სიახლეები
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0069.JPG
13/09/2018 17:29

ხარაგაულის მერმა სხლითის და ვანის მოსახლეობას მოუსმინა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე და მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, სოფელ სხლითის და ვანის მოსახლეობას შეხვდნენ.  მუნიციპალიტეტის პირველმა პირებმა ორ სოფელში არსებული პრობლემები მოისმინეს და მოსახლეობასთან ერთად, მათი მოგვარების გზებზე იმსჯელეს.  ხარაგაულის მთიანი სოფლების ძირითადი გამოწვევა დაზანებული ინფრასტრუქტურაა. ვანში 4 კმ-იანი გზა 2017 წელს დაიგო, გზის რეაბილიტაციას ითხოვს სხლითის მოსახლეობაც. მერის ინფორმაციით, სხლითში 3კმ-მდე გზა 2020 წელს მობეტონდება.  სხლითის და ვანის მოსახლეობა, სოფლებში მოძველებული წისქვილებისა და ხიდბოგირების რეაბილიტაციას ითხოვს.  ნიკოლოზ თოფურიძის და არჩილ მაღრაძის განცხადებით, ხიდ-ბოგირების აღდგენა 2018-2019 წლებში ყველა სოფელში დასრულდება. ასევე, აქტიურად მუშაობს მერიის შესაბამისი სამსახური, რათა წისქვილების რეაბილიტაციიის საკითხი დადებითად გადაიჭრას. 
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0172.JPG
13/09/2018 17:28

მშობელთა კომიტეტის წევრები ხარაგაულის მერს შეხვდნენ

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე მერიის სოციალური სამსახურის უფროსთან, ნანა კიკნაძესთან ერთად, არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაული“  პროექტის ფარგლებში - „ჩვენ აქ ვართ“ შექმნილ მშობელთა კომიტეტის წარმომადგენლებს შეხვდა. კომიტეტში გაერთიანებულები არიან შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა მშობლები, რომელთაც კარგად ესმით მათთვის საჭირო და აუცილებელი მოთხოვნები. არასამთავრობო ორგანიზაციის - „ნაბიჯი ხარაგაული“  ხელმძღვანელმა, რუსუდან გურგენიძემ მუნიციპალიტეტის მერს, მშობელთა კომიტეტის წევრებთან ერთად, წარუდგინა ის ინიციატივები რაც მათ ერთობლივად შეიმუშავეს. სამუშაო შეხვედრაზე საუბარი შეეხო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებების გათვალისწინებას  2019 წლის ბიუჯეტში.  
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0246.JPG
13/09/2018 14:40

განცხადება

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის განცხადებით, ბაზალეთის ადმინისტრაციული ერთეულის მაჟორიტარი დეპუტატი,  ვარლამ ჭიპაშვილი ამომრჩევლებთან შეხვედრას გამართავს და მათ გაწეული მუშაობის შესახებ ანგარიშის წარუდგენს. შეხვედრა 21 სექტემბერს, 10 საათზე, ბაზალეთის საექიმო ამბულატორიის ეზოში გაიმართება. იხილეთ დანართი.            
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/cfvbcvbcvbcv.JPG
12/09/2018 15:28

ხარაგაულის შესახებ ახალი წიგნი გამოიცა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკის სამკითხველო დარბაზში წიგნის - „ხარაგაულის ქრონიკები“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ისტორიის პედაგოგთა ასოციაციის წევრებმა და  ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებმა შეადგინეს. „ხარაგაულის ქრონიკების“ მთავარი რედაქტორი ზეინაბ ბუაჩიძე, ხოლო რედკოლეგიის წევრები ეკატერინე შველიძე და ეთერ ვეფხვაძე გახლავთ. პრეზენტაციაზე, მთავარმა რედაქტორმა, ზეინაბ ბუაჩიძემ მოკლედ  მიმოიხილა წიგნში შესული ისტორიული მასალები. მან მადლობა გადაუხადა წიგნის პირველი გამოცემის დაფინანსებისთვის ხარაგაულის  მუნიციპალიტეტის მერს, ნიკოლოზ თოფურიძესა და საკრებულოს წარმომადგენლებს. გამომდინარე იქედან, რომ  „ხარაგაულის ქრონიკების“ პირველი გამოცემა მხოლოდ ბიბლიოთეკებს გადაეცათ, წიგნის შეძენის მსურველი კი ძალიან ბევრია, ფინანსების მოძიების შემდეგ, იგეგმება მისი მეორედ გამოცემა. დამსწრე საზოგადოების წარმომადგენლებმა წიგნის ავტორებს მადლობა გადაუხადეს გაწეული შრომისათვის და ხარაგაულელებისთვის ასეთი მნიშვნელოვანი წიგნის შექმნისთვის. შეხვედრას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძე, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfhgsdfgdfgfgfdg_1.jpg
11/09/2018 09:04

აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება

ხარაგაულში აზიური ფაროსანას საწინააღმდეგო ღონისძიებები გრძელდება. დღეს, დაბა ხარაგაულში ცივი შესხურებით შეიწამლა ის ადგილები, სადაც მწერის მოსაზიდი ფერომონები - „მოიზიდე და გაანადგურე“ სადგურებია დამონტაჟებული, წამლობა ცივი შესხურების მეთოდით მიმდინარეობს, რაც ფერომონზე მოზიდულ მავნებელს სრულად ანადგურებს. მსგავსი სახის შეწამვლა დაგეგმილია ხარაგაულის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულში. უახლოეს მომავალში იგეგმება, ასევე, თერმული ნისლით შეწამვლა. მავნებელი ტემპერატურის კლების პარალელურად თავშესაფარში გადაინაცვლებს. შეგახსენებთ, რომ მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლაში მოსახლეობის ჩართულობა, როგორც მექანიკური ასევე შეწამვლის საშუალებით ძალიან მნიშვნელოვანია.      
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/ytfutfufuyfu.jpg
11/09/2018 09:03

მუნიციპალიტეტის მერმა წარმომადგენლებთან თათბირი გამართა

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, მომავალ წელს, ხარაგაულის ყველა სოფელში წყლის სისტემა, სათავე ნაგებობებით, იქნება მოწესრიგებული. რაც შეეხება მილებს, რომლებიც მუნიციპალიტეტს უკვე შესყიდული აქვს, თვის ბოლომდე, მოხდება მათი გადანაწილება სოფლებში საჭიროებების მიხედვით. შეხვედრას, ასევე, ესწრებოდა მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, რომელმაც ადმინისტრაციული ერთეულების წარმომადგენლებს სოფლებში მოსახლეობის პრობლემების გამოვლენისა და უფრო მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.        
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/sdfgsdfgsdfgdfgfdg.JPG
11/09/2018 08:49

ხარაგაულის მერიამ დოღში გამარჯვებულს ქერი გადასცა

ხიდრისა და კიცხის მოსახლეობის ინიციატივით ხიდარი-კიცხის საზღვარზე დოღი გაიმართა. დოღში ხარაგაულის სოფლებიდან 35-მდე ცხენოსანმა მიიღო მონაწილეობა. ღონისძიებას ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერი, ნიკოლოზ თოფურიძე, მერის პირველი მოადგილე, არჩილ მაღრაძე, თვითმმართველობის წარმომადგენლები და ადგილობრივი მოსახლეობა ესწრებოდა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიისგან პირველ ადგილზე გასულ ავთო ფოფხაძეს (კიცხი) 200კგ. ქერი გადაეცა, მეორე ადგილის მფლობელ  გიორგი არევაძეს (საღანძილე)  -100კგ, ხოლო მესამე ადგილზე გასულ ნიკა ბერაძეს - 50კგ.  გამარჯვებულებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს, ასევე, საკრებულოს, ბაღდათი-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროს, მერიის კულტურის სამსახურისა და ხიდრის ადმინისტრაციული ერთეულის  წარმომადგენლებმა. ღონისძიების ორგანიზატორი გახლდათ ა(ა)იპ „სპორტისა და ტურიზმს განვითარების ცენტრი“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი).
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/dcgbncvbncvbn.JPG
05/09/2018 11:04

ხარაგაულში პირველკურსელებს შეხვედრა მოუწყვეს

დღეს ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში, სპორტისა და ტურიზმის განვითარების ცენტრის“ (დირექტორი გრიგოლ ჭიპაშვილი) ორგანიზებით, პირველკურსელებთან ტრადიციული შეხვედრა გაიმართა. ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერმა, ნიკოლოზ თოფურიძემ ახალგაზრდებს ცხოვრების ახალ ეტაპზე გადასვლა მიულოცა და წარმატებები უსურვა. ხარაგაულელ პირველკურსელებს სტუდენტობა მიულოცეს, ასევე, საკრებულოს თავმჯდომარემ, მანანა ბარბაქაძემ, საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსმა, მარინა ვეფხვაძემ და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა. პირველკურსელებმა ხარაგაულის ისტორიულ მუზეუმში რამაზ ბლუაშვილის ფოტო-გამოფენა - „საქართველო და ქართველები ამერიკულ პრესაში“ დაათვალიერეს. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი მათთვის მოწყობილ კაფე-საღამოს დაესწრნენ. 2018 წელს ხარაგაულს 190 მეთორმეტეკლასელი ჰყავდა, მათგან 94 სხვადასხვა უმაღლეს სასწავლებელში განაგრძობს სწავლას. გილოცავთ ყველა პირველკურსელს, განსაკუთრებით კი ხარაგაულელ ახალგაზრდებს, სტუდენტობას და წარმატებებს გისურვებთ!    
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/40648973_2112301505649167_5330171357705535488_n.jpg
04/09/2018 09:17

