სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0114.JPG
12/10/2018 09:37

ლაშის სკოლა 100 წლისაა

ლაშის საჯარო სკოლაში (დირექტორი ნანა აბესაძე) სკოლის დაარსებიდან 100 წლის იუბილე აღნიშნეს. იუბილესთან დაკავშირებით სკოლას მისი დამაარსებლის, წმიდა სიმონ მჭედლიძის სახელი მიენიჭა.  ღონისძიებას სასულიერო პირები, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, წმიდა სიმონ მჭედლიძის შთამომავლები, სკოლის კურსდამთავრებულები, ადგილობრივი თვითმმართველობისა და საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.  საზოგადოებას მოსწავლეებმა სკოლის დაარსების ისტორია შეახსენეს. ირინე ჩხეიძემ და ბათუ კიკნაძემ ლიტერატურული სპექტაკლი წარმოადგინეს, რომელიც წმიდა სიმონ მჭედლიძის ცხოვრებასა და მოღვაწეობას ეძღვნებოდა.  სიმონ მჭედლიძის შვილიშვილმა, დამანა მელიქიშვილმა სკოლას საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, მდიდარი ბიბლიოთეკა შესძინა და ათობით წიგნი საჩუქრად გადასცა. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/_DSC0007.JPG
12/10/2018 09:29

ხარაგაულის ტურისტული განვითარებისთვის

11 ოქტომბერს, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში, არასამთავრობო  ორგანიზაცია აღმოსავლეთ-დასავლეთ ინსტიტუტის წარმომადგენლებმა ხარაგაულის ტურისტული და ეკონომიკური განვითარებით დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ამერიკის საელჩოს, USAID- ის, ეკოტურიზმის ასოციაციისა და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე იმყოფებოდნენ, ასევე, ხარაგაულელი ახალგაზრდები, რომელთაც ხარაგაულის, კერძოდ, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მდებარე სოფელ სახვლარის განვითარების გეგმა შეიმუშავეს, რომელიც რამდენიმე ხნის წინ ამერიკის ელჩის მოვალეობის შემსრულებელს ხარაგაულში ვიზიტისას წარუდგინეს. სწორედ ამის შემდეგ გაჩნდა დღევანდელი შეხვედრის გამართვის იდეა. შეხვედრაზე შაკო ჩხეიძემ და შოთა ხარატიშვილმა აღნიშნული იდეის მნიშვნელობასა და დამაბრკოლებელ მიზეზებზე ისაუბრეს. ხარაგაულის განვითარების საკუთარი ხედვა წარმოაჩინა ისტორიის პედაგოგმა, ზეინაბ ბუაჩიძემ. მისი ინფორმაციით, ხარაგაულის 18 სოფელში მოიპოვება წყლები, რომლებიც სხვადასხვა სახის დაავადებებს კურნავს. როგორც შეხვედრაზე გამოიკვეთა  მთავარი პრობლემა ინფრასტრუქტურის მოუწესრიგებლობა, პროდუქტების ფალსიფიკაცია და სოფლის მეურნეობის დარგების განუვითარებლობაა.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/fgkhflghkgh.jpg
08/10/2018 16:41

ლიტერატურული თეატრი ბორითში სპექტაკლს და სამხატვრო პლენერს ჩაატარებს

13 ოქტომბერს, 13:00 საათზე, საქართველოს ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას გარდაცვალების ადგილზე, სოფელ ბორითში, რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურული თეატრი, მერაბ კოსტავასადმი მიძღვნილ, იზა ვეფხვაძის საავტორო ლიტერატურული სპექტაკლს -  „საქართველოს შიშველი სატევარი“ გამართავს. ამავე დღეს, ლიტერატურული თეატრი გახსნის ტრადიციულ სამხატვრო პლენერს -„გამა“. პლენერში მონაწილეობას მიიღებენ ცნობილი მხატვრები, რომლებიც  ხარაგაულის ულამაზეს ხედებს დახატავენ და ნამუშევრებს რეზო თაბუკაშვილის სახელობის სახალხო ლიტერატურულ თეატრს გადასცემენ საჩუქრად. პლენერის დახურვა და პროექტის ფარგლებში შექმნილი ნამუშევრების გამოფენა მოხდება, სოფელ უბისაში, უბისის მონასტერთან ახლოს 14 ოქტომბერს, 15:00 საათზე.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/sdjhdghjfgkjhk.jpg
08/10/2018 16:22

