები გახდნენ: 35 კგ წონით კატეგორიაში: პირველი ადგილი ომანაძე ლუკა (წყალტუბო). მეორე ადგილი გრიგალაშვილი ვასო (ხარაგაული). მესამე ადგილი გორგაძე გოგა (ზესტაფონი). 40 კგ წონით კატეგორია: პირველი ადგილი ჯუღელი გაგა (ზესტაფონი). მეორე ადგილი კვატაშიძე ლომერი (ქუთაისი). მესამე ადგილი გუმბერიძე რეზო (ქუთაისი). 45 კგ წონით კატეგორია: პირველი ადგილი ხიდაშელი თენგიზი(ზესტაფონი). მეორე ადგილი კლდიაშვილი საბა (ზესტაფონი). მესამე ადგილი სტანაძე გაგა (ქუთაისი). 50 კგ წონით კატეგორია: პირველი ადგილი გაბრიჭიძე ნიკა (ქუთაისი). მეორე ადგილი მარკოიძე შაქრო (ვანი). მესამე ადგილი ედიბერიძე შოთიკო (ქუთაისი). 55 კგ წონით კატეგორია: პირველი ადგილი თურმანიძე ბექა(ზესტაფონი). მეორე ადგილი კოპალიანი ვლადიმერი (ცაგერი). მესამე ადგილი კაპატაძე მათე (ქუთაისი). 60 კგ წონით კატეგორია: პირველი ადგილი გველესიანი საბა (წყალტუბო). მეორე ადგილი ხურციძე ბეჟანი(ვანი). მესამე ადგილი ჭუმბურიძე გიორგი (ზესტაფონი). 66 კგ წონით კატეგორია: პირველი ადგილი ჩეჩელაშვილი რეზო (ქუთაისი). მეორე ადგილი ცხვედაძე ლუკა (ხარაგაული). მესამე ადგილი წვერავა გეგი(ზესტაფონი). +66 კგ წონით კატეგორია. პირველი ადგილი ნიქაბაძე რომეო (ქუთაისი). მეორე ადგილი გავაშელაშვილი ზურა (თერჯოლა). მესამე ადგილი გიორხელიძე მათე (წყალტუბო).  
სრულად