უფასო სწავლება - ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება

ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანხმადაც ხარაგაულში ზრდასრულთა განათლების ცენტრი გაიხსნება. ცენტრი, რომლის ფუნქციონირებასაც გერმანული ასოციაციის საქართველოს ფილიალი უზრუნველყოფს, მოსახლეობას, სხვადასხვა პროფესიულ დარგებში უფასო სწავლებას სთავაზობს. ცენტრის ორგანიზებით ასევე, შესაძლებელი იქნება ტრენინგების მოდულების მომზადება და ჩატარება.  ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და სახალხო უნივერსტეტთა გერმანული ასოციაციის, საქართველოს ფილიალის „თბილისის პროექტთა ბიუროს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, აღნიშნულ ორგანიზაციას, დაბა ხარაგაულის ცენტრში მდებარე, (სოლომონ მეფის  # 19ა , ყოფილი პოლიციის შენობა) ფართი 10 წლის ვადით, იჯარით, გადაეცა. ასოციაცია სრულად უზრუნველყოფს არსებული ფართის მოწესრიგებას და სწავლებისთვის შენობის საჭირო ინვენტარით აღჭურვას.
სრულად
http://new.admin.kharagauli.ge/images/_DSC0240.JPG
03/09/2018 15:26

საკრებულოს სხდომაზე ჯანდაცვისა და საფინანსო კომისიების ანგარიში მოისმინეს

  დღეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. სხდომაზე დეპუტატებმა, დღის წესრიგით გათვალისწინებული, სამი საკითხი განიხილეს. დეპუტატებს საკრებულოს ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ ამავე კომისიის თავმჯდომარემ, გივი თხელიძემ წარუდგინა. სხდომაზე დეპუტატთა უმრავლესობამ ყურადღება სოციალური მიმართულებით თანხების სიმცირეზე გაამახვილა. პარტია  „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრი  თორნიკე ავალიშვილი დაინტერესდა, რა მუშაობა გაწია აღნიშნულმა კომისიამ, მაშინ, როდესაც საკრებულოში იქმნებოდა ფრაქციები და ინიშნებოდნენ ფრაქციის თავმჯდომარეების მოადგილეები საკმაოდ მაღალი ანაზღაურებით. ოპოზიციონერი დეპუტატი თვლის, რომ სწორედ თანხების სიმცირის გამოა, რომ  ერთჯერადი დახმარებები აღარ გაიცემა.  „ა(ა)იპ-ების რეორგანიზაციის შემდეგ გამოთავისუფლებული თანხებით სოციალური მიმართულებით არსებული პროგრამების დაფინანსებას გვპირდებოდნენ. რა ხდება დღეს? რატომ არ ითხოვთ პასუხებს?“ - აღნიშნა თორნიკე ავალიშვილმა. სოციალური მიმართულებით თანხების სიმცირეზე ყურადღება გაამახვილა, ასევე, დეპუტატმა, დავით კიკნაძემ: „სხვა მუნიციპალიტეტებთან შედარებით ხარაგაულს საგარანტიოებზე გაცილებით მეტი აქვს გაცემული, თუმცა თანხა არასაკმარისია. ბიუჯეტის დაგეგმვის დროს სოციალურ მიმართულებას 103 000 ლარი მოვაკელით, რეორგანიზაციის შემდეგ გამოთავისუფლებული თანხები სოციალური მიმართულებებზე უნდა დაგვეხარჯა, რაც არ შესრულდა. შედეგი სახეზეა.“ დეპუტატებმა მოისმინეს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო კომისიის ანგარიში გაწეული მუშაობის შესახებ, რომელიც კომისიის თავმჯდომარემ, ვარლამ ჭიპაშვილმა წარადგინა. აღნიშნული ანგარიში დეპუტატთა სრულმა უმრავლესობამ დადებითად შეაფასა. საკრებულოს სხდომაზე, ასევე,  ინფორმაცია წარადგინა მერიის ადმინისტრაციული სამსახურის საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილების მუშაობის შესახებ მუნიციპალიტეტის ვებ გვერდის ადმინისტრირებასთან დაკავშირებით ამავე განყოფილების უფროსმა, თეა ბერიძემ.
სრულად