ანსამბლმა „კახორმა“ „სულიკო 2018“-ში მიიღო მონაწილეობა

7 ოქტომბერს ხარაგაულის კულტურისა და ხელოვნების ცენტრთან არსებულმა ანსამბლმა „კახორმა“ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გამართულ ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალში - “სულიკო 2018" მიიღო მონაწილეობა. ქართული ლირიკული სიმღერის ფესტივალში    იმერეთის რეგიონის 10 მუნიციპალიტეტიდან წარდგენილი მუსიკალური ჯგუფები და ინდივიდუალური შემსრულებლები იღებდნენ მონაწილეობას. ფესტივალში გამოვლინდნენ სხვადსხვა ნომინაციაში გამარჯვებული შემსრულებლები. ანსამბლ „კახორს“ ფესტივალის დამაარსებლის მამუკა ასლანიკაშვილის სახელობის პრიზი და ნომინაციაში - „საუკეთესო ახალგაზრდა შემსრულებელი'' -  სიგელი გადაეცა. „1სულიკო 2018“-ის გამარჯვებული და გრანპრის მფლობელი ქუთაისის კვარტეტი გახდა. ხოლო პირველი ადგილი წილად ხვდა ანსამბლ „ზესტაფონს". ლირიკული სიმღერის ფესტივალის აღნიშვნა საფუძველს,  გასული საუკუნის 80-იან წლებში იღებს, რომელიც ტრადიციულად შემოდგომაზე, აკაკი წერეთლის ლექსზე შექმნილი „სულიკოს" ავტორის, ვარინკა წერეთლის მშობლიურ სოფელში, ცხრაწყაროში ტარდება და „ვარინკობის" დღესასწაულიც სწორედ, მისი ხსოვნის უკვდავსაყოფად იმართება. ფესტივალი „სულიკო 2018“  ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის ორგანიზებით გაიმართა.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ghjfcghbmnbc.jpg
08/10/2018 14:05

მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიაში მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭომ განიხილა მოქალაქეთა განაცხადებები – მაღალმთაინ დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭების თაობაზე.  დადებითი რეკომენდაცია გაეწიათ შემდეგ მოქალაქეებს:  მალხაზ ლომიძე, ზურაბ ჩაჩანიძე, ლეილა ჩაჩანიძე, მალხაზ ჩაჩანიძე, ჟუჟუნა დალალიშვილი, ხათუნა ჩადუნელი, დავით ბლიაძე, მზია ბლიაძე, ჯანელი ბლიაძე, შორენა ბლიაძე, ზაური ბლიაძე, ნუგზარ ბლიაძე, ინგა კურტანიძე, ალექსანდრე ჩადუნელი, ჯემალ ბლიაძე, ვაჟა ბლიაძე, ივანე ბლიაძე, გიორგი ჩადუნელი, სულხან ჩადუნელი, მარინა გრიგალაშვილი, ნანა ბლიაძე. მაღალმთიან დასახლებაში მცხოვრებთა სტატუსის მართვის საბჭო განიხილავს ინდივიდუალურ განცხადებებს და გასცემს რეკომენდაციებს მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირის სტატუსის მინიჭებისა და შეწყვეტის თაობაზე. საბოლოო გადაწყვეტილებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი იღებს და გამოსცემს შესაბამის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს. საბჭოს შემადგენლობაში შედიან:  ინგა ლურსამანაშვილი - იურდიული განყოფილების, მეორადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი - განყოფილების უფროსი (სხდომის თავმჯდომარე); თამარ სულაქველიძე - იურდიული განყოფილების პირველი კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის თავმჯდომარის მოადგილე); ნინო ფერაძე - ადმინისტრაციული სამსახურის მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (სხდომის მდივანი); თამთა მეტრეველი - იურდიული განყოფილების მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (საბჭოს წევრი); ალექსანდრე ტაბატაძე - სოციალური დაცვის განყოფილების მეორადის ტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/ldfjhfkghh.jpg
08/10/2018 11:27

 ვერტყვიჭალასა და მოლითში  პროექტის - „დანერგე მომავალი“ შესახებ შეხვედრა გაიმართა

ხარაგაულის სოფლებში ვერტყვიჭალასა და მოლითში, კენკროვანი კულტურების განვითარების შესახებ შეხვედრა გაიმართა.  სოფლის მეურნეობის სამინისტროს პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, შეხვედრებს მუნიციპალიტეტებში იმერეთის მხარის გუბერნატორი, შავლეგო ტაბატაძე და სამინისტროს იმერეთის რეგიონული სამმართველოს უფროსი, რუსუდან ძიძიშვილი მართავენ, რომლებიც სოფლის მეურნეობის განვითარებაზე ორიენტირებულ და დაინტერესებულ პირებს კონსულტაციებს უწევენ. ხარაგაულის სოფლებში შეხვედრებს ასევე, ესწრებოდნენ ხარაგაულის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე. ლურჯი მოცვის, მაყვლის და ჟოლოს ინტენსიური ბაღების გაშენების მხარდასაჭერად, სახელმწიფო პროექტში „დანერგე მომავალი“ ცვლილებები შევიდა. ბაღების თანადაფინანსების კომპონენტს ახალი ქვეკომპონენტი - „კენკროვანი კულტურები“ დაემატა. ქვეკომპონენტის ფარგლებში, განსაზღვრულ რეგიონებში, დაფინანსდება შესაძენი ნერგების ღირებულების 100%, როგორც ადგილობრივ ბაზარზე შეძენისას, ასევე მათი იმპორტის შემთხვევაში; 100%-ით დაფინანსდება წვეთოვანი სარწყავი სისტემების ღირებულებაც; საჭიროების შემთხვევაში, დაფინანსდება ბაღის გაშენებისათვის საჭირო მასალების ღირებულების 100%.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/gjklhgjklhjk.jpg
08/10/2018 11:24

ხარაგაულში პედაგოგთა საერთაშორისო დღე აღინიშნა

მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურცენტრის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებას დაესწრო და მერიის სახელით, მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლებში გამოვლენილი წლის წარმატებული მასწავლებლები სიგელებითა და ფასიანი საჩუქრებით დააჯილდოვა.  მასწავლებლის დღე, 5 ოქტომბერი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში 24 წელია აღინიშნება.   ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერია ულოცავს ყველა პედაგოგს პროფესიულ დღეს და წარმატებებს უსურვებს პირად და საზოგადოებრივ საქმიანობაში.  მასწავლებლის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების მხარდამჭერია ხარაგაულის მერიის კულტურის სამსახური და სპმთპ-ის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაცია.   
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/dsfgjhfdgjgjh.jpg
08/10/2018 11:20

მუნიციპალიტეტის მერი ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობას შეხვდა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე პირველ მოადგილე, არჩილ მაღრაძესთან ერთად, სოფელ ლეღვნისა და მარელისის მოსახლეობას შეხვდა. შეხვედრაზე მუნიციპალიტეტის მერმა მოსახლეობას დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 2019 წელს სოფელ ლეღვანში სკოლამდე მისასვლელ გზას რეაბილიტაცია ჩაუტარდება, ასევე, საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობა გაგრძელდება მარელისში.  „ჩვენ მიერ წამოწყებულ ინიციატივებს მოსახლეობა პოზიტიურად ხვდება, თუმცა სოფლებში ჯერ კიდევ ბევრი პრობლემებია. სამასალე ხე-ტყესა და ბუნებრივ რესურსებზე წვდომა, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა სოფლის მოსახლეობისთვის. აღნიშნულ საკითხზე საკანონმდებლო ორგანოში სრული დატვირთვით მუშაობენ, რომელშიც აქტიურადაა ჩართული ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატი პარლამენტში“ - აღნიშნა შეხვედრაზე ხარაგაულის მერმა. შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის მიერ დასმული მნიშვნელოვანი საკითხები 2019 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/Nphoto/xfgnhxcvbxcvnhjbjn%20(1).jpg
08/10/2018 10:22

განცხადება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი გაცნობებთ, რომ  სარგვეშის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი,  რუსუდან გიორგაძე  ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს და მათ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშს წარუდგენს. შეხვედრები გაიმართება 1 3 ოქტომბერს შემდეგი განრიგით: სოფელ საბეში - 12 საათზე; სოფელ სარგვეშში - 14  საათზე; სოფელ ხორითში - 16 საათზე. შეხვედრა მოეწყობა სოფლის ცენტრში ღია ცის ქვეშ. იხილეთ დანართი        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/news-photos/43178789_753726694975488_7749941690160381952_n.jpg
05/10/2018 12:35

საქართველოში მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა მიმდინარეობს

3 ოქტომბერს ხარაგაულში გაეროს ბავშვთა ფონდის კომუნიკაციის პროგრამების ხელმძღვანელმა, მაია ქურციკიძემ და ფონდის წარმომადგენლებმა საინფორმაციო შეხვედრა გამართეს. ფონდის წარმომადგენლებმა დამსწრე საზოგადოებას  მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს, რომელიც ქვეყნის მასშტაბით, 20 სექტემბრიდან დაიწყო და  სამი თვის განმავლობაში გაგრძელდება. კვლევის მიზანია ძირითადი მონაცემების შეგროვება ოჯახების, ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად.  კველავ ასევე, ითვალისწინებს  წყლის ხარისხის შესწავლასა და  ბავშვების სისხლში ტყვიის შემცველობის დადგენას და იგი  საქართველოს მთავრობის კონტროლირებად ყველა რეგიონში, როგორც ქალაქებში, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში ჩატარდება. სულ, 14 000 ოჯახში. სისხლში ტყვიის არსებობის დასადგენად, ქვეყნის მასშტაბით, 2-დან 7 წლამდე ასაკის 1 500 ბავშვს გამოიკვლევენ. ნიმუშები გადაიგზავნება იტალიაში, ევროპის ერთ-ერთ წამყვან ლაბორატორიაში და ანალიზის პასუხებს ოჯახები ინდივიდუალურად მიიღებენ. ტყვიის შემცველობის მაღალი დონის დადგენის შემთხვევაში, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ბენეფიციარებს უფასო კონსულტაციას გაუწევს. კვლევების ჩასატარებლად ოჯახებს საქსტატის წარმომადგენლები ეწვევიან. სპეციალურად შერჩეული მედდა მშობლებისა და ბავშვის თანხმობით, ბავშვის ვენიდან სისხლის სინჯს აიღებს, ხოლო მეორე წარმომადგენელი - სასმელი წყლის სინჯს. სასმელი წყლის ნიმუშების აღება  მოხდება ყოველ მეოთხე ოჯახში, სინჯი შემოწმდება ნაწლავის ჩხირის არსებობაზე.  შედეგები გამოავლენს წყლის ხარისხს, როგორც მთელი ქვეყნის მასშტაბით, ისე რეგიონის დონეზე. მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას საქართველოში სტატისტიკის ეროვნული სამსახური გაეროს ბავშვთა ფონდისა და დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. კვლევის ფინანსურ მხარდაჭერას ასევე უზრუნველყოფენ: შვედეთის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტო(SIDA), ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), საფრანგეთის განვითარების სააგენტო (AFD),  შვეიცარიის განვითარების თანამშრომლობის სააგენტო (SDC), გაეროს მოსახლეობის ფონდი (UNFPA), გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP), მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია  (WHO), მსოფლიო ბანკი და იტალიის ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი.  შეხვედრის მეორე ნაწილი გაეროს ბავშვთა ფონდის სოციალური ცვლილებებისკენ მიმართული კამპანიას “დაასრულე ძალადობა“  დაეთმო,. სადაც შეხვედრის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია თუ, რა არის ბავშვთა მიმართ ძალადობა და როგორ უნდა ვებრძოლოთ მას. კამპანია საქართველოში ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.  
სრულად